თბილისი:
მანჩესტერი:
25-12-2019, 17:14
ავტორი: Lalana,
ნანახია: 1987,
კომენტარები: 31
სოლსკაიერი:"გვინდა ვიყოთ გუნდი რომელიც დომინირებს მეტოქეზე"
სოლსკაიერი საუბრობს მანჩესტერის დღევანდელ მდგომარეობაზე
სოლსკაიერი:
ოლე გუნარ სოლსკაიერი აღიარებს,რომ მისი "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯერაც არ არის იმ დონეზე რისი იმედიც ჰქონდა.

ნორვეგიელი უკვე ერთ წელზე მეტია რაც "მანჩესტერს" წვრთნის.იგი თავიდან მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იყო,შემდეგ კი სრულფასოვანი კონტრაქტიც მიიღო,დღეს კი მისი გუნდი მერვე ადგილზეა.

ისინი მეოთხე ადგილოსან "ჩელსის" შვიდი ქულით ჩამორჩებიან.პირველ ადგილოსან "ლივერპულთან" კი 24 ქულა აშორებთ.

"სეზონის ნახევარი გავლილი გვაქვს,ვიცოდით, რომ ეს სეზონი ჩავარდნებისა და აღმავლობის წელიწადი იქნებოდა, რომელიც მომავალი სეზონისთვის გუნდისა და შემადგენლობის შერჩევისთვის გამოიყენებოდა"-განაცხადა ოლემ

"მაგრამ იმედი გვაქვს,რომ ჩვენ შევძლებთ პროცესების დაჩქარებას და ამით ჩვენ უფრო უკეთესები,სტაბილურები და გამოცდილები გავხდებით"

შემდეგ ოლემ ისაუბრა იმაზე თუ ამ ხნის განმავლობაში რა ასპექტებში გაუმჯობესდა გუნდი რაზეც მან უპასუხა:

"ჩვენ გვინდა ვიყოთ გუნდი რომელიც დომინირებს მეტოქეზე და რომელიც ანადგურებს მათ.ლივერპულს ამის მისაღწევად რამოდენიმე წელიწადი დასჭირდა,ამიტომაც უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და გუნდის მშენებლობა,ჩვენ ზუსტად იქ გვინდა მოხვედრა სადაც ჩვენი ადგილია"

"დიახ კარგები ვართ კონტრშეტევაზე,გვყავს სწრაფი ფეხბურთელები,რომელიბიც ამ ფუქნციას კარგად ასრულებენ,ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ და უკეთესები გავხდეთ"

"ჩვენ შევქმენით შანსები უოტფორდის წინააღმდეგ,მაგრამ ამ შანსებს ვერ ვიყენებდით,შემდეგ კი ხშირად ვკარგავდით ბურთს რის გამოც მათი კონტრშეტევები იწყებოდა,ამიტომ საჭიროა მოწინააღმდეგის უფრო მეტად ჩაკეტვა და უკეთესები ვიყოთ კონტრშეტევების ჩაშლისას.დარწმუნებული ვარ რომ ამ სეზონში კიდევ უფრო გაუმჯობესებულ გუნდს ვიხილავთ"

"იუნაიტედი" მიესალმება "ნიუკასლის" ოლდტრაფორდზე ჩამოსვლას,როგორც მოგეხსენებათ ამ ორ გუნდს ერთი და იგივე ქულები აქვთ.

"ძნელი იქნება მათი დამარცხება"-დასძინა სოლსკაიერმა

"გუნდთან დაკავშირებით ერთ-ერთი კარგი რამ არის ისიც,რომ ჩვენ ვრეაგირებთ ცუდი თამაშების შემდეგ და აღარ ვართ ის გუნდი,როგორიც იყო წინა წლის სეზონის ბოლოს"
სიახლეები
31 კომენტარი
№21
ავტორი: JuanMata
25 დეკემბერი 2019 23:02
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მე კიდევ მგონია რომ მანჩესტერი უფრო ვულვერჰემპტონს გავს, რომელმაც შარშან გრანდები გაამწარა, მაგრამ სუსტ გუნდებთან ძაან უჭირდა თამაში.

ამის მარტივი მიზეზი ისაა, რომ დომინირება არ შეუძლია არც ერთ გუნდს, ჩასაფრებული თამაში ყველაზე ადვილია, რთულია შენ თვითონ შექმნა რამე, ამას კარგი მწვრთნელი ჭირდება.

