თბილისი:
მანჩესტერი:
13-12-2019, 12:45
ავტორი: The Special One,
ნანახია: 3494,
კომენტარები: 35
ოლე:"გუნდს კიდევ 2-3 ტრანსფერი სჭირდება"
ნორვეგიელმა ტრანსფერებზე ისაუბრა.
ოლე:
"წითელი ეშმაკების" დამრიგებელს უკანასკნელი კარგი თამაშების მიუხედავად,ტრანსფერების განხორციელება მაინც სურს. ოლეს განცხადებით,გუნდი იანვარში 2-3 ფეხბურთელის შეძენას შეეცდება.

გუნდს ამ სეზონში უკვე ბევრ ფორვარდს უკავშირებდნენ,რაც ლუკაკუს და სანჩესის წასვლამ გამოიწვია.

ყურადღების ცენტრშია ნორვეგიელი ფორვარდი,ჰალანდი რომელსაც "ზალცბურგის" შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში,22 თამაშში 28 გოლი აქვს გატანილი.

"ჩვენ ბევრი პოზიციის გაძლიერებას ვაპირებთ.თუ შეადარებთ ჩვენ ფეხბურთელებს სხვა გუნდის ფეხბურთელებთან,დიდი განსხვავება არ არის თუმცა 2-3 ტრანსფერი მაინც საჭიროა როტაციისათვის და გრძელი სეზონის ჩასატარებლად."

სოლსკიაერმა კომენტარი მეისონ გრინვუდზეც გააკეთა,რომელიც ევროპა ლიგაზე გუნდის ბომბარდირია 4 გატანილი გოლით.

"ეს აქამდეც მითქვამს,ახალი არაფერია.ის ვარჯიშზეც გაიტანს ხვალ გოლებს,ამას ის ყოველთვის აკეთებდა,ის ნატურალური ფეხბურთელია"

"რაც უფრო უახლოვდება საჯარიმოს,მით უფრო საშიში ხდება.მარჯვენა ფეხი,მარცხენა ფეხი,მცველებისთვის ნამდვილი კოშმარია.მას თავით თამაშის გაუმჯობესება ჭირდება და სრულყოფილი ფორვარდი იქნება"

"ბევრი კარგი ფინიშერი მინახავს,Wazza-სთან ერთად ვთამაშობდი,მაგრამ მეისონი ერთ-ერთი საუკეთესოა."
- დაასრულა ნორვეგიელმა.
ინტერვიუები
35 კომენტარი
№11
ავტორი: ALEXFERGUSON
14 დეკემბერი 2019 10:17
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
