თბილისი:
მანჩესტერი:
2-02-2017, 03:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4389,
კომენტარები: 31
მოურინიოს ვერდიქტი "ჰალთან" ფრეზე
ჟოზე მოურინიოს მატჩის შემდგომი კომენტარი.
მოურინიოს ვერდიქტი
"ჰალ სიტისთან" პრემიერ ლიგაში ჩატარებული მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა.

მატჩში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებზე მოურინიომ განაცხადა: "შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ მეტოქეს არ გავაკრიტიკებ, რადგან ისინი გადარჩენისთვის იბრძვიან და ქულა მათთის ბონუსია. ყველაფრით უნდა იბრძოლონ, რაც გააჩნიათ და ყველაფერი სცადეს, რისი უფლებაც ჰქონდათ. მე რომ ვყოფილიყავი მათ მდგომარეობაში, მეც ვიბრძოლებდი ერთი ქულისთვის, რომელიც ბოლოს მნიშვნელოვანი იქნებოდა, ამიტომ საერთოდ არ გავაკრიტიკებ."

როცა ჰკითხეს, უმარ ნიასი უნდა გაეძევებინათ თუ არა მოედნიდან, როცა უკვე გაფრთხილებულმა მეორე სახიფათო ვარდნაც განახორციელა, მწვრთნელმა უპასუხა: "არ მესმის, მე რატომ მისვამთ ასეთ შეკითხვას. მე რომ თქვენს ადგილას ვიყო, მწვრთნელს არ ვკითხავდი ასეთ რამეს. მე მხოლოდ ვიტყოდი და დავწერდი იმას, რასაც ვფიქრობ, რასაც ვხედავ, რა აზრიც გამაჩნია, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელს არაფერს ვკითხავდი. ყოველი მატჩის შემდეგ მხოლოდ იმას დავწერდი, რაც ხდება. რადგანაც, რომ ვილაპარაკო, დამსჯიან, მე კი არ მინდა, დამსაჯონ."

რაც შეეხება მატჩის ნელ დასაწყისს, მოურინიომ განაცხადა: "ძალიან ნელა დავიწყეთ, მაგრამ დიდი მომენები გვქონდა, დიდი სეივებიც და სრული კონტროლიც. პირველ ტაიმში მეტოქემ ის აკეთა, რასაც მეორე ტაიმში უფრო ხშირად აკეთებდა, რისი ნებაც მსაჯმა დართო. მაგრამ მსაჯზე და მის გადაწყვეტილებებზე საუბარი არ მინდა.

შესაძლოა, თქვენი ინდუსტრია სხვა მიმართულებით ვითარდება, მაგრამ მე როგორც ვიცი, ჟურნალისტმა სიმართლე უნდა ილაპარაკოს. სიმართლე თქვით, თქვენ უბრალოდ სიმართლე უნდა თქვათ. "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშებს თუ გადახედავთ და გამოაშკარავებთ, რაც "მანჩესტერ სიტისთან", "ბარნლისთან" "ვესტ ჰემთან", "სტოკთან" თითქმის ყველასთან მოხდა, თქვენს საქმეს გააკეთებთ და საზოგადოებას სამსახურს გაუწევთ. სიმართლე ილაპარაკეთ, ეს ხომ ასეთი ადვილია. თუ სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" პირველ ტაიმში კარგად ვერ ითამაშა, ესეც დაწერეთ. პირველ ნახევარში უფრო კარგად უნდა გვეთამაშა, ვიდრე ვითამაშეთ, მაგრამ თქვით სიმართლე. ისეთ შეკითხვებს ნუ მისვამთ, რომელთაც ვერ ვუპასუხებ.

ამბის დასასრული კი მარტივია: 0-0, დიდებული ქულა მათ, მილოცვა, ცუდი ქულა ჩვენ, მაგრამ ყველაფერი გრძელდება, რადგან კვირას მორიგი მატჩია".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
31 კომენტარი
№31
ავტორი: Shota Blues
3 თებერვალი 2017 22:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
შოთკინ
ხშირად გეთანხმები-ხოლმე. კარგია, მომწონს შენი კომენტარები...
რაღაც მინდა დავწერო მგონი ოდნავ მაინც იქნება კავშირში სტატიასთან და კომენტარებთან.
დაახლოებით 1 კვირის წინ მინდოდა კომენტარზე კონტრპასუხი დამეწერა ერთმა ჩვენებურმა თქვა ჟოზე უნდა გავუშვათ ვინმე ყოფილი მანჩესტერელი მაგ. სქოულზი ჯობიაო. აღარ გვინდა რა ამის მოსმენა, დავიღალეთ თითქმის ასეთი მწუხარებით უპასუხა მეორემ. მინდოდა დავთანხმებოდი მარა ვერ მოვახერხე დიდი დრო გავიდა და დამავიწყდა კიდეც კიდევ რისი თქმა მინდოდა:
გუნდში თუ კონფორმისტული განწყობა გაჩნდება ამას ახერხებენ ცრუანალიტიკოსები, პრიალაყდიანი, ფერად-ფერადი ჟურნალისტები და ახალბედა ფანები. მოუმ თქვა ,,ზოგჯერ მირჩევნია ცუდად ვიტამაშო და წავაგო"...
კარგად ვთამაშობთ ორივე ნახევარს მართალია მომენტების გამოუყენებლობა გვჭირს სოგჯერ მარა ამას ეშველება, მაგრამ უსაშველოა მოწინააღმდეგე გუნდის დაუმსახურებლობის განცდა.
ახლა სელებრიტები არ გვჭირდება თავისი დაულაგებელი გამოხტომებით ჯერ ამბობენ რო ჟოზე ყველაფერს სწორად შვება, მერე მოაყოლებენ მათი თამაშისგან უკვე დეპრესია მაქვსო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top