თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2017, 14:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3249,
კომენტარები: 65
"იუნაიტედმა" რუნი თებერვალში შეიძლება გაყიდოს
ჩინური სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "ოლდ ტრაფორდიდან" რუნის წასვლის შანსი ჯერ კიდევ არსებობს.
შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩინური სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უეინ რუნი გაყიდოს.

ინგლისელი ფორვარდის გადაბირებით რამდენიმე ჩინური კლუბი ინტერესდება და თებერვლის ბოლო სამშაბათამდე მიზნის მიღწევას ეცდებიან.

ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ რუნის სეზონის ბოლომდე დაიტოვებს, რადგანაც ოთხ ტურნირზე მოასპარეზე მის გუნდს ფეხბურთელები სჭირდება, მაგრამ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, თუკი ინგლისისა და "იუნაიტედის" კაპიტანი მომდევნო 10 დღეში წასვლის სურვილს გამოთქვამს.

რუნის უკვე აქვს 32 მილიონ ფუნტიანი შეთავაზება, რაც "იუნაიტედის" მიერ 31 წლის ფეხბურთელისთვის კვირაში 300 ათას ფუნტის გადახდის ფონზე და იშვიათი სათამაშო პრაქტიკიდან გამომდინარე სარფიანი წინადადება იქნება. ტრანსფერი ზაფხულში უფრო მეტად განხორციელებადი ჩანს, მაგრამ რუნის მსურველი ჩინური კლუბები ბევრს შრომობენ მიზნის მიმდინარე თვეში.

კომერციული სარგებელი "იუნაიტედისა" და ინგლისის კაპიტნისგან, რომელიც ამავდროულად კლუბისა და ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, ჩინეთში მეტისმეტად დიდი იქნება და აზიაში ფეხბურთის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

"ბეიჯინგ გუოანი", რომელაც გასულ ზაფხულს სცადა რუნის შეძენა, მაგრამ არ გამოუვიდა, და "გუანგჟუ ევერგრანდე თაობაო" არიან ის გუნდები, რომელთაც ფეხბურთელს უკავშირებდნენ.

წყარო: telegraph.com
ახალი ამბები
65 კომენტარი
№11
ავტორი: misteryou
18 თებერვალი 2017 15:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
Mourinho gayidis amas da magis ojaxs sheces lingardma yovel dila ;)))
0
№12
ავტორი: nini oniani
18 თებერვალი 2017 15:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
მოუ შე დეგენერატო
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
18 თებერვალი 2017 15:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არარეალური ჩანს ეს ყველაფერი, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში
0
№14
ავტორი: cansu dere
18 თებერვალი 2017 16:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ციტატა: nini oniani
მოუ შე დეგენერატო

არაა რუნი ჯერ გასასვები
0
№15
ავტორი: gela-manutd
18 თებერვალი 2017 16:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ციტატა: Phil Jones
რეალურად ხო სწრია ალბათ რუნის ამხელა თანხად გაყიდვა მისთვისაც და გუნდისთვისაც, მაგრამ რუნი რო წავიდეს ჩემთვის ისეთივე იქნება როგორც ფერგიუსონის წასვლა და საშინლად დამწყდება გული (( მე მირჩევნია იჯდეს ტოტის არ იყოს სკამზე და უხადონ ის 300 ათასები კვირაში :((((

ზუსტად ეს არ მევასება მაურინიოსი ამოიჩემებს ფეხბურთელს და ან სკამზე ალპობს ან ეგრევე ყიდის რაც რეალში ბევრჯერ ქნა ვერადავერ გადაეჩვია ამ სირ ჩვევას
0
№16
ავტორი: deqstera
18 თებერვალი 2017 16:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
ჯერ ერთი 32მილიონს მანჩესტერს კი არა რუნის სთავაზობენ ხელფასის სახით და იუნაიტედი გაცილებით დიდ თანხას მიიღებს, შეიძლება სატრანსფერო რეკორდიც მოიხსნას!! მეორე რა შუაშია მოურინიო?? იმსახურებს და არათამაშებენ?? არეკუთვნის, გვყავს მასზე ძლიერი ფეხბურთელები მის პოზიციაზე და მარტო სახელისთვის არც უნდა ათამაშო რავინ!!
0
№17
ავტორი: gio-skipera2002
18 თებერვალი 2017 16:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
არ გაუშვათ ბიჯო :D
0
№18
ავტორი: Gamkrelidze
18 თებერვალი 2017 16:58
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
არცერთ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს
0
№19
ავტორი: SAF
18 თებერვალი 2017 16:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ეხლა თუ არა ზაფხულში უეჭველი წავა რეალს ვემსგავსებით ბუბლიკ areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№20
ავტორი: shotkin
18 თებერვალი 2017 17:02
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
სისულელე :)) რუნის გაყიდვას ტუუპირებენ ეს ეხლა ნაღდად არმოხდება შუა სეზონში წინ იმდენი მატჩია და თასი და რუნის გამოცდილებას მოუ გამოიყენებს სწორად და ახლა არ გაყიდის აი ჩინურ კლუბებს რუნი ეხლა თუ უნდათ ზაფხულშიც არიტყვიან უარს ბევრი დრო არაა იქამდე დარჩენლილი და მერე კი როცა სეზონი დამთავრდება თუ კარგი წინადადებით მიმართავენ და რუნისაც მოუნდება წასვლა გაუშვებენ და მოუ იპოვის შემცვლელს მარა ეს ეხლა არ მოხდება შუა სეზონში ესიქნება სისულელლე და მოუ იმ დონის ტრენერი არაა რო ეს ჭამოს))) მშვიდად იყავით ხალხნო ))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top