აქ დათომ დაწერა ბაილი და ჯონსი ან დარმიანი რატო არ გაუშვაო. დარმიანი აბა ვინ გაუშვა? ბაილი როგორ უნდა გაუშვა,როცა 1 წელია ტრამვა აქვს და რაუნდა ქნას ოლემ? გააგდოს გუნდიდან? ან ჯონსიო რო ამბობთ,თუ შემოთავაზება არ აქვს გუნდს,როგორ უნდა გაუშვას? ისედაც არ ათამაშებს არასდროს და მეტი წადის თქმა რანაირია ხომ ვერ მეტყვი? არც მე მომწონს იანგი,პერეირა და ლინგარდი და სულ მაგათ კრიტიკაში ვარ და გინებაში,მარა ესენიც რო გაეშვა მე და შენ გვეთამაშა? ხო არ ყავს ფეხბურთელები და ეს კარგად ჩანს. როტაციას ვერ მიმართავს ელემენტარულს,უბრალოდ ვერ ანაცვლებს ვერავის. ერერა რო გაუშვა,მაგიტომაც ხეხავს სკამს პესეჟეში. სანჩესი რომელიც კვირაში ნახევარ მილიონს იღებდა ხელფასს და არაფერს აკეთებდა უნდა გაეშვა აბა არა? თან იჯარით გაუშვა უკან დაბრუნების შანსით,რომ ათამაშედეს. ყველამ ვიცოდით,რომ ოლე არ იყო 1 სეზონის მწვრთნელი და ეს არის 2-3 წელზე გათვლილი და ვინმეს თუ ეგონა,რომ მოილდედან მოყვანილი მწვრთნელი ეგრევე ლიგაზე გაიყვანდა და პ-ლიგას მოიგებდა ძაან შემცდარა. აგერ გვარდიოლას რა გუნდი ყავს და რა მაგარ შედეგებს დებს? მოიყვანე უნაიტედში და ვნახავ ერთი ან სასტავით რა ფეხბურთს ითამაშებს. ტოპ მიულერი,ლევერკუზენი ლიგის ფინალში გაიყვანა და დაბობმა რეალი,მარა ჩვენ ნაკრებში თამაში ვერ მოიგო. რატო? იმიტო რო ყავდა ჭ კლასი. ჰ. რაულ კუპერი ვიზე ნაკლები ტაქტიკოსი იყო? მარა ცენზურაა ჩვენ ნაკრებში,რატო? აღარაფერს ვამბობ ანჩელოტიზე,რომელიც მერამდენე გუნდიდან გააგდეს უკვე. არაა ძმაო ეგრე რა. არავის არ მოწონს არც ოლე და არც ეს გუნდი,მარა არიქა გააგდეთ და პიჩეტინო მოიყვანეთ არაა ეგრე. რაღაც ბირთვი ხო უნდა შეკვრას მწვრთნელმა,რომ მერე იმსჯელო მის შედეგებზე? ხოდა ეს ზამთარ-ზაფხულ სატრანსფერო ფანჯარა დაიცადე და ვნახოთ მერე. თუ კიდე ესე გაგრძელდა და პირველი მაგინებელი მე ვიქნები
0
№12
ავტორი: bziki
14 დეკემბერი 2019 10:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ALEXFERGUSON
ზამენაზე,როტაციაზე არაა საუბარი :) ძირითადის 3-4 ფეხბურთელზეა საუბარი მაგ 3 დან 2 საკვანძო პოზიციაა.

