თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2018, 14:12
ავტორი: gache1991,
ნანახია: 3221,
კომენტარები: 31
დიდი დღე გულშემატკივრებისთვის
გულშემატკივრებს სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ.
დიდი დღე გულშემატკივრებისთვის
ბრიტანული "ექსპრესი" სასიამოვნო ამბებს აანონსებს. გულშემატკივრებს დღევანდელი დღე შესაძლოა სამუდამოდ დაამახსოვრდეთ. ჯეკ ოტვეის ინფორმაციით "იუნაიტედი" დაადასტურებს :

1. ალექსის სანჩესის გადაბირების შესახებ, რომელსაც ელოდება 4.5 წლიანი კონტრაქტი, ყოველკვირეული 270 000 ფუნტით. რომლის გაფორმებაც, დღევანდელი ფასებისა და "სიტის" დაინტერესების ფონზე 35 მილიონ ფუნტად ნამდვილად წარმატებული გარიგებაა, რაც ვუდვორდის აქტივში ჩაიწერება. ჩილელი უნივერსალი ხელმისაწვდომი იქნება ორ დღეში "ტარფ მურზე" გასამართ შეხვედრაში. ერთი თვის თავზე კი "იუნაიტედის" მაისურით "სევილიას" წინააღმდეგ გასამართ ორ მატჩიან დუელში.

2. კლუბმა უნდა გამოაცხადოს, მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტის კიდევ ორი წლით გახანგრძლივების შესახებ, რაც დაასრულებს მითქმა-მოთქმებს ჟოზე მოურინიოს პარიზში გადაბარგებაზე.

3. რიგით მესამე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი. დავიდ დე ხეა 2019 წლამდე გათვლილ კონტრაქტს, კიდევ სამი წლით გააგრძელებს და შვებით ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს "იუნაიტედის" თითოეულ გულშემატკივარს. ბოლო რამდენიმე წელია, არცერთ სატრანაფერო ფანჯარას არ ჩაუვლია დეხეას მადრიდში გადაბარგებაზე აგორებული ჭორების გარეშე.

საზეიმო პრეზენტაციისთვის მზადების კადრებს, რომელიც "კარინგტონზე" იგეგმება, ადასტურებს ანდერ ერერას ინსტაგრამ გვერდზე გავრცელებული ვიდეო.

წყარო: express.co.uk
სიახლეები
31 კომენტარი
№21
ავტორი: Qutaiseli
18 იანვარი 2018 17:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
Daily Express :

,,ბეილმა რეალ მადრიდს უთხრა, რომ მანჩესტერ იუნაიტედში გადაბარგება სურს''
0
№22
ავტორი: kaspera
18 იანვარი 2018 17:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
axali varr imedia mimigebt
0
№23
ავტორი: gache1991
18 იანვარი 2018 17:43
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
კეთილი იყოს შენი ფეხი მეგობარო.მაგას კითხვა რათ უნდა :)
0
№24
ავტორი: bziki
18 იანვარი 2018 17:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
იმედია სანჩესის მერე მოურას არ მოიყვანენ,რატომღაც მეგონა ამ სათაურზე ორივეს ყიდულობენ მეთქი.
მოურა საერთოდ დაივიწყონ,ლიგაზე ეგ ვერ ითამაშებს,და ეპლს სანამ ეგ დაამუღამებს ამ სეზონში სრულიად გამოუსადეგარი იქნება და ზაფხულშიც გრიზმანი,ბეილი,დიბალა,ოზილის მოსვლის შანსიც ფაქტიურად მოკვდება სანჩესი ზამთარში საკმარისია შეტევაში.სხვა პრინციპში სერიოზული ტრანსფერი არც მგონია რამე გააკეთონ მაქსიმუმ გაუშვან
0
№25
ავტორი: gache1991
18 იანვარი 2018 17:54
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მოურაზე სკაიმ დაწერა ტოტენჰემი ეჩალიჩებაო.მაგათმა უკვე წაიუვანეს მანდედან ორიე და როგორც ჩანს კაი ურთიერთობა აწვთ..რეალურად ჭირდებათ მაგათ ეგეთი სტილის იგროკი.სისოკო ვერ შეეწყო და როგორც ჩანა დაითრევენ.ჩვენთან მაგის ადგილი არც სანჩესის მოსვლამდე იყო მერო მკითხო:))
0
№26
ავტორი: gogita1991
18 იანვარი 2018 18:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ჟან მიჩელ სერიზე დაიწერა ეხლა ნიცას კოტდიუარელი იგროკი როა 26 წლის, ბარსას უნდოდა ზაფხულში კაი იგროკია თან ლიგაზეც გაგვაძლიერებს მაგრად
0
№27
ავტორი: dybbuk
18 იანვარი 2018 18:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
დეხეას ამბავი მიხარია მე პირადად ყველაზე მეტად, ესეთი დონის მეკარე მანჩესტერს არასოდეს არ ყოლია და გუნდის პირველი და პრიორიტეტული მიზანი უნდა იყოს ესეთი ვარსკვლავების შენარჩუნება, რაც ავტომატურად გზას გიხსნის სხვა ტოპ იგროკების მოზიდვაში. სანჩესის სახით ძალიან გაძლიერდება გუნდი, იანვარში მეტი არამგონია ვინმე მოვიდეს, ალბათ უფრო თუ გაყიდიან(დარმიანი 1 კანდიდატი) და მერე ზაფხულში რა თქმა უნდა აქტიურობა უნდა განაგრძონ, მაგ დროისათვის კიდე ბევრი რამ გამოჩნდება სად ვინ გვჭირდება
0
№28
ავტორი: gache1991
18 იანვარი 2018 19:12
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ლონდონის ადიდასის მაღაზიაში უკვე იყიდება სანჩესის 7 ნომრიანი მაისურები.რატო იწელება ესე დავიღალე.დღეს ახალგაზრდულ გუნდთან ერთად უვარჯიშია სანჩესს

ჩილეს გაზეთი წერს რო სანჩედი ოჯახი და მეგობრები უკვე მანჩედტერში არიანო.სანჩესი მისი ძმა და აგენტი ფელიჩევიჩი ჯერ კიდევ ლონდონშიო:| ძაან დავიღალე:)) მომბეზრდა ამდენი საიტის დარეფრეშება იმ იმედით რო ოფიციალური გამოჩნდება :)) ან ფოტო კარინგტონისკენ მიმავალი:)) დახვდება წითელი შევროლე კამარო:))
0
№29
ავტორი: PaLoMo
18 იანვარი 2018 19:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: kaspera
axali varr imedia mimigebt

ketili iyos sheni fexi imedia karg fexze saregistrirdi;))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№30
ავტორი: gocha 1985
18 იანვარი 2018 20:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
magari iqneba bijebo
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top