თბილისი:
მანჩესტერი:
10-12-2020, 14:15
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2559,
კომენტარები: 44
მენეჯმენტის სრული მხარდაჭერა
ოლე გუნარ სოლსკიაერი არ შეიცვლება.
მენეჯმენტის სრული მხარდაჭერა
The Guardian წერს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯმენტი მტკიცედ რჩება ოლე გუნარ სოლსკიაერის მხარეს და დარწმუნებულია, რომ ნორვეგიელი მწვრთნელის პოზიცია ცხადყოფს, რომ გუნდი აღმავალობისკენ მიდის.

ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ მიუხედავად ჩემპიონთა ლიგადან გამოვარდნისა, სოლსკიაერის მეთაურობით "იუნაიტედი" შეძლებს კონკურენციას ჩემპიონის ტიტულისთვის. მართალია მენეჯმენტი იმედგაცრუებულია, რომ გუნდი ითამაშებს ევროპა ლიგაზე, მაგრამ სოლსკიაერის მაჩვენებელი და გუნდის მიმდინარე რესტრუქტურიზაცია შთამბეჭდავია და მენეჯმენტი აპირებს გააგრძელოს მთავარი მწვრთნელის მხარდაჭერა.

მიმდინარე წლს "იუნაიტედი" მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება ცხრილის ლიდერებს. 10 მატჩის შემდეგ, იუნაიტედმა 19 ქულა და 19 გოლი დააგროვა, რაც აშკარა გაუმჯობესებას ჰგავს გასული სეზონის იმავე პერიოდში 13 ქულისა და 13 გოლის შემდეგ, სადაც ისინი მესამე ადგილზე გავიდნენ.

გამოცემის თანახმად, მენეჯმენტს არ სურს მუდმივად განაგრძოს მწვრთნელის შეცვლა, რადგან ეს არ იძლევა კარგ შედეგებს. კლუბს მიაჩნია, რომ სოლსკიაერმა შეძლო აუცილებელი ხასიათის ჩამოყალიბება და მოხარულია, რომ ის გუნდს აშენებს და აერთიანებს აკადემიელებთან ერთად, როგორიცაა მეისონ გრინვუდი და დიდი რეპუტაციის მქონე მოთამაშეები, როგორიცაა ბრუნო ფერნანდეში და ედინსონ კავანი. ამავდროულად, გუნდი იძენს თავის სტილსა და იდენტურობას, რომლებიც არც ლუი ვან გაალის დროს იყო და არც ჟოზე მოურინიოს დროს არ ყოფილა.

ფერგუსონის შემდგომ პერიოდში სოლსკიაერი მოგების პროცენტული მაჩვენებლით მხოლოდ მოურინიოს ჩამორჩება, მან 108 მატჩში 56% მოიგო ყველა ტურნირზე (60 გამარჯვება). ჟოზესთვის ეს პროცენტული მაჩვენებელი იყო 58% - 84 გამარჯვება 144 მატჩში, დევიდ მოესისთვის - 53% - 27 გამარჯვება 51 მატჩში, ლუი ვან გაალ - 52% - 54 გამარჯვება 103 მატჩში.

ამ მაჩვენებლის მიხედვით, სოლსკიაერი ღირსეულად გამოიყურება თავისი კონკურენტების ფონზე. ის ჩამორჩება გვარდიოლას (72% იმარჯვებს) და კლოპს (61% იმარჯვებს), მაგრამ უსწრებს არტეტას (55%), ფრენკ ლამპარდს (54%) და ჟოზე მოურინიოს "ტოტენჰემს" (53%). 108 მატჩში. იურგენ კლოპს, რომელმაც ლიგა და პრემირლიგა მოიგო "ლივერპულთან" ერთად, გამარჯვების მხოლოდ 50% ჰქონდა - 6% ნაკლები ოლე გუნარზე.

ამავე დროს აღინიშნა, რომ ხელმძღვანელობის მხრიდან სოლსკიაერის მტკიცე მხარდაჭერა არ ნიშნავს მის უპირობო მხარდაჭერას. საბჭო გააგრძელებს შედეგების მონიტორინგს და მისი მუშაობის მიმოხილვას.