ოლე იძახდა ეხლახანს: ჩემი მიზანია ტრამვებისგან დავიცვა გუნდიო,აქ რო ეხლა 2 კაცი კიდე გამოგვაკლდეს ტრამვით მერე იქნება სასტავი:D
კაი არბენინე ასტონვილასთან და ნიუკასლთან მთელი გუნდი პრესინგზე წამოიღე სამი ქულა,ეგ უარეს შედეგს მიცემს სეზონის განმავლობაში დაიმტვრევა ნახევარი გუნდი,კი ვნახეთ შარშან ეგ ყველაფერი.
სანამ კლასით მოგებას არ დაიწყებს გუნდი მანამ ესე იქნება,იგივე პრობლემა ქონდა კლოპს.
ტრანსფერების არ გაკეთებას და ამ სასტავზე ხელისმოწერას რაც შეეხება: არ ვიცით რა სიტუაციაა შიდა სამზარეულოში,ფაქტია შეცვალა სატრანსფერო მიდგომა არ უნდათ გოიმის იმიჯი ქონდეთ და ლონგსტაფებში 60 მილიონები მოთხოვონ,ეგ ამბავი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვა თუ უარს იტყვი გაბერილ ფასზე,აღარც ხელფასის ხარჯზე ითანხმებენ ვინმეს თორე დიბალაზე ან ერიქსენზე შეილებოდა კიდევ ჩალიჩი მაგრამ შეცვალეს მიდგომა რაც მახარებს.
ლინგარდზე და პერეირაზე უკეთესს ნაღდათ ნახავდნენ მარა ჯობია ერთი წლის მერე უკეთესი,სამომავლო გეგმებზე გათვლილი ნახო,აგერ ამ ზამთარსაც არი შანსი გრელიშის მაგრამ მირჩევნია ეს წელი ისევ ლინგარდს ვუყურო თუ მედისონს მოიყვანენ ზაფხულს.
შეილებოდა კიდევ ბევრი სარისკო ტრანსფერი მარა არ გარისკეს,ან ფასი იყო მიუღებელი(ბრუნოს ვგულიხმობ)
სიტისთან ისეთი ითამაშეს დამიჯერეთ ეგეთ ხარისხს ვინმე მეცხვარე ვერ დადებს,ალეგრის იუვეს უჭირდა ეგეთი ხარისხი და ალეგრი რა მეწვრილმანე ტაქტიკოსია ვიცი.
არ ხდება ეგრე უცებ ფეხბურთელებმა მოინდომონ რო ოლე არ გაუშვან და ეგეთი ხარისხი დადონ:D:D
თავს იკავებენ ძალებს ანაწილებენ სულ პრესინგით ვერ ითამაშებ და არც უნდა ითამაშო.
სადაც კლასით უნდა მოვიგოთ ვერ ვიგებთ იმიტო რო კლასი არ აქვთ.
დრო ეკუთვნის ოლეგას ამ ბოლო კვირების შემყურე
0
№13
ავტორი: Lalana
14 დეკემბერი 2019 12:51
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
რახან სატრანსფერო თემაზე ჩამოვარდა საუბარი მაშინ მეც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას.ანუ აქ საუბარია,რომ გუნდი აღარ გოიმდება და სარისკოდ თანხას აღარ იხდის,ურჩევნიათ,რომ დაიცადონ და შესაფერისი ხალხი ნახონო.მაშინ მოდი გავყვეთ ამ ლოგიკას და ავხსნათ რატომ გადაიხადეს ერთ სეზონიან ვან ბისაკაში 55 მილიონი,როდესაც ესეც ძალიან დიდი რისკი იყო,რადგან სულ რაღაც ერთი სეზონის გამოჩენილი იყო ეს ბიჭი და გარისკეს და ამხელა თანხა ჩადეს მცველში,როდესაც ამაზე იაფად პრემიერ ლიგის საუკეთესო მარჯვენა მცველი იყიდა სიტიმ ვოლკერის სახით,რომელიც შეტევაშიც მშვენივრად თამაშობდა და ასევე დაცვაშიც.ეს არ იყო რისკი?ან როდესაც მცველ მაგუაიერში რომ იხდის გუნდი 87 მილიონ ევროს ეს არ იყო რისკი?როდესაც ამხელა თანხას იხდი მცველშI მინიმუმ ვან დეიკზე უკეთესი უნდა იყოს და ამ შემთხვევაში არ გარისკეს და არ დაგოიმდა გუნდი?მცველებში იხდიდნენ ამხლეა თანხას და ნახევარცმველში ვერ გარისკეს 70 მილიონის მიცემა?ძააან არალოგიკურად ხომ არ ჟღერს?