მანჩესტერის მოგებების უზარმაზარი წილი მოდის იმ თამაშებზე, რომელშიც ბურთის ფლობა მეტოქეზე ნაკლები ჰქონდათ. გაგიკვირდებათ და ნებისმიერ ცხრილის ფსკერზე მჯდომ გუნდს იგივე სტატისტიკა აქვს.

სამწუხაროდ არც ისე ბევრი გუნდია პრემიერლიგაში, რომელიც თამაშს გაგიხსნის და საშუალებას მოგცემს კონტრაზე ეთამაშო.
0
№22
ავტორი: Lalana
25 დეკემბერი 2019 23:15
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2347
ციტატა: shotkin
shotkin

ყველანაირად გეთანხმები.ჯერ მაინც ვფიქრობ ამ კაცს არ გაუშვებენ და ამას ვუდვორდიც ადასტურებს,ამიტომ გვინდა თუ არ გვინდა მოგვიწევს მისი მანჩესტერის ყურება და იმის იმედის ქონა რომ ეს დრო ტყუილად გადაყრილი არ იყო.ვნახოთ,უკვე აგერ მალე გაიხსნება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაც და ვნახოთ რაზე გააკეთებენ აქცენტს,ვისკენ გაიწევენ,შემდეგ კი დავაკვირდებით ვიზრდებით თუ არა როგორც გუნდი. უბრალოდ ერთი წელი ნამდვილად არაა ცოტა და გუნდს უნდა ჰქონდეს პროგრესი,მაგრამ სამწუხაროდ შედეგების მხრივ ძაან ვბუქსაობთ.ვნახოთ რა იქნება მომავალში.

