თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2013, 00:44
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 3057,
კომენტარები: 51
დე ჰეას მომავალი ბურუსითაა მოცული
დე ჰეა ახლოსაა იუნაიტედის დატოვებასთან?
დე ჰეას მომავალი ბურუსითაა მოცული
ყატარში გამგზავრების წინ ფერგიუსონი დაემშვიდობა თავის ფეხურთელებს ლონდონის აეროპორტში და შეიძლება არც ის იყოს გასაკვირი, რომ ეს გასეირნება ბოო აღმოჩნეს იუნაიტედის ტალანტისთვის დავიდ დე ჰეასათვის. ფერგუსონი მიიჩნევს, რომ ტოტენჰემთან დამატებით დროში დე ჰეამ დაუშვა უპატიებელი შეცდომა, რის შემდეგადაც დეზებმა ბოლო წამებზე გაათანაბრეს ანგარიში. ბოსი მიიჩნევს, რომ ესპანელმა იუნაიტედს უმნიშვნელოვანესი 2 ქულა დააკარგვინა. იუნაიტედში იმის საშიშროება, რომ ამ ტალანტს სამშობლოში დააბრუნებენ. როგორც ჩანს დე ჰეა არ არის მზად ინგლისური ფეხბურთისთვის და ვერ გაამართლა იმედები ნისლიანი ალბიონის მოედნებზე. სავარაუდოდ დე ჰეაც არ უნდა იყოს სახლში დაბრუნების წინააღმდეგი. როგორც ჩანს ესპანელს ძალიან უყვარს თავისი მშობლიური ქალაქი და არ შეუძლია მისგან შორს ცხოვრება. დავიდის მისწრაფებას ესპნეთისაკენ კიდევ უფრო ამძაფრებს მისი მეგობარი გოგო, რომელიც პოპვარსკვლავია და მადრიდში ცხოვრობს. დე ჰეას ძალიან უნდა მასტან ერთად ყოფნა თუმცა ის ინგლისში გადმობარგებას ვერ ახერხებს. კიდევ ერთი პრობლემა ესპანელის კარიერაში არის ენის უცოდინლობა და მას უჭირს თანაგუნდელების გაგება.

დე ჰეას მომავალი ბურუსითაა მოცული

დე ჰეას მომავალი ბურუსითაა მოცული

დე ჰეას მომავალი ბურუსითაა მოცული


შეგახსენებთ, რომ დე ჰეა პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა. მის სანაცვლოდ უნაიტედის ხელმძღვანელობამ 17,8 მილიონი ფუნტი გაიღო. ესპანელს ძალიან რთული პრობლემა დახვდა გადასჭრელი ოლდ ტრაფორდზე. ის ლეგენდარული ედვინ ვან დერ სარის შემცვლელი უნდა გამხდარიყო. ამის მიუხედავად ის ფიზიკურადაც არ იყო მზად პრემიერ ლიგისთვის. დღეს დღეისობით დე ჰეა ზღურბლზე დგას და მისი ბედი მხოლოდ ფერგიუსონის ხელშია. არავისთვის გასაკვირი არ იქნება თუ ის კლუბს დატოვებს. ესპანელი მაქსიმალურად ცდილობს თავისი შესაძლებლობების განმავლობაში. მან ბრწყინვალე სეივები გააკეთა სფურსთან, მათ შორის შესანიშნავად მოიგერია 6 იარდიდან დარტყმული ბურთი. თუმცა მისი მოგერიებული ბურთების შემდეგ ბევრი გოლი გადის. ექსპერტების აზრით არ იქნება სამართლიანი დე ჰეას ასე ნაადრევად გაშვება გუნდიდან. ესპანელს რა თქმა უნდა აქვს პროგრესი გუნდში მაგრამ არც თუ ისე დიდი. მას თავიდან უჭირდა მაღლი ბურთების გადაწდება, მეორე სართულზე თამაში გამოსვლებზემ კომბინაციური თამაში, რამაც გასულ სეზონში ბევრჯერ აზარალა იუანიტედი. ეს პრობლემები ნაწილობრივ დაიფარა, თუმცა არ გამქრალა. სწორედ ბენუა ასუე კოტოს ჩამოწოდებული ბურთის შემდეგ დე ჰეამ ცუდად ითამაშა გამოსვლაზე და მისცა კლინტ დემპსის გოლის გატანის შანსი. მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ, გარი ნევილმაც მთელი ბრალი ამ გოლტან დაკავშირებით დე ჰეას მიაკუთვნა. ნევილმა განაცხადა:”ასე თამაში არ შეიძლება! მისი მოვალეობა ბურთის მოშორება იყო რაც ვერ მოახერხა. დარწმუნებული ვარ, რომ მან იცის თუ რა შეცდომა დაუშვა. ეს პირველი შემთხვევა არაა. მას უჭირს საერთო ენის გამონახვა თანაგუნდელებთან. გუნდში არის საუბარი, რომ მცველებს ურჩევნიათ თამაში მაშინ როცა მატ უკან ანდერს ლინდეგაარდია. ეს ყველაფერი შანსს აძლევს დანიელ მეკარეს. ექსპერტების აზრით ფერგიუსონი უდიდესი დილემის წინააღმდეგ დადგება და მისთვის წარმოუდგენლად რთული იქნება გუნდის პირველი მეკარის შერჩევა.

