თბილისი:
მანჩესტერი:
23-10-2016, 23:35
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3768,
კომენტარები: 32
მოურინიო: "მინდა, როგორც გუნდის ლიდერმა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო"
მოურინიოს მატჩის შემდგომი კომენტარი
მოურინიო:
ზოგადი შეხედულება თამაშზე
"მცველების შეცდომებს თუ დავივიწყებ, ვიტყოდი, რომ კარგად ვითამაშეთ. კლასიკური თამაში, ბურთის ფლობა, შანსების შექმნა, პრესინგი - ამ ყველაფრის ფონზე, უსამართლო შედეგი მივიღეთ. თუმცა, შეცდომებს ვერ დავივიწყებთ, რადგან სწორედ ამან წაგვაგებინა. პირველი შეცდომა მსაჯის სასტვენიდან 30 წამში დავუშვით, შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა, "ჩელსიმ" სტრატეგია კონტრ-შეტევებზე ააგო, რაც ძალიან კარგად გამოსდით. ყველაფერი პირველივე წუთიდან გაფუჭდა. შეხვედრა რომ კიდევ გაგრძელებულიყო, კიდევ გაგვიტანდნენ, ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ იყო"

შესვენებაზე ჯერ კიდევ კონტროლში იყო გუნდი?
"ფეხბურთელებს შესვენებაზე ძალიან გულწრფელად ველაპარაკე. ვუთხარი, რომ უნდა გვეცადა და შეგვეტია, რადგან არ ჰქონდა მნიშვნელობა 2-0, 3-0, 4-0 თუ 5-0 წავაგებდით, რადგან შედეგი მაინც სამი ქულის დაკარგვა იყო. რა თქმა უნდა, ემოციურად ასე არ არის, თუმცა ქულებით ასეა. თუ გავიტანდით, მათ დიდ პრობლემებს შევუქმნიდით, თუმცა ეს სარისკო იყო. თუ არ ვცდიდით, ისინი თამაშს "მოკლავდნენ". გავრისკეთ, და არ გამოვიდა"

წითელი ბარათი დევიდ ლუიზისთვის შეცვლიდა რაიმეს?
"მეც ის ვიცი, რაც თქვენ იცით. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, შედეგი იგივე დარჩება. მსაჯების გადაწყვეტილებებზე საუბარს აზრი არ აქვს, ეს უაზრო თავის მართლებაა. ვფიქრობ, მისი გადაწყვეტილებების ანალიზი პრესის საქმეა და არა ჩემი"

ფანები 90 წუთის განმავლობაში მღეროდნენ
"ისინი 90 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულან. მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ფანი გვყავს, რომლებიც ახლა თავს ცუდად გრძნობენ. ამისთვის ძალიან ვწუხვარ. მინდა, როგორც ამ გუნდის ლიდერმა, მათ ბოდიში მოვუხადო. მე 100 პროცენტით "მანჩესტერელი" ვარ და ამ სიტუაციას ღრმად განვიცდი. პასუხი მხოლოდ ერთია - ხვალ ვარჯიშის უფრო ინტენსიურად გაგრძელება, ბრძოლის გაგრძელება."

