თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2013, 00:44
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 3057,
კომენტარები: 51
დე ჰეას მომავალი ბურუსითაა მოცული
დე ჰეა ახლოსაა იუნაიტედის დატოვებასთან?
დე ჰეას მომავალი ბურუსითაა მოცული
ყატარში გამგზავრების წინ ფერგიუსონი დაემშვიდობა თავის ფეხურთელებს ლონდონის აეროპორტში და შეიძლება არც ის იყოს გასაკვირი, რომ ეს გასეირნება ბოო აღმოჩნეს იუნაიტედის ტალანტისთვის დავიდ დე ჰეასათვის. ფერგუსონი მიიჩნევს, რომ ტოტენჰემთან დამატებით დროში დე ჰეამ დაუშვა უპატიებელი შეცდომა, რის შემდეგადაც დეზებმა ბოლო წამებზე გაათანაბრეს ანგარიში. ბოსი მიიჩნევს, რომ ესპანელმა იუნაიტედს უმნიშვნელოვანესი 2 ქულა დააკარგვინა. იუნაიტედში იმის საშიშროება, რომ ამ ტალანტს სამშობლოში დააბრუნებენ. როგორც ჩანს დე ჰეა არ არის მზად ინგლისური ფეხბურთისთვის და ვერ გაამართლა იმედები ნისლიანი ალბიონის მოედნებზე. სავარაუდოდ დე ჰეაც არ უნდა იყოს სახლში დაბრუნების წინააღმდეგი. როგორც ჩანს ესპანელს ძალიან უყვარს თავისი მშობლიური ქალაქი და არ შეუძლია მისგან შორს ცხოვრება. დავიდის მისწრაფებას ესპნეთისაკენ კიდევ უფრო ამძაფრებს მისი მეგობარი გოგო, რომელიც პოპვარსკვლავია და მადრიდში ცხოვრობს. დე ჰეას ძალიან უნდა მასტან ერთად ყოფნა თუმცა ის ინგლისში გადმობარგებას ვერ ახერხებს. კიდევ ერთი პრობლემა ესპანელის კარიერაში არის ენის უცოდინლობა და მას უჭირს თანაგუნდელების გაგება.

დე ჰეას მომავალი ბურუსითაა მოცული

დე ჰეას მომავალი ბურუსითაა მოცული

დე ჰეას მომავალი ბურუსითაა მოცული


შეგახსენებთ, რომ დე ჰეა პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა. მის სანაცვლოდ უნაიტედის ხელმძღვანელობამ 17,8 მილიონი ფუნტი გაიღო. ესპანელს ძალიან რთული პრობლემა დახვდა გადასჭრელი ოლდ ტრაფორდზე. ის ლეგენდარული ედვინ ვან დერ სარის შემცვლელი უნდა გამხდარიყო. ამის მიუხედავად ის ფიზიკურადაც არ იყო მზად პრემიერ ლიგისთვის. დღეს დღეისობით დე ჰეა ზღურბლზე დგას და მისი ბედი მხოლოდ ფერგიუსონის ხელშია. არავისთვის გასაკვირი არ იქნება თუ ის კლუბს დატოვებს. ესპანელი მაქსიმალურად ცდილობს თავისი შესაძლებლობების განმავლობაში. მან ბრწყინვალე სეივები გააკეთა სფურსთან, მათ შორის შესანიშნავად მოიგერია 6 იარდიდან დარტყმული ბურთი. თუმცა მისი მოგერიებული ბურთების შემდეგ ბევრი გოლი გადის. ექსპერტების აზრით არ იქნება სამართლიანი დე ჰეას ასე ნაადრევად გაშვება გუნდიდან. ესპანელს რა თქმა უნდა აქვს პროგრესი გუნდში მაგრამ არც თუ ისე დიდი. მას თავიდან უჭირდა მაღლი ბურთების გადაწდება, მეორე სართულზე თამაში გამოსვლებზემ კომბინაციური თამაში, რამაც გასულ სეზონში ბევრჯერ აზარალა იუანიტედი. ეს პრობლემები ნაწილობრივ დაიფარა, თუმცა არ გამქრალა. სწორედ ბენუა ასუე კოტოს ჩამოწოდებული ბურთის შემდეგ დე ჰეამ ცუდად ითამაშა გამოსვლაზე და მისცა კლინტ დემპსის გოლის გატანის შანსი. მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ, გარი ნევილმაც მთელი ბრალი ამ გოლტან დაკავშირებით დე ჰეას მიაკუთვნა. ნევილმა განაცხადა:”ასე თამაში არ შეიძლება! მისი მოვალეობა ბურთის მოშორება იყო რაც ვერ მოახერხა. დარწმუნებული ვარ, რომ მან იცის თუ რა შეცდომა დაუშვა. ეს პირველი შემთხვევა არაა. მას უჭირს საერთო ენის გამონახვა თანაგუნდელებთან. გუნდში არის საუბარი, რომ მცველებს ურჩევნიათ თამაში მაშინ როცა მატ უკან ანდერს ლინდეგაარდია. ეს ყველაფერი შანსს აძლევს დანიელ მეკარეს. ექსპერტების აზრით ფერგიუსონი უდიდესი დილემის წინააღმდეგ დადგება და მისთვის წარმოუდგენლად რთული იქნება გუნდის პირველი მეკარის შერჩევა.

