თბილისი:
მანჩესტერი:
6-10-2019, 10:00
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2783,
კომენტარები: 31
ოუენი: "იუნაიტედს" უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე ცუდი შემადგენლობა ჰყავს"
გუნდის ყოფილი ფეხბურთელი ოლე გუნარის შემადგენლობას აკრიტიკებს.
ოუენი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი მაიკლ ოუენი, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ შეეხო მისი ყოფილი კლუბის ამჟამინდელ სტრუქტურას და ამჯერად მან ოლე გუნარ სოლსკიაერის შემადგენლობა გააკრიტიკა.

"ეს შესაძლებელია იყოს "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველაზე ცუდი შემადგენლობა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, არ არის ასე? ამ შეფასების გამოყენება მაშინაც შეიძლებოდა სანამ სერ ალექსი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებდა.

არ ვფიქრობ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის საუკეთესო ექვს გუნდს შორის იქნება".
- ციტირებს Goal.com-ი მაიკლ ოუენის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნორვეგიელი სპეციალისტი ოლე გუნარ სოლსკიაერი ბოლოდროინდელი წარუმატებელი მატჩების შემდეგ საფეხბურთო ელიტის მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული.

უკანასკნელი წარუმატებელი მატჩი ოლე გუნარის შეგირდებმა ევროპა ლიგის ეგიდით გამართეს სადაც ინგლისური გრანდის ფეხბურთელებმა ჰოლანდიური "ალკმაარის" კარის მიმართულებით კარში დარტყმაც კი ვერ შეძლეს.
ინტერვიუები
31 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
6 ოქტომბერი 2019 19:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: Lalana
ციტატა: JuanMata
ციტატა: 100%Red
ვნახოთ ერთი დღეს რას იკისრებენ
ისე 2 გოლს თუ გავიტათ პირველი ეპლსი გუნდი ვიქნებით 2000 გოლით)))))))))
https://www.premierleague.com/stats/top/clubs/goals?se=-1
ხოდა კიდე ერთი დავაკვირდე ამ ლონგსტაფს წესიერად ვინაა ამნაირი რო გადარია მთელი სტაფი


ორი ლონგსტაფი დაგვიყენეს ცენტრში wink
ჩვენი რომელია?

ძმები არიან ხო? wink არაა გამორიცხული ორივე წამოიყვანონ laughing

ისე მიდის საქმე წელს მგონი ლივერპული გახდება ჩემპიონი crying


ხო ძმები არიან, სენი 2 წლით უფროსია :) მეორე მგონი პირველად თამაშობს ძირითად გუნდში, თუ არ ვცდები. ამათმაც თუ დაგვიჭირეს ცენტრი და აღარ ყოფილა საშველი
0
№12
ავტორი: Lalana
6 ოქტომბერი 2019 19:23
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: SANDROGRIGA
ციტატა: Lalana
ციტატა: JuanMata
ციტატა: 100%Red
ვნახოთ ერთი დღეს რას იკისრებენ
ისე 2 გოლს თუ გავიტათ პირველი ეპლსი გუნდი ვიქნებით 2000 გოლით)))))))))
https://www.premierleague.com/stats/top/clubs/goals?se=-1
ხოდა კიდე ერთი დავაკვირდე ამ ლონგსტაფს წესიერად ვინაა ამნაირი რო გადარია მთელი სტაფი


ორი ლონგსტაფი დაგვიყენეს ცენტრში wink
ჩვენი რომელია?

ძმები არიან ხო? wink არაა გამორიცხული ორივე წამოიყვანონ laughing

ისე მიდის საქმე წელს მგონი ლივერპული გახდება ჩემპიონი crying


ხო ძმები არიან, სენი 2 წლით უფროსია :) მეორე მგონი პირველად თამაშობს ძირითად გუნდში, თუ არ ვცდები. ამათმაც თუ დაგვიჭირეს ცენტრი და აღარ ყოფილა საშველი

ცენტრი არამგონია დაგვიჭირონ,ამაგრამ ჯეიმს პარკიდან არ იქნება მარტივი სამი ქულის წამოღება,იქიდან გამომდინარე თუ როგორი არასტაბილურად გამოიყურებიან,მაგრამ ვნახოთ ისეთ ფორმაში ვართ წინასწარ რაიმეს ვარაუდი ძალიან რთულია.
0
№13
ავტორი: bero123
6 ოქტომბერი 2019 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
Vaa sagol bichebs karashi daurtyiat:D
0
№14
6 ოქტომბერი 2019 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 310
სვარკის ბენეფისია. კრასნოდარ-სპარტაკზე გადავრთე.
0
№15
ავტორი: JuanMata
6 ოქტომბერი 2019 20:14
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ძლივს ზუსტად ჩააწოდა იანგმა, ისიც გაუბანძა ჰარიმ.
0
№16
ავტორი: SANDROGRIGA
6 ოქტომბერი 2019 20:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მწვრთნელი უფრო ცუდი გვყავს თუ ფეხბურთელები ეგ ვერ გავიგე ჯერ.

