თბილისი:
მანჩესტერი:
10-12-2020, 14:15
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2553,
კომენტარები: 44
მენეჯმენტის სრული მხარდაჭერა
ოლე გუნარ სოლსკიაერი არ შეიცვლება.
მენეჯმენტის სრული მხარდაჭერა
The Guardian წერს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯმენტი მტკიცედ რჩება ოლე გუნარ სოლსკიაერის მხარეს და დარწმუნებულია, რომ ნორვეგიელი მწვრთნელის პოზიცია ცხადყოფს, რომ გუნდი აღმავალობისკენ მიდის.

ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ მიუხედავად ჩემპიონთა ლიგადან გამოვარდნისა, სოლსკიაერის მეთაურობით "იუნაიტედი" შეძლებს კონკურენციას ჩემპიონის ტიტულისთვის. მართალია მენეჯმენტი იმედგაცრუებულია, რომ გუნდი ითამაშებს ევროპა ლიგაზე, მაგრამ სოლსკიაერის მაჩვენებელი და გუნდის მიმდინარე რესტრუქტურიზაცია შთამბეჭდავია და მენეჯმენტი აპირებს გააგრძელოს მთავარი მწვრთნელის მხარდაჭერა.

მიმდინარე წლს "იუნაიტედი" მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება ცხრილის ლიდერებს. 10 მატჩის შემდეგ, იუნაიტედმა 19 ქულა და 19 გოლი დააგროვა, რაც აშკარა გაუმჯობესებას ჰგავს გასული სეზონის იმავე პერიოდში 13 ქულისა და 13 გოლის შემდეგ, სადაც ისინი მესამე ადგილზე გავიდნენ.

გამოცემის თანახმად, მენეჯმენტს არ სურს მუდმივად განაგრძოს მწვრთნელის შეცვლა, რადგან ეს არ იძლევა კარგ შედეგებს. კლუბს მიაჩნია, რომ სოლსკიაერმა შეძლო აუცილებელი ხასიათის ჩამოყალიბება და მოხარულია, რომ ის გუნდს აშენებს და აერთიანებს აკადემიელებთან ერთად, როგორიცაა მეისონ გრინვუდი და დიდი რეპუტაციის მქონე მოთამაშეები, როგორიცაა ბრუნო ფერნანდეში და ედინსონ კავანი. ამავდროულად, გუნდი იძენს თავის სტილსა და იდენტურობას, რომლებიც არც ლუი ვან გაალის დროს იყო და არც ჟოზე მოურინიოს დროს არ ყოფილა.

ფერგუსონის შემდგომ პერიოდში სოლსკიაერი მოგების პროცენტული მაჩვენებლით მხოლოდ მოურინიოს ჩამორჩება, მან 108 მატჩში 56% მოიგო ყველა ტურნირზე (60 გამარჯვება). ჟოზესთვის ეს პროცენტული მაჩვენებელი იყო 58% - 84 გამარჯვება 144 მატჩში, დევიდ მოესისთვის - 53% - 27 გამარჯვება 51 მატჩში, ლუი ვან გაალ - 52% - 54 გამარჯვება 103 მატჩში.

ამ მაჩვენებლის მიხედვით, სოლსკიაერი ღირსეულად გამოიყურება თავისი კონკურენტების ფონზე. ის ჩამორჩება გვარდიოლას (72% იმარჯვებს) და კლოპს (61% იმარჯვებს), მაგრამ უსწრებს არტეტას (55%), ფრენკ ლამპარდს (54%) და ჟოზე მოურინიოს "ტოტენჰემს" (53%). 108 მატჩში. იურგენ კლოპს, რომელმაც ლიგა და პრემირლიგა მოიგო "ლივერპულთან" ერთად, გამარჯვების მხოლოდ 50% ჰქონდა - 6% ნაკლები ოლე გუნარზე.

