თბილისი:
მანჩესტერი:
15-11-2013, 23:48
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2474,
კომენტარები: 22
"იუნაიტედის" რეკორდული შემოსავალი
"იუნაიტედმა" ბოლო სამ თვეში რეკორდული შემოსავალი მიიღო
"მანჩესტერ იუნაიტედმა" გამოაცხადა რეკორდული შემოსავალი, 98.5 მილიონი ფუნტი, რომელიც კლუბმა ფინანსური წლის პირველ სამ თვეში მიიღო.

შემოსავალი გაიზარდა 29%-ით, სპონსორებიდან შემოსული თანხის და სატელევიზიო ტრანსლიაციის ხარჯზე. ამ კვარტალში "იუნაიტედმა" გააფორმა 12 ახალი კონტრაქტი სხვადასხვა ფირმასთან, მათ შორის იყო რუსული ავიაკომპანია "აეროფლოტი". კლუბში თვლიან, რომ წლიური შემოსავალი შეადგენს 420-430 მილიონ ფუნტს, რაც "იუნაიტედს" გაუტოლებს ევროპის ისეთ მდიდარ კლუბებს, როგორიც "რეალი" და "ბარსელონაა". ასევე, ამ კვარტალში პერსონალის ხელფასებმა იმატა 31%-ით და შეადგინა 52.9 მილიონი ფუნტი.

უნდა აღინიშნოს, რომ "იუნაიტედი" იმყოფება ამერიკული ოჯახის, გლეიზერების მმათველობაში, რომელთაც ახლახანს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მატჩების ტრანსლირების შესახებ. ამ კონტრატის მიხედვით BT Sport-მა გადაიხადა დაახლოებით 900 მილიონი ევრო, რაც მათ საშუალებას მისცემს მოახდინოს "ჩემპიონთა ლიგის" და "ევროპის ლიგის" მატჩების ტრანსლირება, სამი წლის განმავლობაში.

კლუბის წარმომადგენლების განცხადებით "იუნაიტედმა" ამ კვარტალში გააფორმა 12 ახალი კონტრაქტი, მათ შორის აღსანიშნავია "აეროფლოტი" და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი "PepsiCo". ლიცენზირებულმა ტანსაცმელმა და სხვა პროდუქტებმა სულ შეადგინეს 10.7 მილიონი ფუნტი, რაც 13.8%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. ხოლო ტელეტრანსლაციიდან შემოსული თანხა გაიზარდა 41%-ით და შეადგინა 19.3 მილიონი ფუნტი.