ციტატა: JuanMata
JuanMata

მეც ზუსტად მაგას ვამბობ რაც შენ აღნიშნე და ვულვზთან პარალელის გავლებაც სწორია,რადგან ესპირიტუსაც ზუსტად ეგ პლიუსი აქვს,სხვისი შეცდომების მიხედვით აგებს გუნდის თამაშს.როდესაც საჭიროა რომ გუნდმა თვითონვე გახსნას მოწინააღმდეგის სივრცე და ეს სივრცე სწორად აითვისონ ფეხბურთელებმა ამას კიდევ სულ სხვა ტაქტიკა და ხედვა სჭირდება,ეს თვითონ ოლემაც აღნიშნა და ვნახოთ რამდენად შეძლებს მაგის გაკეთებას.
0
№23
ავტორი: PaLoMo
25 დეკემბერი 2019 23:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4120
ჩვენც გვინდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№24
ავტორი: Dato kutaisi
26 დეკემბერი 2019 00:02
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ყველას კომენტარი წავიკითხე და ისევ იქეთ მიდის საუბარი რომ არ ვიცით კულისებს მიღმა რა ხდება.არცერთი გუნდის სამზარეულო არ იცის არცერთმა ექსპერტმა არცერთმა მიმომხილველმა და არცერთმა ფანმა,მაგრამ არ ნიშნავს ეს რომ დასკვნების გაკეთების უნარი და უფლება არ გვაქვს ხომ?ხოდა რა დიდი ფილო და ფალოსოფია უნდა იმას რომ ეს კაცი არაა პირველ რიგში გრანდში სამუშაოდ მზად.ოლეს არ აქვს ჩამოყალიბებული ხედვა და ხელწერა,რადგანაც ამის გამოცდილება მას არ გააჩნია.რეალურად მანჩესტერი საცდელ ვირთხად და სავარჯიშო ეგზემოლარად გადასცეს ოლეს აი გაძლევთ გუნდს,ისწავლე რამე და იქნებ გაამართლოსო.ჯერ როდის ოლე ისწავლის რა უნდა აკეთოს,მერე ოლე რომ ფერგის და მთელს შანტრაბას დაეკითხება ვინ იყიდოს და საბოლოოდ მივა დასკვნამდე რომ ვიღაც ჩემოიონშიპიდან იაფია და პერსპექტიული,მოიყვანს და არ გაამართლებს და მერე თავის ნათქვამს შეცვლის უი გამოცდილი ხალხიც საჭიროაო.
აი ამ სპექტაკლებს ვუყურებთ ჩვენ ფანები.რისი იმედი უნდა მქონდეს ადამიანს რომელმაც თავისი ცხოვრების მინიმუმ 20 წელი ამ გუნდის ქომაგობას მივალიე ამიხსნას ვინმემ?
ან რატომ არის მისაღები როცა გვეუბნებიან იცი რა?ჩვენ ახალი პროექტი გვაქვს,უნიჭო და გამოუცდელი მწვრთნელით რომელსაც ამბიციის ნატამალინარ გააჩნია,თავისივე უცოდინრობით და ძმაკაცების მოერ არჩეული და რეკომენდაცია გაწეული ხალხით,შეეცდება რამე გააკეთოსო.თან გარანტიას ვერ გაძლევთ ეს გაამართლებს თუ არაო.
აი რა უნდა ქნას ოლემ აი რა უბრალოდ მაინტერესებს რომ წარმატებულად ჩაითვალოს?კლოპია მაგალითი იმისა თუ რა შეიძლება გააკეთოს ჭკვიანმა მწვრთნელმა და რა შეუძლია გააკეთოს ოლესნაირმა უცოდინარმა.ზუსტად ანალოგიურია მათი მუშაობის დაწყების პერიოდები.ორივე დაწყებულ სეზონზე მივიდნენ.გახსოვთ თუ არა არ ვიცი მაგრამ ლივერის იმ ყოვლად უდებილეს სასტავს მაშინვე დაეტყო კლოპის ხელი,ფეხბურთს თამაშობდნენ თან მაშინვე.მერე რა რომ შედეგები არ იყო.შედეგებს უნდა დრო მაგრამ ფეხბურთის თამაშს ჭირდება მწვრთნელი,რომელიც არ გვყავს სამწუხაროდ.შედეგების კუთხითაც რომ შევხედოთ,კლოპმა იმავე წელს ევროპა ლიგის ფინალი მერე მიყოლებით ჩემპიონთა ლიგის ფინალები ითამაშა აქედან ორივე შეეძლო მოეგო რომ არა კარიუსი.თუნდაც წააგო მერე რა.ასე ადვილია უაზროდ წაგებული ფინალის მერე გუნდი ისე მოხოდო რომ მეორე წელს ფინალში გავიდეს და ის შეცდომა აღარ გაიმეოროს?ან მანე სალაჰი ვინ აქცია ფეხბურთელებად?ოლეს ხელში რეგრესს განიცდის ყველა.
ასე იცის როცა თავისუფლებას აძლევ ფეხბირთელს და არა იმას რომ ასწავლო.
მოკლედ მანჩესტერის მწვრთნელი რომ ნიუკასლზე იტყვის რომ ოლდ ტრაფორდზე მოგება გაჭირდებაო და მერე თან გეტყვის ვპროგრესირებთო.ეს ან აფერისტია ან ყოლე
0
№25
ავტორი: BARAATTT
26 დეკემბერი 2019 02:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 63
ციტატა: Dato kutaisi

++++++++++ 100% დავით
0
№26
ავტორი: GEORGE22
26 დეკემბერი 2019 11:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 126