ამავე დროს აღინიშნა, რომ ხელმძღვანელობის მხრიდან სოლსკიაერის მტკიცე მხარდაჭერა არ ნიშნავს მის უპირობო მხარდაჭერას. საბჭო გააგრძელებს შედეგების მონიტორინგს და მისი მუშაობის მიმოხილვას.

http://www.manutd.ru/
სტატიები
44 კომენტარი
№31
ავტორი: ლილე
11 დეკემბერი 2020 13:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
აი იმას რო ვიძახით ფეხბურთელები არ გვაყვსო, ბევრ გუნდს არ ყავს რა თქმა უნდა ტოპ გუნდზე ვამბობ, ბევრ გუნდს არ ყავს მანჩესტერისნაირი მაღალი დონის ფეხბუღთელები, ბევრს ვჯობივართ კიდეც შემადგენლობით და მარტო შემადგენლობას დააბრალო არაა კარგი. საერთოდ რა შემადგენლობაზე ვსაუბრობთ, ჩვენმა გიჟმა ბაბუმ ფერგიმ ბოლოს როცა მოიგო პრემიერ ლიგა (2013 წელს) ნახეთ რა საშინელი ნახევარდაცვა ყავდა. კაცს ტოპ კლასის ნახევარმცველი არ ყავდა მაგ სეზონში და ეპლი მოიგო მაინც, კი გიგზი და კერიკი იყო მარტო ვიზეც შეიძლება თქვა მაღალი დონის იყოვო მაგრამ ეგენიც ასაკში იყვენენ, გიგზი საერთოდ 40 წელს იყო უკვე მიღწეული და დიდად ვეღარაც გიგზი და ვეღარც კერიკი ეხმარებოდა უკვე გუნდს და მაგათ გარდა ნახევარდაცვაში ტოპ ფეხბურთელი არ ყოლია იმ სეზონში მაჩეს. დანარჩენი ნახევარცმევლები კლასიეები და ფლეტჩერები ყავდა ფერგის. ჟორდი კლასიეებით, შინჯი კაგავებით და დარენ ფლეტჩერების ნახევარდაცვით მოიგო ბაბუმ ბოლო პრემიერ ლიგა, აზზრზე ხართ რა გენია იყო ფერგი, გადახედეთ 2013 წლის სეზონის მანჩეს ნახევარდაცვას რა გუნდით დადო ეპლი და ჩვენ რაზე ვსაუბრობთ ეხლა, შემადგენლობა არ გვყავსო, უბრალოდ სასაცილოა და მეტი არაფერი. ან რა დროზეა საუბარი კარგით რა, საკმარისი დრო ქონდა ჩემი აზრით რო გუნდი დაელაგებინა, 2 წელია უკვე გუნდშია და არაფერი განსაკუთრებული, ყველაფრის დრო ქონდა საკმარისად ოლეს რო გუნდი აეშენებინა და ვერ გააკეთა, პოზიტიური და სასიკეთო ძვრები შეიძლება არის მართლა ამ ორ წელში მაგრამ სულ სულ სულ ძალიან ცოტა პოზიტიური ძვრები მხოლოდ, ძირეულად არაფერი შეცვლილა, რა გუნდიც ჩაიბარა არასტაბილური და დაცვითი იგივე არასტაბილურია. მოურინიოს რო ასხავთ კაცმა პირველივე სეზონში ევროპა ლიგა მოაგებინა გუნდს და მეორე სეზონში ფელაინებით, ლინგარდებით, ეშლი იანგებით და ფილ ჯონსებით მეორე გაგვიყვანა პრემიერ ლიგა და ფერგის წასვლის მერე თუ ვინმე მეტყვის რო მოურინიოზე კარგად სხვა რომელიმე მწვრთნელმა დაასრულებინა მანჩესტერს პრემიერ ლიგის სეზონი გავჩუმდები, თანაც მოუს დროს ბრუნო არ იყო გუნდში რომელიც ნახევარი გუნდია და მარჯვენა მცველის პრობლემაც სულ ქონდა ახლა რო ბისაკამ ამოავსო ეგ კუთხე. ზოგჯერ მგონია მანჩეს კი არა ოლეს პერსო ფანები ხართ, საკმარისი დრო ქონდა გუნდის დასალაგებლად მაგ სულშერს თუმცა ძალიან ძალიან მცირე პოზიტივები შეიტანა რაიმე ძირეული არა. რამდენჯერ შევრცხვით, არა ეგ კაცი ემიუს დონის.