როდესაც გუნდმა იცოდა სეზონის დასრულებამდე რომ ერერა უნდა წასულიყო გუნდიდან და ნახევარდაცვაში მოგვაკლდებოდა კაცი არ უნდა ეფიქრათ მაქამდე რომ ნორმალური შემცვლელი მოეძიებინათ?აგერ ლესტერმა ტილემანსი ხურდებში შეიძინეს და შეეძლოთ ძაან მარტივად თუნდაც მაგ ბიჭის მოყვანა და ერერას დანაკლისის აღმოფხვრა.ასევე ლუკაკუმაც განაცხადა, ოლემ უკვე მარტში იცოდა,რომ გუნდიდან წასვლა მინდაო და თვითონვე არ დატოვა გუნდი თავდასხმაში მარსიალის იმედად?და მერე რომ დაგვემტვრა და რომ ვამბობთ თავდასხმაში კაცი არ გვყავსო მის შემცვლელადო ესეც ხომ ჩემი და თქვენი ბრალი არ არის?ან რატომ ხართ დარწმუნებული რომ ამათი თვალთახედვით მანჩესტერის დონის ფეხბურთელი მომავალ ზაფხულში გამოჩნდება?იქნებ არც მომავალ ზაფხულს გამოჩნდეს და ვიყოთ მერე ღმერთის იმედად.ზამთარში არამგონია ტრანსფერები გაკეთდეს,უფრო ზაფხულში მოველი მაგას,მაგრამ მედისონის იმედი ნამდვილად არ მაქვს.მოიყვანენ დეკლან რაისს,გრელიშს და ვინმე თავდამსხმელს.მგონია რომ ეს იქნება ჩვენი შევსება.მედისონი რომელიც ძალიან მომწონს მისი გადმოყვანა ურთულესი იქნება,რადგან მომავალ წელს 100 პროცენტით ლესტერი ჩემპიონთა ლიგას ითამაშებს და სულელი იქნება ლესტერი რომ ჯერ-ჯერობით ეგ ბიჭი გაუშვას,ამიტომ ვფიქრობ გრელიშს გადმოიყვანენ ასტონვილადან,მატიჩს გაუშვებენ და რაისს მოიყვანენ მის ნაცვლად,აი თავდასხმაში ნამდვილად არ ვიცი ვინ მოვა.ჰოლანდზე განაცხადეს რომ დორტმუნდისა და ლაიფციგის ვარიანტს განიხილავსო,ვფიქრობ ვერნერს გაუშვებენ და მაგ ბიჭს მიიყვანენ,ამიტომ სხვა თავდამსხმელზე მოუწევთ ფიქრი.
0
№14
ავტორი: bziki
14 დეკემბერი 2019 13:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Lalana
ბისაკასაც,მაგუაერსაც და ჯეიმსსაც სუვილი ქონდათ მანჩესტერში თამაშის სამივე ტრანსფერი გაკეთდა გაწელვით ეგრევე არ გაუსვრიათ გამოსასყიდები როგორც სიტიმ ლაპორტზე.
რისკი იყო ბისაკა ასაკიდნ გამომდინარე,მაგუაერი არანაირი რისკი არ იყო იცოდნენ რაში იხდიდნენ ფულს.ჯეიმსზე არ დავწერ.
რისკი მარტო ასაკი არაა ხასიათის გათვალისწინება,ოჯახის,ამბიციების,ტრამვებთან მიდრეკილების,სიზარმაცის,ლიდერული თვისებები თუ მშიშარა კაცის მენტალიტეტი.
მაგ პოზიციაზე უბრალოდ არავინ იყო გუნდში როგორც ჩანს არც აკადებიაში ქონდათ იმედი,არც ბაზარზე იყო დიდი არჩევანი ტრიპიერებს და ფლორენცებს რო არ განიხილავდნენ ეგ პირიქით კომპლიმენტია.
კი ბატონო გარისკეს არაა 50 პატარა ფული მაგრამ სუფთა ბიზნესის კუთხით არ გაურისკია ვუდვორდს გარისკა ოლემ,მაგ ფულს ან დიდ ნაწილს მაინც ამოიღებდა ვუდი.
დანარჩენი არ გაკეთებული ტრანსფერებზე,მხოლოდ მკითხაობა შეგვიძლია რის გამო თქვეს უარი.
ფაქტია იძახის ოლე 2-3 ტრანსფერი მჭირდებაო,და რა ეგ ზაფხულში არ ეცოდინებოდა?
2-3 ტრანსფერს რო კამერებთან ითხოვს კულისებში შეილებში 6 ს ითხოვდეს.
0
№15
ავტორი: Lalana
14 დეკემბერი 2019 13:41
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: bziki
ბისაკასაც,მაგუაერსაც და ჯეიმსსაც სუვილი ქონდათ მანჩესტერში თამაშის სამივე ტრანსფერი გაკეთდა გაწელვით ეგრევე არ გაუსვრიათ გამოსასყიდები როგორც სიტიმ ლაპორტზე

