თბილისი:
მანჩესტერი:
15-05-2017, 16:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3083,
კომენტარები: 31
მოურინიო: "ჩვენ ტიტული გვსურს და არა ოთხეული"
პორტუგალიელი ფიქრობს, რომ ოთხეულში მყოფი გუნდები "იუნაიტედის" მდგომარეობაში ყოფნას ინატრებდნენ.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ პრემიერ ლიგის საუკეთესო ოთხეულში მყოფ გუნდებს "მანჩესტერ იუნაიტედის" მდგომარეობისა შეშურდებათ, ვინაიდან "წითლები" ჯერ კიდევ იბრძვიან პრესტიჟული ტიტულის მოსაგებად.

მოურინიოს გუნდს სტოქჰოლმში ევროპა ლიგის ფინალში "აიაქსის" დამარცხებაღა დარჩა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად და სეზონში მეორე ტიტულის მოსაგებად.

კვირას "ტოტენჰემთან" მარცხმა "იუნაიტედს" მათემატიკური შანსიც კი მოუსპო ოთხეულში შესვლისა, რისთვისაც თავის მხრივ "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი" და "არსენალი" ჯერ კიდევ იბრძვიან.

თუმცა, მოურინიოს მიაჩნია, რომ ამ გუნდებს "იუნაიტედის" მდგომარეობაში ყოფნა ურჩევნიათ.

"ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ და ჩვენთვის ტიტული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა.

ასე რომ, თუკი მესამე ტიტულის [ქომუნითი შილდის ჩათვლით], ან როგორც თქვენ გიყვართ თქმა, მეორე ტიტულის მოგებას მოვახერხებთ, საოცარი იქნება, რადგან ეს დიდი მიზანია.

ვიცით, რომ ფინალში დამარცხების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ვითამაშებთ. ეს ვიცით.

მაგრამ ჩვენ ტიტულებისთვის ვიბრძვით და ალბათ სხვა კლუბები, რომლებიც ოთხეულში შევიდნენ, ამჯობინებდნენ ჩვენს პოზიციაში ყოფნას",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
31 კომენტარი
№31
ავტორი: Phil Jones
16 მაი 2017 20:50
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
როხო არიქა გვიშველე რამე შეკაცო თორე ორი დღეა მოურინიოს დაჯღანულ სახეს ვუყურებ :))))
ამაზე მაგრად გამეცინა საღოლ ))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top