მომდევნო დიდი მატჩი ახლოვდება - "სიტისთან" ლიგის თასზე
"მირჩევნია, პრემიერ ლიგაში ვითამაშო. ახლა პრემიერ ლიგაში ცუდი ემოციბით ვიმყოფებით, პირველ ადგილამდე 6 ქულა გვაშორებს. მიუხედავად ფენომენალური თამაშისა, გასულ ტურშიც დავკარგეთ ქულები. წინ შედარებით მარტივი მეტოქეები გვყავს, რომლებიც უნდა დავამარცხოთ და ოთხეულში დავიმკვიდროთ ადგილი."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
32 კომენტარი
№1
ავტორი: Kukacho17
23 ოქტომბერი 2016 23:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
Raga bodishi davigalet ukve ra am lingardit da felainit raa... ea blindi kide araa es mcvi da shec ra daayenos shuashi upro mgrad gaanawilebsbevrad tan ra pasu akvs tips da es reebs shvebaa..ra ..da es ibra kide sakmarisia ra ..martials rodasvavda lingardsro atamasheb ra..ki vigebt kai shedegsacc
0
№2
ავტორი: Lady in red
23 ოქტომბერი 2016 23:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
მეორე გოლის შემდეგ უშანსოდ ვიყავით საერთოდ და გამახსენდა არსენალთან მარცხი წინა სეზონში. სიტყვიერი ბოდიში არ გვაკმაყოფილებს და საქმით დამტკიცებას ველოდები, ფეხბურთელებს ნამდვილად დასჭირდებათ გამოფხიზლება არ მგონია ფსიქოლოგიურად ქარგად იყოს გუნდი.
0
№3
ავტორი: mogeba
23 ოქტომბერი 2016 23:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
mao imedia es bolo iqnzba tore mogiwevs gaftxileba vabshe yvela ortabzola wage dges taqtikurad da fantazia da eg felaini mashore da blindi kide dasvi skamze ver qachavs
0
№4
ავტორი: GeorgeBest
23 ოქტომბერი 2016 23:52
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დიდი დამცირება იყო ეს მარცხი, ყველაზე ცუდი რამ მოხდა რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, მოურინიოსთვის პირველ რიგში