დე ჰეას მომავალი ბურუსითაა მოცული

დე ჰეას მომავალი ბურუსითაა მოცული


უკვე თითქოს გამოაშკარავდა ეს კონფლიქტი და ესპანური გუნდები ძლიერად ამუშავდნენ იმისათვის, რომ ეს ტალანტი ხელში ჩაიგდონ. მათ შორის პირველობისტვის იბრძვიან დაუნდობელი მტრები რეალი და ბარსელონა, რომლებსაც ასევე მეკარი პრობლემები აქვსთ. არცერთი გრანდი პოზიციას არ თმობს. მადრიდელთა ლეგენდას იკერ კასილასს პრობლემები აქვს ჟოზე მაურიოსთან და პორტუგალიელი ხელოვნურად აგდებს მას ძირითადი შემადგენლობიდან. ბარსელონას ძირითადი მეკარე ვიქტორ ვალდესი კი არ აპირებს კატალონიელებთან კონტრაქტის გაგრძელებას. დე ჰეამ უდიდეს გამოცდილება მიიღო სწორედ ამ ორ კლუბთან დაპირისპირებაში და ის განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო ინგლისური ფეხბურთისთვის. თუ ის უკან დაბრუნდება ჩაითველბა, რომ მაინც ვერაფერი ვერ გაამართლა და იუნაიტედი ეცდება მის გაყიდვას ისე, რომ კარგად გამოიმუშაოს. ამასტან იუნაიტედიც არაა გაჩერებული ერთ ადგილას და ეძებს ესპანელის ალტერნატივას, მათ შორის მოიაზრებოდა პეპე რეინაც თუმცა ფერგიუსონი არ აპირებს ეშმაკების უმნიშვნელოვანესი მოწინააღმდეგის ფეხბურთელი შეიძინოს. კიდევ ერთი ვარიანტი არის სტოკის ასმირ ბეგოვიჩი, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია და პრემიერ ლიგის ამ სეზონში საუკეთესოა, ასევე ამ სიაში შედის მიუნხენგლადბახის ბორუსიის მეკარე ტერ შტეგენი.
როგორც ჩანს დე ჰეას მტკივნეული სწავლის დასრულება არც თუ ისე შორსაა.
დე ჰეას მომავალი ბურუსითაა მოცული


იუნაიტედის წარუმატებელი მეკარეები.

ფერგიუსონის ერაში მხოლოდ ორი ბრწყინვალე და ლეგენდარული მეკარე თამაშობდა იუნაიტედში. ესენი პეტერ შმეიხელი და ედვინ ვან დერ სარი იყვნენ. ისინი ფერგიუსონის კარიერაში პირველ ნომრად დგანან.

რაიმონ ვან დერ გოუ 1996 ივლისი- 2002 წლის ივნისი.ჰოლანდიელი მეკარე 1996 წელს გადმოვიდა და ის მაშინვე პეტერ შმეიხელის შემცვლელად მოიაზრეს. მან სრულად ჩაატარა 1999/2000 წლების სეზონი, მოიგო პრემიერ ლიგის მედალი და ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი გახდა.

მარკ ბოსნიჩი 1999 წლის ივნისი - 2000 წლის იანვარი. როცა ავსტრალიელი ასტონ ვილადან შეიძინეს მას დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა სერიოზულმა ტრავმამ მისი კარიერა დაასრულა.

ფაბიენ ბარტეზი 2000 წლის მაისი - 2004 წლის აპრილი. ეს ექსცენტრიული ფრანგი მონაკოდან 7,8 მილიონ ფუნტად გადმოვიდა იუნაიტედში. ის წარმოუდგენელ და უპარიებელ შეცდომებს უშვებდა, თუმცა აკეთებდა ბრწყინვალე სეივებს თუმცა ამ ყველაფერმა ბნელი მხარე ვერ დამალა.

როი კეროლი 2001 წლის ივლისი - 2007 წლის თებერვალი. ის ამერიკული მლს_დან შეიძინა იუნაიტედმა და ეს ნამდვილი შოკი იყო. ამერიკელის კარიერა ბრწყინვალედ დაიწყო მან Community Shield_ში ორი პენალტი აუღო არსენალის ფეხბურთელებს. 2004 წელს მისმა შეცდომა პორტოს წინააღმდეგ იუნაიტედის ჩემპიონთა ლიგიდან გამოაგდო. ამის შემდეგ ედვინ ვან დერ სარი გადმოვიდა გუნდში და მას წასვლა მოუწია.

