თბილისი:
მანჩესტერი:
30-04-2017, 20:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3685,
კომენტარები: 33
მოურინიოს ვერდიქტი "სუონსისთან" ფრეზე
მწვრთნელის კომენტარი მატჩის შემდგომ.
მოურინიოს ვერდიქტი
ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გადატვირთულმა გრაფიკმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა "სუონსისთან" ფრედ 1-1 დასრულებულ მატჩში.

"წითლები" იძულებულნი გახდნენ, "ოლდ ტრაფორდზე" მორიგ ფრეს დასჯერებოდნენ და ოთხეულისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი მარცხი განეცადათ.

მატჩის შემდეგ იმედგაცრუებულმა მოურინიომ შემდეგ საკითხებზე ისაუბრა...

ფიზიკურმა ფორმამ გავლენა იქონია

"ჩვენ დაღლილად კი არ გამოვიყურებოდით, დაღლილები ვართ. ვინმეს თუ ჩვენი თამაშის განსჯა სურს, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ამას ვერ იზამ, კონტექსტიდან ამოვარდნილ თამაშს ვერ განსჯი. კონტექსტი აპრილში ჩატარებული 9 მატჩია, ეს მეცხრე იყო და ისიც 22-კაციანი გუნდით, რომელიც შემცირდა. ფეხბურთელები ძალიან, ძალიან, ძალიან დაიღალნენ. ამიტომაც არ გამოვყოფ თამაშსა და კონტექტს ერთმანეთისგან. იყვნენ თუ არა ეშლი იანგი და ჯესი ლინგარდი უფრო მწვავენი, ვიდრე სხვები? რა თქმა უნდა, იყვნენ, ბოლო მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. ძალიან რთულ ვითარებაში ვიმყოფებით, მაგრამ ბიჭებმა აბსოლუტურად ყველაფერი გაიღეს, ამიტომაც ძალიან ბედნიერი და ნასიამოვნები ვარ მათით. საკმაოდ ჭკვიანი და გამოცდილი ვარ იმისათვის, რომ კონტექსტიდან არ გამოვყო თამაში და ვთქვა, რომ მამაცი ბიჭები არიან, კვლავ გაიღეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ. ხუთშაბათს კვლავ ასე მოვიქცევით."

ფეხბურთელებმა ყველაფერი დათმეს

"სუონსი" მატჩში სრულად იყო ჩართული, მაგრამ გოლი მაშინ გაიტანა, როცა გამოერთო. პირველ ტაიმში მატჩს კარგად აკონტროლებდნენ და ჩვენს საჯარიმოსთან ახლოს თამაშობდნენ, რამდენიმე მომენტიც ჰქონდათ. მეორე ტაიმს კი ჩვენ ვაკონტროლებდით; რუნისა და მარსიალის მომენტი ნამდვილი საოცრებაა. სრულად ვაკონტროლებდით და მერე გოლი გავუშვით საჯარიმოდან, რომლის არიდებაც ოდნავ უფრო მეტი გამოცდილების გამოვლენის შემთხვევაში შეიძლებოდა. და მაინც, დაღლილი ხალხი აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებდა, ამიტომ ხალხს შეუძლია თამაში გააკრიტიკოს, მაგრამ მე არა, მე ბედნიერი ვარ.

ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს და დაიმსახურეს. თამაშს კონტექსტისგან ვერ გამოყოფ და ეს აპრილში ჩატარებულ ცხრა მატჩში ჩანს, ბოლო შეხვედრა ხუთშაბათის დერბი იყო, ახლა კი კვირას შუადღის 12 საათზე ვითამაშეთ. შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ბიჭებით - კი."

"სელტა ვიგო"

"ჩემთვის ყოველთვის დიდი მატჩია მომდევნო მატჩი. ყველაფრით ჩავალთ, რაც გაგვაჩნია; რა თქმა უნდა, ვიხუმრე, როცა ვქვი, რომ ხუთშაბათს მეც ვითამაშებდი, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს ვინ თამაშობს, ისინი ყველაფერს თმობენ, ამიტომ ყოველთვის ვენდობი.

ჩვენ ყველაფერს ვთმობთ. როცა ყველაფერს თმობ, ამაზე მეტს ვერც ვერაფერს იზამ, ამიტომ ნამდვილად ყველაფერს გავიღებთ. ხუთშაბათის საღამოდან დღევანდელ დღესთან შედარებით, დღევანდელი დღიდან მომდევნო მატჩამდე ერთით მეტი დღე გვაქვს დასვენებისთვის. ასე უფრო ადამიანურია, თუკი შეიძლება ითქვას და ნამდვილად ყველაფერს გავიღებთ. მნიშვნელობა არ აქვს შედეგს ან ფინალში გასვლას, მე მართლაც ბედნიერი ვარ ამ ბიჭების ხასიათით."