ტუანზებე, დალო, იანგი უბრალოდ არ უნდა იყვნენ მანჩესტერში, ტუანზებეს თამაშის დონე თუ გვაკმაყოფილებს, მაშინ გრანდობაზე არ უნდა გვქონდეს პრეტენზია. მომავალში ვნახოთ რას იზამს, მარა რამოსი ეგ ვერ გახდება და ჯონსის დონეზე თუ ავიდა დიდი საქმე.

ფრედს ველოდები და ვერა და ვერ გამოაჩინა კლასი, ვერ დავამუღამე, მატა დაბერდა, მოკლდა სისწრაფე, ჯანი და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს კრეატივიც. პერეირა საშუალო დონეა, ჯეიმსზე სწორად აღნიშნეს კომენტატორებმა და მეც დავწერე აქამდე აქ, ეგ რო ყველაზე მაგარი იქნება გუნდშI უკვე ჩანს რა მდგომარეობაცაა და რაშფორდზე საბოლოოდ ამიცრუვდა გული.
0
№17
ავტორი: Lalana
6 ოქტომბერი 2019 20:30
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
კომენტატორებმა რაც ისაუბრეს თითქმის ყველაფერში ვეთანხმები.ისე ასეთი რეგრესი თუ განვაგრძეთ მერე ნორმალური ფეხბურთელიც სანატრელი გაგვიხდება.მწვრთნელებთან ერთად ვუვდორდიც უნდა მიაყოლო,აშკარაა ამდენი ხანია სპორტული თვალსაზრისით გუნდი ვერ განავითარდა და ამ კუთხით უფრო და უფრო რეგრესირებს გუნდი.

ციტატა: SANDROGRIGA
მწვრთნელი უფრო ცუდი გვყავს თუ ფეხბურთელები ეგ ვერ გავიგე ჯერ

ორივე ერთი და იგივე დონეა
0
№18
ავტორი: JuanMata
6 ოქტომბერი 2019 20:30
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
საშუალო დონის ფეხბურთელები თამაშობენ მწვრთნელის გარეშე - ასეთი შეგრძნება მრჩება პირველი ტაიმის მერე.
რეალურად გვჯობნის ნიუკასლი, მართლია ისინიც ჩვენნაირ სვარკას თამაშობენ, მაგრამ შეტევაში უფრო მეტი სიმწვავე იგრძნობა და რაღაც გააზრებულის გაკეთებას ცდილობენ.
0
№19
ავტორი: SANDROGRIGA
6 ოქტომბერი 2019 20:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამაზე მეტი რეგრესი შედეგის მხრივ ჩემპიონშიპია ალბათ და თამაშის ხარისხის მხრივ დღეს უფსკრულია ეს უკვე ჩემი აზრით, ამის იქით დაბალი დონე რაღა უნდა იყოს არ ვიცი. მერე ისე დაიწყება რო ამ გაპარტახებული გუნდის ფონზე, ცალკეული ფეხბურთელების დონე დაგაკმაყოფილებს, როგორც დღეს ჯეიმსზე და ტუანზებეზე ვსაუბრობთ, მაგალითად და ესაა მორჩა სვლა - გრანდობიდან საშუალო დონემდე.

ამიტო, ჩვენ თუ ვამბობთ რო გუნდი ვითარდება (არ მესმის იმ ხალხის ვინც ამას ამბობს) მაშინ ტუანზებეს, იანგის, ფრედის, პერეირას და ა.შ. ფეხბურთელების თამაშის დონემ არ უნდა დაგაკმაყოფილოს, მაშინ გამოდის რო გუნდი მიდის საშუალო დონის სტაბილიზაციისკენ და არა გრანდობის და ძველი დიდების დაბრუნებისკენ.

ჩვენ თუ ვამბობთ რო მწვრთნელის ბრალი არაფერია, ის ლონგსტაფის ვერ მოყვანას არ უნდა მისტიროდეს, ტუანზებე ამომავალი ვარსკკვლავი არ უნდა იყოს მისთვის, მაშინ ჩვენ გვყავს ისეთი მწვრთნელი, რომელიც 8-10 ადგილზე გაგვიყვანს.

ეს იმიტო რო ფეხბურთელებსაც ისე არჩევს, როგორი მწვრთნელიცაა დონე-დონეზე, ჩვენ ენაზე ფერი-ფერსაო :(
0
№20
6 ოქტომბერი 2019 21:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 310
ამის მოთმენა აღარ შეიძლება უკვე. ჩემპიონშიპში გავვარდებით.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top