დე ჰეას მომავალი ბურუსითაა მოცული

დე ჰეას მომავალი ბურუსითაა მოცული


უკვე თითქოს გამოაშკარავდა ეს კონფლიქტი და ესპანური გუნდები ძლიერად ამუშავდნენ იმისათვის, რომ ეს ტალანტი ხელში ჩაიგდონ. მათ შორის პირველობისტვის იბრძვიან დაუნდობელი მტრები რეალი და ბარსელონა, რომლებსაც ასევე მეკარი პრობლემები აქვსთ. არცერთი გრანდი პოზიციას არ თმობს. მადრიდელთა ლეგენდას იკერ კასილასს პრობლემები აქვს ჟოზე მაურიოსთან და პორტუგალიელი ხელოვნურად აგდებს მას ძირითადი შემადგენლობიდან. ბარსელონას ძირითადი მეკარე ვიქტორ ვალდესი კი არ აპირებს კატალონიელებთან კონტრაქტის გაგრძელებას. დე ჰეამ უდიდეს გამოცდილება მიიღო სწორედ ამ ორ კლუბთან დაპირისპირებაში და ის განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო ინგლისური ფეხბურთისთვის. თუ ის უკან დაბრუნდება ჩაითველბა, რომ მაინც ვერაფერი ვერ გაამართლა და იუნაიტედი ეცდება მის გაყიდვას ისე, რომ კარგად გამოიმუშაოს. ამასტან იუნაიტედიც არაა გაჩერებული ერთ ადგილას და ეძებს ესპანელის ალტერნატივას, მათ შორის მოიაზრებოდა პეპე რეინაც თუმცა ფერგიუსონი არ აპირებს ეშმაკების უმნიშვნელოვანესი მოწინააღმდეგის ფეხბურთელი შეიძინოს. კიდევ ერთი ვარიანტი არის სტოკის ასმირ ბეგოვიჩი, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია და პრემიერ ლიგის ამ სეზონში საუკეთესოა, ასევე ამ სიაში შედის მიუნხენგლადბახის ბორუსიის მეკარე ტერ შტეგენი.
როგორც ჩანს დე ჰეას მტკივნეული სწავლის დასრულება არც თუ ისე შორსაა.
დე ჰეას მომავალი ბურუსითაა მოცული


იუნაიტედის წარუმატებელი მეკარეები.

ფერგიუსონის ერაში მხოლოდ ორი ბრწყინვალე და ლეგენდარული მეკარე თამაშობდა იუნაიტედში. ესენი პეტერ შმეიხელი და ედვინ ვან დერ სარი იყვნენ. ისინი ფერგიუსონის კარიერაში პირველ ნომრად დგანან.

რაიმონ ვან დერ გოუ 1996 ივლისი- 2002 წლის ივნისი.ჰოლანდიელი მეკარე 1996 წელს გადმოვიდა და ის მაშინვე პეტერ შმეიხელის შემცვლელად მოიაზრეს. მან სრულად ჩაატარა 1999/2000 წლების სეზონი, მოიგო პრემიერ ლიგის მედალი და ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი გახდა.

მარკ ბოსნიჩი 1999 წლის ივნისი - 2000 წლის იანვარი. როცა ავსტრალიელი ასტონ ვილადან შეიძინეს მას დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა სერიოზულმა ტრავმამ მისი კარიერა დაასრულა.

ფაბიენ ბარტეზი 2000 წლის მაისი - 2004 წლის აპრილი. ეს ექსცენტრიული ფრანგი მონაკოდან 7,8 მილიონ ფუნტად გადმოვიდა იუნაიტედში. ის წარმოუდგენელ და უპარიებელ შეცდომებს უშვებდა, თუმცა აკეთებდა ბრწყინვალე სეივებს თუმცა ამ ყველაფერმა ბნელი მხარე ვერ დამალა.

