თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2012, 22:19
ავტორი: R V P,
ნანახია: 3021,
კომენტარები: 23
შემდგარი დუეტი!
არ შემდგარი ტაქტიკა..
შემდგარი დუეტი!
"როგორც მოგეხსენებათ ამ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ დიდი აქტიურობა გამოიჩინა ინგლისურმა გრანდმა "მანჩესტერ იუნაიტედმა", გუნდმა არაერთი ცნობილი ფეხბურთელი შეიძინა, მაგრამ მათ შორის ერთი უდავოდ გამორჩეულია, ეს ლონდონის "არსენალის" ყოფილი ფორვარდი რობინ ვან პერსი გახლავთ, ფეხბურთელი, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთ თუ სულაც საუკეთესო ცენტრალურ ფორვარდად არ ითვლება, შესაბამისად საკმარისი იყო ეს ტრანსფერი და გაზეთები უმალ ახმაურდნენ იმასთან დაკავშირებით რომ გუნდმა ინგლისსა და მთლიანად მსოფლიოში ყველაზე მრისხანე თავდასხმის დუეტი შექმნა, უეინ რუნისა და რობინ ვან პერსის მონაწილეობით. მართლაც ფურცელზე ეს დუეტი, სახელი და გვარები შემზარავად ჟღერს, მაგრამ არაერთი შემთხვევა შეიძლება გავიხსენოთ სადაც მხოლოდ სახელებმა ვერ გაამართლეს, იგივე "უნაიტედის" შემთხვევაში ბულგარელი დიმიტარ ბერბატოვის მაგალითი, რომელიც გუნდში არანაკლები ზარ-ზეიმით მოვიდა, თუმცა მიუხედავად იმისა რომ ერთი 2010/11 წლების სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა მაინც ვერ გაამართლა ქომაგების იმედები და პირველ რიგში იმავე რუნისთან ერთად მრისხანე დუეტი ვერ შექმნა.

შესაბამისად იგივე შიშები ვან პერსის გარშემოც არსებობდა, თუმცა სეზონი დაიწყო და გამოჩნდა რომ ეს გამორიცხულია, რობინი გუნდს იდეალურად მოერგო და ამ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად მოასწრო 7 გოლის გატანა, არადა შეგახსნეებთ რომ გუნდმა სულ რაღაც 10 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, თუმცა მთავარი საფიქრალი ქომაგებს კვლავაც აქვთ, გასაგებია რომ ვან პერსი გუნდს მოერგო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს როდის ათამაშდება რუნი-ვან პერსის დუეტი? შეგახსენებთ იმასაც რომ უეინ რუნის ამ სეზონში ჯერჯერობით გოლი საერთოდ არ აქვს გატანილი, ეს კი ძალიან ცუდი შედეგია, თუმცა ახსნა ყველაფერს მოეძებნება და რუნის ასეთი "შედეგიანობასაც" თავისი ახსნა აქვს. თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ვან პერსი-რუნის დუეტი უკვე ათამაშდა, სეზონის დასაწყისში სერ ალექსი უფრო მეტად 4-5-1 ტაქტიკას იყენებდა, სადაც ორი ფორვარდის ადგილი ნამდვილად არ იყო, წინ უფრო ხშირად რობინი იდგა, რუნი კი ან სათადარიგოთა სკამზე რჩებოდა ან ტრამვის გამო სულ ვერ თამაშობდა, გამთამაშებლის ადგილას კი ფერგი იაპონელ ახალწვეულ შინჯი კაგავას ენდობოდა, რომელშიც ასევე დიდძალი თანხებია დახარჯული.