0
№32
ავტორი: Dato kutaisi
11 დეკემბერი 2020 13:50
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
The red devi11 მე ჩემს კომენტარში დავწერე წნეხზე.წნეხი რომ არის ამ გუნდზე ამაზე დავა სისულელეა,მაგრამ მე დავწერე როდესაც ამ ორ მწვრთნელს ადარებ შეგიძლია თამამად შეადარო ოლეს მიოლდე და ნაგელსმანის ლაიფციგი.აი წნეხი არცერთს ქონდა და შსდეგები განსხვავებული.ვერ იმაში დაგეთანხმები რომ ნაგელსმანის აქ ყოფნის შენთხვევაში ეს გუნდი დირკა იქნება.რადგანაც ნაგელსმანს რაც აქვს ყველაზე კარგი ესაა ორგანიზებული გუნდი.აი ესეთი გუნდი მანჩესტერის ფეხბურთელებით,ამ გუნდს არ ეყოლება დირკა დაცვა.არცერთი ფეხბურთელი მანჩესტერში არაა ცუდი აი არცერთი.ლინდელოფიც კი.უბრალოდ გალაქტიკო უნდა ყველას რომ იყოს მანჩესტერი.ყველა მაგარი ფეხბურთელი აქ იყოს და მერე მწვრთნელის გარეშეც ითამაშებს ეს გუნდი.და ეს არაა მანჩესტერის ფილოსოფია,რომ ყველა შენდგარი ვარსკვლავები ვიყიდოთ და გალაქტიკო ავაწყოთ.
Alex fergusson მე როდესაც დავწერე ამოიღე ბრუნოთქო,იქვე მიწერია ვინც თქვენ გინდათ ის ჩასვითთქო.ანუ ნებისმიერი გუნდის ნებისმიერი ფეხბურთელი.მესმის რომ შემსრულებელი ჭირდება მწვრთნელს ეგ ორი აზრი არაა ასეა,მაგრამ ბრუნოზე რატომ არ მჯერა იცი რომ ოლეს დავაკებებს ასრულებს?პირველივე მარჩი 2დღის მოსულმა ბრუნომ რაც ითამაშა ზუსტად იმას თამაშობს მას მერე.რატომ?იმიტომ რომ მას ასე ესმის ფეხბურთი და არა იმიტომ რომ ასე ეუბნებიან.ერთხელ იყო ბრუნოს მოქმედებებში ჩაერია ოლე და მარჯვენა ფლანგზე გაწია და იმენა დაიკარგა ტიპი
0
№33
ავტორი: Selassie
11 დეკემბერი 2020 13:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
ციტატა: zulte waregem
ციტატა: Selassie
ციტატა: zulte waregem
ციტატა: Selassie
ციტატა: zulte waregem
რა თქმა უნდა სრული მხარდაჭერა ოლეს. მასში უდიდესი მწვრთნელი იმალება. დღეს თუარა 20-25 წელიწადში ხო იქნება შედეგი. შეიძლება ლიგიდან გამოვვარდით, მაგრამ ხომ არის ევროპალიგა? შეიძლება მერვედფინალში გავიდეთ და ასეთ მწვრთნელს ვკარგავთ. წელს მერვედფინალი კარგი შედეგი იქნება. შემდეგში შეიძლება მეოთხედფინალშიც გავიდეთ. მეოიცადეთ ხალხო, ყველაფერი იქნება თავის დროზე

