თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2019, 17:14
ავტორი: Lalana,
ნანახია: 1793,
კომენტარები: 31
სოლსკაიერი:"გვინდა ვიყოთ გუნდი რომელიც დომინირებს მეტოქეზე"
სოლსკაიერი საუბრობს მანჩესტერის დღევანდელ მდგომარეობაზე
სოლსკაიერი:
ოლე გუნარ სოლსკაიერი აღიარებს,რომ მისი "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯერაც არ არის იმ დონეზე რისი იმედიც ჰქონდა.

ნორვეგიელი უკვე ერთ წელზე მეტია რაც "მანჩესტერს" წვრთნის.იგი თავიდან მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იყო,შემდეგ კი სრულფასოვანი კონტრაქტიც მიიღო,დღეს კი მისი გუნდი მერვე ადგილზეა.

ისინი მეოთხე ადგილოსან "ჩელსის" შვიდი ქულით ჩამორჩებიან.პირველ ადგილოსან "ლივერპულთან" კი 24 ქულა აშორებთ.

"სეზონის ნახევარი გავლილი გვაქვს,ვიცოდით, რომ ეს სეზონი ჩავარდნებისა და აღმავლობის წელიწადი იქნებოდა, რომელიც მომავალი სეზონისთვის გუნდისა და შემადგენლობის შერჩევისთვის გამოიყენებოდა"-განაცხადა ოლემ

"მაგრამ იმედი გვაქვს,რომ ჩვენ შევძლებთ პროცესების დაჩქარებას და ამით ჩვენ უფრო უკეთესები,სტაბილურები და გამოცდილები გავხდებით"

შემდეგ ოლემ ისაუბრა იმაზე თუ ამ ხნის განმავლობაში რა ასპექტებში გაუმჯობესდა გუნდი რაზეც მან უპასუხა:

"ჩვენ გვინდა ვიყოთ გუნდი რომელიც დომინირებს მეტოქეზე და რომელიც ანადგურებს მათ.ლივერპულს ამის მისაღწევად რამოდენიმე წელიწადი დასჭირდა,ამიტომაც უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და გუნდის მშენებლობა,ჩვენ ზუსტად იქ გვინდა მოხვედრა სადაც ჩვენი ადგილია"

"დიახ კარგები ვართ კონტრშეტევაზე,გვყავს სწრაფი ფეხბურთელები,რომელიბიც ამ ფუქნციას კარგად ასრულებენ,ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ და უკეთესები გავხდეთ"

"ჩვენ შევქმენით შანსები უოტფორდის წინააღმდეგ,მაგრამ ამ შანსებს ვერ ვიყენებდით,შემდეგ კი ხშირად ვკარგავდით ბურთს რის გამოც მათი კონტრშეტევები იწყებოდა,ამიტომ საჭიროა მოწინააღმდეგის უფრო მეტად ჩაკეტვა და უკეთესები ვიყოთ კონტრშეტევების ჩაშლისას.დარწმუნებული ვარ რომ ამ სეზონში კიდევ უფრო გაუმჯობესებულ გუნდს ვიხილავთ"

"იუნაიტედი" მიესალმება "ნიუკასლის" ოლდტრაფორდზე ჩამოსვლას,როგორც მოგეხსენებათ ამ ორ გუნდს ერთი და იგივე ქულები აქვთ.

"ძნელი იქნება მათი დამარცხება"-დასძინა სოლსკაიერმა

"გუნდთან დაკავშირებით ერთ-ერთი კარგი რამ არის ისიც,რომ ჩვენ ვრეაგირებთ ცუდი თამაშების შემდეგ და აღარ ვართ ის გუნდი,როგორიც იყო წინა წლის სეზონის ბოლოს"
სიახლეები
31 კომენტარი
№31
ავტორი: Lalana
26 დეკემბერი 2019 17:51
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Dato kutaisi
Sandrogiga აბსოლუტურად გეთანხმები ყველა სიტყვაში.მილიონი მიზეზია ოლეს საქინააღმდეგოდ და მიზერული მის მხარეს.ამ მიზერულ ვეპოტინებით და ეგ ლოგიკური იყოს მე არ მგონია.ბოლო ბოლო ვულვერჰემპტონი ხო არ ვართ

