თბილისი:
მანჩესტერი:
2-02-2017, 03:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4393,
კომენტარები: 31
მოურინიოს ვერდიქტი "ჰალთან" ფრეზე
ჟოზე მოურინიოს მატჩის შემდგომი კომენტარი.
მოურინიოს ვერდიქტი
"ჰალ სიტისთან" პრემიერ ლიგაში ჩატარებული მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა.

მატჩში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებზე მოურინიომ განაცხადა: "შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ მეტოქეს არ გავაკრიტიკებ, რადგან ისინი გადარჩენისთვის იბრძვიან და ქულა მათთის ბონუსია. ყველაფრით უნდა იბრძოლონ, რაც გააჩნიათ და ყველაფერი სცადეს, რისი უფლებაც ჰქონდათ. მე რომ ვყოფილიყავი მათ მდგომარეობაში, მეც ვიბრძოლებდი ერთი ქულისთვის, რომელიც ბოლოს მნიშვნელოვანი იქნებოდა, ამიტომ საერთოდ არ გავაკრიტიკებ."

როცა ჰკითხეს, უმარ ნიასი უნდა გაეძევებინათ თუ არა მოედნიდან, როცა უკვე გაფრთხილებულმა მეორე სახიფათო ვარდნაც განახორციელა, მწვრთნელმა უპასუხა: "არ მესმის, მე რატომ მისვამთ ასეთ შეკითხვას. მე რომ თქვენს ადგილას ვიყო, მწვრთნელს არ ვკითხავდი ასეთ რამეს. მე მხოლოდ ვიტყოდი და დავწერდი იმას, რასაც ვფიქრობ, რასაც ვხედავ, რა აზრიც გამაჩნია, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელს არაფერს ვკითხავდი. ყოველი მატჩის შემდეგ მხოლოდ იმას დავწერდი, რაც ხდება. რადგანაც, რომ ვილაპარაკო, დამსჯიან, მე კი არ მინდა, დამსაჯონ."

რაც შეეხება მატჩის ნელ დასაწყისს, მოურინიომ განაცხადა: "ძალიან ნელა დავიწყეთ, მაგრამ დიდი მომენები გვქონდა, დიდი სეივებიც და სრული კონტროლიც. პირველ ტაიმში მეტოქემ ის აკეთა, რასაც მეორე ტაიმში უფრო ხშირად აკეთებდა, რისი ნებაც მსაჯმა დართო. მაგრამ მსაჯზე და მის გადაწყვეტილებებზე საუბარი არ მინდა.

შესაძლოა, თქვენი ინდუსტრია სხვა მიმართულებით ვითარდება, მაგრამ მე როგორც ვიცი, ჟურნალისტმა სიმართლე უნდა ილაპარაკოს. სიმართლე თქვით, თქვენ უბრალოდ სიმართლე უნდა თქვათ. "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშებს თუ გადახედავთ და გამოაშკარავებთ, რაც "მანჩესტერ სიტისთან", "ბარნლისთან" "ვესტ ჰემთან", "სტოკთან" თითქმის ყველასთან მოხდა, თქვენს საქმეს გააკეთებთ და საზოგადოებას სამსახურს გაუწევთ. სიმართლე ილაპარაკეთ, ეს ხომ ასეთი ადვილია. თუ სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" პირველ ტაიმში კარგად ვერ ითამაშა, ესეც დაწერეთ. პირველ ნახევარში უფრო კარგად უნდა გვეთამაშა, ვიდრე ვითამაშეთ, მაგრამ თქვით სიმართლე. ისეთ შეკითხვებს ნუ მისვამთ, რომელთაც ვერ ვუპასუხებ.

ამბის დასასრული კი მარტივია: 0-0, დიდებული ქულა მათ, მილოცვა, ცუდი ქულა ჩვენ, მაგრამ ყველაფერი გრძელდება, რადგან კვირას მორიგი მატჩია".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
31 კომენტარი
№21
ავტორი: stepno
2 თებერვალი 2017 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: MEMPHIS 7
ციტატა: stepno
იბრა მოაშოორეთო და ტიპი ბომბარდირია smile

რაარი მერე რო ბომბარდირია და რატოა ბომბარდირიი თამაშებს არუყურებ ყველა მას აწვდის ბურთს და რამდენს მაზავს ვერგარბის ვერმოძრაობს ვერხედავ. შეთამაშებულ გუნდში ყველას უნდა გაქონდეს წინახაზელებს დააკვირდი მანეს აზარს პედროს სანჩეს ალის რამდენი გოლებიაქვთ გატანილიი

აქ მარტო იბრას უნდა უწოდო მთელი თამაშიი და თუ ფორმაშიაა გააქვს ბაზარი არაა მაგრამ თუ არაა აი შედეგიც