არ მგონია მანჩესტერის გულშემატკივარი თავის გუნდზე ან თავისი გუნდის სხვა გულშემატკივრებზე ასე ცინიკურად ლაპარაკობდეს, ლივერპულს უგულშემატკივრე


ჩემი გუნდი რო მიექანება ასით უფსკრულისკენ იმიტომ დავწერე ეგ და მაქ ხელმძღვანელობის მიმართ პროტესტი. სტატიაშიც ეგ წერია ხელმძღვანელობას მოსწონს ეგ და ეგენი წყვეტენ ყველაფერს თორემ ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვინმე მოგვწონდეს ან არა. არცერთი გულშემატკივრის მიმართ ცინიკური არ ვყოფილვარ. თუ ვინმეს დავცინებ ეს იქნება ოლე, გლეიზერები, ვუდვორდი და ფეხბურთელების ცენზურა ნაწილი. შენ თუ რამე შეცდომით ამოიკითხე ბრატ არ ვიცი ჩემს ნაწერში. და არც შენი გადასწყვეტია მე მანჩესტერს ვუგულშემატკივრებ თუ ვოლგოგრადის როტორს


არაფერს გიწყვეტ მე, არც სადმე ძახილის ნიშანი ეწერა, არც ბრატი ვარ მეგობარო შენი (ისე ამ რუსული სიტყვებით მიმართვას ქართულშიც გვაქვს ბრატის შესატყვისი, როცა მე მეხება, არაფერს გიწყვეტ რა თქმა უნდა ისევ და ისევ) და დაწერილიდანა აზრის გამოტანის პრობლემაც არ მაქვს, რა ვიცი, გლეიზერების გარდა ყველაფერი ეწერა იმ კომენტარში, ვისაც შენი სურვილი იქნება იმას უნდა უგულშემატკივრო, მე კი მანჩესტერს ვგულშემატკივრობ და საკმაოდ ცინიკური კომენტარი იყო
უბრალოდ ცინიზმი ყველაზე ცუდი გზაა ურთიერთობისთვის, მეტი არაფერი. ( ბრატ და ბიჭოთი შეგიძლიათ არ მიპასუხოთ, საჩხუბრად არ ვარ აქ)


ცინიკური იყო, მაგრამ ცინიზმი მომართული
მომართული მქონდა ოლეს და გლეიზერების მიმართ და ამის თქმას ვცდილობ ამ კომენტარშიც, როგორც წინაში. რა ვიცი შენ დამიწყე წადი ლივერპულს უგულშემამატკივრეო. არც ცინიზმი მაქ განზრახული გულშემატკივრების მიმართ მითუმეტეს ვუდვორდის და ოლეს გამო. ჩხუბი არც მე მინდა რა თქმა უნდა მოვრჩეთ


ოქეი ძმა, მოვრჩეთ, სხვა განზრახვა არც მქონია, უბრალოდ კულავ, ოლე რომ ისევ აქ იქნება და მანიუ ცხრილის სათავეში, ამ კომენტარს და ზულტე ვარეგემს გავიხსენებ, მეგობრულად რა თქმა უნდა, არანაირი ნიშნის მოგებით, თუ არა და იგივე შეგიძლია გააკეთო შენც, სანაძლეო იყოს მაშინ
0
№34
ავტორი: BARAATTT
11 დეკემბერი 2020 14:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 63
ციტატა: Dato kutaisi
The red devi11 მე ჩემს კომენტარში დავწერე წნეხზე.წნეხი რომ არის ამ გუნდზე ამაზე დავა სისულელეა,მაგრამ მე დავწერე როდესაც ამ ორ მწვრთნელს ადარებ შეგიძლია თამამად შეადარო ოლეს მიოლდე და ნაგელსმანის ლაიფციგი.აი წნეხი არცერთს ქონდა და შსდეგები განსხვავებული.ვერ იმაში დაგეთანხმები რომ ნაგელსმანის აქ ყოფნის შენთხვევაში ეს გუნდი დირკა იქნება.რადგანაც ნაგელსმანს რაც აქვს ყველაზე კარგი ესაა ორგანიზებული გუნდი.აი ესეთი გუნდი მანჩესტერის ფეხბურთელებით,ამ გუნდს არ ეყოლება დირკა დაცვა.არცერთი ფეხბურთელი მანჩესტერში არაა ცუდი აი არცერთი.ლინდელოფიც კი.უბრალოდ გალაქტიკო უნდა ყველას რომ იყოს მანჩესტერი.ყველა მაგარი ფეხბურთელი აქ იყოს და მერე მწვრთნელის გარეშეც ითამაშებს ეს გუნდი.და ეს არაა მანჩესტერის ფილოსოფია,რომ ყველა შენდგარი ვარსკვლავები ვიყიდოთ და გალაქტიკო ავაწყოთ.
Alex fergusson მე როდესაც დავწერე ამოიღე ბრუნოთქო,იქვე მიწერია ვინც თქვენ გინდათ ის ჩასვითთქო.ანუ ნებისმიერი გუნდის ნებისმიერი ფეხბურთელი.მესმის რომ შემსრულებელი ჭირდება მწვრთნელს ეგ ორი აზრი არაა ასეა,მაგრამ ბრუნოზე რატომ არ მჯერა იცი რომ ოლეს დავაკებებს ასრულებს?პირველივე მარჩი 2დღის მოსულმა ბრუნომ რაც ითამაშა ზუსტად იმას თამაშობს მას მერე.რატომ?იმიტომ რომ მას ასე ესმის ფეხბურთი და არა იმიტომ რომ ასე ეუბნებიან.ერთხელ იყო ბრუნოს მოქმედებებში ჩაერია ოლე და მარჯვენა ფლანგზე გაწია და იმენა დაიკარგა ტიპი

