თბილისი:
მანჩესტერი:
23-07-2017, 12:09
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 5952,
კომენტარები: 32
"რეალ მადრიდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მეორე ტურის შეხვედრის პრევიუ.
"რეალ მადრიდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"


სტადიონი: "ლივაის სტედიუმი" (სანტა კლარა, კალიფორნიის შტატი)

თარიღი: ორშაბათი, 24 ივლისი,2017 წელი

მატჩის დასაწყისი: 01:00 (თბილისის დროით)

ტრანსლაცია: Матч ТВ; Kanal D


"რეალ მადრიდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"რეალ მადრიდი"

"რეალ მადრიდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"რეალი" აშშ-ში 12 ივლის ჩავიდა. გუნდის შემადგენლობაში 25 ფეხბურთელია, ამერიკაში მათ სერხიო რამოსი შეუერთდათ. წინასასეზონო ტურნეზე მადრიდული კლუბი შეხვედრებს "იუნაიტედის", "სიტის", "ბარსელონას" და "MLS-ის ვარსკვლავების" წინააღმდეგ გამართავს. გუნდს მხოლოდ და მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ არ გაჰყოლია თან, რადგანაც პორტუგალიელი არდადეგებზე იმყოფება. "რეალმა" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ტეო ერნანდესი და დანი სებალიოსი დაიმატა, ალვარო მორატამ და დანილომ კი კლუბი დატოვეს.

"რეალ მადრიდის" შემადგენლობა: ნავასი, კასილია, იანესი, ზიდანი, რამოსი, კარვახალი, ვარანი, ნაჩო, მარსელო, ერნანდესი, კესადა, კეხერო, ჰაქიმი, ერნანდო, კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი, ისკო, კოვაჩიჩი, ოსკარი, ფრანჩუ, ბენზემა, ბეილი, ვასკესი, გომესი.

"მანჩესტერ იუნაიტედი"

"რეალ მადრიდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"იუნაიტედი" ამერიკაში 9 ივლისს ჩავიდა. მოურინიოსა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად გუნდს 27 ფეხბურთელი გაჰყვა. ამერიკაში კი მათ პოლ პოგბა და რომელუ ლუკაკუ შეუერთდა.

პირველ ამხანაგურ მატჩში მოურინიოს შერგიდებმა "ლოს-ანჯელეს გალაქსი" დაამარცხეს ანგარიშით 5:2, მეორე ამხანაგურ შეხვედრაში კი მათ 2:1 დაამარცხეს "რეალ სოლტ ლეიქი". აღსაღნიშნავია რომ გამარჯვება "იუნაიტედს" ლუკაკუს სადებიუტო გოლით ხვდა წილად.

მესამე ამხანაგური მატჩი მათ თანაქალაქელ "სიტის" წინააღმდეგ ჩაატარეს. მატჩი გამორჩეული იყო, რადგანაც ეს იყო პირველი დერბი, რომელიც დიდი ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ ჩატარდა. "იუნაიტედმა" ლუკაკუსა და რეშფორდის გოლებით შეხვედრა დამაჯერებლად, 2:0 მოიგო.

"რეალთან მატჩში სავარაუდოდ კვლავ ვერ ითამაშებს ხუან მატა. კარებში 45-45 წუთს დე ხეა და რომერო გაატარებენ. სასტარტოში უნდა ველოდოთ მიტჩელს, ტუანზებეს, დარმიანსა და ფოსუ მენსას.

"იუნაიტედის" სრული შემადგენლობა:
დავიდ დე ხეა, სერხიო რომერო, ჯოელ პერეირა, ვიქტორ ლინდელოფი,კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი, ერიკ ბაიი, ანტონიო ვალენსია, მატეო დარმიანი, ლუკ შოუ, აქსელ ტუანზება, ტიმოტი ფოსუ-მენსა, დეილი ბლინდი, მიტჩელი, ეშლი იანგი, მაიქლ ქერიქი, მარუან ფელაინი, ანდერ ერერა, პოლ პოგბა, ჯესი ლინგარდი, ანდრეას პერეირა, მაქთომი, ხუან მატა, მარკუს რაშფორდი, ანტონი მარსიალი,ჰენრიხ მხითარიანი, რომელუ ლუკაკუ.

წინა შეხვედრები


გუნდები ოფიციალურ შეხვედრებში სულ 10-ჯერ შეხვდნენ ერთამენთს. აქედან 2 მატჩი "იუნაიტედმა" მოიგო, 4 "რეალმა", 4 მატჩიც კი ფრედ დასრულდა.

უკანასკნელი შეხვედრა


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "რეალ მადრიდი" 3:1 (ამხანაგური მატჩი)

გოლები: იანგი 21, ბეილი 27, იანგი 37, ჩიჩარიტო 80.
მატჩის წინ
32 კომენტარი
№11
ავტორი: gache1991
23 ივლისი 2017 13:21
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: Mixito
Ro daiwyebt hala hala lukaku