ეგრევე არ გაუსვრიათო და რა მნიშვნელობა აქვს ეგრევე გაისროლეს თუ არა,მაინც ის ფასი გადაიხადეს რაც კრისტალპალასა და ლესტერს სურდათ,ახლა მაგას გინდ გაწელილი გრანსფერი ვეძახოთ და გინდ ეგრევე გასროლილი მაგას უკვე მნიშვნელობა ეკარგება,რადგან ამ მოლაპარაკებაში მაინც ის მიიღეს გუნდებმა რაც სურდათ.ჯეიმსზე საერთოდ არ მაქვს საუბარი,რადგან მაგ ფასში ნამდვილად მშვენიერი ტრანსფერია და ეგ არც აღმინიშნავს,ამისთვის მადლობა გიგზს რომ ეს ფეხბურთელი ურჩია გუნდს,როგორც ერთ დროს ვან გაალს ურჩია მარსიალის შეძენა.

ციტატა: bziki
რისკი მარტო ასაკი არაა ხასიათის გათვალისწინება,ოჯახის,ამბიციების,ტრამვებთან მიდრეკილების,სიზარმაცის,ლიდერული თვისებები თუ მშიშარა კაცის მენტალიტეტი.

რისკს მე მარტო ასაკს არ ვიძახი,ეს საერთოდ არ მომიხსენიებია.ბაიერნმა მაგ ზაფხულს მსოფლიო ჩემპიონი პავარი გაიფორმა 35 მილიონ ევროდ და ჩვენ ბისაკა ვიყიდეთ თიტქმის გაორმაგებულ თანხაში.ზუსტად ესაა რისკი,რომ ერთ სეზონიან ფეხბურთელში იხდი ამხელა თანხას,თან ისეთ ფეხბურთელში,რომელიც მხოლოდ დაცვითი ფუნქციით შემოიფარგლება და შეტევაში მაგის ნახევარსაც ვერ აკეთებს,მეორე წამს კი ფასით იწუნებენ ფერნანდეშს,რომელიც ვან ბისაკაზე სულ რარაც 20-25 მილიონი ევროთი ძვირი ღირს და ისიც ნახევარმცველი.თან როდესაც ბრუნოზე იყო დაინტერესება მაგ პროცესში არაერთხელ მიანიშნა რომ პრემიერ ლიგაში სურდა თამაში,მთალდ ის არ უთქვამს რომ მანჩესტერში სურდა თამაში,მაგრამ ამით ეგ მიანიშნა.ასევე ბისაკაზე მინდა კიდევ ერთი რამ ვთქვა,როგორც მახსოვს,მანჩესტერი როდესაც ყიდულობდა ფეხბურთელს თვითონვე აღნიშნა რომ კრისტალ პალასში ბედნიერია და კიდევ ერთი სეზონით აპირებდა დარჩენას,მაგრამ ამის შემდეგ მშვენიერი თანხა შესთავაზეს და უპრობლემოდ გამოუშვა პალასმაც,ამ პერიოდში სად გამოიხატა,რომ ბისაკას გინდა თუ არა ამ გუნდში სურდა თამაში?ბეილივით არ განუცხადებია რეალში მინდა გადასვლაო და არც მსგავსი საუბარი დაუწყია.
ციტატა: bziki
მაგუაერი არანაირი რისკი არ იყო

და მაგუაერში მაგხელა თანხის გადახდა რატომ არ იყო რისკი?რომელი ექსტრა კლასის ფეხბურთელი ეგ მყავს,რომ აუცილებლად გაემართლებინა მაგ თანხასი?ვარანი რომ გადმოიყვანო ამ გუნდში შეიძლება მაგან ვერ გაამართლოს და მაგუაერი ნამდვილად არაა ის დონე რომ მაგხელა თანხა გაესროლა გუნდს,მაგრამ მაინც გაისროლეს.
ციტატა: bziki
ფაქტია იძახის ოლე 2-3 ტრანსფერი მჭირდებაო,და რა ეგ ზაფხულში არ ეცოდინებოდა?
2-3 ტრანსფერს რო კამერებთან ითხოვს კულისებში შეილებში 6 ს ითხოვდეს