დავით პმ ნახე
0
№35
ავტორი: Lalana
11 დეკემბერი 2020 14:28
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: The red devi11
The red devi11

წნეხზე საუბრობ და რომელ წნეხზე?წნეხი იცი რა იყო როდესაც ერთი წაგების შემდეგაც ვან გაალს ყველა და ყველაფერი უვლიდა,ახლა კი რა ხდება?როდესაც გუნდი აგებს იმ დროსაც კი პოლიდან დაწყებული ნებისმიერი ძველი მანჩესტერით დამთავრებული მხოლოდ ფეხბურთელებზე მიუთითებენ.აი ეს არის განსხვავებული წნეხი,ოლეს ნამდვილად არ აქვს ის წნეხი რაც მის წინა მორბედებს ჰქონდათ.ვიღაც თუ სოციალურ ქსელში რამეს დაწერს ეს არაა წნეხი.მაგალითად წინა სეზონის პირველ ნახევარში ჟოზეზე უარესი შედეგი ჰქონდა,მაგრამ ჟოზე გაუშვეს და ის დატოვეს.აქ სადმე წნეხი იყო?პირიქით გამოვიდა ვუდვორდი და თქვა სრულიად ვენდობით სამწვრთნელო შტაბსო.როდესაც ტოტენჰემმა გადაგვიარა არც ერთ ძველ მანჩესტერელს დასცდენია რაიმე ოლეზე არა და ლივერპულთან რომ ჟოზემ წააგო კინაღამ ჩაქოლეს.ახლაც ჩავრჩით ჯგუფში,მაგრამ არავის დასცდენია რომ იცი ოლემ რაღაც შეცდომა დაუშვა,პირიქით ყველა იცავს და აქეთ მხოლოდ ფეხბურთელებს ასხამენ და შენ ამას უწოდებ ძალიან დიდ წნეხს.თავისთავად დიდ გუნდს დიდი წნეხი აქვს,მაგრამ დღეს სიტვაცია განსხვავებულია.ახლა მოდი ერთ რამეს გეტყვი სწორად რომ კითხულობდე ჩემ ნაწერს დასხმასა და გარკვეულ კრიტიკას შორის გააკეთებდი განსხვავებას,მაგრამ მოდი აღარ გავაგრძელებ საუბარს,დავიღალე მიკერძოებულ ადამიანებთან საუბრით,რომლებიც ჩემს ნათქვამს დასხმად აღიქვამენ.