თამაშს მე რო უყურებ ეგრე ბარეულმა უყურეს ჯერ ეგ ერთი ეხლა მე 2 იბრა გუნდში რო არ გვყავდეს ეხლა პოგბებით და მარსიალებით მე 10 ზე ვიკნებოდით და ანალიზის უნარი გქონდეთ რაა უმაღლესი კლასიაქ და ისეთ მომენტიდან იტანს გოლებს რო რავიცი ვერც წარმოიდგენ რო გოლის გატანა შეიძლებოდა
0
№22
ავტორი: lefty
2 თებერვალი 2017 12:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ბურთის მომტანი ბავშვები და რეშფორდი იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე მხოლოდ facepalm
0
№23
ავტორი: MEMPHIS 7
2 თებერვალი 2017 12:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ციტატა: stepno
ციტატა: MEMPHIS 7
ციტატა: stepno
იბრა მოაშოორეთო და ტიპი ბომბარდირია smile

რაარი მერე რო ბომბარდირია და რატოა ბომბარდირიი თამაშებს არუყურებ ყველა მას აწვდის ბურთს და რამდენს მაზავს ვერგარბის ვერმოძრაობს ვერხედავ. შეთამაშებულ გუნდში ყველას უნდა გაქონდეს წინახაზელებს დააკვირდი მანეს აზარს პედროს სანჩეს ალის რამდენი გოლებიაქვთ გატანილიი

აქ მარტო იბრას უნდა უწოდო მთელი თამაშიი და თუ ფორმაშიაა გააქვს ბაზარი არაა მაგრამ თუ არაა აი შედეგიც

თამაშს მე რო უყურებ ეგრე ბარეულმა უყურეს ჯერ ეგ ერთი ეხლა მე 2 იბრა გუნდში რო არ გვყავდეს ეხლა პოგბებით და მარსიალებით მე 10 ზე ვიკნებოდით და ანალიზის უნარი გქონდეთ რაა უმაღლესი კლასიაქ და ისეთ მომენტიდან იტანს გოლებს რო რავიცი ვერც წარმოიდგენ რო გოლის გატანა შეიძლებოდა

არვამბობ კლასი არააქთქოო შედეგი არმოაქ ხო ხედავ 1 და 2 გოლი ძლივს გაგვაქ უმაღლესი კლასის ფორვარდია მაგრამ სულ მას ტენიან ბურთს და ბევრს მაზავს

ჯობია მოძრავი თავდამსხმელი თავგზა უნდა აურიო მეტოკის მცველებს და უნდა გაჭიმო დაცვა
0
№24
ავტორი: JuanMata
2 თებერვალი 2017 13:22
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
აზრი არ აქვს ახლა ფეხბურთელების და მწვრთნელის ლაძღვას, ყვლა ფეხბურთელმა ჩააგდო ეს თამაში, მწვრთნელის ბრალი ისაა რომ თამაშს ერთ კაცზე აწყობს და თავისი ფავორიტები ჰყავს, რომელიც ხელშეუხევლები არიან, მაგრამ ასეთ თამაშშიც კი ერთი გოლი მინიმუმ უნდა გაეტანათ, მოუმ რა უნდა ქნას თუ ერთი-ერთზე ვერ გააქვთ გოლები?

მატა, პოგბა, რეშფორდი უნდა გაყაროს? მაშინ იბრაც გასაგდებია თავისი გამაზვებით, რუნი საერთოდ ბურთს ფეხს ვეღარ ახვედრებს.

დავუბრუნდებით ვან გაალის მანჩესტერს, ჯერ გაყრის ფეხბურთელებს და მერე აღმოაჩენს, რომ შემცვლელები არ ჰყავს.

ამ დაუბალანსებელი გუნდის შედეგია ეს, კარგად თამაში რომ შეუძლიათ ვნახეთ, 9 მატჩიანიბმოგებების სერია ჰქონდათ, ჯერ კიდევ დალაგების პროცესშია გუნდი და ძირითადი ბირთვი ვერ ჩამოყალიბდა.

არ ჩაუბარებია ჟოზეს დალაგებული და ჩემპიონი გუნდი, ჩაიბარა საშუალო დონის გუნდი, რომელსაც 48 გოლი ჰქონდა გატანილი ერთი წლს განმავლობაში.

კონტეს უკვე შეთამაშებული კარგი გუნდი დახვდა, ჩელსის ფეხბურთელების პრობლემა ნამდვილად არ ჰქონია, კლოპი წელიწადნახევარია გუნდს აშენებს და მაინც საშინლად არასტაბილური გუნდია.

ესეთი ემოციები იმის ბრალია რომ მოუმ 6 თვეში ეს გუნდი რაღაცას დაამსგავსა და იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე ლუიმ 2 წელიწადში, ახლა კიდევ უფრო მეტს ვითხოვთ.

ლუი,რომ იყოს მწვრთნელი ყველა დავიკიდებდით იმ ორ ქულას და გაგვიხარდებოდა, რომ შემტევი თამაში ითამაშა გუნდმა.