http://www.manutd.ru/
სტატიები
44 კომენტარი
№11
ავტორი: 100%Red
10 დეკემბერი 2020 22:53
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ციტატა: The red devi11
მასეც არაა ძალიან კარგი გუნდია ლაიფცინგი შემადგენლობით ძმაო. ვერაფერს ვერ დაუწუნებ. რაც შეეხება ამ მონაკვეთში რაც ქნა წავა ხვალ და ჰოფრნჰაიმი წამოიცვავს. ან მაინცი. ბევრს უშვებს ძაან მიუხედავად იმის რომ ძალიან კარგი დაცვა ყავს ჩემი აზრით. მე ყველაფერს მირჩევნია ილემ მიაღწიოს წარმატებას სულით გულით ვბალეშიკობ და ბოლომდეც ასე იქნება ბოლოს და ბოლოს მანჩესტერელია და ყველა მანჩესტერელს ასე ვუბალეშიკებ და ვუბალეშიკებდი

გუნდი წარმატებას თუ მიაღწევს თუგინდა ძოძუაშვილი იყოს მართლა ტრენერი))
მაინცი წამოიცვამსო ეგრე თუა დღეს სიტის რო მოვუგებთ და რაღაცა რო გვგონია თავი, მერე ბრაიტონი და კრისტალ პალასი გვიგებენ
თუძმახარ რაშემადგენლობა ყავს ახლა ლაიფციგს მითხარი, ვერნერი კაი იყო წავიდა და რა? ვეღარ თამაშობენ? ვერნერზე მაგარი არ ყავდათ არავინ, მიყავდა შეტევა, შეილება ცუდი შედარება იყოს მარა წარმოიდგინე ბრუნო წავიდეს winked
0
№12
ავტორი: giorgi_mg
10 დეკემბერი 2020 23:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
სხვა განცხადებას ელოდა ვინმე?
უნდა დაასრულებინონ სეზონი რომ მორჩეს ლაპრაკი იმაზე თითქოს შანს არ აძლევენ მწვრთნელებს
0
№13
ავტორი: Lalana
10 დეკემბერი 2020 23:35
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: The red devi11
მასეც არაა ძალიან კარგი გუნდია ლაიფცინგი შემადგენლობით ძმაო. ვერაფერს ვერ დაუწუნებ. რაც შეეხება ამ მონაკვეთში რაც ქნა წავა ხვალ და ჰოფრნჰაიმი წამოიცვავს. ან მაინცი. ბევრს უშვებს ძაან მიუხედავად იმის რომ ძალიან კარგი დაცვა ყავს ჩემი აზრით. მე ყველაფერს მირჩევნია ილემ მიაღწიოს წარმატებას სულით გულით ვბალეშიკობ და ბოლომდეც ასე იქნება ბოლოს და ბოლოს მანჩესტერელია და ყველა მანჩესტერელს ასე ვუბალეშიკებ და ვუბალეშიკებდი

მანჩესტერის შემადგენლობაზე წუწუნებს ხალხი და სანჩოები,გრილიშები,უპამეკანოები და ყველა და ყველაფერი გვინდა და ამ დროს ლაიფციგს ყავს კარგი გუნდი?ეგ კარგი გუნდი ჰასენჰუტლსა და რაგნიკსაც ყავდა მაგრამ ევროპა ლიგის ჯგუფში რჩებოდა თავისი ვერნერიანად,როდესაც მაგ ლაიფციგით პირველივე სეზონში ნახევართფინალში გაიყვანა გუნდი.ის ჰოფენჰაიმი კი პირველად გაიყვანა თავისი მოღვაწეობის მანძილზე ჩემპიონთა ლიგაზე.ან რომელ კარგ გუნდზეა საუბარი?ის ანხელინოც კი რომელიც ყველაზე კარგია გუნდში ნათხოვარი ყავს სიტისგან,კლიუვერტიც რომასგან ყავს ნათხოვარი და ოლე გუნარ სულშერი კი რომელმაც სამას მილიონზე მეტი დახარჯა გუნდში ჯერ კიდევ საწუწუნო გვაქვს ბევრ რამეზე.ორი წელი გავიდა და ისევე არასტაბილური გუნდი ვართ როგორიც ვიყავით,გვაქვს კარგი მომენტები მერე ამ კარგ მომენტებს მოსდევს ცუდი მომენტები.ჩვენ არ გვყავს ძალიან კარგი გუნდი?თუ რომელი გუნდი იცით სადაც ყოველ წერტილში სუპერვარსკვლავები ყავთ?