ინტერვიუები
33 კომენტარი
№21
ავტორი: gache1991
30 აპრილი 2017 23:40
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ხოდა მაგ ტრამვების და მაგ გრაფიკის ფონზე გუნდი არ აგებს და შანს ინარჩუნებს ეგ მწვრთნელის დამსახურებაა.მე კი არ მიხარია მეხუთე ადგილზე რო ვართ მარა ზოგი მოურინიოს აგინებდა ზოგი რუნის და რავი.ამაზე ცუდი სიტუაციებიც ქონია გუნდს,თუნდაც ფერგის დროს მარა ესეა ყველგან 38 თამაშს ვერ მოიგებ ხო?ის რო ამათ ჟილკა აკლით მაგას ვამბობ რააამდენი ხანია.ერერა არი ერთადერთი კაცი რომელმაც იცის სად არი და იმიტო დარბის ენა გადმოგდებული.სანამ ამათ ჯილკა არ ექნებათ მანამდე არაფერს აზრი არ აქ,ასი წელი ვერ დავიჯერებ რო ლესტერს შარშან თუნდაც ერთ რგოლში ვინმეზე უკეთესი შემადგენლობა ყავდა მარა ჟილკა ქონდათ და რაც ქნეს ყველამ ვიცით.არანორმალური ხელფასები რუნიან შოუანად და ეხლა ლინგარდის 100 000,აი რა აფუჭებს ბევრ რამეს,გამოდის რო ლინგარდს აქ ჰამშიკზე მეტი ხელფასი რომელიც სული და გულია ნაპოლის..მოუმ იცის რას აკეთებს ამ ზაფხულს ბევრი რამ შეიცვლება და იმედი იმიტო მაქ რო შარშანდელი ყვეეელაზე ცუდი გუნდიდან დღეს რო რაღაცას ახერხებს მომავალ წელს შედეგს დადებს

ჯადოსნური ჯოხი არავის აქ რო ეგრევე სასწაული მოახდინოს,კლოპი შარშანაც ლუზერში იყო მარა წელსაც ისე ბუქსაობს როგორც შარშან და ამ კაცს რა დახვდა ყველამ ვიცით,უკან პასის მეტი არავინ არაფერი იცოდა
0
№22
ავტორი: crawling
1 მაი 2017 00:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
ოფიციალურად: მე ესეთი მანჩესტერის არც შედეგი და არანაირი ტიტული არმინდა არც უეფა არც არაფერი აბა პრემიერლიგის მომგები ეს კლე აღარაა მე ვბალეშიკობ უეფას ევროპა ლიგაზე სელტას ლიონს და აიაქსს რათა მალე გააგდონ ეს ხისთავა მწვრთნელი მანჩესტერიდან
0
№23
ავტორი: gaga1987
1 მაი 2017 09:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
dzalian cudia bailis tramva.mtavaria evropis ligis mogeba tu ligaze vergavedit davivicyot transperebi iseti rogoric chven manius fanebs gvinda.
0
№24
ავტორი: ander hererra
1 მაი 2017 11:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
Tqven manchesteris fanebi xart tu vin xart? Xalxo roca igebs mashin kaia xo da roca vera mashin igrdzelebt enas
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ გძულდეს ლივერპულიიი
№25
ავტორი: kaxeti
1 მაი 2017 11:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
სუონსის პახმელიაზე უნდა უგებდნენ ეს კიდევ ბაიათებს გვიყვება
0
№26
ავტორი: K1llsw1tch
1 მაი 2017 15:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
რუნი თუ ასეთ დონემდე ჩამოვიდოდა ოდესმე რომ ცარიელ კარში ბურთის შეგორებას ვეღარ შეძლებდა ნამდვილად არ მეგონა...
0
№27
ავტორი: Iunaitedi
1 მაი 2017 16:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Ertim ram maintetesebs da tqveni azri maintetesebs. Aq iwereba xamesze movideso grizmanze da bevrze. Mara chven am bolowlebahi gamovicvalet 3 mwvrtneli. Aqedan vercertma warmateba vermiagwia. Mu jozes aqvs shansi
Magram... Roca gundshi movida igive depai dimaria am fexburtelebze gundi unda awyobiliyo. Movida marsiali tipi nolia winasezonze ragac gabrwyinebebs tuarchavtvlit. Movida pogbada pirdaoirvituvi amdonis fexburteli mecodeba chventan. Mxitarianic fafxurobs. Mere gadavida dimaria psjshi da brdgvnis yvelqfera. Nu depai lionshi rastamashobs armiyurebia echvimaqcs atamashdeba iq. Da ai ea fexburyelebis veradaver adaptacia risi bralia.? Im sami mwvrtnelia vinc gvyavda da gvyavs tu viai an risi.? Faqtia fexburtelebi vertamashoben chventan. Vercertma mwvrtnelma cerunaxa vercert fexburtels poIcia da sqema ritic shevdzlebdit golebis gatanasac. Vangaalisdroa uamravi cudi tamashi iyo mara chemiqzrit dgevandel mancheaterze uket tamashobda. Golebi mainc gagvqonda. Ituvit reebsambob vangaalma veraferi qna dgevandeli iuanitefi evropaligis naxevarfinalshiao. Mara azri.? Da is waugebeli seriaa kargi.? 1-1 1-1 1-1 0-0-0-0-0 esaa kai.? Da mwvrtnelis bralia es yvelaferi mwvrtnelebis tu tviton rafexburtelebic arian gundshi mejer amas vermivxvdi sadaa problema rashi an vishi.n

