თბილისი:
მანჩესტერი:
13-12-2019, 12:45
ავტორი: The Special One,
ნანახია: 3487,
კომენტარები: 35
ოლე:"გუნდს კიდევ 2-3 ტრანსფერი სჭირდება"
ნორვეგიელმა ტრანსფერებზე ისაუბრა.
ოლე:
"წითელი ეშმაკების" დამრიგებელს უკანასკნელი კარგი თამაშების მიუხედავად,ტრანსფერების განხორციელება მაინც სურს. ოლეს განცხადებით,გუნდი იანვარში 2-3 ფეხბურთელის შეძენას შეეცდება.

გუნდს ამ სეზონში უკვე ბევრ ფორვარდს უკავშირებდნენ,რაც ლუკაკუს და სანჩესის წასვლამ გამოიწვია.

ყურადღების ცენტრშია ნორვეგიელი ფორვარდი,ჰალანდი რომელსაც "ზალცბურგის" შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში,22 თამაშში 28 გოლი აქვს გატანილი.

"ჩვენ ბევრი პოზიციის გაძლიერებას ვაპირებთ.თუ შეადარებთ ჩვენ ფეხბურთელებს სხვა გუნდის ფეხბურთელებთან,დიდი განსხვავება არ არის თუმცა 2-3 ტრანსფერი მაინც საჭიროა როტაციისათვის და გრძელი სეზონის ჩასატარებლად."

სოლსკიაერმა კომენტარი მეისონ გრინვუდზეც გააკეთა,რომელიც ევროპა ლიგაზე გუნდის ბომბარდირია 4 გატანილი გოლით.

"ეს აქამდეც მითქვამს,ახალი არაფერია.ის ვარჯიშზეც გაიტანს ხვალ გოლებს,ამას ის ყოველთვის აკეთებდა,ის ნატურალური ფეხბურთელია"

"რაც უფრო უახლოვდება საჯარიმოს,მით უფრო საშიში ხდება.მარჯვენა ფეხი,მარცხენა ფეხი,მცველებისთვის ნამდვილი კოშმარია.მას თავით თამაშის გაუმჯობესება ჭირდება და სრულყოფილი ფორვარდი იქნება"

"ბევრი კარგი ფინიშერი მინახავს,Wazza-სთან ერთად ვთამაშობდი,მაგრამ მეისონი ერთ-ერთი საუკეთესოა."
- დაასრულა ნორვეგიელმა.
ინტერვიუები
35 კომენტარი
№31
ავტორი: Dato kutaisi
14 დეკემბერი 2019 23:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: bziki
Dato kutaisi
ერთი ეგ მკითხაობა შეგვიძლია:D
მილანის ფანობა უარეს დღეში არიან(მაგით ვიმშვიდებ ხოლმე თავს,ისე ამართლებს):D
აქ რაღაც იმედი მაინც გამოჩნდა,ჩელსიმაც აურია.
კალენდარსაც რო გადახედოთ ისეთი ამბებია ჩვენი თამაშები რო მოვიგოთ 2 იანვარს ბედობას ყველა ვარიანტში ოთხეულში უნდა ვიყოთ მყარად:D:D:D
მაგ შესაძლებლობის იმედი მართლა აღარ მქონდა ისევ თუ ჩავფლავდით მერე მართლა მილანი ვიქნებით,ტრანსფერებიც აღარ გამოვა.
ვუქომაგოთ გუნდს იქნებ გაანათოს ოლეგამ სხვა გზაც არაა.

მაგარი მკიდია ოლეგა იქნება თუ ჯუმბერა მთავარია ფეხბურთი ათამაშოს გუნდს.კალენდარი საოცნებო გვქონდა რომ იწყებოდა პრემიერ ლიგა მაგრამ რა გააკეთა ოლეგამ მაგ დროს და რა ქულები აიღო კი ვნახეთ.
ყველაზე მეტად იცი რა მიტყდება?ყველაზე ცუდი არის შეგუება.როცა რეაქცია აღარ გაქვს წაგებაზე აი იქ მთავრდება ყველაფერი.ამბიციაც იმედიც თავმოყვარეობაც მომავალიც.აი თუ მოიგებენ უკვე მიხარია უზომოდ და წაგებაზე რეაქცია აღარ მაქვს.ეს არის მთელი ტრაგედიის არსი.ფერგის წარმატების მთავარი ინგრედიენტი ზუსტად რომ წაგების ზიზღი იყო.ახლა კი...ასე რომ რა ვქნა ამათ ვერ შევალევ ჩემს ნერვებს შვილებს უფრო ჭირდებათ ჩემი ნერვები.ასე უქნიათ თავზე დაუმხვიათ ყველაფერი.ადრე კომედის შოუს ქონდა რელიგიურ უმცირესობებზე სკეჩი "ყოჩაღი ოლეგი".ხოდა ნელნელა იმას ვემსგავსებით:)))
0
№32
ავტორი: Lukalaba
15 დეკემბერი 2019 00:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
აუცილებელია ტრანსფერები მაგასთან ერთად მატიჩი და მატა უნდა გაუშვან აუცილებლად და ფორვარდია მოსაყვანი
0
№33
ავტორი: Lalana
15 დეკემბერი 2019 01:09
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ახლა პატარა სტატისტიკას დავდებ,რომელიც შეეხება ოლეს მწვრთნელობას იქამდე სანამ მანჩესტერი დაუდებდა კონტრაქტს და კონტრაქტის დადების შემდეგ.

კონტრაქტამდე:
თამაშების რაოდენობა-19
მოგება-14
ფრე-2
წაგება-3
გატანილი გოლები-40
გაშვებული-17
დაგროვებული ქულა 44,შესაძლო ასაღები ქულა 57.ამ ხნის განმავლობაში გუნდი კარგადაც უტევდა და კარგადაც იცავდა თავს და ეს სტატისტიკაზეც აისახება.

ახლა კი განვიხილოთ იმის შემდეგ რაც კონტრაქტი დაუდეს:

თამაშების რაოდენობა-34
მოგება-14
ფრე-9
წაგება-11

გატანილი და გაშვებული გოლები- 50:45
დაგროვებული ქულა 51.

ანუ რა გამოდის,34 თამასში მხოლოდ და მხოლოდ 10ით მეტი გოლი გაიტანეს და იმდენივე თამაში მოიგეს რამდენიც ოლეს დროებითი მენეჯერის პოსტზე ყოფნისას.
ქულათა სხვაობა კი მხოლოდ ექვსია.ამ ყველაფრიდან გამომდინარე მეჩვენება რომ თითქოს ორი სრულიად განსხვავებული მწვრთნელი წვრთნის ამ გუნდს.50 გატანილი გოლი და 45 გაშვებული კატასტროფული მაჩვენებელია,როდესაც მაქამდე საკმაო სხვაობა იყო გატანილ გოლსა და გაშვებულს შორის.
0
№34
ავტორი: zura_101
15 დეკემბერი 2019 13:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
დაახვიოს სულშერმა მოიყვანეთ პოჩეტინო
0
№35
ავტორი: levionok
16 დეკემბერი 2019 12:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
მედისონი მინდა ძალიან მაგრამ ეს ფანტასტიკის სფეროა და თან რაღაც უსამართლობა ბავარიის ტაქტიკა "თუ არ გაძლიერდები შენ მინიმუმ კონკურენტს დაასუსტებ" მედისონი ჰალანდი სანჩო კულიბალი ალბათ იდეალური იქნებოდა!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top