და ფაქტია ისიც,რომ რამოდენიმე თვის წინ ამ გუნდითაც კმაყოფილი იყო თუ მის განცხადებებს დავუჯერებთ.
0
№16
ავტორი: Svanchester
14 დეკემბერი 2019 14:00
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ზამთარში სანჩო დაიდება ჰალანდთან ერთად ეჭვიც არ შეგეპაროთ.
0
№17
ავტორი: bziki
14 დეკემბერი 2019 14:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Lalana
ბევრ რამეში არათანმიმდევრულები ნაღდათ არიან.
მე პირადათ მაგუაერში არც მაშინ და არც ეხლა არ მიმაჩნია რო არასწორი ინვესტიცია ჩაიდო.
ტოპ დონეს თამაშობდა ლესტერშიც და ნაკრებშიც,ვინმეს ეხლა პიროვნულად არ მოწონდა არ ვიცი.
ლესტერმაც იცოდა ვის ყიდიდა და ისიც იცოდა როგორ გჭირდებოდა მცველი ვერანაირად მოხდებოდა ფასის დაწევა,სადღაც 20 მილიონით მეტი გადავიხადეთ მაგრამ მაგ ტრანსფერით გოიმის იმიჯი არამგონია აგვერტყა.
ბაიერნზე ვიტყვი რო ეგეთი ფარჩაკი სატრანსფერო მიდგომა მე რაც მახსოვს არ ქონიათ.პავარდიც,ერნანდესიც თავიდანვე განწირული ტრანსფერები იყო არანაირი საკლუბო კარიერა არ უმაგრებდათ ზურგს მხოლოდ მსოფლიო.თან გამ პოზიციებზე ალაბა-კიმიხი ყავთ მსოფლიოში 3 საუკეთესო ფულბექებში მყოფები:D:D
მედისონს და ლესტერს რაც შეეხება შეილება ეგ ტრანსფერი(მე მჯერა პირადათ)მედისონიც როგორც წამიკითხავს გულგრილი არაა მანჩესტერზე ეგაა ყველაზე მთავარი თვითონ რა უნდა.არანაირი ლიგის საგზურს არ იქონიებს მანდ გავლენას რომელი პროექტის უფრო ჯერა სად უფრო უნდა თამაში,იასნია ყველა ინგლისელს ურჩევნია მანჩესტერში თამაში ვიდრე ლესტერში,ლივერის ფანი თუ არაა. ლესტერი კი მაგრა გაბერავს ფასს და ალბათ 120 ააცილებს მაგრამ ღირს მაგ ფასის გადახდაც ეგ არაა დაგოიმება, დაგოიმებაა ბეილს რო ყიდულობ 90 თუნდაც 70 მილიონად ან პარედესს 40 მილიონად.
0
№18
ავტორი: Lalana
14 დეკემბერი 2019 14:32
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: bziki
მე პირადათ მაგუაერში არც მაშინ და არც ეხლა არ მიმაჩნია რო არასწორი ინვესტიცია ჩაიდო.
ტოპ დონეს თამაშობდა ლესტერშიც და ნაკრებშიც,ვინმეს ეხლა პიროვნულად არ მოწონდა არ ვიცი.

არა მაგაში გეთანხმები რომ მაგუაერი ცუდი ფეხბურთელი არაა,მეც მომწონს,მაგრამ როდესაც რისკებზე ვსაუბრობთ მაშინ მაგასაც უნდა შევეხოთ,87 მილიონი მცველისთვის ხომ არაა პატარა თანხა და თავისთავად ფასი განაპირობებს რისკსაც.მანჩესტერი რომ მაგ თანხას ჩვეულებრივად ამოიღებს ეგეც კარგად ვიცი,უბრალოდ მე რისკის კომპონენტზე ვამახვილებ ყურადღებას.
ციტატა: bziki
ლესტერმაც იცოდა ვის ყიდიდა და ისიც იცოდა როგორ გჭირდებოდა მცველი ვერანაირად მოხდებოდა ფასის დაწევა,სადღაც 20 მილიონით მეტი გადავიხადეთ მაგრამ მაგ ტრანსფერით გოიმის იმიჯი არამგონია აგვერტყა

ზუსტად მასევე ჭირდებოდა სიტისახ მაგრამ როგორც ლაპორტის შემთხვევაში შეცდნენ ახლაც არ წამოვიდნენ მაგხელა თანხაზე.ვისთვის როგორ მაგრამ მაგუაერს რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მცველად აქცევ თავის მხრივ გოიმობაა.ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ჩემთვის,თორემ სხვისთვის შეიძლება სხვაგვარად იყოს.

ციტატა: bziki
ბაიერნზე ვიტყვი რო ეგეთი ფარჩაკი სატრანსფერო მიდგომა მე რაც მახსოვს არ ქონიათ.პავარდიც,ერნანდესიც თავიდანვე განწირული ტრანსფერები იყო არანაირი საკლუბო კარიერა არ უმაგრებდათ ზურგს მხოლოდ მსოფლიო.თან გამ პოზიციებზე ალაბა-კიმიხი ყავთ მსოფლიოში 3 საუკეთესო ფულბექებში მყოფები:D:D