უბრალოდ ერთადერთი ისაა დავით რომ მართველობაში საერთოდ სხვაგვარად ფიქრობენ.ყველაზე მეტად კი ის არ მესმის რომ მათი ქმედებები არათანმიმდევრულია.მოიყვანეს მოიესი,დადო ცუდი შედეგი და პირველივე წელსვე გაუშვეს,მოიყვანეს ვან გაალი,რომელიც უკვე პენსიაზე უნდა გასულიყო და აცადეს იმდენხანს რამდენ ხანსაც არ უნდა ეცდიათ,ვან გაალის დროსაც კარგ გუნდებთან კარგად თამაშობდა ეს გუნდი,მაგრამ მეორე ეშელონის გუნდებთან ბოდიშით და მაგ მანჩესტერის ნახვა გულის ამრევი იყო,აცადეს ძაან დიდხანს,როდესაც ისედაც ჩანდა რომ მაგ გუნდს მომავალი არ ქონდა,მერე კი ძლივს მიხვდნენ და გაუშვეს.დარწმუნებული ვარ მოურინიო რომ არ ყოლოდათ დაკერილი არც გაუშვებდნენ და კიდევ დატოვებდნენ.მერე იყო ჟოზეს პერიოდი,პირველი წელი ნორმალური გვქონდა,ევროპა ლიგა მოვიგეთ,პრემიერ ლიგაში კი ნამდვილად არ გვილხინდა,მერე მოვიდა მეორე წელი,გუნდმა ოთხმოც ქულაზე მეტი დააგროვა და გაშვებული გოლების მხრივ ყველაზე პატრა მაჩვენებელი გვქონდა თან როგორი დაცვით,ერთადერთი მაგ წელს ყველაზე ცუდი რაც მოხდა ეს სევილიასთან მატჩი იყო,მას შემდეგ დაიძაბა ვითარება,უეცრად კი ხელმძღვანელობა ენდო და გაუფორმა კონტრაქტი,მერე კი მოურინიო საჯაროდ გამოთქვამდა უკმაყოფილებას ვუდვორდის მიმართ რადგან მას არ ყიდულობდნენ ფეხბურთელებს არა და ამბობდა რომ გუნდი გასაძლიერებელი იყო,მაგრამ რატომღაც ვუდვორდმა მხარი არ დაუჭირა და ტრანსფერებიც არ გაკედა გარდა ფრედისა და გრანტისა.ძაან არალოგიკური შემთხვევა იყო,ამის შემდეგ იწყება პოგბასთან დაპირისპირება და პოგბას ეს დაპირისპირებამთელ გუნდზეც ისახება,ამავდროულად ხელმძღვანელობას უკვე ზაფხულშივე ჰქონდა აცრუებული გული ჟოზეზე და როდესაც ეს შემთხვევაც დაემატა გაანთავისუფლეს.მერე მოიყვანეს ოლე,რამოდენიმე კარგად ჩატარებული მატჩის შემდეგ ნაადრევად დაუდეს კონტრაქტი გეგონება სადმე გამქცევი ყოფილიყოს,ახლა კი გვაქვს საკმაოდ ცუდი შედეგი მაგრამ ხელმძღვანელობა არაფერს ცდილობს.ასევე თავისი მეგობრებიც გვერდში უდგანან და შემადგენლობას აბრალებენ ყველაფერს,როდესაც ამათმა ჟოზესა და ვან გაალს გადაუარეს რასაც ქვია,მახსოვს მაგდროინდელი კომენტარებიც ნევილებისა და გუნდთან დაახლოებული პირების,ახლა კი რატომღაც მხოლოდ ფეხბურთელების ბრალი ყოფილა ეს ყველაფერი.ცუდი შედეგების და გამო გაანთავისუფლეს მარკო სილვა ევერტონიდან,ამავე მიზეზით გაანთავისუფლეს ემერიც,რადგან მაგათაც კი არ აკმაყოფილებთ ეგ ყველაფერი,თანგავითვალისწინოთ რომ მაგ დაქცეულარსენალს სულ რაღაც ორი ქულით ვუსწრებთ.ჩვენი ხელმძღვანელობა კი უცდის,მაგრამ არ ვიცით რას.უბრალოდ ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ გარდა იმისა რომ დაველოდოთ,ამ ლოდინში კი გაირკვევა ტყუილად ენდნენ უსაფუძვლოდ თუ საფუძვლიანი იყო ეს ნდობა.რაც შეეხება შემადგენლობას სამასი ათასი წელი არ ჭირდება იმის გარკვევას ვინ გჭირდება და ვინ არა,ნახევარი სეზონი ჰქონდა წინ იმისთვის რომ გაერკვია ვის ენდობოდა და ვის არა,ასევე იმაშიც უნდა გარკვეულიყო სად ჰქონდა ამ გუნდს მინუსი და სად არა.მესმის რომამზაფხულს მოსულიყო,ამყველაფერზე არავინ არაფერს იტყოდა და დააცადა ბიჭებს გადახედა და ასე შემდეგ,მაგრამ ამისთვის წინა სეზონის მთელი ნახევარი სეზონი ჰქონდა.აღარც ღირს ამყველაფერზე დავა,უბრალოდერთადერთი ის დაგვრჩენია რომველოდოთ გუნდის აღმასვლას,ან პირიქით უფრო ქვემოთ და ღრმად დამარხვას.

ბოდიშით არასწორად წერისთვის,ჩემი მობილურის ბრალია,იმედია გაარჩევთ აზრს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top