თბილისი:
მანჩესტერი:
23-10-2016, 23:35
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3768,
კომენტარები: 32
მოურინიო: "მინდა, როგორც გუნდის ლიდერმა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო"
მოურინიოს მატჩის შემდგომი კომენტარი
მოურინიო:
ზოგადი შეხედულება თამაშზე
"მცველების შეცდომებს თუ დავივიწყებ, ვიტყოდი, რომ კარგად ვითამაშეთ. კლასიკური თამაში, ბურთის ფლობა, შანსების შექმნა, პრესინგი - ამ ყველაფრის ფონზე, უსამართლო შედეგი მივიღეთ. თუმცა, შეცდომებს ვერ დავივიწყებთ, რადგან სწორედ ამან წაგვაგებინა. პირველი შეცდომა მსაჯის სასტვენიდან 30 წამში დავუშვით, შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა, "ჩელსიმ" სტრატეგია კონტრ-შეტევებზე ააგო, რაც ძალიან კარგად გამოსდით. ყველაფერი პირველივე წუთიდან გაფუჭდა. შეხვედრა რომ კიდევ გაგრძელებულიყო, კიდევ გაგვიტანდნენ, ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ იყო"

შესვენებაზე ჯერ კიდევ კონტროლში იყო გუნდი?
"ფეხბურთელებს შესვენებაზე ძალიან გულწრფელად ველაპარაკე. ვუთხარი, რომ უნდა გვეცადა და შეგვეტია, რადგან არ ჰქონდა მნიშვნელობა 2-0, 3-0, 4-0 თუ 5-0 წავაგებდით, რადგან შედეგი მაინც სამი ქულის დაკარგვა იყო. რა თქმა უნდა, ემოციურად ასე არ არის, თუმცა ქულებით ასეა. თუ გავიტანდით, მათ დიდ პრობლემებს შევუქმნიდით, თუმცა ეს სარისკო იყო. თუ არ ვცდიდით, ისინი თამაშს "მოკლავდნენ". გავრისკეთ, და არ გამოვიდა"

წითელი ბარათი დევიდ ლუიზისთვის შეცვლიდა რაიმეს?
"მეც ის ვიცი, რაც თქვენ იცით. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, შედეგი იგივე დარჩება. მსაჯების გადაწყვეტილებებზე საუბარს აზრი არ აქვს, ეს უაზრო თავის მართლებაა. ვფიქრობ, მისი გადაწყვეტილებების ანალიზი პრესის საქმეა და არა ჩემი"

ფანები 90 წუთის განმავლობაში მღეროდნენ
"ისინი 90 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულან. მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ფანი გვყავს, რომლებიც ახლა თავს ცუდად გრძნობენ. ამისთვის ძალიან ვწუხვარ. მინდა, როგორც ამ გუნდის ლიდერმა, მათ ბოდიში მოვუხადო. მე 100 პროცენტით "მანჩესტერელი" ვარ და ამ სიტუაციას ღრმად განვიცდი. პასუხი მხოლოდ ერთია - ხვალ ვარჯიშის უფრო ინტენსიურად გაგრძელება, ბრძოლის გაგრძელება."