ან როდესაც საუბრები გვაქვს მანჩესტერის სული და გული დაუბრუნაო რაში გამოიხატება ეს?იმაში რომ ხუთ მცველს დამატებული ორი ჩამშლელით რომ ვთამაშობთ?თუ იმაში მოსაგები თამასში მცველებით აძლიერებს შეტევას?თუ როდესაც გუნდი ნადგურდება ტოტენჰემთან და კიდევ მეტი არ გაგვიტანონ და ამის გამო მეხუთე მცველი შემოყავს თამაში?
იმაში ყველას დავეთანხმები რომ მოურინიოსგან განსხვავებით დღეს უფრო შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ,მაგრამ იმის შემდეგ 300 მილიონზე მეტი დაიხარჯა და უკეთესი შედეგი მაინც არ უნდა გვქონდეს?ასევე ძაან ბევრი გასახსენებელი თამაშია სადაც გუნდმა საშინლად უსახური ფეხბურთი აჩვენა.
აქ მარსიალსა და სხვა დანარჩენებს აცილებებზე ვასხავთ მაგრამ მგონი ხალხი არ უყურებს თუ რამდენს მაზავს სტერლინგი,რამდენს მაზავს ჟესუსი,სალაჰი,ბენზემა,რონალდო და სხვა დანარჩენები.ისეთებს აცილებენ რომ მაგათ პროფესიონალიზმშიც შეგეპარება ადამიანს ეჭვი.ჩვენ გვყავს კარგი შემადგენლობა,მითუმეტეს ძალიან კარგი ნახევარდაცვა,მაგრამ ამ ნახევარდაცვის პოტენციალსაც ვერ ვიყენებთ ნორმალურად.ლაიფციგის შემადგენლობაზე ვამბობთ კარგიაო და მაშინ რაღა უნდა ვთქვათ ჩვენზე?ან ამ ბუნდესლიგას რომ საქილიკოდ ვიგდებთ ინგლისელებისგან განსხვავებით ჯგუფიდან ოთხი გუნდი გავიდა იმის და მიუხედავად რომ ბუნდესლიგის მეორეადგილოსან გუნდს პრემიერ ლიგის საშუალო დონის გუნდთან შედარებითაც კი ბევრად ნაკლები შემოსავალი აქვთ.
იმედია წარმატებას მიაღწევს ოლე გუნარი ამ გუნდში,ჩვენზე მეტად მწვრთნელს სურს წარმატება,მაგრამ ჯერ ისევ არასტაბილური გუნდი ვართ და დიდი იმედი მაქვს რამენაირად ეს გამოსწორდება.უკვე შევეგუე ფაქტს რომ ჯერ-ჯერობით ვართ გუნდი რომელიც რაღაც მომენტში ეიფორიაში ჩაგაგდებს და რაღაც მომენტში ისევ დაგანარცხებს მიწაზე,მე კი იმის იმედი მაქვს რომ ეიფორია ბევრად დიდხანს გაგვიგრძელდება.ჯერ კიდევ გვაქვს შანსი პირველობისთვის ბრძოლისთვის მითუმეტეს ახლა როდესაც ჩემპიონთა ლიგა აღარ გვაწევს ზურგზე.
