თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2017, 14:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3249,
კომენტარები: 65
"იუნაიტედმა" რუნი თებერვალში შეიძლება გაყიდოს
ჩინური სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "ოლდ ტრაფორდიდან" რუნის წასვლის შანსი ჯერ კიდევ არსებობს.
შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩინური სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უეინ რუნი გაყიდოს.

ინგლისელი ფორვარდის გადაბირებით რამდენიმე ჩინური კლუბი ინტერესდება და თებერვლის ბოლო სამშაბათამდე მიზნის მიღწევას ეცდებიან.

ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ რუნის სეზონის ბოლომდე დაიტოვებს, რადგანაც ოთხ ტურნირზე მოასპარეზე მის გუნდს ფეხბურთელები სჭირდება, მაგრამ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, თუკი ინგლისისა და "იუნაიტედის" კაპიტანი მომდევნო 10 დღეში წასვლის სურვილს გამოთქვამს.

რუნის უკვე აქვს 32 მილიონ ფუნტიანი შეთავაზება, რაც "იუნაიტედის" მიერ 31 წლის ფეხბურთელისთვის კვირაში 300 ათას ფუნტის გადახდის ფონზე და იშვიათი სათამაშო პრაქტიკიდან გამომდინარე სარფიანი წინადადება იქნება. ტრანსფერი ზაფხულში უფრო მეტად განხორციელებადი ჩანს, მაგრამ რუნის მსურველი ჩინური კლუბები ბევრს შრომობენ მიზნის მიმდინარე თვეში.

კომერციული სარგებელი "იუნაიტედისა" და ინგლისის კაპიტნისგან, რომელიც ამავდროულად კლუბისა და ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, ჩინეთში მეტისმეტად დიდი იქნება და აზიაში ფეხბურთის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

"ბეიჯინგ გუოანი", რომელაც გასულ ზაფხულს სცადა რუნის შეძენა, მაგრამ არ გამოუვიდა, და "გუანგჟუ ევერგრანდე თაობაო" არიან ის გუნდები, რომელთაც ფეხბურთელს უკავშირებდნენ.

წყარო: telegraph.com
ახალი ამბები
65 კომენტარი
№31
ავტორი: dunkan
18 თებერვალი 2017 18:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 185
ციტატა: deqstera
ჯერ ერთი 32მილიონს მანჩესტერს კი არა რუნის სთავაზობენ ხელფასის სახით და იუნაიტედი გაცილებით დიდ თანხას მიიღებს, შეიძლება სატრანსფერო რეკორდიც მოიხსნას!! მეორე რა შუაშია მოურინიო?? იმსახურებს და არათამაშებენ?? არეკუთვნის, გვყავს მასზე ძლიერი ფეხბურთელები მის პოზიციაზე და მარტო სახელისთვის არც უნდა ათამაშო რავინ!!

Rogor unda daimsaxuros roca dacvashi atamashebs lamis da isic tveshi ertxel.da kidev runis aravin gayidis ertaderti tavisi survilit tu wava egaa
0
№32
ავტორი: giorgi_mg
18 თებერვალი 2017 18:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
დაეწმუნებული ვარ გუნდი უეინს არ გაყიდის, ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ თავად რუნის მოუნდა წასვლა და თუ მოუნდა მაშინ წავიდეს, მაგრამ უნდა შევეგუოთ იმას რომ ახალი გუნდი შენდება, შესაბამისად ცვლილებებიც მოსალოდნელია
0
№33
ავტორი: zlatan ibrahimovic
18 თებერვალი 2017 18:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
აუ რუნი არ გაუშვათ მაგარი უმადურობა იქნება კლუბის მხრიდან
0
№34
ავტორი: dunkan
18 თებერვალი 2017 18:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 185
Zigi iset komentarebs wers tavi sabavshvo bagshi mgonia
0
№35
ავტორი: zeg
18 თებერვალი 2017 19:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
ციტატა: qamari
ციტატა: gio-skipera2002
არ გაუშვათ ბიჯო :D

ციტატა: gio-skipera2002
არ გაუშვათ ბიჯო :D


მაპატიეთ მეგობრებო მარა ისეთი შთაბეჭდილება იქმნება რუნის გულშემატკივრები ხართ ვიდრე მანიუსი .სამწუხარო რომ არის ამაზე არ ვდავობ ,მაგრამ გუნდის წინსვლისთვის ეხლა ეგრეა და ეს სულაც არ არის მოუს ახირება

Rashi ushlis xels runi manchesteris wins las?maurinios axirebaa wustad
0
№36
ავტორი: giorgi kapanadze
18 თებერვალი 2017 19:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
არ გაუშვათ რუნი ეგ ჩვენი სირცხვილი იქნება, კაცს თვეში ერთხელ ათამაშებენ და გოლები მაინც გააქვს და თავის საქმეს მაინც აკეთებს
0
№37
ავტორი: vanovano
18 თებერვალი 2017 19:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
რუნი ჩვენი ღირსეული კაპიტანია და საუკეთესოა, ჩემი აზრით არ უნდა წავიდეს ესეთი ლეგენდა სადღაც გადაკარგულ ჩინეთში
0
№38
ავტორი: kashmara
18 თებერვალი 2017 19:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
Morinio shen damqachveli.... ara blindi da felaini datove da chveni simaye gaushvi .... cenzura gamcheni sheni.... rodis gajvavs neta raaa
0
№39
ავტორი: england national team
18 თებერვალი 2017 19:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
რუნი დაგვჭირდება არაა გასაშვები
0
№40
ავტორი: LASHQARA
18 თებერვალი 2017 19:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ყველაზე ცუდი ამბავი რაც შეიძლება გავიგო ფეხბურთთან დაკავშირებით, არის ის რომ რუნი ჩინეთში წავიდა სათამაშოდ. love am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top