თბილისი:
მანჩესტერი:
14-03-2013, 21:54
ავტორი: Esi,
ნანახია: 3580,
კომენტარები: 34
"მანჩესტერ იუნაიტედის" შესაძლო საზაფხულო ტრანსფერები...
5 ფეხბურთელი,რომელიც ყველაზე მოთხოვნადია "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანებს შორის და რომლებმაც შესაძლოა ამ ზაფხულს „წითელი ეშმაკების“ მაისური მოირგოს...
ახლოვდება ზაფხული და ეს ის პერიოდია,როდესაც საფეხბურთო სამყაროში ნამდვილი ციებ-ცხელება მიმდინარეობს.ეს ის პერიოდია,როდესაც სატრანსფერო ფანჯარა გახსნილია და თითოეული კლუბი იბრძვის თავისი სასურველი ფეხბურთელისათვის.ამ სტატიაში შემოგთავაზებთ 5 ფეხბურთელს,რომლებიც ყველაზე მოთხოვნადია მანჩესტერ იუნაიტედის ფანებს შორის და რომლებმაც შესაძლოა ამ ზაფხულს „წითელი ეშმაკების“ მაისური მოირგოს...

5.ისკო (მალაგა,ესპანეთი)

"მანჩესტერ იუნაიტედის" შესაძლო საზაფხულო ტრანსფერები...
ისკო იმ ფეხბურთელების სიაშია,რომელიც შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედში ვიხილოთ შემდეგი სეზონიდან და ეს სავსებით შესაძლებელია თუ მანჩესტერ იუნაიტედმა მოისურვა ეს ტრანსფერი,რადგანაც მალაგადან იუნაიტედში გადასვლაზე არავინ იტყოდა უარს.ამ სეზონში ესპანელ შემტევ ნახევარმცველს ყველა სეზონში გატანილი აქვს 11 გოლი,ამ გოლებს შორისაა 3 ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი.ის ასევე იმ ფეხბურთელების რიცხვს ეკუთვნის,რომლებიც დღევანდელ ფეხბურთში იმედისმომცემნი გახლავთ.რამდენჯერმე გაჟღერდა პრესაში,რომ ისკო შესაძლოა იუნაიტედში აღმოჩენილიყო.ერთ-ერთმა ბრიტანულმა პრესამ Daily Star-მა კი განაცხადა გასულ წელს,რომ ისკო £16 მილიონად იუნაიტედი შეიძენდა ესპანელ შემტევს.ასევე ამ პრესაში გაჟღერდა,რომ სერ ალექს ფერგიუსონი ისკოში ხედავს ვეტერან ფეხბურთელის პოლ სკოულზის შემცვლელს.




4.გარეტ ბეილი(ტოტენჰემი,უელსი)

"მანჩესტერ იუნაიტედის" შესაძლო საზაფხულო ტრანსფერები...
ფეხბურთელი,რომელიც სავარაუდოდ ამ საზაფხულო სანტრანსფერო ფანჯრის დროს ყველაზე მოთხოვნადი იქნება,რადგანაც ის შესანიშნავ სეზონს ატარებს და ერთ-ერთ საუკეთესოსას თავის კარიერაში.უელსელი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ალბათ ფავორიტი მადრიდის რეალი იქნება,მაგრამ ამ უკანასკნელით ასევე მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდება,რომელიც უკვე წლებია,რაც ამ ფეხბურთელისთვის იბრძვის,მაგრამ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია,რომ ტოტენჰემი მზადაა ბეილის შესანარჩუნებლად მას ხელფასი გაუორმაგოს.ასევე საგულისხმოა ის ფაქტიც,რომ „წითელი ეშმაკების“ გულშემატკივრებს ძალიან უნდათ ბეილი თავიანთ საყვარელ კლუბში იხილონ.არავინ იცის რა მოხდება მომავალში,მაგრამ არაა გამორიცხული უელსელმა წითელი ფორმა,რომ მოირგოს.ამ სეზონში გარეტ ბეილი რობინ ვან პერსისთან და ლუის სუარესთან ერთად ერთ-ერთი ფავორიტია ამ სეზონის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოგების.




3.კევინ სტროტმანი(პ.ს.ვ ; ჰოლანდია)

"მანჩესტერ იუნაიტედის" შესაძლო საზაფხულო ტრანსფერები...
რა გასაკვირია თუ ამ სიაში პ.ს.ვ ეინდჰოვენის ნახევარმცველი კევინ სტროტმანი მოხვდა,რადგანაც ის ერთ-ერთი საუკეთესოა დღესდღეობით თავის პოზიციაზე და ამას მისი შესანიშნავი შეხვედრებიც მეტყველებს.იუნაიტედის გულშემატკივრების განცხადებით მას აქვს ყველა ის რეალური თვისება და აღნაგობა,რომელიც მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარდაცვას სჭირდება.ასევე თვითონ კლუბის მხვედველობის არედანაც არ გამქრალა ეს ფეხბურთელი,რადგანაც იუნაიტედით ამ უკანასკნელით რამდენი ხანია რაც დაინტერესებულია.დეკემბერში ბრიტანულმა გამომცემლობამ The Sun-მა განაცხადა,რომ სტროტმანი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო „წითელი ეშმაკებისა“ და მეტიც თუ ამავე წყაროს ინფორმაციას დავეყრდნობით მაშინ იუნაიტედი და არსენალი მზადაა £17 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთოს პ.ს.ვ ეინდჰოვენს.ზაფხული მალე მოახლოვდება და ალბათ სერ ალექს მოუწევს მალე მიიღოს გადაწყვეტილება დარჩება თუ არა კევინი ისევ მანჩესტერის ერთ-ერთ მთავარ სამიზნე?!