0
№14
ავტორი: Roberto
10 დეკემბერი 2020 23:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 469
Nuravis ewyinos magram tu dzma xar saidan mogaqvt laipcigi bevrs ushvebso,exla specialurad vnaxe statistika,visac gainteresebt shedit da tviton naxet vis ramdeni aqvs gashvebuli,wels bundesligashi mxolod laipcigsa da leverkuzenis baiers aqvt 9 burti gashvebuli,anu yvelaze naklebi,nagelsmanma dacviti stili tu ar icis arcaa magistvis sachiro dzmao imito ro imdenad dzlieria shetevashi,rogorc unda da ramdensac unda imdens gaatiniebs vigac sashualo donis motamasheebs da meti ra unda qnas,zato chven xo gvyavs iseti mwvrtneli romelic shetevashi nagelsmanivit tu araa dacva icis mourinioze bevrad uket,chvenma arc erti icis da arc meore,naxevardacva bruno rom ara isic sacodaoba iqneboda
0
№15
ავტორი: wiking
11 დეკემბერი 2020 00:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
დეკანი გაუშვან, ის დიდთავა, მერე დალაგდება უფრო სიტუაცია.. ისე ოლეგას როგორ უნდა აჯობოს უფანტაზიო გატუზომ, თითქოს დაიხვეწა იტალიელი ..
0
№16
ავტორი: Lalana
11 დეკემბერი 2020 00:41
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ახლა ვიტყვი რა შეცვალა ოლე გუნარმა გუნდში.მისი მოსვლის შემდეგ უფრო მეტს ვუტევთ ვიდრე მისი წინა მორბედები,ნუ რა თქმა უნდა თვალითაც შესამჩნევია ეს,მაგრამ პროცენტული მაჩვენებლებიც მეტყველებს მაგაზე.ასევე შეიცვალა ერთი და ყველაზე მთავარი რამ,ჟოზეს მანჩესტერი ბევრად უკნიდან თამაშობდა ვიდრე ოლეს მანჩესტერი,ნორვეგიელის გუნდი ცდილობს უფრო მაღალ პრესინგს,როდესაც პორტუგალიელის მანჩესტერი აპრესინგებდა ერთი,მაქსიმუმ ორი კაცით,რადგან ორიენტირი უფრო დაცვაზე გვქონდა.ასევე ფეხბურთელებთან აქვს კარგი ურთიერთობა.დასაწყისში იყო მომენტები როდესაც მაგალითად ფეხბურთელს ძაან დაგვიანებით ცვლიდა,დღეს კი ბევრად კარგად აკეთებს ამას.ასევე გააუმჯობესა და დახვეწა კონტრშეტევაზე გუნდი,ჟოზეს გუნდიც კონტრშეტევის იყო და იმ დროსაც მსგავსად გავდიოდით ფონს,მაგრამ ის განსხვავებაა რომ კონტრშეტევისთვის უფრო მეტი ხალხი რჩება წინ ვიდრე ჟოზეს დროს,ამიტომაც გამოგვდის კარგი მასიური კონტრშეტევა,მითუმეტეს ახლა დაგვემატნენ ისეთი ფეხბურთელები რომლებსაც შეუძლიათ კონტრშეტევაზე ერთი მოჭრილი გადაცემით რამოდენიმე ადამიანი “მოტეხონ” თამაშიდან და ეს ბევრჯერაც გვინახავს.პლიუსები და გაუმჯობესებები არის გუნდში,ამას ნამდვილად ვერ დავუკარგავთ ვერც ოლეს და ვერც ვერავის,ყოველთვის უნდა ავღნიშნოთ პლიუსები და მინუსებიც.უბრალოდ როდესაც პარალელს ვალვებთ ძველ მანჩესტერულ სტილთან ნაადრევია ამის თქმა.თუ ქამბექებითაც ვიწონებთ თავს,არანაკლები იყო პორტუგალიელის ხელშიც და შემიძლია თითოეული მატჩის ჩამოთვლაც.ბევრჯერ გამიმეორებია და კიდევ ვიტყვი გუნდს ოლეს არავინ დაატოვებინეს ახლა,თუ რა თქმა უნდა ძაან ცუდი შედეგები არ გვქონდა.არ ვიცი ზუსტად მოიტანს თუ არა ეს ადამიანი შედეგს,მაგრამ ზაფხულამდე მაინც რომ უნდა აცადონ ეგ ცხადია,რადგან დღეს ნამდვილად არავინ არ არის ისეთი მწვრთნელი ბაზარზე რომელიც ოლეზე ბევრად უკეთესი იქნებოდა.
