"იუნაიტედის" ახალი თავკაცი, დევიდ მოიესი, გუნდში მუშაობას ორშაბათიდან იწყებს, და ყველასათვიც ნათელი ფაქტია ის, რომ ისინი იმუშავებენ რონალდოს დაბრუნებაზე "წითელ ეშმაკებში". ესპანეთში ამბობენ, რომ 28 ივნისს რონალდო შეხვდება მანჩესტერის ხელმძღვანელებს. პორტუგალიელ ვარსკვლავს ჰქონდა 6 ბედნიერი წელი, ეთამაშა სერ ალექს ფერგიუსონთან, მოიგო 3-ჯერ პრემიერლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა. "მანჩესტერ იუნაიტედი" მუშაობს ტრანსფერზე, რომ 60 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ, რონალდო დაბრუნდეს მანჩესტერში. მანჩესტერ იუნაიტედის წარმომადგენლები, რონალდოს 250 000 ფუნტს ჰპირდებიან კვირაში, რაშიც ხელს შევროლეტი და ნაიკი უწყობენ. მაგრამ, თუ ეს გეგმები ჩაიშლება, მანჩესტერული კლუბის ნომერი პირველი სამიზნე "ტოტენჰემის" ვარსკვლავი, გარეტ ბეილი იქნება. თუმცა, ლონდონელებმა, 80 მილიონიანი შეთავაზება შეიძლება არასაკმარისად ჩავალონ. 23 წლის ბეილმა ხომ 19 გოლი გაიტანა პრემიერლიგის გასულ სეზონში. მითუმეტეს, როცა უელსელი ფეხბურთელი "ტოტენჰემთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სურვილს გამოთქვამს.