Dimaria depay marsiali rashfordi mxitaria xalxo ea fexburtelebi yvelagunds unda azarzarebdnen chventan ro yofiliyvnen. Pliua oogba ai am shemadgenlobit unda itamasho tundac deoay dimaria marsialit nu rashfordi mere gamochnda

Suro y#e mwvrtneli iyo tavad fexburtelebma unda itamashon am shenadgenlobit. Raga chvengvchirs oroblema yvela mwvrtneli yvelagunds moergoda ragachvenvart.
0
№28
ავტორი: dybbuk
1 მაი 2017 18:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1594
ციტატა: crawling
ოფიციალურად: მე ესეთი მანჩესტერის არც შედეგი და არანაირი ტიტული არმინდა არც უეფა არც არაფერი აბა პრემიერლიგის მომგები ეს კლე აღარაა მე ვბალეშიკობ უეფას ევროპა ლიგაზე სელტას ლიონს და აიაქსს რათა მალე გააგდონ ეს ხისთავა მწვრთნელი მანჩესტერიდან

რატო უნდა გააგდონ? ან რო გააგდონ ვისი მოყვანის შანსია უკეთესის? ეხა არ მითხრა გიგსიო :D მანჩესტერში დღეს თამაშობს 4 მაღალი დონის ფეხბურთელი: დეხეა, ბაიი(კაცი აღმოჩენა), პოგბა და იბრა, დანარჩენი საშუალო და უფრო დაბალი დონის ფეხბურთელებია, როცა სასტავში ლინგარდი, დარმიანი, ბლინდი(თან ცენტრალურ მცველად), ცალფეხა შოუ, ხრუსტალის ჯონსი, უტვინო სმოლინგი, დეპრესიული მარსიალი, ხისთავიანი ფელაინი, 32 წლის იანგი, რომელიც პადაჩას ისე აკეთებს რო არც კი იყურება საჯარიმოსკენ, რუნის აჩრდილის აჩრდილი თამაშობს, კიდე კარგ პოზიციაზე არიან, ინგლისის ფედერაციაა თუ ვინც არიან სუფთა ჩობანები, აგერ იუვე პარასკევს ათამაშეს იმის გამო რო ლიგა აქვს სათამაშო, ამათ კიდე 9 თმაში დაუნიშნეს 1 თვეში, მანამდე 2 თასიო, ბოქსინდ დეისიო, არანიარი შესვენება და მაგიტომაცაა 1/4 ფინალს რო ვერ ცდებიან ინგლისი გუნდები ევროპაში. მანჩესტერში დიდი რეკონსტრუქციაა საჭირო, ძაან მრავლად არიან უკლასო ფეხბურთელები და მათი ჩანაცველბა ვარსკვლავებით უნდა მოხდეს რო გუნდი ამოვიდეს კრიზისიდან და ჩვეული ამბიციებისთვს იბრძოლოს და მერე ნელ-ნელა უნდა შეაპარონ ახალგაზრდა და იმედის მომცემი ბიჭებიც.
0
№29
ავტორი: Iunaitedi
1 მაი 2017 20:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ციტატა: dybbuk

lol lol lol lol auradzmaxar gavigude sicilot depresiuli marsialio :d:d:d:d:d:d:d
0
№30
ავტორი: kashmara
2 მაი 2017 01:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
Liverpulma moigo da droa evropa ligaze gadarton da dasvenon premier ligshi bichebi tore vatyob ro ***oba moxdeba tan totenhemtan da arsenaltan eseni 6qulis amgebebi ar arian da danebon tavi da mixedon 3 tamashi moigon da ega raaa

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top