0
№17
ავტორი: ALEXFERGUSON
11 დეკემბერი 2020 00:49
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
პრობლემა ოლეში არის რათქმაუნდა,მაგაზე დავაც არ ღირს,მაგრამ ფეხბურთელებიც მაგრა ცოდავენ. მარსიალი,გრინვუდი,რეში. ვისაც ევალება მომენტის გამოყენება. 5-დან ერთის არა,არამედ ხუთიდან ოთხის. გადახედეთ ლაიფციგთან თამაშს. გრინვუდის 100% მომენტი. რეშის გასვლა ერთიერთზე და გვეედით ბურთის წაღება. როცა გუნდი თამაშში 5-6 100% მომენტს გიქმნის და აქედან მხოლოდ ერთს იყენებ,არ ხარ მაღალი დონის შემსრულებელი და მორჩა. დარწმუნებული ვარ პორველი გოლი რო გაგვიტანეს,იქ რეში ბურთს ჩამოიღებდა და რას იზავდა არავინ იცის. მერე გამოდის,რომ ხელებს მხოლოდ მწვრთნელს ვაწმინდავთ და არაა მთლად ეგრე.
0
№18
ავტორი: Lalana
11 დეკემბერი 2020 01:27
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: ALEXFERGUSON
პრობლემა ოლეში არის რათქმაუნდა,მაგაზე დავაც არ ღირს,მაგრამ ფეხბურთელებიც მაგრა ცოდავენ. მარსიალი,გრინვუდი,რეში. ვისაც ევალება მომენტის გამოყენება. 5-დან ერთის არა,არამედ ხუთიდან ოთხის. გადახედეთ ლაიფციგთან თამაშს. გრინვუდის 100% მომენტი. რეშის გასვლა ერთიერთზე და გვეედით ბურთის წაღება. როცა გუნდი თამაშში 5-6 100% მომენტს გიქმნის და აქედან მხოლოდ ერთს იყენებ,არ ხარ მაღალი დონის შემსრულებელი და მორჩა. დარწმუნებული ვარ პორველი გოლი რო გაგვიტანეს,იქ რეში ბურთს ჩამოიღებდა და რას იზავდა არავინ იცის. მერე გამოდის,რომ ხელებს მხოლოდ მწვრთნელს ვაწმინდავთ და არაა მთლად ეგრე.

რა თქმა უნდა,ლაშა მხოლოდ მწვრთნელს არც უნდა შეაწმინდო ხელი,რადგან ფეხბურთი არამხოლოდ მწვრთნელისგან არამედ ფეხბურთელებისგანაც შედგება,მაგრამ რაშია იცი საქმე?რატომ ვერ იღებს ფეხბურთელი სწორ გადაწყვეტილებას სწორ მომენტში?შესრულებას რომ თავი დავანებოთ მაგ თამაშებში ბევრჯერ არასწორად იმოქმედეს ფეხბურთელებმა და ეს იცი რატომ ხდება?რადგან რიგ შემთხვევებში შემტევები ვერ უგებენ ერთმანეთს,თორემ გამაზვით ფორსბერგს რომ ჰქონდა ისეთი ასპროცენტიანი მომენტი ჩვენ ნამდვილად არ გვქონია და კი ააცილა კარს.ასევე სხვების შემტევებიც ვერ იყენებენ ძალიან ბევრ მომენტს,სტერლინგს საერთოდ გაწამებული ყავს გვარდიოლა,მაგრამ ამის და მიუხედავად საბოლოო ჯამში მაინც ბევრს იტანს ხოლმე და იცი რატომ?იმიტომ რომ ბევრად მეტ შანს ქმნიან და ამ ბევრად მეტი შანსიდან მერე კი იყენებენ რაღაც მომენტებს.მაგალითად რომ გადავხედოთ ზოგად სტატისტიკასაც სიტი საშუალოდ ძალიან ბევრჯერ ურტყამს კარისკენ,მაგრამ არც ისე ბევრს კარში,იმიტომ რომ არანაკლები მაზილები ყავთ გუნდში.სალაჰი რომ სალაჰია და რეკორდებს ამყარებდა პრემიერ ლიგაში იმდენ ორ მომენტს აფუჭებდა.ერთ-ერთი შეცდომა ოლესი ის იყო,რომ ლუკაკუ გაუშვა და მხოლოდ მარსიალს ანდო ცხრიანობა,მაგრამ რომ მიხვდნენ რომ მხოლოდ მისით ვერ გავიდოდნენ ფონს,მაგიტომაც აფუცხუნდნენ და დაიწყეს ცხრიანის ძიება,ბოლოს კი შეგვრჩა კავანი.

