თბილისი:
მანჩესტერი:
14-03-2013, 21:54
ავტორი: Esi,
ნანახია: 3581,
კომენტარები: 34
"მანჩესტერ იუნაიტედის" შესაძლო საზაფხულო ტრანსფერები...
5 ფეხბურთელი,რომელიც ყველაზე მოთხოვნადია "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანებს შორის და რომლებმაც შესაძლოა ამ ზაფხულს „წითელი ეშმაკების“ მაისური მოირგოს...
ახლოვდება ზაფხული და ეს ის პერიოდია,როდესაც საფეხბურთო სამყაროში ნამდვილი ციებ-ცხელება მიმდინარეობს.ეს ის პერიოდია,როდესაც სატრანსფერო ფანჯარა გახსნილია და თითოეული კლუბი იბრძვის თავისი სასურველი ფეხბურთელისათვის.ამ სტატიაში შემოგთავაზებთ 5 ფეხბურთელს,რომლებიც ყველაზე მოთხოვნადია მანჩესტერ იუნაიტედის ფანებს შორის და რომლებმაც შესაძლოა ამ ზაფხულს „წითელი ეშმაკების“ მაისური მოირგოს...

5.ისკო (მალაგა,ესპანეთი)

"მანჩესტერ იუნაიტედის" შესაძლო საზაფხულო ტრანსფერები...
ისკო იმ ფეხბურთელების სიაშია,რომელიც შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედში ვიხილოთ შემდეგი სეზონიდან და ეს სავსებით შესაძლებელია თუ მანჩესტერ იუნაიტედმა მოისურვა ეს ტრანსფერი,რადგანაც მალაგადან იუნაიტედში გადასვლაზე არავინ იტყოდა უარს.ამ სეზონში ესპანელ შემტევ ნახევარმცველს ყველა სეზონში გატანილი აქვს 11 გოლი,ამ გოლებს შორისაა 3 ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი.ის ასევე იმ ფეხბურთელების რიცხვს ეკუთვნის,რომლებიც დღევანდელ ფეხბურთში იმედისმომცემნი გახლავთ.რამდენჯერმე გაჟღერდა პრესაში,რომ ისკო შესაძლოა იუნაიტედში აღმოჩენილიყო.ერთ-ერთმა ბრიტანულმა პრესამ Daily Star-მა კი განაცხადა გასულ წელს,რომ ისკო £16 მილიონად იუნაიტედი შეიძენდა ესპანელ შემტევს.ასევე ამ პრესაში გაჟღერდა,რომ სერ ალექს ფერგიუსონი ისკოში ხედავს ვეტერან ფეხბურთელის პოლ სკოულზის შემცვლელს.




4.გარეტ ბეილი(ტოტენჰემი,უელსი)

"მანჩესტერ იუნაიტედის" შესაძლო საზაფხულო ტრანსფერები...
ფეხბურთელი,რომელიც სავარაუდოდ ამ საზაფხულო სანტრანსფერო ფანჯრის დროს ყველაზე მოთხოვნადი იქნება,რადგანაც ის შესანიშნავ სეზონს ატარებს და ერთ-ერთ საუკეთესოსას თავის კარიერაში.უელსელი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ალბათ ფავორიტი მადრიდის რეალი იქნება,მაგრამ ამ უკანასკნელით ასევე მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდება,რომელიც უკვე წლებია,რაც ამ ფეხბურთელისთვის იბრძვის,მაგრამ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია,რომ ტოტენჰემი მზადაა ბეილის შესანარჩუნებლად მას ხელფასი გაუორმაგოს.ასევე საგულისხმოა ის ფაქტიც,რომ „წითელი ეშმაკების“ გულშემატკივრებს ძალიან უნდათ ბეილი თავიანთ საყვარელ კლუბში იხილონ.არავინ იცის რა მოხდება მომავალში,მაგრამ არაა გამორიცხული უელსელმა წითელი ფორმა,რომ მოირგოს.ამ სეზონში გარეტ ბეილი რობინ ვან პერსისთან და ლუის სუარესთან ერთად ერთ-ერთი ფავორიტია ამ სეზონის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოგების.




3.კევინ სტროტმანი(პ.ს.ვ ; ჰოლანდია)

"მანჩესტერ იუნაიტედის" შესაძლო საზაფხულო ტრანსფერები...
რა გასაკვირია თუ ამ სიაში პ.ს.ვ ეინდჰოვენის ნახევარმცველი კევინ სტროტმანი მოხვდა,რადგანაც ის ერთ-ერთი საუკეთესოა დღესდღეობით თავის პოზიციაზე და ამას მისი შესანიშნავი შეხვედრებიც მეტყველებს.იუნაიტედის გულშემატკივრების განცხადებით მას აქვს ყველა ის რეალური თვისება და აღნაგობა,რომელიც მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარდაცვას სჭირდება.ასევე თვითონ კლუბის მხვედველობის არედანაც არ გამქრალა ეს ფეხბურთელი,რადგანაც იუნაიტედით ამ უკანასკნელით რამდენი ხანია რაც დაინტერესებულია.დეკემბერში ბრიტანულმა გამომცემლობამ The Sun-მა განაცხადა,რომ სტროტმანი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო „წითელი ეშმაკებისა“ და მეტიც თუ ამავე წყაროს ინფორმაციას დავეყრდნობით მაშინ იუნაიტედი და არსენალი მზადაა £17 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთოს პ.ს.ვ ეინდჰოვენს.ზაფხული მალე მოახლოვდება და ალბათ სერ ალექს მოუწევს მალე მიიღოს გადაწყვეტილება დარჩება თუ არა კევინი ისევ მანჩესტერის ერთ-ერთ მთავარ სამიზნე?!