ალაბა კარგა ხანია იმ დონეს ვეღარ აჩვენებს რასაც მაშინ აჩვენებდა და ვერ დაგეთანხმები რომ მსოფლიოს საუკეთესოა მაგ ასპექტში,როდესაც მარსელო არსებობს.რაც შეეხება კიმიხს ვერც ეგ ახვენებს იმ დონესეც როგორსაც გვარდიოლას ხელში აჩვენებდა და ახლა კი ყავთ ცენტრში ამოწეული.რაც შეეხება პავარს ეტყობა რომ ბუნდესლიგას არ ადევნებდი თვალს თორემ მაგას ნამდვილად არ იტყოდი,ტყუილად საფრანგეთის ნაკრებში არავინ გამოგიძახებს და რაც მსოფლიო ჩემპიონატზე მაგან აკეთა მასე რომ ბისაკამ გააკეთოს რა უჭირს.
ციტატა: bziki
ლესტერი კი მაგრა გაბერავს ფასს და ალბათ 120 ააცილებს მაგრამ ღირს მაგ ფასის გადახდაც ეგ არაა დაგოიმება, დაგოიმებაა ბეილს რო ყიდულობ 90 თუნდაც 70 მილიონად ან პარედესს 40 მილიონად.

ამას სერიოზულად ამბობ?დაგოიმებაა ბეილში მაგ თანხის გადახდა და მედისონში არა?ამ კონკრეტულზე ძალიან ბევრს დავწერდი მაგრამ ეს შემდეგში იყოს.
0
№19
ავტორი: bziki
14 დეკემბერი 2019 15:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Lalana
არ მახსოვს ზუსტად რამდენი აქ ბეილს ხეფასი როგორც მახსოვს სანჩესზე მეტი,4 წლიან კონტრაქტზე 120 მილიონამდე ურახუნებს მარტო ხელფასი.სარეკლამო უფლებებით ეგ ფული რომც დააბალანსო და ბიზნესის კუთხით მოგებაშიც გავიდნენ სუფთა სპორტული მხრიდან უბრალოდ აღარ სურს ბეილს ფეხბურთის თამაში,მხოლოდ დიდ თამაშებისთვის თუ მოახერხებს კონცენტრაციას ლიგაზე და კლასიკოში.რეალის იქით ისედაც არ იყურება არათუ მანჩესტერზე ნერვიულობდეს,პლიუს ტრამვები,მოშორებაზეა რეალი და ვერ იშორებს მხოლოდ ერთი წინადადება ქონდათ და ისინიც 1 თეთრსაც არ იხდიდნენ მხოლოდ ხელფასს უსწორბდნენ ბეილს.
მედისონზე კი ნაღდათ არ მგონია 120 მილიონის გადახდაც არასწორად,მოვა ეგ დროც ჩვენ თუ არა ვინმე გადაიხდის მაგაზე მეტსაც თუ 2-3 წელი გაიჩერა ლესტერმა.
0
№20
ავტორი: Lalana
14 დეკემბერი 2019 17:06
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: bziki
bziki

ბეილის მანჩესტერში ტრანსფერს თუ გულისხმობ მაგაში გეთანხმები,მაგრამ თუ ტოტენჰემიდან რეალში ტრანსფერს უწოდებ გაუმართლებელს ამაში ვერ დაგეთანხმებოდი.
მისი მანჩესტერში ხილვა ნამდვილად არ მინდა,მაგან უკვე სპორტული თვალსაზრისით დაასრულა კარიერა და როგორც სანჩესში იყო გადაყრილი თანხა ისე იქნება მასშიც,მითუმეტეს იმ ფონზე რომ უკვე რამოდენიმე ხანია სულ ტრავმიანობს.

ციტატა: bziki
მედისონზე კი ნაღდათ არ მგონია 120 მილიონის გადახდაც არასწორად,მოვა ეგ დროც ჩვენ თუ არა ვინმე გადაიხდის მაგაზე მეტსაც თუ 2-3 წელი გაიჩერა ლესტერმა.

ამ კონკრეტულს რაც შეეხება,ყველანაირ ფასად მოვიყვანდი მაგ ბიჭს,მაგხელა თანხას თუ შესთავაზებენშეიძლება იანვარშიც კი გაყიდონ,მაგრამ ესენი რამდენად გადაიხდიან მაგ თანხას ეგაა საკითხავი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top