თბილისი:
მანჩესტერი:
26-06-2014, 23:43
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1836,
კომენტარები: 21
დარჩება ტრიო "ოლდ ტრაფორდზე"?
"იუნაიტედი" შესაძლოა სამმა ნახევარმცველმა დატოვოს
დარჩება ტრიო
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარდაცვის ტრიოს, მაიკლ ქერიკს, დარენ ფლეტჩერსა და ტომ ქლევერლის დიდი ნერვიულობა მოუწევთ ტრანსფერების დამთავრებამდე, რადგანაც მათი მომავალი ბურუსითაა მოცული.

სამივე ფეხბურთელის კონტრაქტი 2015 წელს იწურება, "Manchester Evening News"–ის თანახმად, არცერთი არ გაახანგრძლივებს კონტრაქტს. მაგრამ ყველაფერი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გადაწყდება. ვან გაალია ის პიროვნება, რომელიც გადაწყვეტს უნდა ითამაშონ თუ არა მათ "იუნაიტედში".

მაგრამ ეს ნერვიულობა უკვე აიცილა ანტონიო ვალენსიამ. შაბათს, "მანჩესტერის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ ვალენსია ოლდ ტრაფორდზე კიდევ სამი წელი დარჩება, მაგრამ რაც შეეხება კლუბის ნახევარდაცვას, სადაც "იუნაიტედს" დიდი პრობლემები აქვს წინა სეზონებიდან გამომდინარე, მცირე შანსებია რომ ეს ტრიო ისევ ვიხილოთ.

სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ვან გაალს ბევრი სიახლის შეტანა სურს, მას სურს ახალი შენახენები და ფაქტობრივად ახლიდან უდგება კლუბის შენებას.

სწორედ ამიტომაც, ქერიკმაც, ქლევერლიმაც და ფლეტჩერმაც, უნდა დაამტკიცონ, რომ ღირსნი არიან "ოლდ ტრაფორდზე" დგომის და წითელი მაისურის ტარების. ის ფაქტი, რომ ერერა უკვე შეუერთდა "იუნაიტედს", ტრიოს ნერვიულობას უფრო უმძაფრებს.

FootballNews
სიახლეები
21 კომენტარი
№21
ავტორი: LizarD
27 ივნისი 2014 18:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
სამივეს დატოვებენ და შემდეგში იფიქრონ გაშბებაზე. ჯერ არაა მაგის დრო.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top