ასევე დავამატებ ერთ რაიმეს და აღარ მოგაბეზრებთ თავს.საკუთარ შეცდომებზეც ბევრი რამ ისწავლა ოლემ,მაგალითად თავიდან ცდილობდა როგორც ფერგიუსონი აკადემიელებზე აეწყო გუნდი,ამიტომაც ლინგარდს,პერეირასა და სხვა დანარჩენს მისცა შანსი,მაგრამ ამ საკითხში შეცდა,თან ძალიან მწარედ და მიხვდა კიდევაც ამას,ამიტომაც აღარ ჩანს დღეს აღარც ლინგარდი და აღარც სხვა მისთანები.ასევე შეცდა ლუკაკუს გაშვების შემთხვევაშიც,რადგან ნომინალურ ცხრიანით ვეღარ ითამაშებდა,იმიტომ რომ მისი სურვილი იყო მარსიალი ყოფილიყო პირველი თავდამსხმელი,მაგრამ მიხვდა რომ მის სტილში კი ჯდებოდა მარსიალი მაგრამ გამტანი ფორვარდიც ამავდროულად საჭირო იყო,ამიტომაც დაიწყეს ცხრიანის მოძებნაც,ბოლოს კი კავანი შეგვრჩა.ასევე მოიყვანა გიგზის რჩევით ჯეიმსი და იფიქრა ასეთი მუშა ფეხბურთელებით გავალ ფონსო,მაგრამ მიხვდა რომ მხოლოდ მუშა ფეხბურთელი არ გიშველის თუ მას კლასიც არ აქვს,ამიტომაც ვერ ვხედავთ დღეს-დღეობით ჯეიმსაც.კიდევ საკმაოდ ბევრი ნიუანსია რომელიც გამოასწორა და თანდათან როგორც მწვრთნელი იხვეწება,მაგრამ ლაიფციგთან ბოლო თამაშიც გამოჩნდა მის გადაწყვეტილებებში რომ ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი,რადგან გადამწყვეტ მომენტებში გაუჭირდა სწორი გადაწყვეტილების მიღება,მაგრამ ისიც ფაქტია რომ რიგ შემთხვევებში დიდ მწვრთნელებთანაც კარგი ფხა გამოიჩინა.მოლლედ ბიჭებო ოლესა და მანჩესტერს წარმატებას ვუსურვებ.ვნახოთ რა იქნება სეზონის ბოლოს,იქნებ რაიმე თასსაც გამოვკრათ ხელი
0
№19
ავტორი: GOGAruud
11 დეკემბერი 2020 02:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
მე ის ვიცი რო გუნდის შენებას დრო სჭირდება და ვისაც ცოტა ფეხბურთი ესმის კომენტარებშიც ეტყობათ, ვერ აიყვან მოიესის, ვამ გაალის და მოურინიოს გაფარჩაკებულ და ნათრევ გუნდს და ერთ წელიწადში მიიღო სტაბილურობაც, ლამაზი შემტევი ფეხბურთიც რასაც მანჩესტერი ქვია და რის გამოც ეს გუნდი გვიყვარს და თასებიც. არალოგიკურია ამის მოლოდინი, პატარა ბავშვებივით არ უნდა გავიძახოდეთ მე ის ძველი მანჩესტერი მინდა ვნახო დღესვე, შეუძლებელია ეს... ერთი რასაც ვხედავ და რასაც ოლემ შეძლო დანარჩენი მწვრთნელებისგან განსხვავებით ისაა