თბილისი:
მანჩესტერი:
8-06-2013, 12:34
ავტორი: Esi,
ნანახია: 2057,
კომენტარები: 22
სამხრეთ ამერიკელი ეშმაკები!
მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელები,რომლებიც მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას იცავდნენ და იცავენ დღემდე!
სამხრეთ ამერიკელი ეშმაკები!
გუშინ ოფიციალურად დადასტურდა,რომ მანჩესტერ იუნაიტედმა ატლეტიკო პენაროლიდან შეიძინა 20 წლის ურუგვაელი მარჯვენა მცველი გილერმო ვარელა,რომელიც გახდა მე-11 სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი,რომელიც წითელი ეშმაკების მაისურს მოირგებს.შეგახსენებთ,რომ ვარელამდე კლუბში თამაშობდა კიდევ ერთი ურუგვაელი დიეგო ფორლანი.ასევე ფორლანის გარდა იყვნენ არგენტინელებიც.სებასტიან ვერონი,რომელიც ფერგიუსონმა 2001 წელს შეიძინა,ასევე მცველი გაბრიელ ჰაინცე და თავდასმხმელი კარლოს ტევესი.

მანჩესტერ იუნაიტედში,რა თქმა უნდა,ბრაზილიელებიც არიან.2002 წლის მსოფლიო თასის მოგების შემდეგ,რომლის გამარჯვებულიც ბრაზილია გახდა,ფერგიუსონმა ბრაზილიელი კლებერსონი შეიძინა.სწორედ ეს უკანასკნელი იყო პირველი ბრაზილიელი წითელი ეშმაკების რიგებში.დღეს კი კლუბში 3 ბრაზილიელი ფეხბურთელია.ტყუპი ძმები რაფაელ და ფაბიო და სილვები,მესამე ბრაზილიელი კი "სამბას ვარსკვლავი" ოლივეირა ანდერსონია.

ურუგვაელების,ბრაზილიელებისა და არგენტინელების გარდა კლუბში სხვა სამხრეთ ამერიკის ქვეყნის წარმომადგენლები არიან.მაგალითად,ანტონიო ვალენსია ეკვადორის ნაკრების ღირსებას იცავს,ხოლო ახალგაზრდა,ნიჭიერი და იმედისმომცემი ანხელო ენრიკესი კი ჩილელი გახლავთ.

აქვე შემოგთავაზებთ ვიდეოს,სადაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელის თამაშია ასახული მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით.

ახალი ამბები
22 კომენტარი
№11
ავტორი: chicha_chicha14
8 ივნისი 2013 15:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 175
ენრიკესი არის და ჩიჩარიტო არ არის რაფა მაინც გიჟია
0
№12
ავტორი: Shako Jones
8 ივნისი 2013 15:21
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
chicha_chicha14,
ჩიჩარიტო მექსიკელია, მექსიკა კიდე ჩრდილოეთ ამერიკაა :)))
0
№13
ავტორი: gilmour
8 ივნისი 2013 17:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
Lomsa099,
რას ამბობ კაცო:))) ეკვადორელია რა აფრიკელი:)
0
№14
ავტორი: Amanda Seyfried
8 ივნისი 2013 17:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ვალენსიას 7_იანზე ცუდათ ვხდები უკვე
0
№15
ავტორი: razma21
8 ივნისი 2013 18:07
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
რაფაა:))
0
№16
ავტორი: Esi
8 ივნისი 2013 18:07
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
აქ რაღაცეების დაბრეხვებას ჯობს რუკა გადაშალოთ კაცო :) რა ჩიჩარიტო,ან ვალენსია რატო არ უნდა იყოს აქ?:))
0
№17
ავტორი: VaRdo
8 ივნისი 2013 18:36
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ფორლანი როგორ მევასებოდა ხოლმე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№18
ავტორი: GeorgeBest
8 ივნისი 2013 18:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რაფიკ love ფორლანი სრული ტორესი იყო მანჩესტერში
0
№19
ავტორი: Ví Ví
8 ივნისი 2013 18:58
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
იმენა სასტავია :დ მაგარი ხალხია ძააან
0
№20
ავტორი: ლადო
8 ივნისი 2013 19:22
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
დიეგო ფორლანი ძალიან მაგარი კაცი იყო და მანჩეი მაგრად მაზავდა ხოლმე მომენტებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top