თბილისი:
მანჩესტერი:
16-10-2022, 14:07
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1126,
კომენტარები: 22
შესაძლო ტრანსფერი იტალიიდან
კლუბი თავდამსხმელის დამატებას შეეცდება.
შესაძლო ტრანსფერი იტალიიდან
იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მილანის "ინტერის" თავდამსხმელის ლაუტარო მარტინესის შეძენით არის დაინტერესებული.

ზემოაღნიშნული წყაროს ცნობით, "ოლდ ტრაფორდელებმა" მილანური კლუბიდან შესაძლო ტრანსფერის შესახებ მუშაობა უკვე დაიწყეს.

ამასთანავე აღნიშნულია, რომ 25 წლის არგენტინელი ჯერ კიდევ არ არის მზად სხვა გუნდების შემოთავაზებების განსახილველად, რადგან მთლიანად კონცენტრირებულია "ნერაძურიში" ასპარეზობაზე. თუმცა რა მოხდება მომავალში უცნობია.

მარტინესის მოქმედი კონტრაქტი "ინტერთან" 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში. პორტალი Transfermarkt არგენტინის ნაკრების ფეხბურთელს 75 მილიონ ევროდ აფასებს.

მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა 13 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი "ინტერის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს.


რა აზრის ხართ შესაძლო ტრანსფერზე?

დადებითი
უარყოფითი

ჭორები
22 კომენტარი
№21
ავტორი: Mishiko82
17 ოქტომბერი 2022 17:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
არაა ცუდი არჩევანი მაგრამ მე მაინც ოსიმენი მირჩევნია.
0
№22
ავტორი: SANDROGRIGA
19 ოქტომბერი 2022 10:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ოსიმენი მართლა კარგი იქნებოდა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top