რომ გუნდი აზრზე მოდის ნელ-ნელა, სული რაც ფერგიუსონის მანჩესტერს ქონდა პირველად ვნახე იღვიძებდეს ამდენი წლის მერე, ეს კიდე ერთ წელიწადში, 19 დეკემბერს უსრულდება 1 წელი ზუსტად ოლეგას, ახალგაზრდა მწვრთნელია და ვიცი შეცდომებსაც დაუშვებს და შეცდომებზე ისწავლის კიდეც. ვისაც არ გახსოვთ შეგახსენებთ, როცა ოლე დაინიშნა თანამდებობაზე არ უთქვია სხვა მწვრთნელებივით რომ თასებს მოიგებდა მომდევნო წელსვე, გასაგებად თქვა კაცმა რომ აქვთ გუნდის სწორად შენების გრძელვადიანი პროგრამა რაც იმას ნიშნავს რომ დრო იქნებოდა საჭირო შედეგის მისაღებად. ზოგი აქ ოლესგან ელოდებით რომ წელს თასებს დაგიდებთ როცა ვან ბისაკა მოკვდა წინ და უკან სირბილით რადგან მარჯვენა ვინგერი არაა, როცა მინიმუმ ერთი ცენტრალური მცველი გვინდა, როცა პოგბას წიხლი უნდა უკრა და მარსიალი მიაყოლო თუ აზრზე არ მოვა, როცა სწორად შერჩეული ცენტრფორვარდი უნდა მოიყვანო და არა როგორც ლუკაკუსნაირი ხე!!! კიდევ კაი რო გაუშვეს, ინტერის თამაშებს ვუყურებ და ვკვდები სიცილით მაგ ფეხბურთელზე, ეგ ფეხბურთელი არაა... ცენტრში მაკტომინეის და ფრედის დუეტს ერთი ღირსეული შემცვლელი სჭირდება და ეს ნამდვილად არაა არც პოგბა და არც მატიჩი. ეხლა ერთი კითხვა მიჩნდება ამ ინვალიდი გუნდით ნუთუ კმაყოფილი არ უნდა იყო რაც ოლემ შეძლო? არ ვიცი იქნებ მე არ მესმის ფეხბურთი და იქნებ სულ დავკარგე განსჯის უნარი? იქნებ სულ ტყუილად დამიკარგავს 25 წელი ფეხბურთში რო არ მესმის უმეტესის რეებსაც ამ საიტზე კომენტარებში წერენ...
0
№20
ავტორი: Dato kutaisi
11 დეკემბერი 2020 03:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ვკითხულობ კომენტარებს და რათქმაუნდა ყველას თავისი აზრი აქვს განსხვავებული და ასეც უნდა იყოს.მაგრამ, უბრალოდ ძალიან ხშირად რაც ამ საიტზე კომენტარებშია თვალშისაცემი ესაა - ზღვარის არ არსებობა @მანჩესტერ იუნაიტედსა" და ოლე გუნარ სულშეკრს შორის.
ოლე არაა გუნდი,ოლე არაა მანჩესტერის იდეა,ოლე არაა მანჩესტერი ტრადიცია და ოლე არაა ტრენერი რომელსაც ამხელა გუნდი უნდა ჩააბარო.
ვერ ვხვდები რატომ ავლებთ პარალელებს და აიგივებთ ოლეს გუნდთან?!არ შეიძლება პერსონიფიცირება გუნდის თავისი უდიდესი ისტორიით და ასე შემდეგ...