როცა ასეთი მოთხოვნები გვაქვს გუნდთან, ეს ნიშნავს, რომ უკვე კარგ გზას ადგანან.

დაიწყება მოგობების სერია და მერე ისევ ყველას ცამდე აიყვანთ.
ყოველი აცილებული ფეხისთვის გინება არაა საჭირო.

ყველას დაგვწყდა გული, მაგრმ ასეთი კომენტარების კითხვა კიდევ უფრო მაღიზიანებს.
0
№25
ავტორი: Malboro463
2 თებერვალი 2017 13:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
ციტატა: MEMPHIS 7
რაარი მერე რო ბომბარდირია და რატოა ბომბარდირიი თამაშებს არუყურებ ყველა მას აწვდის ბურთს და რამდენს მაზავს ვერგარბის ვერმოძრაობს ვერხედავ. შეთამაშებულ გუნდში ყველას უნდა გაქონდეს წინახაზელებს დააკვირდი მანეს აზარს პედროს სანჩეს ალის რამდენი გოლებიაქვთ გატანილიი

მერე ეგ იბრას ბალია თუ მწვრთვნელისს დაყენებული ტაქტიკის? ბევრი თამაში უგოლოდ ჩატარა მარა ისეეთი შეტევები წამოიწყო და სხვისთვისგაუკეთებია პასი რო კარგ გამტამაშებელსაც შეშურდებოდა მარა რად გინდა ვერ გაქვთ. ვუყურებ და მრჩება შთაბეჭდილებაკლასი აკლიათ ფებრთელებსშესრულება
ბორმუნტს და კრისტალ პალასაც იმდენიაქვთგატანილი რამდენიც მანჩესტერს. წინაზეც ვთქვ და ეხლაც ავღნშნავ იგივე პრობლემა ქონდა ჟოზეს ჩელსიშიც ასეთუისე სანახაობრივ თამაშს აჩვენებდნენ მარა ვერ იგებდნენ და სულ მსაჯებზე წუწუნებდა მიზეზიც ქონდა მარა მტავარი მაინც შედეგია მაგიტო გამოუშვესსს ასე თუ გაგრძელებს აქედანაც მოუწევსს წასვლა ალბათ
0
№26
ავტორი: Best 7
2 თებერვალი 2017 13:40
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
რეალიზაცია გვაქ 0. მეტი არაფერი ითქმის
0
№27
ავტორი: giorgi_mg
2 თებერვალი 2017 13:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
წინასწარ ვერ გაიგებ რომელი ფეხბურთელი ითამაშებს კარგად, შეიძლება ფორმაში იყოს მარა მაინც ჩააგდოს თამაში, აქედან ადვილია თქმა...
კარგად ითამაშეს მეორე ტაიმი, უბრალოდ არ გაგვიმართლა
0
№28
ავტორი: gela-manutd
2 თებერვალი 2017 14:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ილუზია შექმა ვიტომ არიქადა გვეშველა ამის მოსვლის მერე კი გუნდი არ აგებს ისე ხშირად და ცინა წლებთან შედარებით უკეტესია გუნდი მარა ასეტ გუნდებთან ასე კარგვა ქულების შორს არ წაგვიყვანს როდემდე უნდა ვიყოტ ასეთ დღეში ჰალებთან და ბორმუნთებთან თუ ვკარგეტ ქულები შორს ვერ წავალტ ისევ სანათრელი გაგვიხდება 4ული
0
№29
ავტორი: Old Red Devil
2 თებერვალი 2017 15:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
უკვე ძააააალიან უაზროდ კარგავენ ქულებს. კოკისპირულად არასერიოზულ ფრეებს აჯენენ, იმდენი დასანანი ქულები დაიკარგა რო ეხლა გუნდი 2ეზე მაინც უნდა ყოფილიყო.უკვე ნერვების მომშლელია.. გუნდს უნდა სწრაფი თავდამსხმელი მოძრავი და მხოლოდ იბრას იმედად არ უნდა ვიყოთ რადგან არაა გუნდში სტაბილური შემტევები და ფლანგები. დააყენოს ბუბლიკ 4-4-2 წინ ეგ აყლაყუდა უკან რეშფორდი ან მარსიალი ან რავი რა.
0
№30
ავტორი: levionok
2 თებერვალი 2017 16:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
მხითოს მაგივრად ველოდებოდი რომ ბლინდს მოხსნიდა და მარსიალს შემოიყვანდა მარცხნიდან და რეშფორდს გადაიყვანდა ფორვარდზე,უკვე მთელი გუნდი დაცვაში იყო და აზრი არ ქონდა 4 მცველის ყოფნას და როხო მაგიტომაც დარბოდა წინ და როხოს წინ სირბილს მარსიალს ერბინა ჯობდა მატას უიღბლობა გუნდზე გადმოდის ეგეთი მომენტი უნდა გაიტანო და უკვე 4 ქულა მის გაცუდებულ ცარიელ კარებებს მოყვა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top