და ერთ რამეს ვიტყვი შეიძლება ლაიფციგში არავინ ითხოვს პირველობას,მაგრამ გერმანული გუნდი რომ ხან 12ზე იყოს,ხან მეცხრეზე და ხან მეხუთეზე აუცილებლად გაუშვებდნენ მაგასაც.აი ასეთი არასტაბილური რომ იყოს.ზუსტად ჰასენჰუტლი იმიტომ გაუშვეს რომ მისი გუნდი ვეღარ ვითარდებოდა.შენ ალბათ არც გერმანულ პრესკონფერენციებს არ უსმენ და არც იმას თუ მაგალითად რა მოყვა იმ შემთხვევას როდესაც ნაგელსმანმა ხუთით ნოლი წააგო მანჩესტერთან.წაგეკითხა გერმანულმა გაზეთებმა რა დაწერეს და მერე მაგ პატარა განსხვავებასაც იპოვნიდი.მოკლედ რომ ვთქვა არ აქვს რაიმეს ახსნას აზრი.მე ოლეს მხარს ვუჭერ და მანჩესტერიდან რომ წავიდეს მაშინაც დავუჭერ მხარს,მაგრამ რაც სათქმელია ის ყოველთვის უნდა ითქვას,
0
№36
ავტორი: shotkin
11 დეკემბერი 2020 14:31
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: GOGAruud
მე ის ვიცი რო გუნდის შენებას დრო სჭირდება და ვისაც ცოტა ფეხბურთი ესმის კომენტარებშიც ეტყობათ, ვერ აიყვან მოიესის, ვამ გაალის და მოურინიოს გაფარჩაკებულ და ნათრევ გუნდს და ერთ წელიწადში მიიღო სტაბილურობაც, ლამაზი შემტევი ფეხბურთიც რასაც მანჩესტერი ქვია და რის გამოც ეს გუნდი გვიყვარს და თასებიც. არალოგიკურია ამის მოლოდინი, პატარა ბავშვებივით არ უნდა გავიძახოდეთ მე ის ძველი მანჩესტერი მინდა ვნახო დღესვე, შეუძლებელია ეს... ერთი რასაც ვხედავ და რასაც ოლემ შეძლო დანარჩენი მწვრთნელებისგან განსხვავებით ისაა რომ გუნდი აზრზე მოდის ნელ-ნელა, სული რაც ფერგიუსონის მანჩესტერს ქონდა პირველად ვნახე იღვიძებდეს ამდენი წლის მერე, ეს კიდე ერთ წელიწადში, 19 დეკემბერს უსრულდება 1 წელი ზუსტად ოლეგას, ახალგაზრდა მწვრთნელია და ვიცი შეცდომებსაც დაუშვებს და შეცდომებზე ისწავლის კიდეც. ვისაც არ გახსოვთ შეგახსენებთ, როცა ოლე დაინიშნა თანამდებობაზე არ უთქვია სხვა მწვრთნელებივით რომ თასებს მოიგებდა მომდევნო წელსვე, გასაგებად თქვა კაცმა რომ აქვთ გუნდის სწორად შენების გრძელვადიანი პროგრამა რაც იმას ნიშნავს რომ დრო იქნებოდა საჭირო შედეგის მისაღებად. ზოგი აქ ოლესგან ელოდებით რომ წელს თასებს დაგიდებთ როცა ვან ბისაკა მოკვდა წინ და უკან სირბილით რადგან მარჯვენა ვინგერი არაა, როცა მინიმუმ ერთი ცენტრალური მცველი გვინდა, როცა პოგბას წიხლი უნდა უკრა და მარსიალი მიაყოლო თუ აზრზე არ მოვა, როცა სწორად შერჩეული ცენტრფორვარდი უნდა მოიყვანო და არა როგორც ლუკაკუსნაირი ხე!!! კიდევ კაი რო გაუშვეს, ინტერის თამაშებს ვუყურებ და ვკვდები სიცილით მაგ ფეხბურთელზე, ეგ ფეხბურთელი არაა... ცენტრში მაკტომინეის და ფრედის დუეტს ერთი ღირსეული შემცვლელი სჭირდება და ეს ნამდვილად არაა არც პოგბა და არც მატიჩი. ეხლა ერთი კითხვა მიჩნდება ამ ინვალიდი გუნდით ნუთუ კმაყოფილი არ უნდა იყო რაც ოლემ შეძლო? არ ვიცი იქნებ მე არ მესმის ფეხბურთი და იქნებ სულ დავკარგე განსჯის უნარი? იქნებ სულ ტყუილად დამიკარგავს 25 წელი ფეხბურთში რო არ მესმის უმეტესის რეებსაც ამ საიტზე კომენტარებში წერენ...


