თბილისი:
მანჩესტერი:
30-04-2017, 20:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3685,
კომენტარები: 33
მოურინიოს ვერდიქტი "სუონსისთან" ფრეზე
მწვრთნელის კომენტარი მატჩის შემდგომ.
მოურინიოს ვერდიქტი
ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გადატვირთულმა გრაფიკმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა "სუონსისთან" ფრედ 1-1 დასრულებულ მატჩში.

"წითლები" იძულებულნი გახდნენ, "ოლდ ტრაფორდზე" მორიგ ფრეს დასჯერებოდნენ და ოთხეულისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი მარცხი განეცადათ.

მატჩის შემდეგ იმედგაცრუებულმა მოურინიომ შემდეგ საკითხებზე ისაუბრა...

ფიზიკურმა ფორმამ გავლენა იქონია

"ჩვენ დაღლილად კი არ გამოვიყურებოდით, დაღლილები ვართ. ვინმეს თუ ჩვენი თამაშის განსჯა სურს, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ამას ვერ იზამ, კონტექსტიდან ამოვარდნილ თამაშს ვერ განსჯი. კონტექსტი აპრილში ჩატარებული 9 მატჩია, ეს მეცხრე იყო და ისიც 22-კაციანი გუნდით, რომელიც შემცირდა. ფეხბურთელები ძალიან, ძალიან, ძალიან დაიღალნენ. ამიტომაც არ გამოვყოფ თამაშსა და კონტექტს ერთმანეთისგან. იყვნენ თუ არა ეშლი იანგი და ჯესი ლინგარდი უფრო მწვავენი, ვიდრე სხვები? რა თქმა უნდა, იყვნენ, ბოლო მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. ძალიან რთულ ვითარებაში ვიმყოფებით, მაგრამ ბიჭებმა აბსოლუტურად ყველაფერი გაიღეს, ამიტომაც ძალიან ბედნიერი და ნასიამოვნები ვარ მათით. საკმაოდ ჭკვიანი და გამოცდილი ვარ იმისათვის, რომ კონტექსტიდან არ გამოვყო თამაში და ვთქვა, რომ მამაცი ბიჭები არიან, კვლავ გაიღეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ. ხუთშაბათს კვლავ ასე მოვიქცევით."

ფეხბურთელებმა ყველაფერი დათმეს

"სუონსი" მატჩში სრულად იყო ჩართული, მაგრამ გოლი მაშინ გაიტანა, როცა გამოერთო. პირველ ტაიმში მატჩს კარგად აკონტროლებდნენ და ჩვენს საჯარიმოსთან ახლოს თამაშობდნენ, რამდენიმე მომენტიც ჰქონდათ. მეორე ტაიმს კი ჩვენ ვაკონტროლებდით; რუნისა და მარსიალის მომენტი ნამდვილი საოცრებაა. სრულად ვაკონტროლებდით და მერე გოლი გავუშვით საჯარიმოდან, რომლის არიდებაც ოდნავ უფრო მეტი გამოცდილების გამოვლენის შემთხვევაში შეიძლებოდა. და მაინც, დაღლილი ხალხი აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებდა, ამიტომ ხალხს შეუძლია თამაში გააკრიტიკოს, მაგრამ მე არა, მე ბედნიერი ვარ.

ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს და დაიმსახურეს. თამაშს კონტექსტისგან ვერ გამოყოფ და ეს აპრილში ჩატარებულ ცხრა მატჩში ჩანს, ბოლო შეხვედრა ხუთშაბათის დერბი იყო, ახლა კი კვირას შუადღის 12 საათზე ვითამაშეთ. შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ბიჭებით - კი."

"სელტა ვიგო"

"ჩემთვის ყოველთვის დიდი მატჩია მომდევნო მატჩი. ყველაფრით ჩავალთ, რაც გაგვაჩნია; რა თქმა უნდა, ვიხუმრე, როცა ვქვი, რომ ხუთშაბათს მეც ვითამაშებდი, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს ვინ თამაშობს, ისინი ყველაფერს თმობენ, ამიტომ ყოველთვის ვენდობი.

ჩვენ ყველაფერს ვთმობთ. როცა ყველაფერს თმობ, ამაზე მეტს ვერც ვერაფერს იზამ, ამიტომ ნამდვილად ყველაფერს გავიღებთ. ხუთშაბათის საღამოდან დღევანდელ დღესთან შედარებით, დღევანდელი დღიდან მომდევნო მატჩამდე ერთით მეტი დღე გვაქვს დასვენებისთვის. ასე უფრო ადამიანურია, თუკი შეიძლება ითქვას და ნამდვილად ყველაფერს გავიღებთ. მნიშვნელობა არ აქვს შედეგს ან ფინალში გასვლას, მე მართლაც ბედნიერი ვარ ამ ბიჭების ხასიათით."

