თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2012, 22:19
ავტორი: R V P,
ნანახია: 3021,
კომენტარები: 23
შემდგარი დუეტი!
არ შემდგარი ტაქტიკა..
შემდგარი დუეტი!
"როგორც მოგეხსენებათ ამ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ დიდი აქტიურობა გამოიჩინა ინგლისურმა გრანდმა "მანჩესტერ იუნაიტედმა", გუნდმა არაერთი ცნობილი ფეხბურთელი შეიძინა, მაგრამ მათ შორის ერთი უდავოდ გამორჩეულია, ეს ლონდონის "არსენალის" ყოფილი ფორვარდი რობინ ვან პერსი გახლავთ, ფეხბურთელი, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთ თუ სულაც საუკეთესო ცენტრალურ ფორვარდად არ ითვლება, შესაბამისად საკმარისი იყო ეს ტრანსფერი და გაზეთები უმალ ახმაურდნენ იმასთან დაკავშირებით რომ გუნდმა ინგლისსა და მთლიანად მსოფლიოში ყველაზე მრისხანე თავდასხმის დუეტი შექმნა, უეინ რუნისა და რობინ ვან პერსის მონაწილეობით. მართლაც ფურცელზე ეს დუეტი, სახელი და გვარები შემზარავად ჟღერს, მაგრამ არაერთი შემთხვევა შეიძლება გავიხსენოთ სადაც მხოლოდ სახელებმა ვერ გაამართლეს, იგივე "უნაიტედის" შემთხვევაში ბულგარელი დიმიტარ ბერბატოვის მაგალითი, რომელიც გუნდში არანაკლები ზარ-ზეიმით მოვიდა, თუმცა მიუხედავად იმისა რომ ერთი 2010/11 წლების სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა მაინც ვერ გაამართლა ქომაგების იმედები და პირველ რიგში იმავე რუნისთან ერთად მრისხანე დუეტი ვერ შექმნა.

შესაბამისად იგივე შიშები ვან პერსის გარშემოც არსებობდა, თუმცა სეზონი დაიწყო და გამოჩნდა რომ ეს გამორიცხულია, რობინი გუნდს იდეალურად მოერგო და ამ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად მოასწრო 7 გოლის გატანა, არადა შეგახსნეებთ რომ გუნდმა სულ რაღაც 10 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, თუმცა მთავარი საფიქრალი ქომაგებს კვლავაც აქვთ, გასაგებია რომ ვან პერსი გუნდს მოერგო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს როდის ათამაშდება რუნი-ვან პერსის დუეტი? შეგახსენებთ იმასაც რომ უეინ რუნის ამ სეზონში ჯერჯერობით გოლი საერთოდ არ აქვს გატანილი, ეს კი ძალიან ცუდი შედეგია, თუმცა ახსნა ყველაფერს მოეძებნება და რუნის ასეთი "შედეგიანობასაც" თავისი ახსნა აქვს. თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ვან პერსი-რუნის დუეტი უკვე ათამაშდა, სეზონის დასაწყისში სერ ალექსი უფრო მეტად 4-5-1 ტაქტიკას იყენებდა, სადაც ორი ფორვარდის ადგილი ნამდვილად არ იყო, წინ უფრო ხშირად რობინი იდგა, რუნი კი ან სათადარიგოთა სკამზე რჩებოდა ან ტრამვის გამო სულ ვერ თამაშობდა, გამთამაშებლის ადგილას კი ფერგი იაპონელ ახალწვეულ შინჯი კაგავას ენდობოდა, რომელშიც ასევე დიდძალი თანხებია დახარჯული.

აი რუნი დაბრუნდა და ერთი შეხედვით გუნდის ტაქტიკაც უნდა შეცვლილიყო, ფაქტია რომ ჯანმრთელი რუნისა და პერსის დასმა სათადარიგოთა სკამზე დაუშვებელი იქნებოდა, არადა 4-5-1 განლაგებაში როგორ უნდა ეთამაშა ორ ნომინალურ ფორვარდს გაუგებარია. საბოლოოდ ფაქტია რომ დღეს როგორც რუნი, ისე ვან პერსი ძირითადში იწყებენ თამაშს, მაგრამ ამის მიუხედავად დუეტი ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ვერ შედგა, რადგან ფერგი ისევ 4-5-1 განლაგებას არჩევს, ანუ ტიპიური გაგება, ორი ფორვარდი წინ და რუნი-ვან პერსის შეტევა თავდასხმაში მაინც არ არის, ალბათ გასაკვირია და გაისმება კითხვა - აბა სად თამაშობს უეინი ახლა? ამჯერად ფერგი მას სწორედ გამთამაშებლის ადგილზე ათამაშებს 4-5-1 ტაქტიკაში, შესაბამისად სულაც აღარ არის გასაკვირი ის რომ რუნის გოლები ვერ გააქვს, პრინციპში ის ფაქტი, რომ ვან პერსი გუნდის გამოკვეთილი ბომბარდირია ამ სეზონში არ არის რაღაც გასაოცარი ფაქტი, ამით პერსის მიღწევებს სულაც არ ვაკნინებთ, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდის მასზე თამაშობს, როდესაც ერთ ფორვარდიან ტაქტიკაში წინ ფერგი მხოლოდ მას ტოვებს, მაგრამ მთავარი პრობლემა აქ კვლავაც რჩება, თუნდაც ფერგიმ 4-5-1 განლაგება გამოიყენოს და რუნი მეორე ფორვარდზე არ ათამაშოს მაინც რჩება ე.წ კაგავას პრობლემა, რადგან გამთამაშებლის ადგილი უკვე შევსებულია თუნდაც ამ ტაქტიკაში.