2.ხამეს როდრიგესი(პორტუ;კოლუმბია)

"მანჩესტერ იუნაიტედის" შესაძლო საზაფხულო ტრანსფერები...
რამდენიმე თვის უკან Daily Mail-მა განაცხადა,რომ მანჩესტერ იუნაიტედის სკაუტები დააკვირდნენ კოლუმბიერ ფეხბურთელს,რიუ ავესა და პორტუს შეხვედრაში.ამ უკანასკნელის სატრანსფერო თანხა კი £36 მილიონი გახლავთ.სწორედ ამ შეთავაზების შემდეგ განიხილავს კლუბი გადავა თუ არა როდრიგესი სხვა კლუბში.კოლუმბიელი შემტევი ნახევარმცველი იმედისმომცემ და პერსპექტიულ ფეხბურთელად არის შერაცხული და მას კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.რობინ ვან პერსისა და უეინ რუნისთან ერთად როდირგესი ალბათ შესანიშნავ ტრიოს შექმნის მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში.ასევე ისიც უნდა ავღნიშნოთ,რომ კოლუმბიაში ხამესი უკვე შერაცხეს „ახალ კარლოს ვანეამად“.ევროპელებმა კი მას „სამხრეთ ამერიკელი კრისტიანო რონალდო“ და „ახალი ნანი“ უწოდეს.




1.კრისტიანო რონალდო(მადრიდის რეალი;პორტუგალია)

"მანჩესტერ იუნაიტედის" შესაძლო საზაფხულო ტრანსფერები...
ფეხბურთელი,რომლის ტრანსფერიც ყველაზე ძალიან გაუხარდებათ იუნაიტედის გულშემატკივრებს ალბათ ბოლო მოვლენებიდან მაინც კრისტიანო რონალდოს მანჩესტერ იუნაიტედში ანუ „სახლში“ დაბრუნებაა.სწორედ ამ კლუბიდან გადავიდა ის 2009 წელს მადრიდის რეალში.ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ჭორი გავრცელდა იმის შესახებ,რომ რონალდოს იუნაიტედში დაბრუნება სურს და სწორედ ამიტომაც ის არ აწერს ახალ კონტრატს ხელს რეალთან.ასევე დაიწერა ისიც,რომ იუნაიტედმა უკვე გაუკეთა რეალს შეთავაზება რონალდოსთან დაკავშირებით და მეტიც მანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთი სპონსორი „ნაიკი“ მზადაა დაეხმაროს კლუბს რონალდოს ტრანსფერის განხორციელებაში.მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ სერ ბობი ჩარტონმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა,რომ რონალდო ოდესღაც აუცილებლად დაბრუნდება თავის „სახლში“.The Sun-თან ჩარტონმა განაცხადა:“მე ვარ მისი ფანი.მჯერა,რომ ის აუცილებლად დაბრუნდება იუნაიტედში“.ეს ყველაფერი ჯერ-ჯერობით ჭორის დონეზეა მაგრამ შეუძელებელი არაფერია!

სტატიები
34 კომენტარი
№11
ავტორი: RVP (20)
14 მარტი 2013 22:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
კრისტიანო, დაბრუნდი სახლში რა derphappycry
0
№12
ავტორი: manutd-14
14 მარტი 2013 22:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
კაი ხალხია
0
№13
ავტორი: M . U . F . C
14 მარტი 2013 22:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 199
კარგია მაგრამ ლევანდოვსკი დაგავიწყდა ავტორ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ - ალექს ფერგიუსონი: - კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე "
№14
ავტორი: love united
14 მარტი 2013 22:47
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
არა ყველაზე მეტად მაინც სტროტმანი მინდა... love
0
№15
ავტორი: Esi
14 მარტი 2013 22:57
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
5 ფეხბურთელი,რომელიც ყველაზე მოთხოვნადია "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანებს შორის

სათაურს მაინც დაუკვირდით იმათ ვინც ლევანდოვსკის ითხოვთ areyoukiddingme
0
№16
ავტორი: TrueRed
14 მარტი 2013 23:43
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
yvela dzaan magariiaa, magram ronii sul sxvaa <3 chemii ronii
0
№17
ავტორი: I L C
15 მარტი 2013 00:06
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ისკო ყველაზე რეალურია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№18
ავტორი: SAF
15 მარტი 2013 00:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ამ ბიჭს ღამეშ როდრიგესი ჰქვია რით ვერ გაიგეთ ტო?


მოშორდით ცოტა მინაშვილის თარგმანს fuckthatbitch

ღამეში გვინდა და ამ კევინაზეც იმდენი ხანი მიდის ბაზარი ალბათ ვიყიდით..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№19
ავტორი: Count Alucard
15 მარტი 2013 01:19
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ჩემი აზრით, ნანი უნდა გავყიდოთ, ვალნსიაც მივაყოლოთ, იანგიც, ვიყიდოთ ისკო და ბეილი, დაცვაში ჰუმელსი და ძალაინ კარგი იქნება. მე პირადად ამ სეზონში ჩამოთვლილი სამეულიდან არცერთი მომწონს, იანგი საერთოდ რატო ვიყიდეთ საკითხავი ეგაა.
0
№20
ავტორი: don_vini
15 მარტი 2013 01:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
მივესალმებიი ყვეალს ტრანსფერს.რონი კიდევ სხვა განზომილებააა smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top