თბილისი:
მანჩესტერი:
8-07-2023, 17:40
ავტორი: kikala,
ნანახია: 1946,
კომენტარები: 23
ერა დასრულდა
დე ხეა "იუნაიტედს" დაემშვიდობა
ერა დასრულდა
დავიდ დე ხეამ, რომელსაც ,,წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა, გუნდიდან წასვლის შესახებ განაცხადა:

"ეს გზავნილია "იუნაიტედის" ყველა გულშემატკივრისთვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელსაც თქვენგან 12 წლის განმავლობაში ვგრძნობდი. როცა, სერ ალექსმა გუნდში მომიყვანა ვერ წარმოვიდგენდი ერთად ამდენს თუ მივაღწევდით.

წარმოუდგენელ სიამაყეს ვგრძნობდი ყოველ ჯერზე, როცა ამ მაისურს ვიცვამდი, როცა მოედანზე გამოვდიოდი გუნდის რიგებში, ამ სტრუქტურის, მსოფლიოს უდიდესი კლუბის წარმომადგენლობა იყო პატივი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე იღბლიან მოთამაშეს ხვდა წილად.

ეს ჩემს კარიერაში დაუვიწყარი ეპიზოდი იყო. ახლა საუკეთესო პერიოდია იმისთვის, რომ ახალი გამოწვევები მივიღო და საკუთარი თავი ახალ გარემოში გამოვცადო. "მანჩესტერ იუნაიტედი" ყოველთვის ჩემს გულში იქნება"
– დაწერა დე ხეამ სოციალურ ქსელში.

დევიდ დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედს" მადრიდის "ატლეტიკოდან" 2011 წელს შეუერთდა. ესპანელმა კიპერმა "წითლებთან" ერთად პრემიერლიგის, ინგლისის თასის, ლიგის თასის (2-ჯერ), სუპერთასისა (3-ჯერ) და ევროპა ლიგის მოგება შეძლო. ამ ერიოდის განმავლობაში დევიდმა "მანჩესტერის" ღირსება 545 მატჩში დაიცვა.
სხვა
23 კომენტარი
№21
ავტორი: PaLoMo
9 ივლისი 2023 18:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Kate
ციტატა: PaLoMo
მაო.
მაგრამ გრინვუდი ერჩი მაშინ როცა გაამართლეს და უდანაშაულოდ სცნეს.ალბათ ეს მაინც ქალური სოლიდარობა მისი ყოფილი

არა არ ცდებით მანდილოსანი ვარ. და არა ქალური სოლიდარობა არაა-მისი ყოფილისადმი განსაკუთრებით, რადგან ეს ყოფილი არც ისე ყოფილია, მისგან ბავშვს ელოდება და დაქორწინებას გეგმავენ.
ერთი რაც გეშლება ისაა რომ გრინვუდი არავის გაუმართლებია-გამართლება ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილბას, და მანდ სასამართლო არ ყოფილა, ბრალდება მოხსნეს იმიტომ რომ მთავარმა მოწმემ ჩვენება შეცვალა, აბა გამოიცანი მთავარი მოწმე ვინაა? აი ეგ "ყოფილი" თუ არც ისე ყოფილი-შეცვალა იმიტომ რომ "აპატია" ანუ ეს გამართლება არაა-ის აუდიოც და ფოტოებიც ისევ ძალაშია.
დე ხეაზე წინ რომ არის გასაშვებები მაგაში გეთანხმები-სხვათა შორის ყვლა ტრანსფერზეა დაყენებული-მაგრამ არავის არ უნდა. კონტრაქტი რომ გათავებოდათ დეხეასავით ისინიც წასულები იქნებოდნენ. და დათუნას რაც შეეხება კი ოდესღაც შეიძლება საუკეთესო იყო.ახლა საშუალო დონისაა. სხვათა შორის კონკურენციის არ ქონამ დათვური სამსახური გაუწია დათუნას

ნუ გრინვუდზე ბოლო დეტალები არვიცი თუმცა გიგზმა რაც გააკეთა მაგაზე დიდი დანაშაული არ აქვს ჩემი აზრით და მე მაინც მინდა რომ ათამაშდეს და აქ იყოს.
ნუ დედას ამბავის მეც გეთანხმები რომ კონკურენტი არ ყავდა ისეთი ვინც მოდუნების საშუალებას არ მისცემდა და ამანაც განაპირობა ჩავარდნები.ნუ თუ უშვებდნენ მაშინ ნორმალურად უნდა გაეცილებინათ +ამას ონანა კი არა ვინმე უფრო მაღალი დონის მეკარე მოეყვანათ...მაგალითად ობლაკი ონანას ბევრად სჯობს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№22
ავტორი: Kate
9 ივლისი 2023 23:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 501

გიგზს არავისზე უძალადია. მორალურად რა თქმა უნდა საზიზღრობა იყო მაგრამ ძალადობა არ ყოფილა. დანაშაული არ ყოფილა.ხაზი სწორედ მანდ გადის.
რაც შეეხება ობლაკს არ ვიცი შეიძლება ეგ უნდა მოეყვანათ, მაგრამ ტენ ჰაგს მისდევენ, და ტენ ჰაგს ონანასთან აქვს ნამუშევარი და იცნობს ალბათ. მე რომ არ მოვატყუოთ არც ონანა ვიცი მაინც და მაინც და არც ობლაკი. აი ონანას თუ მართლა მოიყვანენ შევხედავ და ვიმსჯელოთ და ვაკრიტიკოთ მერე
0
№23
ავტორი: Old Red Devil
10 ივლისი 2023 06:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
დავით ბუბლიკაჭამია... არადა როგორ მეგონა რომ ედვინის შემდეგ კუშჩაკი გახდებოდა ძირითადის მეკარე.მაგრამ დევიდმა პირველი ჩასვრილი სეზონის მერე ისეთი აბაროტები აიღოოო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top