ბევრი რამ დევს სასწორზე და იმედია გამოასწორებს ყველაფერს, მე ჯერ კიდევ მჯერა რომ შეუძლია მოხოდოს გუნდი
1
№5
ავტორი: SANDROGRIGA
23 ოქტომბერი 2016 23:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ეს თამაში წააგეს ფეხბურთელებმა 90%-ით, გუნდს აკლია ინდივიდუალიზმი, კრეატიულობა, მობილობა. ძაან ,,დაყენებული" გუნდი ვართ, სმოლინგი ნელია, რომელსაც პედროსნაირ, აზარისნაირ, სანჩესისნაირ ფეხბურთელებთან ძაან უჭირს, კეროლთან და ბენტეკესთან კი ბატონო მალდინია ხანდახან, მარა ასეთი სტილის-ტექნიკურ, მობილურ ფეხბურთელებთან მერამდენედ ჩაფლავდა. ნახევარდაცვაში ძაან უმოძრაო ფეხბურთელები გვყავს, კაცის მოტყუებაზე ვერავინ ვერ მიდის, ვიძახოთ ერერა ძილკიანია და ბოლომდე იბრძვისო, ეგარი და ეგ. (პოგბაზე თუ ამას ვიტყოდი არ მეგონა) ფელაინია და ხე! აქეთ უკრეატივო გავარდნა ლინგარდი და წინ დიდი ხის მორი იბრა (ან ზლატანზე თუ ოდესმე ამას ვიტყოდი არც ეს მეგონა) და ვიღებთ რას უმოძრაო უტექნიკო გუნდს, რომელსაც აზარის პედროს, სანჩესის, ნეიმარის და ა.შ. სტილის ფეხბურთელები სულ ასე ააწიოკებენ თუ მაინც და მაინც ისეთი ავტობუსი არ დააყენა მოურიონიომ როგორც ლივერპულთან. 80% ფეხბურთელების გამოსაცვლელია, კრეატივი და ტექნიკა რამდენი ხანია უკვე მანჩესტერის პრობლემაა, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში. შემთხვევითობა და მწვრთნელის არაპროფესიონალიზმი არაა ამ წარუმატებლობის მიზეზი, ვერც ვან გაალს და ვერც მოურინიოს ვერ დავაბრალებთ 100%ით ვერაფერს, ამ შემადგენლობით შეიძლება ფერგისაც 4-0 წაეგო, ანჩელოტისაც, და რავიცი კიდე სხვას. მე არ ვამბობ რო მწვრთნელი არაფერს წყვეტს, რა თქმა უნდა, დიდი როლი აქ მარა ფეხბურთელმა ხო უნდა შექმნას რამე, ვყიდულობთ თითქოს ფეხბურთელებს ხან სატრანსფერო რეკორდს მოვხსნით ხან ის ხან ეს მარა 3-4 კიარა უკვე 8-9 კაცი გამოსაცვლელია ძირითადიდან რო ვუკვირდები, ვინც მაღალი დონის იყო ყველა მანჩესტერში რატო ბანძდება. სისტემაა შესაცვლელი ძირფესვიანად და ესენი სახლის აშენებას შუიდან იწყებენ. არვიცი მოკლედ რა რამდენი წელია უკვე ასე გრძელდება, ამ გუნდის მაქსიმუმი წელს ოთხეული იქნება და გაისად თუ შეიძვლება ბევრი რამე კიდე შეიძლება რამეზე ფიქრი
3
№6
ავტორი: gela-manutd
24 ოქტომბერი 2016 00:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
დედა მოუ**** ჩელსიმ მაურინიოს
0
№7
ავტორი: Ashley Young
24 ოქტომბერი 2016 00:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
მოკითხვა ლომებს, რომლებიც ლესტერებთან და ფენერბახჩეებთან არიან ძლიერები:-) ფლუგენგეგენხოლენი გაუკეთა თუ არა 105 მილიონს 40 მილიონიანმა კანტემ?! გამარჯობა აფხაზეთო შენი... შენ კიდე მოუ, ერთი შენი განსაკუთრებულ დ.ე.დ.ა.ს...
0
№8
ავტორი: reddevil12
24 ოქტომბერი 2016 00:16
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
აზრი არააქვს ხისთავიანი ვან გაალივით გააქანებს მომავალ მატჩებში და დააყენებს ლინგარდს,ფელაინის,ბლინდს... თქვენ თუ გგონიათ ფეხბურთელებს და ფორმაციას უჩივის, ეს მისთვის არ გამართლებას ნიშნავს. იმას ვერ აანალიზებს, რომ ფორმაცია შესაცვლელი აქვს და ფეხბურთელების შესაძლებლობებს არ აფასებს. ფელაინი და ლინგარდი უნდა დააყენო ევროპა ლიგაზე და ინგლისის თასებზე რა უნდათ მაგათ პრემიერ ლიგის მატჩში? ხანდახან გაგახარებენ, მაგრამ მაგათი არასტაბილურობა არაპროფესიონალებისთვისაც ნათელია ამ პროფესიონალებისთვის არაა რატომღაც.
0
№9
ავტორი: Best 7
24 ოქტომბერი 2016 00:17
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Ra vtqva aba chelsim gagvanadgura imena gagvasswora miwaze
0
№10
ავტორი: Ashley Young
24 ოქტომბერი 2016 00:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
ციტატა: reddevil12
აზრი არააქვს ხისთავიანი ვან გაალივით გააქანებს მომავალ მატჩებში და დააყენებს ლინგარდს,ფელაინის,ბლინდს... თქვენ თუ გგონიათ ფეხბურთელებს და ფორმაციას უჩივის, ეს მისთვის არ გამართლებას ნიშნავს. იმას ვერ აანალიზებს, რომ ფორმაცია შესაცვლელი აქვს და ფეხბურთელების შესაძლებლობებს არ აფასებს. ფელაინი და ლინგარდი უნდა დააყენო ევროპა ლიგაზე და ინგლისის თასებზე რა უნდათ მაგათ პრემიერ ლიგის მატჩში? ხანდახან გაგახარებენ, მაგრამ მაგათი არასტაბილურობა არაპროფესიონალებისთვისაც ნათელია ამ პროფესიონალებისთვის არაა რატომღაც.

პოგბას რა უნდა ძირითადში თუ ეგრეა?:-) კანტემ 105 მილიონიანი თავბიჟვინა შეჭამა და აღარც გასულა კუჭში:-)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top