ტომაშ კუშაკი 2007 წლის ივლისი - 2012 წლის ივნისი. ის თავიდან არენდით გადმოვდა იუნაიტედში და შემდეგ კლუბში დარჩა. ის ედვინ ვან დერ სარისგან სწავლობდა. მან 2008 წელს ინგლისის თასზე 12 წუთი იყო დარჩენილი, როცა წითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან იქცა გაძევებული, რის შემდეგაც უკვე მისი კარიერა კრიტიკული გახდა.

ბენ ფოსტერი 2005 წლის ივლისი - 2010 წლის მაისი. ეს მეკარე იმ დროისთვის სტოკ სიტიდან იყიდა იუნაიტედმა და ფერგიუსონი აცხადაბდა, რომ ფოსტერი ინგლისის პირველი მეკარე გახდებოდა, თუმცა მას ტრავმებმა შეუშალეს ხელი და მისი იმედები დაიმსვრა.

"The Dailymail"
სტატიები
51 კომენტარი
№31
ავტორი: Esi
23 იანვარი 2013 15:31
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ნუ დაპანიკდით ეს კარიერას აქ ამთავრებს!
0
№32
ავტორი: buka oboladze
23 იანვარი 2013 15:34
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ეს არსად არ უნდა წავიდეს, ეს თუ გაუშვეს ვის აყენებენ, იმ ლინეგორდს თუარაარა ლინდერგარდს თუ ლინდოგუარდს, რა სახელიც აქვს ისეთი მეკარეცაა rage
0
№33
ავტორი: love united
23 იანვარი 2013 16:10
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რა უნდა გავუშვათ ძაან პერსპექტიულია...
0
№34
ავტორი: DE GEA
23 იანვარი 2013 16:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
დე ჰეა არის მაგარი მეკარე, მალე კიდევ უფრო მაგარი იქნება. არა მგონია ფერგიმ დაუშვას ეს შეცდომა. თუმცა ფერგიმ უკეთ იცის რა არის გუნდისთვის საჭირო.
0
№35
ავტორი: APeX
23 იანვარი 2013 16:45
  • სიახლეები: 25
  • კომენტარები: 384
ფერგი არ გაუშვებს და მორჩა
0
№36
ავტორი: Jubo
23 იანვარი 2013 16:47
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ციტატა: R.v.Persie
ასეთ საიტებზე ჭორები ნაკლებად იწერება თან მითუმეტეს ასეთები

დეილი მეილი ის საიტი არაა 2 კვირა რომ გვაბოლებს ზაჰას გადმოსვლაზე? სნეიდერი და მოურა სამედიცინო შემოწმებას გადიანო რომ ამბობდნენ ისინი არ არიან?

საერთოდ არ მჯერა ამათი, სტატიას წავიკითხე და ერთადერთ არგუმენტად დე ხეას სავარაუდო წასვლაზე თავის მეგობარი გოგონა დავინახე. ესეც ძაან უბრალოა არამგონია ამის გამო ნებისმიერმა მეკარემ კლუბი გამოცვალოს. გარის მართლა გააკეთა თუ არა მსგავსი განცხადება გასარკვევია, არამგონია ასე გაეკრიტიკებინოს დე ხეა თან რამდენი ძახილის ნიშანია აქცენტის გასაკეთებლად :დ
კიდევ ერთი პრობლემა ესპანელის კარიერაში არის ენის უცოდინლობა და მას უჭირს თანაგუნდელების გაგება.

ეს ყველაზე დიდი სისულელე. კაგავამ რახან მარტო ჰელოუ და ბაი ბაის მნიშვნელობა იცის უნდა წავიდეს?დე ხეაზე მეტად ბევრს უჭირს კლუბში ინგლისურად ლაპარაკი

ფანტაზიის უნარი ყველას აქვს, ამ სტატიის ავტორს განსაკუთრებით. მოკლედ დამანახეთ, დამანახეთ რომ დე ხეას მართლა აქვს კლუბში ვინმესთან კონფლიქტი და დავიჯერებ!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№37
ავტორი: Z A C K™
23 იანვარი 2013 17:39
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
კაცო რედინგთან ლინდერა იდგა და ამას რატო დააბრალეს:DD არ გაუშვებენ ასე მალე მარა აუცილებლად წავა ადრე თუ გვიან რომელიმე ესპანურ გრანდში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№38
ავტორი: m-an-united
23 იანვარი 2013 17:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
ar wava arsad!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№39
ავტორი: Malboro463
23 იანვარი 2013 18:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
დეილი მეილი და გოალ ქომი ადინხუია
0
№40
ავტორი: MAGNIFICENT 7
23 იანვარი 2013 18:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
რატომ იდზახიან რომ ვერ შეეწყო მანჩესტერს?! ჩემი აზრით შეეწყო და ძალიან მაგარი მეკარეა. derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top