თბილისი:
მანჩესტერი:
19-03-2013, 07:45
ავტორი: Luka Gelashvili,
ნანახია: 2599,
კომენტარები: 24
ოპტიმიზმით ვუყუროთ მომავალს
იუნაიტედის ნახევარდაცვა
ოპტიმიზმით ვუყუროთ მომავალს
მაიკლ კერიკი , დარენ ფლეტჩერი , ანდერსონი , რაიან გიგზი , ტომ კლევერლი , პოლ სქოულზი , ნიკ პოუელი , შინჯი კაგავა.

მგონი ცუდი ჩამონათვალი არ არის.

დარენ ფლეტჩერი. იგი უკვე დიდი ხანია არ თამაშობს ალბათობა , რომ იგი გამოჯანმრთელდება და დაუბრუნდება თავის ფორმას არ არის იმდენად დიდი.
დარენი - ბევრს შრომობს , მაგრამ როდესაც იგი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარდაცვის ხაზს ტოვებს ყოველთვის საშიშია.

ანდერსონი - ჩვენი მარადიული პერსპექტივა. როდესაც 2007 წელს იგი „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეუერთდა მისგან ბევრს მოელოდნენ , მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. იგი ძალზედ კრეატიულია, მაგრამ ასეთი რამ რაც არის ტრამვები , არ აძლევენ მას საშუალებას ბოლომდე დაგვანახოს თავისი შესაძლებლობები. იმის გათვალისწინებით , რომ ხელშეკრულება გრძელდება 2015 წლამდე ფერგიუსონს სჯერა მისი. ჩვენ უბრალოდ უნდა დავიცადოთ.

რაიან გიგზი და პოლ სქოულზი , ეს ორი ადამიანი როგორ უნდა დავაცალკევო და დავწერო ცალ-ცალკე. წითურმა პრინცმა თითქმის ნახევარი სეზონი გამოტოვა და ვერ დაუბრუნდა სერ ალექსს. სქოულზი არ არის ხშირად შემადგენლოდაში. ვფიქრობ იგი დაეხმარება ახალგაზრდებს კლევერლის , ანდერსონს და პოუელს გახდნენ ისეთი პროფესიონალები როგორიც თვითონ არის. გიგზის და სქოულზის მოედანზე ერთად ნახვას ბევრი სარგებელი მოაქვს. სამწუხაროა , რომ ბოლო პერიოდში სქოულზმა თავი დაანება შორიდან დარტყმეს , რაც მას შესანიშნავად გამოსდის. გიგზზე რა უნდა ვთქვა ისეთი რაც არ თქმულა , ეს ადამიანი ყოველ დღე ყველას აოცებს , იგი მართლაც უბერებელი ლეგენდაა.

ტომ კლევერლი . მე მისგან უფრო მეტს ველი . მან კარგად დაიწყო გასული სეზონი და არც ეხლა არის ცუდი. ყოველთვის მოხარული ვარ მისი ძირითადში ხილვით. დარტმა როგორიც სქოულზს აქვს არ გააჩნია , მაგრამ მოედნის ხედვა ფანტასტიკური.
არენდამ მასზე სერიოზულად იმოქმედა , რა თქმა უნდა დადებითად , იგი ამ სეზონში სერიოზულ ტრამვებს გადაურჩა. ასე რომ მომავალ სეზონში , ვფიქრობ , ტომი ნამდვილი უმაღლესი დონის ნახევარმცველი გახდება.

მაიკლ კერიკი . ამ სეზონში კერიკს დიდი პასუხისმგებლოდა აკისრია და იგი ამ ყველაფერს თავს კარგად ართმევს. დიახ , ის ნამდვილად შესანიშნავია. თამაშის წაკითხვა ადვილად შეუძლია და გადაცემებსაც აზრიანად აკეთებს. მის გარეშე ძნელი წარმოსადგენია „მანჩესტერ იუნაიტედი“. მასთან ერთად წელს „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერ ლიგის მე-20-ე თასს აწევს. ჩემი აზრით კერიკი წელს შესანიშნავ სეზონს ატარებს და იმედია მომავალ სეზონშიც გამოიჩენს თავს.

ნიკ პოუელი . ძნელია მის შესახებ რაიმე აზრის გამოხატვა. მართალია , რომ მან უკვე გაიტანა გოლი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ძირითად გუნდში , იგი მოედანზე ძალიან იშვიათად გამოდის. 21 წლამდელებში იგი შესანიშნავად თამაშობს ბევრჯერ გადაუწუვეტია მას მატჩის ბედი. ჩემი აზრით მას არ აწყენდა ერთ წლიანი არენდა რათა უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღოს.

კაგავა . რაც შეეხება მას ჯერ-ჯერობით ჩემი მოლოდინი არ არის გამართლებული, მიუხედავად მისი ბოლოდროინდელი ჰეტ-ტრიკსა. ვფიქრობდი , რომ შინჯი იქნებოდა ის ვინც ნახევარდაცვას და თავდასხმას ერთმანეთთან დააკავშირებდა , მაგრამ მას ჯერ არ გამოსდის ეს. ყოველთვის არსებობს მიზეზი , ამ ყველაფრის მიზეზი ჩემი აზრით არის ის , რომ იგი სწრაფად ვერ შეეგუა ახალ გუნდს , ფეხბურთის თამაშის ახალ სტილს, მაგრამ მე მჯერა მისი და იგი გაამართლებს ყველას მოლოდინს საჭიროა მხოლოდ დავიცადოთ.

ოპტიმიზმით ვუყუროთ მომავალს !

© ლუკა გელაშვილი
სტატიები, ლეგენდები
24 კომენტარი
№21
ავტორი: don_vini
19 მარტი 2013 19:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
მომავალ წელს ისევ ქერიქის იმედი მაქვს დიდი.და რა თქმა უნდა მასთან ერთAდ კაგავა,ქლევერლი და ანდერსონის იმედი მაქვს შუაში.

გიგზზე და სქოულზე კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ..ისინი უბრალდო ლეგენდები არიან smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№22
ავტორი: Amerigo
19 მარტი 2013 19:37
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
Mike,
ხო ის მომავალი რონია :დდდ wink
0
№23
ავტორი: buka oboladze
20 მარტი 2013 00:09
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
giorgi20002000,
ლეგენდას რანაირად ხედავ 19 წლის ბიჭში lol lol ისე მართლა დიდი იმედები მაქვს ამკაცის
0
№24
ავტორი: A.J.44
20 დეკემბერი 2013 10:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
აბ რაააააააააააააა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top