დავით მისაღებია შენი კრიტიკა,მაგრამ ოლემდე მანჩესტერს კლოპზე დიდი მწვრთნელები ყავდა,ვან გაალი და ჟოზე,არცერთის გუნდი არ დაფრინავდა მოდი ვაღიაროთ,ერთადერთი ჟოზემ მოახერხა ევროპა ლიგის მოგება,ისიც გაჭირვებით,არც მაშინ არ დაფრინავდა მანჩესტერი და არც მაგის მერე,იმ გუნდებისგან განსხვავებით ეს მანჩესტერი თუ თამაშობს,იმედის მომცემიან ფეხბურთს თამაშობს,იმ გაგებით რომ კარში ურტყამენ ელემენტარული,დომინაციაზე როცა ვსაუბრობთ,ვან გაალის გუნდს ბურთის ფლობა რო ქონდა ისეთი მე მგონი გვარდიოლას ბარსასაც არ ქონია :D მარა ვაან გაალის დროს კარში რომ ვურტყავდით მაგ დღეს კალენდარში ვინიშნავდი და მერე ავღვნიშნავდი ხოლმე,ჟოზე მოვიდა და იმან ვაბშე სარკისებურად შეცვალა მიდგომა,სუსტ გუნდებთან გვქონდა დომინაცია,ძლიერებთან კიდე ჩაჯმული ბავშვებივით დარბოდნენ,მოკლედ ვიტყვი რა რისი თქმაც მინდა,კლოპზე და მის სასტავზე ამხელა წნეხი არ ყოფილა როგორც ოლეზე და ამ მანჩესტერზეა,სადაც არასტაბილური ბავშვები თამაშობენ უმეტესად,ამ წნეხს კიდე ბევრი ვერ უძლებს,ბაბუ იყავიო კიდე მაგას სოლსკიაერს ვერ მოთხოვ,მითუმეტეს როცა საქმე ფსკერზე დასულ მანჩესტერთან გვაქვს,არის დადებითიც და არის უარყოფითიც,მაგას ვერ გავექცევით ვერავინ,უბრალოდ კააცმა თვითონაც აღნიშნა რომ ეს სეზონი არის იმისთვის რომ გავარკვოთ ვინ იქნება მომავალში ძირითადი თერთმეტის ნაწილი,ვინ ზამენის და ვინ საერთოდ გასაგდები.
"სეზონის ნახევარი გავლილი გვაქვს,ვიცოდით, რომ ეს სეზონი ჩავარდნებისა და აღმავლობის წელიწადი იქნებოდა, რომელიც მომავალი სეზონისთვის გუნდისა და შემადგენლობის შერჩევისთვის გამოიყენებოდა
და ამ ყველაფერს მხარს უჭერს დირექცია და ხელმძღვანელობა.
აგერ მოვა ახალი სეზონი ვნახავთ რა იქნება და თუ მოაბამს თავს ეს კაცი და გუნდი იქნება სტაბილური და ძლიერი,შემოევლოს ჩემი თავი,თუ ვერა და კარგად იყოს ესეც პოგბაც და გლეიზერებიც ზემოდან,გადავალ ლესტერს ვუბალეშიკებ მაგის დედაც ვატირე.
0
№27
ავტორი: setera
26 დეკემბერი 2019 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 68
ჯერ არ გასულან მოედანზე და უკვე წააგეს.
0
№28
ავტორი: Dato kutaisi
26 დეკემბერი 2019 14:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
George22.მესმის ძმა შენ რასაც ამბობ და ბევრ რამეში დაგეთანხმები მაგრამ ვერ დაგეთანხმები იმაში რომ იმედის მომცემ ფეხბურთს თამაშობენ.იმედის მომცემი იყო მოუს პირველი სეზონი.იყო იმედი იმისა რომ მეორე წელი იქნებოდა უკეთესი,რადგანაც გუნდურობა იგრძნობოდა.გუნდურობაში ვგულისხმობ იმას რომ ყველას ეტყობოდა რა ფუნქცია ქონდა დავალებული,ცალკე საკითხია ასრულებდნენ თუ არა.ახლა რა აქვთ დავალებული ჩვენ მივხვდეთ კი არა თავად ვერ ხვდებიან.რომ ვუყურებ შთაბეჭდილებას ტოვებენ დღეს პირველად არიან მოედანზე ერთადთქო.მწვრთნელი არ იგრძნობა ეგაა პრობლემა.როგორ შეიძლება რომ 1წელი იყო გუნდში მწვრთნელი და ელემენტარულად სტანდარტები ვერ დაამუშაო რომელიმე მაინც.არც კუთხური არც ჯარიმა არც აუტი.ეგ არის ერთერთი მაჩვენებელი იმისა თუ როგორ მუშაობს მწვრთნელი.როგორ შეიძლება გუნდი ჩაწოდებებზე თამაშობდეს როცა ტანმაღალი საჯარიმოში არავინ გყავს.როგორ შეიძლება პრასტრელებს შენი ფეხბურთელები ისე აკეთებდნენ რომ არასდროს არავინ ხვდებოდეს იმ ბურთს.იცი ეგ როსი ბრალია?ქაოტურობის.ქაოტურად ვუტევთ და არ იცის არავინ ვინ სად უნდა იდგეს იმ სიტუაციაში.არასდროს ბოლო ძელის ჩანკეტი არ დგას.არც სიღრმეში იწევს პრასტრელისას არავინ.აი ეგაა პოზიციურად რომ არ იცის არავინ სად უნდა იყოს,თორემ მცველს უკნიდან რო დახვდება ბირთს შემტევი ეს მის უვიცობაზე მოწმობს და არა მწვრთნელის.ასეთი იმდენი ნიუანსია რომ უბრალოდ მაგდენს ვერ დავწერ ნაღდად.რაც შეეხება დომინანტობას რომელსაც ოლე ბრძანებს,აი საერთოდ არ ნიშნავს იმას რომ 80%გქონდეს ბურთის ფლობა აუცილებლად.დომინანტობაა როცა სხვა საკუთარი თამაშის საშუალებას არ აძლევ და შენსას აკეთებ რაც გინდა.დომინანტობა იყო სიტისთან რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს.ყველა რგოლში ვდომინირებდით და თამაში ჩვენი კარნახით მიდიოდა.ამან იყო გვარდიოლა რომ გააგიჟა.რით იყო გამოწვეული ეგ?მთელი გუნდი დარბოდა,ყველა პრესინგზე თამაშობდა და ამ დროს სივრცეებს არ ვაძლევდით.მაგ თამაშის მთავარი განმსაზღვრელი იყო მოტივაცია.როდესაც ოლეზე იტყვიან მოტივატორიაო მეცინება.რას ნიშნავს მოტივატორი ნეტა მხოლოდ ერთი თამაშია სეზონში რომელიც მოტივაციას გაძლევს?
იმ თამაშში ყველა ფეხბურთელი საკუთარ თავს გადაახტა და მაქსიმუმი ენერგია შეალიეს.ოლე სულ იძახდა ფიზ მომზადებას ყველაზე მეტ დროს ვუთმობთო და სადაა ეგ მომზადება?ერთი თამაშის გარდა სხვა თამაშში სირბილი არ გვჭირდება?ფიზ მომზადებაც არასწორი აქვთ რის გამოცაა ამდენი ტრამვიანობა.
ძამიკო მე შენ კი არ გპასუხობ უბრალოდ ვმსჯელობ:)
რაც შეეხება წნეხს.ეგ ისედაც უნდა ცოდნოდა ოლეს სად მოვიდა.მითუმეტეს როდესაც უშვებენ მოირინიოს და იქ მიდიხარ აბა რა იქნება.
ვთვლი რომ ოლეს იმის მეასედი წნეხიც არ აქვს რაც ნებისმიერს ექნებოდა მის ადგილზე,რადგანაც ყველა ვინც უნდა აკრიტიკოს უკან უძვრება ოლეს.დათვურ სამსახურს გვიწევენ და ალბათ ვიღაც ვიღაცაებს აწყობთ კიდეც რომ მუდამ ასე მოლოდინის რეჟიმში მყოფი მანჩესტერი -ერთით ნაკლები პრობლემაა სხვებისთვის
0
№29
ავტორი: SANDROGRIGA
26 დეკემბერი 2019 15:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მართალია დავით გეთანმები...

