თბილისი:
მანჩესტერი:
9-08-2016, 10:35
ავტორი: ლადო,
ნანახია: 4498,
კომენტარები: 35
ოფიციალურად: პოგბა "იუნაიტედის" ფეხბურთელია
გუნდმა ტრანსფერი დაადასტურა.
ოფიციალურად: პოგბა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი ადასტურებს პოლ პოგბას ტრანსფერს. პოლმა კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა , რომელიც ასევე ითვალისწინებს გახანგრძლივების პუნქტსაც.

23 წლის ფრანგი ნახევარმცველი "იუვენტუსის" შემადგენლობაში 4 სეზონი ასპარეზობდა, სადაც 124 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი ტურინულ კლუბს სწორედ "იუნაიტედის" დატოვების შემდეგ შეუერთდა.

პოლის კომენტარი ტრანსფერთან დაკავშირებით:

"კმაყოფილი ვარ, რომ კლუბს თავიდან შევუერთდი. "იუნაიტედს" ყოველთვის დიდი და განსაკუთრებული ადგილი ეკავა ჩემს გულში, ასე რომ, მზად ვარ ჟოზე მოურინიოსთან სამუშაო დავიწყო. "იუვენტუსთან" და ჩემს ყოფილ თანაგუნდელებთან, რომლებსაც ჩემს კარგ მეგობრებად ვთვლი, ბევრი ფანტასტიკური მომენტი მაკავშირებს. მაგრამ ვგრძნობდი, სწორედ რომ საჭირო დროს დავბრუნდი "ოლდ ტრაფორდზე". "იუნაიტედის" გულშემატკივრის წინ ყოველთვის მსიამოვნებდა თამაში, ასე რომ, მზად ვარ გუნდში თავიდან ჩავეწერო. ეს არის სწორედ ის კლუბი, რომელთან ერთადაც შემიძლია ყველაფერს მივაღწიო."

ტრანსფერზე მცირე კომენტარი გააკეთა ასევე "იუნაიტედის" თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ: "პოლი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ის ჩვენს გუნდში წამყვანი ფიგურა იქნება. მსურს ჩვენი თამაში მის გარშემო აეწყოს. ის არის სწრაფი, ძლიერი, იტანს გოლებს და კითხულობს თამაშს იმაზე უკეთესად, ვიდრე მასზე ასაკით დიდი სხვა ფეხბურთელები. ის არის ახალგაზრდა და მას შეუძლია განვითარდეს. მას აქვს შანსი, რომ კლუბისა და გულშემატკივრის გულში დაიმკვიდროს ადგილი დიდი ხნით."

წყარო: manutd.com
სიახლეები
35 კომენტარი
№31
ავტორი: tasho
9 აგვისტო 2016 13:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ყველაზე დედის მტყ**** კამანდა გილოცავთ ყველას
0
№32
ავტორი: kantona-7
9 აგვისტო 2016 13:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ძაან მაგარია და როცა ვწერდი ჩვენიათქო კაიფობდა სასტავი wink გილოცავთ ვისაც გაგიხარდათ ყველას ძაან მაგარი ტრანსფერია!!!ეხლა კიდევ ერთს ვფიქრომ რომ კიდე იყიდის ვინმეს და ესარიქნება ბოლო ტრანფერი ამსეზონში და სავარაუდოდ ნახევარმცველს ან მარჯვენა კრაის შემტევს ან მარჯვენა მცველს იყიდის>>>>ყველაფერი გამოჩნდება რასიზავს მალე ეხლა მთავარია ვის გაუშვებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№33
ავტორი: nikolski
9 აგვისტო 2016 14:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
ერთი სული მაქ როდის დაიწყება ეპლ უუუუუ... :)
0
№34
ავტორი: PaLoMo
9 აგვისტო 2016 14:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4130
ლუკ მოურა გეყიდა ჯოზე ვაბშე მაგარი იქნბოდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№35
ავტორი: Sadac realia manchesters fuck
13 აგვისტო 2016 23:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ციტატა: datonuc
manutd აბა ვინ დაგვიდგება წინ?

Reali win gacherebazea lol

800 000funtad gaushva da 120 milionad iyida wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top