თბილისი:
მანჩესტერი:
19-03-2013, 07:45
ავტორი: Luka Gelashvili,
ნანახია: 2604,
კომენტარები: 24
ოპტიმიზმით ვუყუროთ მომავალს
იუნაიტედის ნახევარდაცვა
ოპტიმიზმით ვუყუროთ მომავალს
მაიკლ კერიკი , დარენ ფლეტჩერი , ანდერსონი , რაიან გიგზი , ტომ კლევერლი , პოლ სქოულზი , ნიკ პოუელი , შინჯი კაგავა.

მგონი ცუდი ჩამონათვალი არ არის.

დარენ ფლეტჩერი. იგი უკვე დიდი ხანია არ თამაშობს ალბათობა , რომ იგი გამოჯანმრთელდება და დაუბრუნდება თავის ფორმას არ არის იმდენად დიდი.
დარენი - ბევრს შრომობს , მაგრამ როდესაც იგი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარდაცვის ხაზს ტოვებს ყოველთვის საშიშია.

ანდერსონი - ჩვენი მარადიული პერსპექტივა. როდესაც 2007 წელს იგი „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეუერთდა მისგან ბევრს მოელოდნენ , მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. იგი ძალზედ კრეატიულია, მაგრამ ასეთი რამ რაც არის ტრამვები , არ აძლევენ მას საშუალებას ბოლომდე დაგვანახოს თავისი შესაძლებლობები. იმის გათვალისწინებით , რომ ხელშეკრულება გრძელდება 2015 წლამდე ფერგიუსონს სჯერა მისი. ჩვენ უბრალოდ უნდა დავიცადოთ.

რაიან გიგზი და პოლ სქოულზი , ეს ორი ადამიანი როგორ უნდა დავაცალკევო და დავწერო ცალ-ცალკე. წითურმა პრინცმა თითქმის ნახევარი სეზონი გამოტოვა და ვერ დაუბრუნდა სერ ალექსს. სქოულზი არ არის ხშირად შემადგენლოდაში. ვფიქრობ იგი დაეხმარება ახალგაზრდებს კლევერლის , ანდერსონს და პოუელს გახდნენ ისეთი პროფესიონალები როგორიც თვითონ არის. გიგზის და სქოულზის მოედანზე ერთად ნახვას ბევრი სარგებელი მოაქვს. სამწუხაროა , რომ ბოლო პერიოდში სქოულზმა თავი დაანება შორიდან დარტყმეს , რაც მას შესანიშნავად გამოსდის. გიგზზე რა უნდა ვთქვა ისეთი რაც არ თქმულა , ეს ადამიანი ყოველ დღე ყველას აოცებს , იგი მართლაც უბერებელი ლეგენდაა.

ტომ კლევერლი . მე მისგან უფრო მეტს ველი . მან კარგად დაიწყო გასული სეზონი და არც ეხლა არის ცუდი. ყოველთვის მოხარული ვარ მისი ძირითადში ხილვით. დარტმა როგორიც სქოულზს აქვს არ გააჩნია , მაგრამ მოედნის ხედვა ფანტასტიკური.
არენდამ მასზე სერიოზულად იმოქმედა , რა თქმა უნდა დადებითად , იგი ამ სეზონში სერიოზულ ტრამვებს გადაურჩა. ასე რომ მომავალ სეზონში , ვფიქრობ , ტომი ნამდვილი უმაღლესი დონის ნახევარმცველი გახდება.

მაიკლ კერიკი . ამ სეზონში კერიკს დიდი პასუხისმგებლოდა აკისრია და იგი ამ ყველაფერს თავს კარგად ართმევს. დიახ , ის ნამდვილად შესანიშნავია. თამაშის წაკითხვა ადვილად შეუძლია და გადაცემებსაც აზრიანად აკეთებს. მის გარეშე ძნელი წარმოსადგენია „მანჩესტერ იუნაიტედი“. მასთან ერთად წელს „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერ ლიგის მე-20-ე თასს აწევს. ჩემი აზრით კერიკი წელს შესანიშნავ სეზონს ატარებს და იმედია მომავალ სეზონშიც გამოიჩენს თავს.