2.ხამეს როდრიგესი(პორტუ;კოლუმბია)

"მანჩესტერ იუნაიტედის" შესაძლო საზაფხულო ტრანსფერები...
რამდენიმე თვის უკან Daily Mail-მა განაცხადა,რომ მანჩესტერ იუნაიტედის სკაუტები დააკვირდნენ კოლუმბიერ ფეხბურთელს,რიუ ავესა და პორტუს შეხვედრაში.ამ უკანასკნელის სატრანსფერო თანხა კი £36 მილიონი გახლავთ.სწორედ ამ შეთავაზების შემდეგ განიხილავს კლუბი გადავა თუ არა როდრიგესი სხვა კლუბში.კოლუმბიელი შემტევი ნახევარმცველი იმედისმომცემ და პერსპექტიულ ფეხბურთელად არის შერაცხული და მას კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.რობინ ვან პერსისა და უეინ რუნისთან ერთად როდირგესი ალბათ შესანიშნავ ტრიოს შექმნის მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში.ასევე ისიც უნდა ავღნიშნოთ,რომ კოლუმბიაში ხამესი უკვე შერაცხეს „ახალ კარლოს ვანეამად“.ევროპელებმა კი მას „სამხრეთ ამერიკელი კრისტიანო რონალდო“ და „ახალი ნანი“ უწოდეს.




1.კრისტიანო რონალდო(მადრიდის რეალი;პორტუგალია)

"მანჩესტერ იუნაიტედის" შესაძლო საზაფხულო ტრანსფერები...
ფეხბურთელი,რომლის ტრანსფერიც ყველაზე ძალიან გაუხარდებათ იუნაიტედის გულშემატკივრებს ალბათ ბოლო მოვლენებიდან მაინც კრისტიანო რონალდოს მანჩესტერ იუნაიტედში ანუ „სახლში“ დაბრუნებაა.სწორედ ამ კლუბიდან გადავიდა ის 2009 წელს მადრიდის რეალში.ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ჭორი გავრცელდა იმის შესახებ,რომ რონალდოს იუნაიტედში დაბრუნება სურს და სწორედ ამიტომაც ის არ აწერს ახალ კონტრატს ხელს რეალთან.ასევე დაიწერა ისიც,რომ იუნაიტედმა უკვე გაუკეთა რეალს შეთავაზება რონალდოსთან დაკავშირებით და მეტიც მანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთი სპონსორი „ნაიკი“ მზადაა დაეხმაროს კლუბს რონალდოს ტრანსფერის განხორციელებაში.მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ სერ ბობი ჩარტონმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა,რომ რონალდო ოდესღაც აუცილებლად დაბრუნდება თავის „სახლში“.The Sun-თან ჩარტონმა განაცხადა:“მე ვარ მისი ფანი.მჯერა,რომ ის აუცილებლად დაბრუნდება იუნაიტედში“.ეს ყველაფერი ჯერ-ჯერობით ჭორის დონეზეა მაგრამ შეუძელებელი არაფერია!

სტატიები
34 კომენტარი
№21
ავტორი: red devil
15 მარტი 2013 08:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Beili da isco viyidot da sheucherebeli iqneba manu
0
№22
ავტორი: Amerigo
15 მარტი 2013 12:21
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
აქედან ისკო და ბეილი მინდა მაგრად დანარჩენი ესმაკსაც წაურია
0
№23
ავტორი: Esi
15 მარტი 2013 13:18
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
SAF,

ღამეშია უფრო მინაშვილის ნათარგმნი ვიდრე ხამესი :) მგონი მარტო ქართულ ანბანშია ასო "ღ" მეტი ინგლისურში არაა რუსულში არაა და არც ლათინურში და)) ასე,რომ სანამ რამეს დაწერდეთ გადაამოწმეთ რამდენად სწორია :) ღამეში lol

თუ ვცდემი მე მომიტევეთ პროსტა არამგონია კოლუმბიაში "ღ" ასო იცოდნენ საერთოდ lol
0
№24
ავტორი: Shako Jones
15 მარტი 2013 13:21
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ისკოს კარდა ნებისმიერი შესანიშნავი ტრანსფერია ! უფროსწორად სრულყოფილი <3
0
№25
ავტორი: gilmour
15 მარტი 2013 13:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
SAF,
ეგ ღამეში სერიოზულად თქვი??? wink
თუმცა ხამეს როდრიგესი-ც არაა ნაკლები საშინელება:)))
დაწერეთ რა ჯეიმსი :)

თუ რონალდუ არ დაბრუნდება იყოს ბეილი "ჯანდაბას" wink
0
№26
ავტორი: Esi
15 მარტი 2013 13:34
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
gilmour,

კოლუმბიაში ესპანური ენაა და რიავიცი ყველა ხამესას ეძახის თორემ დაილოცოს ჯეიმსი)))
0
№27
ავტორი: gilmour
15 მარტი 2013 15:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
Esi,
ისევ ჯეიმსი დავუძახოთ ერთი მაგათი ესპანურიც, ბარემ ხამსა დაუძახონ:)))
0
№28
ავტორი: Red Hooligan
15 მარტი 2013 15:52
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
სტროტმანია ყველაზე საჭირო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№29
ავტორი: Van.Persi
15 მარტი 2013 16:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
რონალდომ:
აქ ისწავლა თამაში
აქ აიდგა ფეხი
აქ აიწყო კარიერა, გააგრძელა რეალში

რონალდო ეს შენი სახლია დაგვიბრუნდიიიი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I love Manchester United, ​​as well Barcelona
№30
ავტორი: Zizou
15 მარტი 2013 17:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
მართლა რა კაი სიაა, მომეწონა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top