როი კეროლი 2001 წლის ივლისი - 2007 წლის თებერვალი. ის ამერიკული მლს_დან შეიძინა იუნაიტედმა და ეს ნამდვილი შოკი იყო. ამერიკელის კარიერა ბრწყინვალედ დაიწყო მან Community Shield_ში ორი პენალტი აუღო არსენალის ფეხბურთელებს. 2004 წელს მისმა შეცდომა პორტოს წინააღმდეგ იუნაიტედის ჩემპიონთა ლიგიდან გამოაგდო. ამის შემდეგ ედვინ ვან დერ სარი გადმოვიდა გუნდში და მას წასვლა მოუწია.

ტომაშ კუშაკი 2007 წლის ივლისი - 2012 წლის ივნისი. ის თავიდან არენდით გადმოვდა იუნაიტედში და შემდეგ კლუბში დარჩა. ის ედვინ ვან დერ სარისგან სწავლობდა. მან 2008 წელს ინგლისის თასზე 12 წუთი იყო დარჩენილი, როცა წითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან იქცა გაძევებული, რის შემდეგაც უკვე მისი კარიერა კრიტიკული გახდა.

ბენ ფოსტერი 2005 წლის ივლისი - 2010 წლის მაისი. ეს მეკარე იმ დროისთვის სტოკ სიტიდან იყიდა იუნაიტედმა და ფერგიუსონი აცხადაბდა, რომ ფოსტერი ინგლისის პირველი მეკარე გახდებოდა, თუმცა მას ტრავმებმა შეუშალეს ხელი და მისი იმედები დაიმსვრა.

"The Dailymail"
სტატიები
51 კომენტარი
№21
ავტორი: Shako Jones
23 იანვარი 2013 12:55
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ამის დედა ვატირე გოგოს გამო მანჩესტერს როგორ დავტოვებ !!! ასეც არ შეიძლება ძმაო რა ტიპმა 3 ბურთი ისეთი გამოაძრო კასილასი ვერ აიღებდა ! რა რეაქცია გამოავლინა ტიპმა !!! მარტო მეკარეს როგორ უნდა გადააბრალო იქ მცველს არ უნდა დაეფარა არაფერი ხო ?
0
№22
ავტორი: gilmour
23 იანვარი 2013 13:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
არსად არ გაუშვებენ და არც წავა, იშვიათად მინახავს მეკარე მსგავსი რეაქციით და ნახტომით, უბრალოდ ამ ასაკში წარმოუდგენელია რო უშეცდომოთ ითამაშოს, ბოლო ბოლო ედვინაც უშვებდა ზოგჯერ შეცდომებს.
0
№23
ავტორი: Malboro463
23 იანვარი 2013 14:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
აეს თუ გაუშვა დიდ შეცდომას დაუშვებს ალექსი რასაც მერე ინანებს
0
№24
ავტორი: Zizou
23 იანვარი 2013 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
ვინ უნდა გაუშვათ ხო არ ჭეჭყავთ???

ამაზე პერსპეკტიული ფეხბურთელი არ მეგულება მე მანჩესტერში
0
№25
ავტორი: Luka Gelashvili
23 იანვარი 2013 14:50
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ამის გაშვება იგივეა რაც კარიკი გაუშვა. ძაან მაგარი მეკარეა და ჯერ 21 წლისაა დააცადეთ გაიზარდოს და ეს შეცდომა არ ყოფილა დე ხეას ბრალი გოლი რო გავუშვით დაცვის ბრალია. მაგარი მომავალი აქ ამ ადამიანს სანამ manutd.com ზე არ დაიდება არ მჯერა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№26
ავტორი: BERDI
23 იანვარი 2013 14:53
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
არ ვიცი რა დე ხეა თუ გადავიდა ეხლა დიდი დანაკარგი იქნება ჯერ 22 წლისაა და როგორ მეკარეობს და აცალონ რა ტალანტს დაკარგავენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№27
ავტორი: UTD-Rule
23 იანვარი 2013 15:07
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
დე ჰეა ბოლომდე ჩვენთან იქნება likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№28
ავტორი: ლადო
23 იანვარი 2013 15:17
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მაინც ჭორად მიმაჩნია ეს ბაზარი და რა ვქნა 3d_9
0
№29
ავტორი: RVP (20)
23 იანვარი 2013 15:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
რაღაც არა მგონია ფერგიმ გაუშვას ამაზე კაი მეკარე ეხლა საიდან უნდა მოიყვანოს? მე ჭორი მგონია და თქვენი არ ვიცი no
0
№30
ავტორი: VaRdo
23 იანვარი 2013 15:28
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მანჩესტერში იქნება ბოლომდე. ამდენი სეივი პრემიერ ლგიაში არავის გაუკეთებია ჯერ ამ სეზონში და წინა სეზონშიც ყველაზე ბევრი სეივი ჰქონდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top