ამის ფონზე სერ ალექსმა ის მარცხენა ნახევარმცველის ადგილზე გადაწია, ფაქტია რომ კაგავა არ არის განაპირა ნახევარმცველი, ისეთი როგორიც თუნდაც ვალენსია, ნანი ან იანგი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გუნდს მხოლოდ სამი ფლანგური ნახევარმცველი ჰყავს, ბევრს უკვირდა თუ რატომ არ შეიძინა სერ ალექსმა სატრანსფერო ბაზარზე მეოთხე ფალნგელი, როგორც ჩანს მას კაგავას ფალნგზე გადაწევის იდეა ადრევე ჰქონდა, პრინციპში ამის საშუალებას მხოლოდ 4-5-1 განლაგება თუ იძლევა, რადგან 4-4-2 ტაქტიკაში კაგავას ადგილი ნამდვილად ქრება, ისიც ფაქტია რომ ფერგი მას ქერიკს ცენტრში არ შეუწყვილებს, რადგან მაშინ დაცვას ძალიან გაუჭირდება, მარტივად რომ ვთქვათ სერ ალექსი სამი ცენტრალური ნახევარმცველის ტაქტიკას იყენებს, სადაც ჩამშლელებად ხშირად ქერიკი-კლევერლის დუეტი დგას, მათ წინ რუნი ირჯება, ხოლო მარცხენა ფრთიდან მათ იაპონელი ეხმარება, რომელიც ასევე ხშირად იწევს ცენტრისკენ, ეს იმის ფონზე რომ მარცხენა ფლანგზე ფრანგი პატრის ევრაა, რომელსაც მთელი ფლანგის კონტროლი თავისუფლად შეუძლია, იდეაში ეს გათვლა ძალიან კარგია და გუნდს სუსტ წერტილებს აღარ უტოვებს, თუმცა რამდენად კარგად მოერგებიან ფეხბურთელები ამ განლაგებას ეს მეორე საკითხია.

ამ ტაქტიკაში ალბათ ყველაზე მეტად მაინც რუნი იჩაგრება, რომელსაც უკან დაწევა, ბურთის ართმევა ხშირად ევალება, მისი უშუალო მოვალეობა კი წინ პასების გაკეთებაა, ჯამში ეს გამორიცხავს რუნი-ვან პერსის დუეტის სრულად გამოყენებას, ანუ გოლების გატანის მხრივ, შედეგიც სახეზეა ვან პერსი ყველა სხვა კონკურენტს დიდი უპირატესობით უსწრებს, იმავე რუნის მთელი შვიდი გოლით, ალბათ გაცილებით კარგი იქნებოდა თუ სერ ალექსი ტიპიურ 4-4-2 ტაქტიკა სგამოიყენებდა, სადაც წინ აიწვდა რუნი დ ავან პერსის შეტევაში შეუწყვილდებოდა, რადგან თუ ფერგი კაგავას მაინც ფლანგზე უპირებს თამაშს, მაშინ შეუძლია ის ამ პოზიციაზე 4-4-2 განლაგებაშიც ათამაშოს, ცენტრში კი იგივე ქერიკისა და ფლეტჩერის უფრო დამცავი დუეტი გამოიყენოს, ხოლო რუნის უკან დაწევა და დაცვისთვის მიხედვა აღარ დაჭირდეს, რაც შეეხება წინ პასების დარიგებას რუნი ამ ფუნქიცებით 4-4-2 ტაქტიკაშიც იქნება დაკავებული, რადგან ეს ამ ფეხბურთელის სტილშია, ასე თუ ისე ფაქტია, რომ ამ დუეტისგან გუნდმა უკვე დაიწყო სარგებლის მიღება, იგივე "კლუჟთან", იგივე "ნიუკასლთან" ვან პერსიმ და რუნიმ გოლები და საგოლე გადაცემები არიგეს, თუმცა ბევრი მიიჩნევს ამ დუეტის სრულყოფისთვის გუნდს 4-4-2 ტაქტიკა ჭირდება, გაითვალისწინებს თუ არა სერ ალექსი ექპსერტების ამ რჩევას ეს მალე გამოჩნდება".

წყარო: "The Daily Mail"
სტატიები
23 კომენტარი
№21
ავტორი: Ví Ví
14 ოქტომბერი 2012 21:43
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
აუუუ ერთი სული მაქ როდის დაიწყებენ გოლების გატანას დუეტში :D
0
№22
ავტორი: Degea1
26 თებერვალი 2013 17:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
sagol avtor
0
№23
12 ივნისი 2016 22:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 154
საღოლ ავტოორ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ თუ მე ვიცი რა არის სიყვარული, ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა მანჩესტერ !!!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top