წყარო: ManUtd.ru
სიახლეები, სხვა
22 კომენტარი
№11
ავტორი: Donkirvala
16 ნოემბერი 2013 09:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 133
Lev,
რეალი რო მილიარდებს ხარჯავს ბოლოს რა მოიგო გამახსენე აბა? ფერგიმ თავად უფრო კარგად იცოდა ვინ უნდა მოეყვანა გუნდში და ვინ არა. მაგალითი თუ გინდა დორტმუნდს შეხედე გუნდი პრაქტიკულად მარტო თავის აკადემიაზეა დამოკიდებული მარა როგორ თამაშობენ ხედავ ალბათ ნებისმიერ ფულის მფლანგველ გუნდს გადაახევენ ბურთს თავზე(შარშან ორჯერ უკვე გადაახიეს :D) ხოდა იმის თქმა მინდა რომ დიდი თანხების ხარჯვას ჯობია ახალგაზრდებს მივაწვეთ ამან იუნაიტედში ბევრჯერ გაამართლა და კიდევაც გაამათლებს.
0
№12
ავტორი: BERDI
16 ნოემბერი 2013 11:59
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ ამათ კარგ მოგებაზე გასულან. ეს პროცენტები თუ რეალურია ძალიან კარგია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№13
ავტორი: I L C
16 ნოემბერი 2013 13:33
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
სპონსორებს თუ გადავხედავთ გასაკვირი არაფერია :) ..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№14
ავტორი: NeymaR
16 ნოემბერი 2013 15:05
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
ეუფფ რაამბავია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№15
ავტორი: Lev
16 ნოემბერი 2013 17:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
Donkirvala, შენ არ კითხულობ კომენტარს და ისე მპასუხობ? მე არ მითქვამს მილიადები დავხარჯოთ თქო. მე ვამბობ კარგი ფეხბურთელები ვიყიდოთ თქო იმიტომ რომ ფეხბურთი სხვა დონეზე განვითარდა და საჭიროა ფეხი აუწყო იმიტომ რომ მარტო აკადემიას თუ დაელოდები მაშინ დორტმუნდივით 10 წელში მაქსიმუმ 1 ტიტულს მოიგებ და თუ გუნდიც მაგარი გყავს ამასობაშI აკადემიის გუნდიც მოესწრება ამიტომაა საჭირო მანჩესტერისთვის ტრანსფერი. ისე შენი მსჯელობიდან გამომდინარე შენ რომ გლეიზერების ადგილზე იყო ალბათ ფეხბურთელებს იყიდიდი კი არა აქეთ შეამცირებდი და ხელფასსაც თვეში 300 ლარს გაუხდიდი ასე რომ ისევ გლეიზერები სჯობია იყვნენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№16
ავტორი: Goginashvili777
16 ნოემბერი 2013 18:19
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
კარბით მითხარით ბოლო 5 წელიწადში ყველაზე ძვირი ტრანსფერი ??
ვან პერსი 25 მილიონი !!! და 40 მილიონად ილარამენდს ყიდულობს რეალი ბეილზე 100 !! მოკლედ მანჩესტერი ფულს რომ "უჭერს" ცხადზე ცხადია თორემ ეხლა მოურა სანჩესი ალკანტარა და სნეიდერი ეშმაკები იქნებოდნენ ;))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№17
ავტორი: salier1
16 ნოემბერი 2013 18:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 116
" "იუნაიტედს" გაუტოლებს ევროპის ისეთ მდიდარ კლუბებს, როგორიც "რეალი" და "ბარსელონაა" ".იყო დრო ჩვენთან გატოლებას ცდილობდნენ სხვები.
0
№18
ავტორი: Goginashvili777
16 ნოემბერი 2013 18:24
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ხო და კიდევ ერთი რამ :)) მანჩესტერის აკადემიიდან მხოლოდ ველბეკი გვყვავს :) და იანუზაი რომელსაც დიდ მომავალს უწინასსწარმეტყვეელებენ თუმცა დაიცათ ! :)) მეტი ვინ ??? ვინც ხელფასი მოითხოვა ფულის ხამად მიიცნიეს და გაუშვეს : ) პოგმა მორისონი...
გლეიზერები სანამ ჩვენი "ბატონპატრონები" იქნებიან მხოლოდ და მხოლოდ 25 = 30 მილიონი იქნება წლიური სატრანფერო თანხა .. აი ნახეთ ზამთარში როისი 35 მილიონი ღირს და მანჩესტერი დაუწყებს ჩალიჩს და სხვა გადაიხდის და დავჩებით დერბი ქაუნტრიდან ქერა ფეხბურთელის ამარა .. გვარი არ მახსოვს ბოდიშით :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№19
ავტორი: Manchester_M
16 ნოემბერი 2013 20:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მე თუ მკითხავთ არ არის მთავარი დახარჯო მილიონები და იყო ვარსკვლავებით გატენილი მთავარია გუნდი იყოს შედეგის მაჩვენებელი შარშან რა გინდათ ეფლი მოიგეს და ჩემპიონთა ლიგიდან ბოზურად გამოგვაგდეს. მანჩესტერი მაგარი სტაბილური გუნდია მილიონების ხარჯვის გარეშეც და კრიტიკა ადრეა მგონი ჯერ.
0
№20
ავტორი: Lev
16 ნოემბერი 2013 21:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
Chicharito103,
მაგარი კაცი ხარ hi2

Manchester_M, ადრე არ იყო მაგრამ ეხლა არის საჭირო ფულის ხარჯვა იმიტომ რომ ახალგაზრდა და გამოუცდელი მწვრთნელი გვყვავს და ერთი-ორი საჭირო ფეხბურთელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top