აი რუნი დაბრუნდა და ერთი შეხედვით გუნდის ტაქტიკაც უნდა შეცვლილიყო, ფაქტია რომ ჯანმრთელი რუნისა და პერსის დასმა სათადარიგოთა სკამზე დაუშვებელი იქნებოდა, არადა 4-5-1 განლაგებაში როგორ უნდა ეთამაშა ორ ნომინალურ ფორვარდს გაუგებარია. საბოლოოდ ფაქტია რომ დღეს როგორც რუნი, ისე ვან პერსი ძირითადში იწყებენ თამაშს, მაგრამ ამის მიუხედავად დუეტი ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ვერ შედგა, რადგან ფერგი ისევ 4-5-1 განლაგებას არჩევს, ანუ ტიპიური გაგება, ორი ფორვარდი წინ და რუნი-ვან პერსის შეტევა თავდასხმაში მაინც არ არის, ალბათ გასაკვირია და გაისმება კითხვა - აბა სად თამაშობს უეინი ახლა? ამჯერად ფერგი მას სწორედ გამთამაშებლის ადგილზე ათამაშებს 4-5-1 ტაქტიკაში, შესაბამისად სულაც აღარ არის გასაკვირი ის რომ რუნის გოლები ვერ გააქვს, პრინციპში ის ფაქტი, რომ ვან პერსი გუნდის გამოკვეთილი ბომბარდირია ამ სეზონში არ არის რაღაც გასაოცარი ფაქტი, ამით პერსის მიღწევებს სულაც არ ვაკნინებთ, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდის მასზე თამაშობს, როდესაც ერთ ფორვარდიან ტაქტიკაში წინ ფერგი მხოლოდ მას ტოვებს, მაგრამ მთავარი პრობლემა აქ კვლავაც რჩება, თუნდაც ფერგიმ 4-5-1 განლაგება გამოიყენოს და რუნი მეორე ფორვარდზე არ ათამაშოს მაინც რჩება ე.წ კაგავას პრობლემა, რადგან გამთამაშებლის ადგილი უკვე შევსებულია თუნდაც ამ ტაქტიკაში.

ამის ფონზე სერ ალექსმა ის მარცხენა ნახევარმცველის ადგილზე გადაწია, ფაქტია რომ კაგავა არ არის განაპირა ნახევარმცველი, ისეთი როგორიც თუნდაც ვალენსია, ნანი ან იანგი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გუნდს მხოლოდ სამი ფლანგური ნახევარმცველი ჰყავს, ბევრს უკვირდა თუ რატომ არ შეიძინა სერ ალექსმა სატრანსფერო ბაზარზე მეოთხე ფალნგელი, როგორც ჩანს მას კაგავას ფალნგზე გადაწევის იდეა ადრევე ჰქონდა, პრინციპში ამის საშუალებას მხოლოდ 4-5-1 განლაგება თუ იძლევა, რადგან 4-4-2 ტაქტიკაში კაგავას ადგილი ნამდვილად ქრება, ისიც ფაქტია რომ ფერგი მას ქერიკს ცენტრში არ შეუწყვილებს, რადგან მაშინ დაცვას ძალიან გაუჭირდება, მარტივად რომ ვთქვათ სერ ალექსი სამი ცენტრალური ნახევარმცველის ტაქტიკას იყენებს, სადაც ჩამშლელებად ხშირად ქერიკი-კლევერლის დუეტი დგას, მათ წინ რუნი ირჯება, ხოლო მარცხენა ფრთიდან მათ იაპონელი ეხმარება, რომელიც ასევე ხშირად იწევს ცენტრისკენ, ეს იმის ფონზე რომ მარცხენა ფლანგზე ფრანგი პატრის ევრაა, რომელსაც მთელი ფლანგის კონტროლი თავისუფლად შეუძლია, იდეაში ეს გათვლა ძალიან კარგია და გუნდს სუსტ წერტილებს აღარ უტოვებს, თუმცა რამდენად კარგად მოერგებიან ფეხბურთელები ამ განლაგებას ეს მეორე საკითხია.

ამ ტაქტიკაში ალბათ ყველაზე მეტად მაინც რუნი იჩაგრება, რომელსაც უკან დაწევა, ბურთის ართმევა ხშირად ევალება, მისი უშუალო მოვალეობა კი წინ პასების გაკეთებაა, ჯამში ეს გამორიცხავს რუნი-ვან პერსის დუეტის სრულად გამოყენებას, ანუ გოლების გატანის მხრივ, შედეგიც სახეზეა ვან პერსი ყველა სხვა კონკურენტს დიდი უპირატესობით უსწრებს, იმავე რუნის მთელი შვიდი გოლით, ალბათ გაცილებით კარგი იქნებოდა თუ სერ ალექსი ტიპიურ 4-4-2 ტაქტიკა სგამოიყენებდა, სადაც წინ აიწვდა რუნი დ ავან პერსის შეტევაში შეუწყვილდებოდა, რადგან თუ ფერგი კაგავას მაინც ფლანგზე უპირებს თამაშს, მაშინ შეუძლია ის ამ პოზიციაზე 4-4-2 განლაგებაშიც ათამაშოს, ცენტრში კი იგივე ქერიკისა და ფლეტჩერის უფრო დამცავი დუეტი გამოიყენოს, ხოლო რუნის უკან დაწევა და დაცვისთვის მიხედვა აღარ დაჭირდეს, რაც შეეხება წინ პასების დარიგებას რუნი ამ ფუნქიცებით 4-4-2 ტაქტიკაშიც იქნება დაკავებული, რადგან ეს ამ ფეხბურთელის სტილშია, ასე თუ ისე ფაქტია, რომ ამ დუეტისგან გუნდმა უკვე დაიწყო სარგებლის მიღება, იგივე "კლუჟთან", იგივე "ნიუკასლთან" ვან პერსიმ და რუნიმ გოლები და საგოლე გადაცემები არიგეს, თუმცა ბევრი მიიჩნევს ამ დუეტის სრულყოფისთვის გუნდს 4-4-2 ტაქტიკა ჭირდება, გაითვალისწინებს თუ არა სერ ალექსი ექპსერტების ამ რჩევას ეს მალე გამოჩნდება".