აქ იყო საუბარი და lalana-მ გადასარევად ახსნა ლაიფციგის შემადგენლობაზე თუ რა დონის და როგორ ძლიერია:)უბრალოდ მაინტერესებს თუ დააკვირდებით აღმოვაჩენთ ერთ საოცრებას:
ტოტენჰემიდან-კეინი ალი სონი...ლაიფციგიდან უპამეკანო გვაკერია პირზე(იჯარით აყვანილ ხალხზე სრაფერს ვიტყვი)... ეს ხალხი იცოდით ვინმემ მანამ სანამ ისინი ცნობადი არ გახადა იქეთ პოჩემ აქეთ ნაგელსმანმა?
გუნდს რომელსაც შეუძლია 5:0 მოუგოს ლაიფციგს,მერე თურმე აღარ შეუძლია უბრალოდ რომ არ წააგოს.
არ მომისმენია აქ ტოტალიზატორებში გაყიდული თამაშების თეორია,ეგეც გაამყარებდა ოლეს პოზიციას.
ნაგელსმანმა თამაშს რომ აგებდა ჩვენთან,ისევ შეტევაზე გააკეთა ანგარიში და კუანა პოზიციიდან სრ უთამაშნია და არ დაიმალა რასაც 90%მწვრთნელების იზამდა.არც კი უცდია თამაშის ჩაკეტვა და 5:0ზუსტად ამის შედეგი იყო.
რა ხდება მეორე თამაშში?თურმე გოლი არ გვეყო გასასვლელად...მაშინ როდესაც ჩვენ ვითვლით რამდენი გავმაზეთ და ასეთები არც ისე ბევრი რომ არაა,იქეთა მხარის გაფუჩებულ მომენტებსაც თუ დავთვლით არ იქნება ურიგო.
ჩვენს მიერ გატანილ პენალტს თუ რომელიმე აქ დასადებ პენალტად მიიღებდით ჩვენს კარში რომ დაენიშნათ და მალადეც.
მოკლედ the red devi11 ადრეც მაქვს წანაკითხი აქ და სრ მახსოვს შენ წერდი თუ სხვა,რომ ნაგელსმანზე წნეხი არაა და გაცილებით კომფორტულად არისო.ოლეს პრემიერ ლიგური ოდისეა გემახსოვრება და პასუხი მანდაა.ნორვეგიაში გუნდს რაღაცას ათამაშებდა ეგ შემიდარეთ ამავდროულად ნახევარფინალამდე მისულ ლაიფციგს აი ეს იქნება სწორი შედარება,წნეხებიდან თავისუფალი ასე გამოვა.
ზოგადად ვხვდები აქ სასტავი თანახმაა ოლემ ისწავლოს ოღონდ და დაჭირდეს 3წელი მისი დედაც...ველოდებით.რატომ?იმიტომ რომ ოლეა და გვინდა ჩვენი იყო მწვრთნელად...ამ პერიოდში გუნდი რას იზამს ეგ არაა მნიშვნელოვანი - აი ეგაა ზუსტად წაშლილი ზღვარი და უაზროდ პარალელების გავლება და გაიგივება ოლესი გუნდთან.
მე როგორც ვატყობ წარმატებული მანჩესტერი არის რეალივით აქ ზოგზოგიერთებივით.ყველას ყველა კაი ფეხბურთელი გვინდა ვიყიდოთ და ედიკას მოვუ***...სად წავიდა მანჩესტერული სული?...სად წავიდა აკადემია და ახალგაღდებით დადებული შედეგები რისიც ჯეროდა ამ ცალტვინა ოლეს?...
ამოიღეთ გუნდიდან ბრუნო,ჩასვით ვინც გაგიხარდეთ და რა გუნდს მიიღებთ ნახავთ და მერე კიდევ იტყვიან ბრუნო არაა მთავარი აქ ოლეაო.
რაც შეეხება გაშვებას.არ იჯავროთ ბიჭებო ამ კაცს ასე ადვილად არავინ გაუშვებს.მაგას იმხელა პატრონი ყავს ზევით მაგან მთლად მთელი მსოფლიოს წინაშე არ მოგვჭრა თავი მანამდე გამავები არაა არავინ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top