თბილისი:
მანჩესტერი:
6-10-2019, 10:00
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2789,
კომენტარები: 31
ოუენი: "იუნაიტედს" უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე ცუდი შემადგენლობა ჰყავს"
გუნდის ყოფილი ფეხბურთელი ოლე გუნარის შემადგენლობას აკრიტიკებს.
ოუენი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი მაიკლ ოუენი, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ შეეხო მისი ყოფილი კლუბის ამჟამინდელ სტრუქტურას და ამჯერად მან ოლე გუნარ სოლსკიაერის შემადგენლობა გააკრიტიკა.

"ეს შესაძლებელია იყოს "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველაზე ცუდი შემადგენლობა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, არ არის ასე? ამ შეფასების გამოყენება მაშინაც შეიძლებოდა სანამ სერ ალექსი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებდა.

არ ვფიქრობ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის საუკეთესო ექვს გუნდს შორის იქნება".
- ციტირებს Goal.com-ი მაიკლ ოუენის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნორვეგიელი სპეციალისტი ოლე გუნარ სოლსკიაერი ბოლოდროინდელი წარუმატებელი მატჩების შემდეგ საფეხბურთო ელიტის მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული.

უკანასკნელი წარუმატებელი მატჩი ოლე გუნარის შეგირდებმა ევროპა ლიგის ეგიდით გამართეს სადაც ინგლისური გრანდის ფეხბურთელებმა ჰოლანდიური "ალკმაარის" კარის მიმართულებით კარში დარტყმაც კი ვერ შეძლეს.
ინტერვიუები
31 კომენტარი
№31
ავტორი: Lalana
6 ოქტომბერი 2019 22:12
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Dato kutaisi
Dato kutaisi

ზუსტად მაგიტომაც ვამბობ რომ მწვრთნელთან ერთად უფროსობაც შესაცვლელია,რადგან არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ და რომ დავიწყო ამის ჩამოთვლა იმდენად შორს წაგვიყვანს რომ არც ღირს მაგაზე საუბარი.რაც შეეხება მწვრთნელს,არ ვიცი რას ხედავს ვუდვორდი მაგრამ ფაქტია რომ გუნდი ვერ ვითარდება და ის ვინც გვყავს იმათაც რეგრესი აქვთ.ასეთი თამაშები იყო ვან გაალის დროს,ბურთს რომ ვფლობდით ეგეც ასეთ ჭე დონის გუნდებთან და ხარისხი რომ მინუს უსასრულობა იყო.დღეს პირველ ტაიმში ძლივს ერთხელ დავარტყით კარში და კარისკენ სულ რაღაც სამი დარტყმა გვქონდა,მაგასაც თუ დარტყმა ჰქვია კიდევ.ამ ზაფხულსაც უნდა დახარჯულიყო ძალიან დიდი თანხა,როდესაც ასეთ გამოქვაბულში ვართ და ასეთი ფინანსები აქვს გუნდს არ უნდა დაიშურონ ფული,მაგრამ ამ მხრივაც მოიკოჭლებენ.მოკლედ იმდენი რამ არის ამ გუნდში გამოსასწორებელი რომ ჩამოთვლაც მიჭირს.ყველაზე არალოგიკური კიდევ იცი რა იყო?მწვრთნელს უხანგრძლივებ კონტრაქტს და შემდეგ უცბად ტრანსფერს არ უკეთებ,იმის და მიუხედავად რომ მწვრთნელი ამას ითხოვს,მერე რამოდენიმე პოცენზურასტი უჯანყდება და აქაც ფეხბურთელებს უჭერ მხარს და აგდებ გუნდიდან იმ ადამიანს რომელსაც რამოდენიმე ხნის წინ კონტრაქტი გაუხანგრძლივე და უდიდესი თანხის გადახდა გიწევს მის გასათავისუფლებლად.აი ასეთ იდოტიზმებს რომ ჩადიან ხელმძღვანელობაში ამიტომაც გვყავს ასეთი ნეხვი შემადგენლობაში და ასეთი გამოუცდელი მწვრთნელი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top