წყარო: "The Daily Mail"
სტატიები
23 კომენტარი
№11
ავტორი: R V P
11 ოქტომბერი 2012 22:38
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 13
Malboro463

ვიდეოებს ვაკეთებ მარა მარტო მატჩ-პრომოებს LMCompilations youtubeze ჩემი გვერდი ეგ არის...
0
№12
ავტორი: Hernandez
11 ოქტომბერი 2012 22:42
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
საღოლ ავტორ
0
№13
ავტორი: R V P
11 ოქტომბერი 2012 22:46
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 13
Malboro463

ამ სეზონის მანჩეს პრომო მარტო ლივერთან მაქვს გაკეთებული, დანარჩენი ორი პრომო ამ სეზონის ერთია საქართველო-ესპანეთზე და მეორე ბარსა-რეალზე...ახლა ჩელსი-მანჩეზე უეჭველი გავაკეთებ ანუ გამორჩეულ მატჩებზე ვაკეთებ რა wink
0
№14
ავტორი: GeorgeBest
11 ოქტომბერი 2012 22:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
Malboro463,
110 დავაყენებ კარგი
0
№15
ავტორი: R.v.Persie
11 ოქტომბერი 2012 23:02
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
derpthumb საღოოლ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№16
ავტორი: sLipa ;x
11 ოქტომბერი 2012 23:03
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 213
R V P
aeeee :D momenatra dzmaao sheni statiebiii :D guguna xo araa am saitze ?

bichebi gadasaxadebze an ragahc problemebze gvitxarit da dagexmarebit .. yovelshemtxvevashi me vecdebi yvelanairad
0
№17
ავტორი: ViDa
11 ოქტომბერი 2012 23:05
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
VaRdo,
თავს გაგიტეხავ ბიჭო! ვინარაა გონზე :დდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№18
ავტორი: VaRdo
12 ოქტომბერი 2012 03:14
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ეხლა წავიკითხე და ჩემ აზრსაც დავაფიქსირებ!

ბევრ რამეში ვეთანხმები ექსპერტებს. თუნდაც იმაში, რომ 4:4:2 ტაქტიკა უნდა ათამაშოს ფერგიმ და რუნი პერსის დუეტი ვიხილოთ. თუნდაც იმაში, რომ ფლეჩერი კერიკის დუეტი შეგვიძლია ცენტრში ვიხილოთ და რუნი თავის პოზიციაზე დადგეს როგორც გასულ წლებში, მაგრამ იმას რატომ არავინ აკვირდება, რომ რუნი რაც ახალ პოზიციაზე დადგა ძალიან ბევრ საგოლე გადაცემებს აკეთებს? მთავარია გუნდს წარადგეს და რა მნიშვნელობა აქვს ვინ გაიტანს? სწორად ათამაშებს ფერგიუსონი რუნი ვან პერსიზე არის მაინც აგებული თამაში ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩზეც გამოჩნდა 2 გოლი ორივე ვან პერსიმ და ორივე საგოლე გადაცემა რუნიმ გაუკეთა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№19
ავტორი: UTD-Rule
12 ოქტომბერი 2012 12:13
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოოლ ავტორ !!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№20
ავტორი: Rooney
12 ოქტომბერი 2012 14:31
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
მალადეც ლაშა როგორ ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხარ <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top