თბილისი:
მანჩესტერი:
8-06-2013, 12:34
ავტორი: Esi,
ნანახია: 2057,
კომენტარები: 22
სამხრეთ ამერიკელი ეშმაკები!
მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელები,რომლებიც მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას იცავდნენ და იცავენ დღემდე!
სამხრეთ ამერიკელი ეშმაკები!
გუშინ ოფიციალურად დადასტურდა,რომ მანჩესტერ იუნაიტედმა ატლეტიკო პენაროლიდან შეიძინა 20 წლის ურუგვაელი მარჯვენა მცველი გილერმო ვარელა,რომელიც გახდა მე-11 სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი,რომელიც წითელი ეშმაკების მაისურს მოირგებს.შეგახსენებთ,რომ ვარელამდე კლუბში თამაშობდა კიდევ ერთი ურუგვაელი დიეგო ფორლანი.ასევე ფორლანის გარდა იყვნენ არგენტინელებიც.სებასტიან ვერონი,რომელიც ფერგიუსონმა 2001 წელს შეიძინა,ასევე მცველი გაბრიელ ჰაინცე და თავდასმხმელი კარლოს ტევესი.

მანჩესტერ იუნაიტედში,რა თქმა უნდა,ბრაზილიელებიც არიან.2002 წლის მსოფლიო თასის მოგების შემდეგ,რომლის გამარჯვებულიც ბრაზილია გახდა,ფერგიუსონმა ბრაზილიელი კლებერსონი შეიძინა.სწორედ ეს უკანასკნელი იყო პირველი ბრაზილიელი წითელი ეშმაკების რიგებში.დღეს კი კლუბში 3 ბრაზილიელი ფეხბურთელია.ტყუპი ძმები რაფაელ და ფაბიო და სილვები,მესამე ბრაზილიელი კი "სამბას ვარსკვლავი" ოლივეირა ანდერსონია.

ურუგვაელების,ბრაზილიელებისა და არგენტინელების გარდა კლუბში სხვა სამხრეთ ამერიკის ქვეყნის წარმომადგენლები არიან.მაგალითად,ანტონიო ვალენსია ეკვადორის ნაკრების ღირსებას იცავს,ხოლო ახალგაზრდა,ნიჭიერი და იმედისმომცემი ანხელო ენრიკესი კი ჩილელი გახლავთ.

აქვე შემოგთავაზებთ ვიდეოს,სადაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელის თამაშია ასახული მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით.

ახალი ამბები
22 კომენტარი
№21
ავტორი: gilmour
8 ივნისი 2013 19:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
Esi,
+1
0
№22
ავტორი: S.A.F.
9 ივნისი 2013 02:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
აუ ნუ შეუდეთ რა ამ ვალენსიას.. ფერგი არ მიცემდა მას ამ ნომერს რო არ იყოს ღირსი... ყველაზე პროდუქტიული და რასაცქვია გუნდური ფეხბურთელია.. მხოლოდ გუნდე რომ ფიქრობს. იმიტომ მირჩევნია სწორედ ნანის. ზედმეტი "მარიაჟი" და თავის გამოჩენა რო არ უყვარს რაც ხანდახან დამღუპველია გუნდისთვის
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top