გეთანხმები უბრალოდ 2 წელი უსრულდება ოლეს აქ ყოფნის და არა 1 წელი, თუმცა რაც თქვი მეც მაგ არზს ვიზიარებ
0
№37
ავტორი: zulte waregem
11 დეკემბერი 2020 15:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
ციტატა: Selassie
ციტატა: zulte waregem
ციტატა: Selassie
ციტატა: zulte waregem
ციტატა: Selassie
ციტატა: zulte waregem
რა თქმა უნდა სრული მხარდაჭერა ოლეს. მასში უდიდესი მწვრთნელი იმალება. დღეს თუარა 20-25 წელიწადში ხო იქნება შედეგი. შეიძლება ლიგიდან გამოვვარდით, მაგრამ ხომ არის ევროპალიგა? შეიძლება მერვედფინალში გავიდეთ და ასეთ მწვრთნელს ვკარგავთ. წელს მერვედფინალი კარგი შედეგი იქნება. შემდეგში შეიძლება მეოთხედფინალშიც გავიდეთ. მეოიცადეთ ხალხო, ყველაფერი იქნება თავის დროზე

არ მგონია მანჩესტერის გულშემატკივარი თავის გუნდზე ან თავისი გუნდის სხვა გულშემატკივრებზე ასე ცინიკურად ლაპარაკობდეს, ლივერპულს უგულშემატკივრე


ჩემი გუნდი რო მიექანება ასით უფსკრულისკენ იმიტომ დავწერე ეგ და მაქ ხელმძღვანელობის მიმართ პროტესტი. სტატიაშიც ეგ წერია ხელმძღვანელობას მოსწონს ეგ და ეგენი წყვეტენ ყველაფერს თორემ ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვინმე მოგვწონდეს ან არა. არცერთი გულშემატკივრის მიმართ ცინიკური არ ვყოფილვარ. თუ ვინმეს დავცინებ ეს იქნება ოლე, გლეიზერები, ვუდვორდი და ფეხბურთელების ცენზურა ნაწილი. შენ თუ რამე შეცდომით ამოიკითხე ბრატ არ ვიცი ჩემს ნაწერში. და არც შენი გადასწყვეტია მე მანჩესტერს ვუგულშემატკივრებ თუ ვოლგოგრადის როტორს


არაფერს გიწყვეტ მე, არც სადმე ძახილის ნიშანი ეწერა, არც ბრატი ვარ მეგობარო შენი (ისე ამ რუსული სიტყვებით მიმართვას ქართულშიც გვაქვს ბრატის შესატყვისი, როცა მე მეხება, არაფერს გიწყვეტ რა თქმა უნდა ისევ და ისევ) და დაწერილიდანა აზრის გამოტანის პრობლემაც არ მაქვს, რა ვიცი, გლეიზერების გარდა ყველაფერი ეწერა იმ კომენტარში, ვისაც შენი სურვილი იქნება იმას უნდა უგულშემატკივრო, მე კი მანჩესტერს ვგულშემატკივრობ და საკმაოდ ცინიკური კომენტარი იყო
უბრალოდ ცინიზმი ყველაზე ცუდი გზაა ურთიერთობისთვის, მეტი არაფერი. ( ბრატ და ბიჭოთი შეგიძლიათ არ მიპასუხოთ, საჩხუბრად არ ვარ აქ)


ცინიკური იყო, მაგრამ ცინიზმი მომართული
მომართული მქონდა ოლეს და გლეიზერების მიმართ და ამის თქმას ვცდილობ ამ კომენტარშიც, როგორც წინაში. რა ვიცი შენ დამიწყე წადი ლივერპულს უგულშემამატკივრეო. არც ცინიზმი მაქ განზრახული გულშემატკივრების მიმართ მითუმეტეს ვუდვორდის და ოლეს გამო. ჩხუბი არც მე მინდა რა თქმა უნდა მოვრჩეთ


