დღეს, 31 დეკემბერს, ”მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულ თავკაცს, ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მენეჯერს, სერ ალექს ფერგიუსონს 71 წელი შეუსრულდა.ფერგი 1941 წელს დაიბადა შოტლანიაში, ქალაქ გლაზგოში.
ფერგიუსონს არ ჰქონდა წარმატებული კარიერა, როგორც ფეხბურთელს.მან თავდაპირველად სამოყვარულო დონეზე დაიწყო თამაში ”ქუინზ პარკში”.მას არ ჰქონდა საკმარისი სათამაშო დრო ამ კლუბში და გადაბარგდა ”სენტ-ჯონსონში”.აქაც ვერ მიიღო მან სასურველი სათამაშო დრო და ერთი პერიოდი კანადაში გადასვლაზე ფიქრობდა.მაგრამ საინტერესო ისტორია მოხდა:”სენტ-ჯონსონის” ძირითადმა თავდამსხმელმა მიიღო ტრავმა და შესაბამისად ფერგიუსონს მოუწია თამაში ”რეინჯერსის” წინააღმდეგ, სადაც მან ჰეთ-რიკი გაიფორმა.ამის შემდეგ, რათქმაუნდა მისი ყიდვით დაინტერესდნენ ძლიერი შოტლანდიური კლუბები და საბოლოოს მასთან კონტრაქტი ”დანფერმლინ ატლეტიკმა” გააფორმა.მაგრამ შოტლანდიელმა აქაც ვერ მოიკიდა ფეხი.საბოლოოდს, მან კარიერა ”ეირ იუნაიტედში” დაასრულა 1974 წელს.
1974 წლის 4 ივნისს სერ ალექსი გახდა ”ისტ სტირლინგის” მთავარი მწვრთნელი.სწორედ აქედან იწყება მისი წარმატებული კარიერა.მალევე ფერგიუსონი ”სენტ-მირენში” გადაბარგდა.სწორედ ეს არის ერთადერთი კლუბი, საიდანაც ფერგი დაითხოვეს სკანდალის გამო.შემდეგ იყო კიდე რამდენიმე წარმატებული სეზონი და სხვადასხვა კლუბი.საბოლოოდ კი ”იუნაიტედმა” ლეგენდარულ შოტლანდიელთან კონტრაქტი 1986 წლის 8 ნოემბერს გააფორმა და შედეგს დღეს თქვენ ხედავთ-კლუბი ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ მსოფლიოში.ეს ფერგიუსონის დამსახურებაა.1999 წელს ბრიტანეთის დედოფალმა მას სერ-ის წოდება მიანიჭა.
დღეს, უკვე ხანშიშესული სპეციალისტი მალე კარიერას დაასრულებს.ვიმედოვნებ, რომ ეს მალე არ მოხდება...
მთელი საიტის სახელით მინდა სერ ალექს ფერიუსონს მივულოცო დაბადების დღე. ვუსურვოთ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე!..