თბილისი:
მანჩესტერი:
23-07-2017, 12:09
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 5933,
კომენტარები: 32
"რეალ მადრიდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მეორე ტურის შეხვედრის პრევიუ.
"რეალ მადრიდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"


სტადიონი: "ლივაის სტედიუმი" (სანტა კლარა, კალიფორნიის შტატი)

თარიღი: ორშაბათი, 24 ივლისი,2017 წელი

მატჩის დასაწყისი: 01:00 (თბილისის დროით)

ტრანსლაცია: Матч ТВ; Kanal D


"რეალ მადრიდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"რეალ მადრიდი"

"რეალ მადრიდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"რეალი" აშშ-ში 12 ივლის ჩავიდა. გუნდის შემადგენლობაში 25 ფეხბურთელია, ამერიკაში მათ სერხიო რამოსი შეუერთდათ. წინასასეზონო ტურნეზე მადრიდული კლუბი შეხვედრებს "იუნაიტედის", "სიტის", "ბარსელონას" და "MLS-ის ვარსკვლავების" წინააღმდეგ გამართავს. გუნდს მხოლოდ და მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ არ გაჰყოლია თან, რადგანაც პორტუგალიელი არდადეგებზე იმყოფება. "რეალმა" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ტეო ერნანდესი და დანი სებალიოსი დაიმატა, ალვარო მორატამ და დანილომ კი კლუბი დატოვეს.

"რეალ მადრიდის" შემადგენლობა: ნავასი, კასილია, იანესი, ზიდანი, რამოსი, კარვახალი, ვარანი, ნაჩო, მარსელო, ერნანდესი, კესადა, კეხერო, ჰაქიმი, ერნანდო, კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი, ისკო, კოვაჩიჩი, ოსკარი, ფრანჩუ, ბენზემა, ბეილი, ვასკესი, გომესი.

"მანჩესტერ იუნაიტედი"

"რეალ მადრიდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"იუნაიტედი" ამერიკაში 9 ივლისს ჩავიდა. მოურინიოსა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად გუნდს 27 ფეხბურთელი გაჰყვა. ამერიკაში კი მათ პოლ პოგბა და რომელუ ლუკაკუ შეუერთდა.

პირველ ამხანაგურ მატჩში მოურინიოს შერგიდებმა "ლოს-ანჯელეს გალაქსი" დაამარცხეს ანგარიშით 5:2, მეორე ამხანაგურ შეხვედრაში კი მათ 2:1 დაამარცხეს "რეალ სოლტ ლეიქი". აღსაღნიშნავია რომ გამარჯვება "იუნაიტედს" ლუკაკუს სადებიუტო გოლით ხვდა წილად.

მესამე ამხანაგური მატჩი მათ თანაქალაქელ "სიტის" წინააღმდეგ ჩაატარეს. მატჩი გამორჩეული იყო, რადგანაც ეს იყო პირველი დერბი, რომელიც დიდი ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ ჩატარდა. "იუნაიტედმა" ლუკაკუსა და რეშფორდის გოლებით შეხვედრა დამაჯერებლად, 2:0 მოიგო.

"რეალთან მატჩში სავარაუდოდ კვლავ ვერ ითამაშებს ხუან მატა. კარებში 45-45 წუთს დე ხეა და რომერო გაატარებენ. სასტარტოში უნდა ველოდოთ მიტჩელს, ტუანზებეს, დარმიანსა და ფოსუ მენსას.

"იუნაიტედის" სრული შემადგენლობა:
დავიდ დე ხეა, სერხიო რომერო, ჯოელ პერეირა, ვიქტორ ლინდელოფი,კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი, ერიკ ბაიი, ანტონიო ვალენსია, მატეო დარმიანი, ლუკ შოუ, აქსელ ტუანზება, ტიმოტი ფოსუ-მენსა, დეილი ბლინდი, მიტჩელი, ეშლი იანგი, მაიქლ ქერიქი, მარუან ფელაინი, ანდერ ერერა, პოლ პოგბა, ჯესი ლინგარდი, ანდრეას პერეირა, მაქთომი, ხუან მატა, მარკუს რაშფორდი, ანტონი მარსიალი,ჰენრიხ მხითარიანი, რომელუ ლუკაკუ.

წინა შეხვედრები


გუნდები ოფიციალურ შეხვედრებში სულ 10-ჯერ შეხვდნენ ერთამენთს. აქედან 2 მატჩი "იუნაიტედმა" მოიგო, 4 "რეალმა", 4 მატჩიც კი ფრედ დასრულდა.

უკანასკნელი შეხვედრა


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "რეალ მადრიდი" 3:1 (ამხანაგური მატჩი)

გოლები: იანგი 21, ბეილი 27, იანგი 37, ჩიჩარიტო 80.
მატჩის წინ
32 კომენტარი
№31
ავტორი: KeithkiP
21 ოქტომბერი 2017 04:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
Хочу с вами поделиться одной замечательной хостинговой компанией под названием ProHoster, которая предллагает доступный интернет хостинг с бесплатным конструктором сайтов, SSL сертификатом, доменным именем и еще много других полезных и бесплатных фишек. Так-же у данной компании можно заказать VPS, аренду выделенного сервера, регистрацию доменного имени. Я уже несколько лет работаю с ProHoster и очень этому рад. Вот реф. ссыылка на регистрацию.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ https://prohoster.info/kompaniya/blog/hosting-php-mysql-luchshee-reshenie-ot-prohoster/
№32
ავტორი: Lillianketle
21 ნოემბერი 2017 01:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
<a href=https://vk.com/wall-135336688_105>reshil pomoch' i razoslal post v soc. zakladki. nadeyus' podnimetsya populyarnost'.</a>|
<a href=https://www.facebook.com/prohoster/posts/876810942487080>CHto-to takoe slyshal, no ne tak podrobno, a otkuda material brali?</a>|
<a href=https://www.facebook.com/prohoster/posts/878577315643776>Prijatno chitat’ na russkom jazyke interesnye i umnye mysli. Uzhe pjat’ let v Anglii zhivu.</a>|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ https://prohoster.info/kompaniya/blog/nadezhnyj-i-deshevyj-vps-servis-v-prohoster/

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top