თბილისი:
მანჩესტერი:
31-12-2012, 00:55
ავტორი: love united,
ნანახია: 2172,
კომენტარები: 34
დღეს სერ ალექსის დაბადების დღეა
დღეს სერ ალექს ფერგიუსონს 71 წელი შეუსრულდა!
დღეს სერ ალექსის დაბადების დღეა
დღეს, 31 დეკემბერს, ”მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულ თავკაცს, ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მენეჯერს, სერ ალექს ფერგიუსონს 71 წელი შეუსრულდა.ფერგი 1941 წელს დაიბადა შოტლანიაში, ქალაქ გლაზგოში.

ფერგიუსონს არ ჰქონდა წარმატებული კარიერა, როგორც ფეხბურთელს.მან თავდაპირველად სამოყვარულო დონეზე დაიწყო თამაში ”ქუინზ პარკში”.მას არ ჰქონდა საკმარისი სათამაშო დრო ამ კლუბში და გადაბარგდა ”სენტ-ჯონსონში”.აქაც ვერ მიიღო მან სასურველი სათამაშო დრო და ერთი პერიოდი კანადაში გადასვლაზე ფიქრობდა.მაგრამ საინტერესო ისტორია მოხდა:”სენტ-ჯონსონის” ძირითადმა თავდამსხმელმა მიიღო ტრავმა და შესაბამისად ფერგიუსონს მოუწია თამაში ”რეინჯერსის” წინააღმდეგ, სადაც მან ჰეთ-რიკი გაიფორმა.ამის შემდეგ, რათქმაუნდა მისი ყიდვით დაინტერესდნენ ძლიერი შოტლანდიური კლუბები და საბოლოოს მასთან კონტრაქტი ”დანფერმლინ ატლეტიკმა” გააფორმა.მაგრამ შოტლანდიელმა აქაც ვერ მოიკიდა ფეხი.საბოლოოდს, მან კარიერა ”ეირ იუნაიტედში” დაასრულა 1974 წელს.

1974 წლის 4 ივნისს სერ ალექსი გახდა ”ისტ სტირლინგის” მთავარი მწვრთნელი.სწორედ აქედან იწყება მისი წარმატებული კარიერა.მალევე ფერგიუსონი ”სენტ-მირენში” გადაბარგდა.სწორედ ეს არის ერთადერთი კლუბი, საიდანაც ფერგი დაითხოვეს სკანდალის გამო.შემდეგ იყო კიდე რამდენიმე წარმატებული სეზონი და სხვადასხვა კლუბი.საბოლოოდ კი ”იუნაიტედმა” ლეგენდარულ შოტლანდიელთან კონტრაქტი 1986 წლის 8 ნოემბერს გააფორმა და შედეგს დღეს თქვენ ხედავთ-კლუბი ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ მსოფლიოში.ეს ფერგიუსონის დამსახურებაა.1999 წელს ბრიტანეთის დედოფალმა მას სერ-ის წოდება მიანიჭა.

დღეს, უკვე ხანშიშესული სპეციალისტი მალე კარიერას დაასრულებს.ვიმედოვნებ, რომ ეს მალე არ მოხდება...

მთელი საიტის სახელით მინდა სერ ალექს ფერიუსონს მივულოცო დაბადების დღე. ვუსურვოთ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე!..


დღეს სერ ალექსის დაბადების დღეა
ახალი ამბები
34 კომენტარი
№31
ავტორი: gilmour
31 დეკემბერი 2012 16:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ვუერთდები მილოცვებს:) ყველაზე ბაბუ ხარ ბაბუუ wink
0
№32
ავტორი: UTD-Rule
31 დეკემბერი 2012 17:03
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
გილოცავ ბაბუ love საჩუქარი გამოგზავნილი მაქვს მაისში მიიღებ პრემიერ ლიგის თასს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№33
ავტორი: MAGNIFICENT 7
31 დეკემბერი 2012 17:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
გილოცავ ბაბუ fellow
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№34
ავტორი: don_vini
31 დეკემბერი 2012 21:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
ფერგიიიიიიიიიი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top