მომდევნო დიდი მატჩი ახლოვდება - "სიტისთან" ლიგის თასზე
"მირჩევნია, პრემიერ ლიგაში ვითამაშო. ახლა პრემიერ ლიგაში ცუდი ემოციბით ვიმყოფებით, პირველ ადგილამდე 6 ქულა გვაშორებს. მიუხედავად ფენომენალური თამაშისა, გასულ ტურშიც დავკარგეთ ქულები. წინ შედარებით მარტივი მეტოქეები გვყავს, რომლებიც უნდა დავამარცხოთ და ოთხეულში დავიმკვიდროთ ადგილი."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
32 კომენტარი
№31
ავტორი: dybbuk
24 ოქტომბერი 2016 16:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
თითქმის ყველა კომენტარი წავიკითხე და გასაგებია რო ცხელ გულზე ბევრი რამ დაიწერა, მაგრამ გამოსავალი არის დისციპლინაში და რადიკალურ ცვლილებებში, არაა სავალდებულო გაყარო 15 ფეხბურთელი, უბრალოდ რაც ფერგი წავიდა იმის მერე მე პირადად დღემდე არ ვიცი როგორია მანიუს ოპტიმალური შემადგენლობა, აი ამაშია მთელი საქმე, გუნდი ვერ დალაგდა, ფინანსურად კი ბატონო დაჟე წინაც გაიჭრნენ ამ მარკეტინგული ხოდებით, მაგრამ თამაშის ხარისხი არის ამაზრზენი, ეს გუნდი იმიტო შემიყვარდა რო სწრაფ, ლაღ ფეხბურთს თამაშობდა და დაჟე 3-0ზეც მქონდა იმედი რო მოაბრუნებდნენ თამაშს და აკეთებდნენ კიდევაც ამას, სიჯიუტე არის პირველი მტერი წარმატების, გიგსის მოსვლის შემთხვევაში რო იგივე ან უარესი შედეგი ქონოდა გუნდს მერე რაზე უნდა გველაპარაკა ძაან მაინტერესებს, გუნდს ესეთ კრიზისში ჭირდებოდა გამოცდილი ტოპ ტრენერი, მაგრამ საუბედუროდ ვერ დალაგდა გუნდი და ვერც მოუ, მოთმინებით და ცივ გონებაზე უნდა მოხდეს რეაგირება. ზიდანზე ვინც აკეთებს აქცენტს, რეალს არ ქონდა 3 წლიანი ჩავარდნა, მოიყვანეს სი რი ბენიტესი და2 თვეში შეცვალეს ზიდანით რომელმაც გაამართლა, მანიუსნაირ გუნდს კიდე არ ქონდა იმის დრო კიდე დალოდებოდა და ექსპერიმენტები ჩაეტარებია, მოიესის მერე ბაზარი არაა მეც ვიძახდი რო უნდა დაეტოვებიათ უელსელი, უბრალოდ ამდენ ხნიანი ჩავარდნის მერე როცა გამოჩნდა შანსი მოურინიო მოეყვანათ არ გაუშვეს ეს შანსი ხელიდან, სხვა საკითხია ჯერ რა გამოსდის მაგრამ იმას ვერ ვიტყვი რო მოუს დანიშვნის დღეს არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, მიუხედავად იმისა თუ რას აჩვენებს დღეს გუნდი
0
№32
ავტორი: levionok
24 ოქტომბერი 2016 18:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ფელაინი გაიყვანე ბასტი შემოიყვანე ,ლინფჰარდი მაქს ზამენაზე არ არი რუნი და რა მერე? ძალიან კრეატიული და სწრაფი იყო შეტევები? ამ წყობაში თუ გარემარბები არ ვარგა მორჩა ინგარდმა ერთხელ მაინც ჩააწოდა? ფელაინმა რა გააკეთა საერთოდ მატას თავიდანვე უნდა დაეწყო კერიკი და პოგბა უნდა ყოფილიყვნენ ცენტრში მარსიალს უნდა დაეწყო და აერთოდ მგონია რომ რეშფორდი და იბრა ერთად საჯარიმოში ბევრად მაგარი ეფექტი იქნება,ორი კაცი უდგას ამ ბებერს და მორჩა აღარ არის შეტევა დამთავრდა ბევრი რამეა გადასაკეთებელი და ეს ძალიან მალე უნდა მოხდეს მხითო და ბასტი გვჭირდება აუცილებლადფელაინი ვეღარ მოხვდება სასტავში ვერასდროს იმედია და ლინგარდიც ადრეა ჯერ სასტარტოსთვის ტუ მხითომ ჩააგდო თამაი ლინგარდმა არ ჩააგდო?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top