თბილისი:
მანჩესტერი:
15-11-2013, 23:48
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2474,
კომენტარები: 22
"იუნაიტედის" რეკორდული შემოსავალი
"იუნაიტედმა" ბოლო სამ თვეში რეკორდული შემოსავალი მიიღო
"მანჩესტერ იუნაიტედმა" გამოაცხადა რეკორდული შემოსავალი, 98.5 მილიონი ფუნტი, რომელიც კლუბმა ფინანსური წლის პირველ სამ თვეში მიიღო.

შემოსავალი გაიზარდა 29%-ით, სპონსორებიდან შემოსული თანხის და სატელევიზიო ტრანსლიაციის ხარჯზე. ამ კვარტალში "იუნაიტედმა" გააფორმა 12 ახალი კონტრაქტი სხვადასხვა ფირმასთან, მათ შორის იყო რუსული ავიაკომპანია "აეროფლოტი". კლუბში თვლიან, რომ წლიური შემოსავალი შეადგენს 420-430 მილიონ ფუნტს, რაც "იუნაიტედს" გაუტოლებს ევროპის ისეთ მდიდარ კლუბებს, როგორიც "რეალი" და "ბარსელონაა". ასევე, ამ კვარტალში პერსონალის ხელფასებმა იმატა 31%-ით და შეადგინა 52.9 მილიონი ფუნტი.

უნდა აღინიშნოს, რომ "იუნაიტედი" იმყოფება ამერიკული ოჯახის, გლეიზერების მმათველობაში, რომელთაც ახლახანს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მატჩების ტრანსლირების შესახებ. ამ კონტრატის მიხედვით BT Sport-მა გადაიხადა დაახლოებით 900 მილიონი ევრო, რაც მათ საშუალებას მისცემს მოახდინოს "ჩემპიონთა ლიგის" და "ევროპის ლიგის" მატჩების ტრანსლირება, სამი წლის განმავლობაში.

კლუბის წარმომადგენლების განცხადებით "იუნაიტედმა" ამ კვარტალში გააფორმა 12 ახალი კონტრაქტი, მათ შორის აღსანიშნავია "აეროფლოტი" და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი "PepsiCo". ლიცენზირებულმა ტანსაცმელმა და სხვა პროდუქტებმა სულ შეადგინეს 10.7 მილიონი ფუნტი, რაც 13.8%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. ხოლო ტელეტრანსლაციიდან შემოსული თანხა გაიზარდა 41%-ით და შეადგინა 19.3 მილიონი ფუნტი.

წყარო: ManUtd.ru
სიახლეები, სხვა
22 კომენტარი
№21
ავტორი: Zizou
17 ნოემბერი 2013 03:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
Chicharito103,
აი ნახეთ ზამთარში როისი 35 მილიონი ღირს და მანჩესტერი დაუწყებს ჩალიჩს და სხვა გადაიხდის და დავჩებით დერბი ქაუნტრიდან ქერა ფეხბურთელის ამარა .. გვარი არ მახსოვს ბოდიშით :)


საღოლ wink
0
№22
ავტორი: buka oboladze
17 ნოემბერი 2013 14:34
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
Lev,
Chicharito103,
არც მე არ მევასებიან გლეიზერები,მაგრამ ბიუჯეტი რომ გაზარდეს არუნდა ამას ბევრი ლაპარაკი.. როისი თუ გადმოვა კარგი იქნება,მაგრამ მე არვამტყუნებ რომ არიხდიან საოცარ თანხებს იმ ფეხბურთელებში რომლებშიც რეალი იხდის ამდენ ფულს.. ცენტრში ფელაინი როგორც კი მოერგება გუნდს აღარანაირი პრობლემა არ გვექნება.. ქერიქია აქ ჯონსია რომელზეც დიდ იმედებს ვამყარებთ.. თანაც უკვე გუნდი სასურველ ფორმაში იმყოფება .. აგერ საოცარ ფორმაში მყოფ არსენალს მოვუგეთ და მეორე ადგილთან სულრაღაც სამი ქულა გვაშორებს.. სეზონის ბოლოს გამოჩნდება გვჭირდება თუარა მილიონების დახარჯვა ტიტულების მოსაგებად fellow
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top