ინტერვიუები
33 კომენტარი
№31
ავტორი: stepno
2 მაი 2017 13:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
კომენტარების წაკითხვას აზრი არ ააქ ისეთი საშინელებები წერიაა :))) მოკლედ ცუდ დროს გუნდს გვერდში არ უნდა დაუდგე ხოო ეგრე გამოდიის? 22 კაცს ტრამვააქ და მეტი რაქნაან გენაცვალეთ ბიჭებოოო რააა ბოლომდეე დაა აუცილებლად გავალთვ ლიგაზეეეეეეე
0
№32
ავტორი: Phil Jones
2 მაი 2017 16:31
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ეს წელს მეორე თამაში იყო რომელსაც ვერ ვუყურე და მაინცდამაინც არც ვნანობ, კიდევ ერთი გულდასაწვეტი ფრე, მაგრამ აქ პლიუსები უნდა ვეძებოთ, მაგალითად ის რომ სელტაზე წავიკითხე ზემოთ თუ კარგად ითააშებს გამოგვაგდებსო, ბოლო თამაშებია ვუყურებ სელტას და იმენნა ოსასუნა ჯობია ისეთ საშინელ ფეხბურთს თამაშობს, ჩვენი გუნდი კია გადაღლილი, მაგრამ ესენი შეჩვეულები არიან ამდენ ტურნირზე თამმაშს და სელტა რო გადამწვარია იმენნა ეტყობა. ასე რომ ერთად ვუგულშემატკივროთ ევროპაზე, მანდედან გასვლა ჯობია, თან ტიტულია და თან კარგია როცა ინგლისიდან 5 გუნდი იქნება მიუხედავად იმისა რომ სიტი და ლუზერები არავის გვიყვარს ჯობია ეგენი იყვნენ ვიდრე კრასნოდარები და სტიაუები ლიგაზე ასე რომ მე ევროპის ლიგა მინდა მოიგონ და აქ მეხუთე უკეთესიც იქნება.
და კიდევ ვუგულშემატკივროთ მანიუსთან ერთად აიაქსს ალბათ ასე აჯობებს ფინალში.
0
№33
ავტორი: WeAreUnited
2 მაი 2017 18:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
აქ ძმაო მე კომენტარებს ვკითხულობ რავი საღოლ თქვენ შემოგევლეთ ფეხბურთის გურუები ხართ ზოგზოგიერთი რას ვერ ვიგებ იცი ყველას ტკივა და ყველას უნდა მოგება მაგრამ 50 კაცი რომ ტრავიმრებული გყავს და ერთ კვირაში 2 მატჩს რომ ატარებ დერბი რომაა და გამოფიტული რომ გამოდის გუნდი რას ითხოვთ რომ იფრინონ პირველ რიგში სუონსს გაუვარდა ეგ გოლი და კარგი მაგრამ გეყოთ ეს უაზრო კრიტიკა თავიდანვე ხომ დაღლილები არ იყვნენ და ასე შემდეგ თავიდან გუნდი იქმნებოდა ყალიბდებოდა თავის თამაშს და ტაქტიკას ეძებდა და მაგიტომაც იყო რომ ეგრე ყომარობდნენ ეხლა კიდე რასაც უყურებ ყველაფერს კარგად აკეთებენ ეხლა თქვით კიდე ვინმემ პოგბა არაფერიაო პოგბას არ ყოფნამ დამანახა რა ჭირს გუნდს ბურთის ამოტანა უჭირს საჯარიმოდან იბრა არ გვინდაო რო იძახით იბრა არაა და მაღალ ბურთზე ვერავინ იბრძვის ამას დაუმატე ნახევარი დაცვა ლაზარეთში+მატა და გამოგივიდა ნახევარი ასნავნოი ასე რომ მოდი გეხვეწებით უაზრო მწვავე კრიტიკას შევეშვათ ყველას აქ ყველა გუნდის ქომაგები ვართ და არავის არავიზე ნაკლებად არ აწუხებს რომ ამ მანჩესტერს უყურებს მაგრამ მე ვიცი რომ შემდეგ სეზონზე გუნდი იქნება ძალიან მაგარი ძალიან და ამ იმედით ვიქნები ბოლომდე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top