ოქეი ძმა, მოვრჩეთ, სხვა განზრახვა არც მქონია, უბრალოდ კულავ, ოლე რომ ისევ აქ იქნება და მანიუ ცხრილის სათავეში, ამ კომენტარს და ზულტე ვარეგემს გავიხსენებ, მეგობრულად რა თქმა უნდა, არანაირი ნიშნის მოგებით, თუ არა და იგივე შეგიძლია გააკეთო შენც, სანაძლეო იყოს მაშინ


იყოს სანაძლეო, მაგრამ საქმე მარტო ოლეშიც არაა. ზოგი ფეხბურთელი უნდა წავიდეს, მაგრამ რომც წავიდნენ სელექციონერები ვერ არჩევენ სწორად ფეხბურთელებს, ამის გამო გუნდმა უამრავი მილიონი დაკარგა. ზოგჯერ ვერ გადმოგვყავს და მოკლედ პრობლემები გვაქვს უამრავი. მაგიტომ ვერ ვბრუნდებით იმ ადგილას წლებია, სადაც წესით ჩვენი ადგილია
0
№38
ავტორი: NikShali
11 დეკემბერი 2020 15:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 143
ციტატა: zulte waregem
Getanxmebi martali kaci
Reals shexedet odnav namusis mqone gunds shexedet
Asti sheugnebeli uazro gadawyvetilebebit fergiz ki gadadgeboda raaarias oleshi mosawoni gaatrier gundidan unda shezvalos dainishnos wvtneli sanam shedegi ar iqneba sitistan mogeba da mere ageb dabali donis gundtan azri araaq
0
№39
ავტორი: LASHQARA
11 დეკემბერი 2020 16:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ციტატა: The red devi11
“”თუ თქვენ ზურგს გვაქცევთ დამარცხების დროს, მაშინ ნურც გამარჯვების შემთხვევაში გვიგულშემატკივრებთ.””

ვისი სიტყვებია აუხსენით ერთმანეთს

ციტატა: Svani
ჩემი მხარდაჭერა ოლეს


ჩვენი მხარდაჭერა იმ მანჩესტერს რის გამოც შეგვიყვარდა ეს გუნდი. და არა მოურინიოს ავტობუსებს და ვანგალის ტიკი ტაკებს არც მოიესების ჩაწოდებებს და არც რამე სხვას მსგავსებს . არ მინდა ჩემმა საყვარელმა გუნდმა იცვალოს სახე და მენტალიტეტი. არ მინდა დაიკარგოს ის რის გამოც პირველად შემიყვარდა ფეხბურთი. უნდა გაგრძელდეს იმ ხალხის გზა და ის ტრადიციები რის გამოც ეს კლუბი დღეს ასეთი ამბიციურია. არანაირი სხვა გზა არა სირებს მანჩესტერში

ჩემგან ერთი ხმა იმ ძველ მანჩესტერულ ფეხბურთს, რამაც შეგვაყვარე ეს მართლაც ოცნებათა თეატრი, love პატივისცემა თქვენ ძმებო რომ ასეთი გულშემატკივრები ხართ, გუნდი თუ გიყვარს ჯოჯოხეთშიც უნდა ჩაყვე, სხვა სიყვარულის მე არ მწამს. love am
0
№40
ავტორი: PaLoMo
11 დეკემბერი 2020 16:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ჩვენმა მანდილოსანმა სწორად აღნიშნა:ბევრი იძახსი აქ შემადგენლობა არ გვყავსო და თუ ისტორიას არ გადახედავთ დ ადაგეზარებათ,მაშინ ჩვენი ნახავრადაცვის სასტავს მაინც გადახედეთ და მიხვდებით,რომ პირველი თუ არა ხუთეულში მაინც შევდივართ ამ ნახევარდაცვით,მაგრამ მაინც ფეხბურთელებს ვასხამთ და ოლეს ვაპრავებთ ესაა სწორედ პრობლემა,რომ სადაც პრობლემაა იმის დანახვა არ გვინდა ან არ შეგვიძლია. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ,რომ ოლესგან დიდი მწვრთნელი ვერასდროს დადგება,რადგან დი დ მწვრთნელებს შეუძლიათ პატარა ფეხბურთელებითაც დადონ შედეგი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top