Bijebo zusti dro mitxarit uejveli unda vuyuro tetrebis tirils

პირველ საათზეა ღამე..სეტანტა საქრთველო აჩვენებს მგონი.ამ სილქნეტს რატო არ აწ ვერ ვხვდები წაკლაკი ლივერპულის თამაშები კი ქონდა და..
0
№12
ავტორი: Dato Sirabidze
23 ივლისი 2017 13:28
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
სეტანტაზე არაა და არხები კი წერია პრევიუში და იქ უყურეთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№13
ავტორი: nugo-nugo
23 ივლისი 2017 13:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
შუაზე უნდა გახიოთ ეს ცენზურა გუნდი.აქაც და 8 ში ატირებულები უნდა გაუშვათ სტადიონიდან
0
№14
ავტორი: Lalana
23 ივლისი 2017 14:25
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ზოგადად ამ ორ გუნდს ძალიან დიდი მეგობრული ისტორია აკავშირებს ერთმანეთთან,თუნდაც იმ დროს როდესაც მანჩესტერის თვითვფრინავი ჩამოვარდა რეალი პირველი გუნდი იყო რომელმაც უფასოდ ფეხბურთელებით დაგვეხმარა,ამ ორ გუნდს შორის ყოველთვის იყო თბილი დამოკიდებულება მაგრამ ბოლო დროს პერესმა აშკარად აურია და სამწუხაროა რომ ეს კარგი დამოკიდებულება ქრება.
0
№15
ავტორი: gache1991
23 ივლისი 2017 14:52
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
აქ უკვე გამქრალ კომენტარს რო არ გამოვეხმაურო არ შეილება:))მიუხედავად იმისა რო 12 წლის ბავშვის ,,სპორტულ გაუნათლებლობაზე,, მეტყველებდა ნაწერი მაინც:))ბოლო 3 შეხვედრა ჩვენ შორის.ბოლო იყო ამერიკაში ჯერ რომ 100 000 მოედანზე 80% წითელი მაისურებით იყო,მეორე ვანგაალის გუნდმა 3:1 მოიგო იანგის მეთაურობით:)მაგის წინ იყო მადრიდში დამთავრებული 1:1 ის მერე სადაც სასწაული შანსები გავაფუჭეთ,განმეორებითი ტამაში ოლტრაფორდზე სადაც 1:0 ვიგებდით და გავდიოდით,არასწორმა მსაჯმა რომლის სახელიც დღემდე მახსოვს ჟუნეით ჩაქირიმ ისე გააგდო ნანი რო ზოგი მსაჯი ჯარიმასაც კი არ დადებდა.თამაშის მერე ჩვენთვის საერთო მოურინიომ რომელიც მაშინ რეალის მწვრთნელი იყო ასეთი კომენტარი გააკეთა--დღეს საუკეტესო გუნდი მოედანზე დამარცხდა ტურნირს გამოეთიშაო.დამეთანხმები მოურინიოსნაირი ტიპი რომელსაც ენა არ ეშლება ყოველთამაშზე არ ამბობს ასეთ რამეს,მე რო მკითხო მსაჯმა ისე გაგვწირა მაგ ტამაშში როგორც მანამდე ჩელსი ბარსასთან..ასე რომ თუ არ გახსოვთ თითებს მაინც ნუ იღლით ინტრიგნული შემოხტომებით და ასე შემდეგ..ამ ყველაფერს დამატებული რეალის წარმატებაში ჩვენი ფეხბურთელების დამსახურება ზალიან დიდია,ბექჰემით ნისტელროით რონალდოთი დამთავრებული.(ჰაინცე რარატ უნდოდათ ეგ არ ვიცი მარა)თუნდაც ნახსენები ატლეტიკო ჩიჩარიტოს ერთადერთი გოლით გააგდეთ ნახევარფინალიდან..ამას დამატებული ბავარია იუვე ახსენე,კიდევ ერთხელ დასტურდება ,სპორტული გაუნათლებლობის,, ან მეხსიერების არ ქონაზე:))ბოლო დაპირისპირებებს თუ არ ცავთვლით ბავარიასთან მანამდე სტაჟიან გულშემატკივრებს ემახსოვრებათ ბავარია ეფენბერგის შოლის და ელბერის თამადობით სახეს ახევდა რეალს,იერემისმაც კი გაუტანა გოლი:))ეხლა იუვე:))დროებით გაშვებულმა მორატამ ხო სახე ააძრო :Dმანამდე კი ნედვედმა და კამპანიამ პორნოგრაფია ჩაუტარა ტურინში,ნედვედის გოლი დღესაც მახსოვს და მერე სულელური ყვითელი რის გამოც ფინალი გამოტოვა მილანტან რომელიც ჩვენთან ჩატარდა:))მემგონი ამომწურავი პასუხია რო ჰალამადრიდზე გადაინაცვლო :))

ესაა ჩემი კომენტარი:))
0
№16
ავტორი: nika van nistelroy
23 ივლისი 2017 15:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
მთავარი მაინც სუპერთასია მარა აქაც რო ვიხილოთ რეალის ბრდღვნა არ იქნება მგონი ურიგო
0
№17
ავტორი: pogba.
23 ივლისი 2017 16:21
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
შიგ cakir–ში !!!
0
№18
ავტორი: Rosonero
23 ივლისი 2017 16:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
Magari tamashi iqneba dges, rolandia ar iqneba tetrebshi, warmatebebs gisurvebt witlebo
0
№19
ავტორი: gocha 1985
23 ივლისი 2017 17:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
Zalian kargi match tv rom ushvebs, amawam deda unda vutirot da kidev 8 shic.
0
№20
ავტორი: SANDROGRIGA
23 ივლისი 2017 18:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგი საყურებელი თამაში იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top