თბილისი:
მანჩესტერი:
9-08-2016, 10:35
ავტორი: ლადო,
ნანახია: 4498,
კომენტარები: 35
ოფიციალურად: პოგბა "იუნაიტედის" ფეხბურთელია
გუნდმა ტრანსფერი დაადასტურა.
ოფიციალურად: პოგბა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი ადასტურებს პოლ პოგბას ტრანსფერს. პოლმა კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა , რომელიც ასევე ითვალისწინებს გახანგრძლივების პუნქტსაც.

23 წლის ფრანგი ნახევარმცველი "იუვენტუსის" შემადგენლობაში 4 სეზონი ასპარეზობდა, სადაც 124 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი ტურინულ კლუბს სწორედ "იუნაიტედის" დატოვების შემდეგ შეუერთდა.

პოლის კომენტარი ტრანსფერთან დაკავშირებით:

"კმაყოფილი ვარ, რომ კლუბს თავიდან შევუერთდი. "იუნაიტედს" ყოველთვის დიდი და განსაკუთრებული ადგილი ეკავა ჩემს გულში, ასე რომ, მზად ვარ ჟოზე მოურინიოსთან სამუშაო დავიწყო. "იუვენტუსთან" და ჩემს ყოფილ თანაგუნდელებთან, რომლებსაც ჩემს კარგ მეგობრებად ვთვლი, ბევრი ფანტასტიკური მომენტი მაკავშირებს. მაგრამ ვგრძნობდი, სწორედ რომ საჭირო დროს დავბრუნდი "ოლდ ტრაფორდზე". "იუნაიტედის" გულშემატკივრის წინ ყოველთვის მსიამოვნებდა თამაში, ასე რომ, მზად ვარ გუნდში თავიდან ჩავეწერო. ეს არის სწორედ ის კლუბი, რომელთან ერთადაც შემიძლია ყველაფერს მივაღწიო."

ტრანსფერზე მცირე კომენტარი გააკეთა ასევე "იუნაიტედის" თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ: "პოლი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ის ჩვენს გუნდში წამყვანი ფიგურა იქნება. მსურს ჩვენი თამაში მის გარშემო აეწყოს. ის არის სწრაფი, ძლიერი, იტანს გოლებს და კითხულობს თამაშს იმაზე უკეთესად, ვიდრე მასზე ასაკით დიდი სხვა ფეხბურთელები. ის არის ახალგაზრდა და მას შეუძლია განვითარდეს. მას აქვს შანსი, რომ კლუბისა და გულშემატკივრის გულში დაიმკვიდროს ადგილი დიდი ხნით."

წყარო: manutd.com
სიახლეები
35 კომენტარი
№21
ავტორი: Fenix
9 აგვისტო 2016 11:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
araswori kacia m.facebook.com/Liverpoolfcproud/photos/a.139295096144980.36005.138806056193884/1
160269414047538/?type=3&refid=28&_ft_=qid.6316733957984349208%3Amf_story_key.633
9254501217353442&__tn__=E
0
№22
ავტორი: sandroo
9 აგვისტო 2016 11:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 385
yvelaze magari sastavi gvyavs udaod eplshi da erterti sauketeso msoflioshi. sanam baiis ar miugwevia im simagleebamde rasac uechvelad miagwevs. mere ukve sauketeso dacvac gveyoleba. aserom geshinodet eshmakebis mowinaagmdegeebo :))
0
№23
ავტორი: nika1997
9 აგვისტო 2016 12:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
Mainc ar davijerebdi magram mutv maqvs damtebuli da interviu vnaxee manchesteris formashii da davijereee aeee sagoll sagijeti wina xazi gveyoleba chveni runic tu gaixsnaaaa imedia dacvac dabalansdeba

Ho da felains agar davinaxav dziritadshi da shmederlini ar erennikuna atamshdeba imedia
0
№24
ავტორი: gilmour
9 აგვისტო 2016 12:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ახლა უკვე ოფიციალურად გილოცავთ. თანამედროვეობის ერთერთი საუკეთესო ნახევარმცველი დავიბრუნეთ და არ მანაღვლებს რამდენი გადავიხადეთ:)
პ.ს. მეც ცოტა დაცვის გაძლიერებას ვემხრობი, არ ვიცი ბაიი-სმოლონგი მთლიანად თუ გაართმევენ თავს, იმედია მაგარი სეზონი ექნებათ ორივეს. ფლანგებზეც ჯერ ვერ ვაკეთებ კომენტარს, შეიძლება იფრინონ ვალემ და შოუმ.
0
№25
ავტორი: gela-manchesteri
9 აგვისტო 2016 12:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
კაია გილოცავთ ყველას მაუმ ის ხალხი დაიმატა ვინც საჭირო იყო რა კამანდა შეკრიბა ვინც სირ გაალის ხელში ჩასირდა და ვერაფერს აკეთებდა ეგენიც ნახე რა მაგრად აყომარდებიან მაგრდ მინდა მემპისი ერერა რუნი შევიდეს ფორმაში
0
№26
ავტორი: ლადო
9 აგვისტო 2016 12:04
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ციტატა: dachi_mu
ციტატა: ლადო
http://int.soccerway.com/teams/england/manchester-united-fc/662/

კაცმა თქვა დავამთავრეო მეტი არავინ მინდაო :დ :დ მცველი იმიტო არ გვინდა რო ჟოზეა მწვრთვნელი ,თუ დაცვა სუსტი არის ეგ ჩვენზე კარგად დაინახავს..მარა ორი შავტ..კა ცენტრი გვყავს ვირები ახალგაზრდები smile

კი ეგ ვიცი რო 4 კაცის მოყვანა უნდოდა სულ და ის ოთხი მოიყვანა ვინც უნდოდა, მაგრამ რავიცი კიდევ დავიმატებდი ერთ მცველს, გამოცდილი მცველი არ გვყავს
0
№27
ავტორი: David de Gea 1
9 აგვისტო 2016 12:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
პოგბააააააააააააააააააააააააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ყველას გილოცავთ ამ საუკეთესო ტრანსფერს ამის გადმოსვლა იმ დგიდან ვიცოდი როცა მისმა სტილისტმა პოსტი დადო და შემდეგ წააშლევინეს ეგრევე მივხვდი რო ბრუნდებოდა!!!! ჯოზე ძველ მწვერვალზე დააბრუნებს გუნდს!!!
0
№28
ავტორი: stepno
9 აგვისტო 2016 12:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აუუუ არ მჯერაა ამის დედა ვატირეეე რაა რავქნააა wink wink პოგბაააააა არ ველოდიი ამ ტრანსფერს ვერც წარმოვიდგენდი მაგრამ მერეე ყველა ამაზე წერდა და დარწმუნებული იყავი ბოლოს უკვეეე love
0
№29
ავტორი: Legend Sir Alex
9 აგვისტო 2016 12:24
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ყველას გილოცავთ პოლის დაბრუნებას! ამ ტრანსფერით უდიდესი განცხადება გააკეთა მანჩესტერმა მსოფლიოს მაშტაბით, ახლა უკვე შესაძლებელია ეპლს მოგება და უნდა დადოს გუნდმა ამ წელსვე 21-ე ეპლ.
0
№30
ავტორი: rooney-ibrahimovich
9 აგვისტო 2016 12:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
ჰაჰააააააა თმაზე მანჩეს სიმბოლო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top