სხვა მრავალ კითხვასთან ერთად, რაც ოლეს მანჩესტერის მიმართ მიჩნდება და ზოგადად ბოლო წლებია ჩვენი გუნდის მიმართ მიჩნდება კიდე არის საჭირო დრო ახალი მწვრთნელისთვის, იმისთვის, რომ გუნდის თავის თარგზე მოჭრას ასე ვთქვათ. ეს ვადა გონივრული ხო უნდა იყოს არა? მაინც და მაინც მანჩესტერშია ეს გონივრული ვადა მრავალი წელი? აგერ კონტე მივიდა დაქცეულ ინტერში, გუნდში, რომელიც მერამდენე სეზონია ვერაფერს აღწევდა და უცებ სერია ა-ს სათავეში უდგას, ამგვარი შედარება რატო არ მოყავს თუ ასეა? ლივერპულის მაგალითით რო იმშვიდებს თავს (ლივერპულზე უკვე ვთქვი რო უადგილო შედარებაა მეთქი და აქაც ბევრი ითქვა) ან რა ტოპ ტრანსფერები გაკეთა კონტემ, ოლესგან დაწუნებული და ფლანგზე მორბენალი ლუკაკუ იყიდა, გოდინი, სენსი და ა.შ. ყოველ შემთხვევაში არიქა და ინტერს ძლიერი შემადგენლობა ყავსო ვერ იტყვი.

