თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2018, 14:12
ავტორი: gache1991,
ნანახია: 3221,
კომენტარები: 31
დიდი დღე გულშემატკივრებისთვის
გულშემატკივრებს სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ.
დიდი დღე გულშემატკივრებისთვის
ბრიტანული "ექსპრესი" სასიამოვნო ამბებს აანონსებს. გულშემატკივრებს დღევანდელი დღე შესაძლოა სამუდამოდ დაამახსოვრდეთ. ჯეკ ოტვეის ინფორმაციით "იუნაიტედი" დაადასტურებს :

1. ალექსის სანჩესის გადაბირების შესახებ, რომელსაც ელოდება 4.5 წლიანი კონტრაქტი, ყოველკვირეული 270 000 ფუნტით. რომლის გაფორმებაც, დღევანდელი ფასებისა და "სიტის" დაინტერესების ფონზე 35 მილიონ ფუნტად ნამდვილად წარმატებული გარიგებაა, რაც ვუდვორდის აქტივში ჩაიწერება. ჩილელი უნივერსალი ხელმისაწვდომი იქნება ორ დღეში "ტარფ მურზე" გასამართ შეხვედრაში. ერთი თვის თავზე კი "იუნაიტედის" მაისურით "სევილიას" წინააღმდეგ გასამართ ორ მატჩიან დუელში.

2. კლუბმა უნდა გამოაცხადოს, მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტის კიდევ ორი წლით გახანგრძლივების შესახებ, რაც დაასრულებს მითქმა-მოთქმებს ჟოზე მოურინიოს პარიზში გადაბარგებაზე.

3. რიგით მესამე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი. დავიდ დე ხეა 2019 წლამდე გათვლილ კონტრაქტს, კიდევ სამი წლით გააგრძელებს და შვებით ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს "იუნაიტედის" თითოეულ გულშემატკივარს. ბოლო რამდენიმე წელია, არცერთ სატრანაფერო ფანჯარას არ ჩაუვლია დეხეას მადრიდში გადაბარგებაზე აგორებული ჭორების გარეშე.

საზეიმო პრეზენტაციისთვის მზადების კადრებს, რომელიც "კარინგტონზე" იგეგმება, ადასტურებს ანდერ ერერას ინსტაგრამ გვერდზე გავრცელებული ვიდეო.

წყარო: express.co.uk
სიახლეები
31 კომენტარი
№31
ავტორი: SANDROGRIGA
19 იანვარი 2018 00:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დააგვიანდება ისე ჩანს სანჩესს :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top