ნიკ პოუელი . ძნელია მის შესახებ რაიმე აზრის გამოხატვა. მართალია , რომ მან უკვე გაიტანა გოლი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ძირითად გუნდში , იგი მოედანზე ძალიან იშვიათად გამოდის. 21 წლამდელებში იგი შესანიშნავად თამაშობს ბევრჯერ გადაუწუვეტია მას მატჩის ბედი. ჩემი აზრით მას არ აწყენდა ერთ წლიანი არენდა რათა უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღოს.

კაგავა . რაც შეეხება მას ჯერ-ჯერობით ჩემი მოლოდინი არ არის გამართლებული, მიუხედავად მისი ბოლოდროინდელი ჰეტ-ტრიკსა. ვფიქრობდი , რომ შინჯი იქნებოდა ის ვინც ნახევარდაცვას და თავდასხმას ერთმანეთთან დააკავშირებდა , მაგრამ მას ჯერ არ გამოსდის ეს. ყოველთვის არსებობს მიზეზი , ამ ყველაფრის მიზეზი ჩემი აზრით არის ის , რომ იგი სწრაფად ვერ შეეგუა ახალ გუნდს , ფეხბურთის თამაშის ახალ სტილს, მაგრამ მე მჯერა მისი და იგი გაამართლებს ყველას მოლოდინს საჭიროა მხოლოდ დავიცადოთ.

ოპტიმიზმით ვუყუროთ მომავალს !

© ლუკა გელაშვილი
სტატიები, ლეგენდები
24 კომენტარი
№1
ავტორი: Luka Gelashvili
19 მარტი 2013 07:54
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
კლევერლი ამ ადამიანის დიდი იმედები მაქ. მგონი კარგი გამოვიდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№2
ავტორი: TrueRed
19 მარტი 2013 08:14
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
TrueDeviL ,
მეცც ძაან დიდი იმედი მაქვს ტომის და იმედია გაამართლებს
0
№3
ავტორი: red devil
19 მარტი 2013 08:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Tomi da pouweli amati imedi nagdad maq. Nu carriki martlac magar sezons atarebs wels. Anderas sul tramvebi aq da ravi me mgoni gaushvebs babu.
0
№4
ავტორი: GENIUS
19 მარტი 2013 11:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
მეც დიდი იმედი მაქ ძმებო მარა ბექჰემი რო 19-20 წლის იყო უკვე კლასს ატარებდა და კლევერლიმ როდისღა უნდა დაიწყოს??????? ვერაა ნაღდად ეხლა საკაიფო იგროკი :(((( კაგავა,კერიკი,კლევერლი,პაუელ
0
№5
ავტორი: I L C
19 მარტი 2013 11:12
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
საღოლ ავტორ მაგარიაა derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№6
ავტორი: Red Hooligan
19 მარტი 2013 11:23
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
პაუელი იზრდება გიჟი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№7
ავტორი: Amerigo
19 მარტი 2013 12:14
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
Red Hooligan,
ხოო მაგარი კაცია
0
№8
ავტორი: love united
19 მარტი 2013 14:07
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ტომის დარტყმა არაქვს?..ნიუკასლთან თამაში გაიხსენეთ...ფლეტჩი დაბრუნდება იმედია,სანდო კაცი იყო...
0
№9
ავტორი: Luka Gelashvili
19 მარტი 2013 14:12
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
love united,
როგორიც სქოულზს აქვს ჯერ-ჯერობით არ აქვს.. სქოულზი რაკეტასავით უშვებდა ბურთს lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№10
ავტორი: BERDI
19 მარტი 2013 14:34
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
TrueDeviL ,
მომავალი სქოულზი უნდა იყოს. საღოლ ძალიან კარგია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top