ამ დროს ოლე გამოდის და ეს მრავალწლიანი პროექტიაო და შენც უნდა ელოდო საეჭვო იმედების გამართლებას და თავი დაიმშვიდო იმით რო მინიმუმ 3-5 წელი ჭირდება გუნდსი ფეხზე დაყენებით და რა გიკვირთ დრო უნდა ამ კაცსო ბევრი გულშემატკივარი იძახის. ერთი წელი არაა საკმარისი იმისთვის, რომ გუნდი გააზრებულ ფეხბურთს მაინც თამაშობდეს?! ტიტულს ხო არავინ თხოვს არა?
მე იმედები იმიტო აღარ მაქვს, რომ ოლემ ნიადაგი შექმნა ასე თუ ისე თავისი შემდგომი მოქმედებბებისთვის, ტრანსფერებისთვის და უკვე თითქმის ვიცით როგორი ტრანსფერები გაკეთდება და მეეჭვება ტოპ ფეხბურთელები აქ მოვიდნენ, მოიყვანს მაქსიმუმ მედისონს, კაი ჰა სანჩოს, ეგეც ძაან ძნელი დასაჯერებელია, ლონგსტაფს და ასეთებს. შესაბამისად წლები ლოდინიც არამგონია აზრიანი იყოს, დღეს ისეთი დროა ამდენ ხანს არც ერთი თავმოყვარე გუნდი არ აცდის მწვრთნელს, მითუმეტეს მაშინ როცა პროგრესი არ იგრძნობა, პოჩეტინოს დონის მწვრთნელი თავისუფალი იყოს და გუნდი მას არ იწვევდეს, თანაც მაშინ როცა ცუდ მდგომარეობაშია, ეს მიანიშნებს იმ როცესის შეგუებასთან, რაშინც დღევანდელი იუნაიტედი დგას - საშუალო დონის გუნდი, მომავლის პერსპექტივებით და მრავალწლიანი გეგმით, რომელიც ან იმუშავებს ან არა.

აბა დავფიქრდეთ ამაზე, მივიდა სარი ჩელსიში და პირველივე სეზონში გააზრებული ფეხბურთი იტამაშა, ტიტულიც დადო, არავინ არ თქვას რო მაგ ჩელსის უკეთესი შემადგენლობა ყავდაო, თუ ყავდა კიდე ამ შემადგენლობის თითქმის 80%-ზე ხელი აქ ოლეს მოწერილი და მაქსიმუმ 2-3 ტრანსფერი დაამატოს კიდე.
მივიდა კონტე ინტერში და ვინც ადევნებს ასე თუ ისე იტერის თამაშებს თვალს ყველა შეამჩნევს რო გუნდი ერთი ორად გაზრდილია, დაჟე ემერის არსენალიც უკეთესი იყო თამაშის მხრივ, აქ თუ ფერგი წავიდა და არიქა ეპოქა დასრულდა და აწი დეკადები ჭირდება გუნდს ფეხზე დადგომისთვისო, იქ ბატონო ვენგერი წავიდა მარა გუნდმა პირველივე სეზონში თავი არ დაკარგა და ევროპა ლიგის ფინალში ითამაშა და უკეთესი შემაფგენლობა რო ყოლოდა ბევრად მეტს მიაღწევდა, მართლა არსენალმა რაღა თქვას შემადგენლობა რო საშინელი ყავს. ვერ გაამართლა ემერიმ და გაუშვეს, არ დაუწყიათ დაველოდოთ 3 წელი იზამს რამესო, მითუმეტეს ბევრად გავლენიანი და გამოცდილი თავკაცია. სხვები თუ თავიდანვე დებენ რაღაც შედეგს და პოულობენ გასაღებს გუნდის თამაშში აქ რატო უნდა წლები ამ ყველაფერს, თანაც წლების მერე გამოჩნდება რო ეს დროს არ ყოფილა საკმარისი. ამიტო არ მჯერა მე ოლესი.
0
№30
ავტორი: Dato kutaisi
26 დეკემბერი 2019 17:00
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
Sandrogiga აბსოლუტურად გეთანხმები ყველა სიტყვაში.მილიონი მიზეზია ოლეს საქინააღმდეგოდ და მიზერული მის მხარეს.ამ მიზერულ ვეპოტინებით და ეგ ლოგიკური იყოს მე არ მგონია.ბოლო ბოლო ვულვერჰემპტონი ხო არ ვართ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top