თბილისი:
მანჩესტერი:
26-06-2014, 23:43
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1836,
კომენტარები: 21
დარჩება ტრიო "ოლდ ტრაფორდზე"?
"იუნაიტედი" შესაძლოა სამმა ნახევარმცველმა დატოვოს
დარჩება ტრიო
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარდაცვის ტრიოს, მაიკლ ქერიკს, დარენ ფლეტჩერსა და ტომ ქლევერლის დიდი ნერვიულობა მოუწევთ ტრანსფერების დამთავრებამდე, რადგანაც მათი მომავალი ბურუსითაა მოცული.

სამივე ფეხბურთელის კონტრაქტი 2015 წელს იწურება, "Manchester Evening News"–ის თანახმად, არცერთი არ გაახანგრძლივებს კონტრაქტს. მაგრამ ყველაფერი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გადაწყდება. ვან გაალია ის პიროვნება, რომელიც გადაწყვეტს უნდა ითამაშონ თუ არა მათ "იუნაიტედში".

მაგრამ ეს ნერვიულობა უკვე აიცილა ანტონიო ვალენსიამ. შაბათს, "მანჩესტერის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ ვალენსია ოლდ ტრაფორდზე კიდევ სამი წელი დარჩება, მაგრამ რაც შეეხება კლუბის ნახევარდაცვას, სადაც "იუნაიტედს" დიდი პრობლემები აქვს წინა სეზონებიდან გამომდინარე, მცირე შანსებია რომ ეს ტრიო ისევ ვიხილოთ.

სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ვან გაალს ბევრი სიახლის შეტანა სურს, მას სურს ახალი შენახენები და ფაქტობრივად ახლიდან უდგება კლუბის შენებას.

სწორედ ამიტომაც, ქერიკმაც, ქლევერლიმაც და ფლეტჩერმაც, უნდა დაამტკიცონ, რომ ღირსნი არიან "ოლდ ტრაფორდზე" დგომის და წითელი მაისურის ტარების. ის ფაქტი, რომ ერერა უკვე შეუერთდა "იუნაიტედს", ტრიოს ნერვიულობას უფრო უმძაფრებს.

FootballNews
სიახლეები
21 კომენტარი
№11
ავტორი: Macklemore
27 ივნისი 2014 02:28
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Albat mainc datovebs clubshi van gaali da naxavs rame tu sheudzliat. Zamenistvis samive gamogvadgeba.
0
№12
ავტორი: ლადო
27 ივნისი 2014 06:47
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
თუ კერიკს დატოვებს გამიხარდება, ერთი ჩაგდებული სეზონი არაფერს ნიშნავს გაძლიერდება და მეორეში მაგრად ითამაშებს
0
№13
ავტორი: red devil
27 ივნისი 2014 08:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
რავი ალბათ კერიკის გაშვება დიდი შეცდომა იქნება.
0
№14
ავტორი: Manchester United 14
27 ივნისი 2014 10:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ფლეთჩერს აქამდეც უნდა დატოვებინა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№15
ავტორი: Manchester_M
27 ივნისი 2014 10:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რეალურად რომ ვიმსჯეროდ 3 ივეს ერთად გაშვება არ იქნება მიზან შეწონილი და მაგ 3 ში კერიკს დავტოვებდი დიდი გამოცდილება აქვს და ახალწვეულებს ბევრ რამეს ასწავლის თან ისეთი დაგლახავებულიც არ არის რომ მარტო პრემიერ ლიგაში ითამაშოს მაღალ დონეზე რამოდენიმე თამაში :) მაგრამ თუ ამათ პოზიციაზე ხალხი არ მოიყვანეს მაშინ არ შეიძლება ამათი გაშვება :)))
0
№16
ავტორი: GeorgeBest
27 ივნისი 2014 11:53
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ქლევერლის გაშვება აუცილებელია. აი კერიკს მაინც დავტოვებდი, გამოცდილება თავისას იზამს. არაა ეს გასაშვები ამ ეტაპზე და მითუმეტეს ესე ერთდროულად გუნდის დაცლა არ გამოვა
0
№17
ავტორი: RedTeen
27 ივნისი 2014 12:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ფლეტჩერი და კერიკი დატოვონ და ქლევერლი გაუშვან...
0
№18
ავტორი: Manchester United 14
27 ივნისი 2014 12:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ფლეტჩერის დატოვებას ქლევერლი დატოვონ კიდე ჯობია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№19
ავტორი: Martial
27 ივნისი 2014 13:40
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
მე მაინც ვფიქრობ რომ კერიკი უნდა დარჩეს
0
№20
ავტორი: Best 7
27 ივნისი 2014 13:57
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ფლეტჩერი და კლევერლი გასაშვებია და იანგიც მისაყოლებელი, კერიკი კი დარჩეს კიდევ ერთი სეზონი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top