თბილისი:
მანჩესტერი:
29-06-2013, 01:16
ავტორი: GGMU20,
ნანახია: 2541,
კომენტარები: 23
DailyStar: თუ რონალდო არა, მაშინ ბეილი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება გარეტ ბეილი იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვერ მოახერხებენ რონალდოს დაბრუნებას "ოლდ ტრაფორდზე."
DailyStar: თუ რონალდო არა, მაშინ ბეილი
"იუნაიტედის" ახალი თავკაცი, დევიდ მოიესი, გუნდში მუშაობას ორშაბათიდან იწყებს, და ყველასათვიც ნათელი ფაქტია ის, რომ ისინი იმუშავებენ რონალდოს დაბრუნებაზე "წითელ ეშმაკებში".
ესპანეთში ამბობენ, რომ 28 ივნისს რონალდო შეხვდება მანჩესტერის ხელმძღვანელებს.
პორტუგალიელ ვარსკვლავს ჰქონდა 6 ბედნიერი წელი, ეთამაშა სერ ალექს ფერგიუსონთან, მოიგო 3-ჯერ პრემიერლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მუშაობს ტრანსფერზე, რომ 60 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ, რონალდო დაბრუნდეს მანჩესტერში.
მანჩესტერ იუნაიტედის წარმომადგენლები, რონალდოს 250 000 ფუნტს ჰპირდებიან კვირაში, რაშიც ხელს შევროლეტი და ნაიკი უწყობენ.
მაგრამ, თუ ეს გეგმები ჩაიშლება, მანჩესტერული კლუბის ნომერი პირველი სამიზნე "ტოტენჰემის" ვარსკვლავი, გარეტ ბეილი იქნება.
თუმცა, ლონდონელებმა, 80 მილიონიანი შეთავაზება შეიძლება არასაკმარისად ჩავალონ. 23 წლის ბეილმა ხომ 19 გოლი გაიტანა პრემიერლიგის გასულ სეზონში. მითუმეტეს, როცა უელსელი ფეხბურთელი "ტოტენჰემთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სურვილს გამოთქვამს.

წყარო: dailystar.co.uk
სიახლეები
23 კომენტარი
№21
ავტორი: TrueRed
29 ივნისი 2013 00:08
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
Ronaldo damibrunet !
0
№22
ავტორი: Jubo
29 ივნისი 2013 01:15
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ძაან აქტიურობს პრესა რონალდოს იუნაიტედში ტრანსფერზე, ბეილზეც აქტიურად წერდნენ თავის დროზე. ორივეზე ჩემს აზრს დავწერ

რონალდოს პერესი არ გაუშვებს, იმ მიზეზით, რომ სექტემბერში საპრეზიდენტო არჩევნებია და არანაირად აწყობს რონის წასვლა. მაგიტომაც აკეთებს ასეთ დამაჯერებელ კომენტარებს. აი მომავალ წელს უეჭველი წავა სადმე

ბეილზეც დაახლოებით ანალოგიური. ერთი მიზეზი: მაქსიმალურად დიდი თანხის აღება უნდა ტოტენჰემსს და მაგის გადამხდელი ბევრი კლუბი არმოიძებნება. 2. ისკო უკვე რეალში ოფიციალურადაა და არამგონია ბეილის ტრანსფერს მიუბრინდნენ. 3. კიდევ ერთი წელი გამოიყენებს ტოტენჰემი ბეილს, ლიგაზე გასვლას ეცდება და 15-20 მილიონით ნაკლებად გაყიდის მომავალ წელს

რამდენი მიწერია ბლდ:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№23
ავტორი: red devil
29 ივნისი 2013 10:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
აუ ნეტა მართლა იჩალიჩონ ერთ-ერთზე areyoukiddingme

აუ ნეტა მართლა იჩალიჩონ ერთ-ერთზე areyoukiddingme
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top