იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მილანის "ინტერის" თავდამსხმელის ლაუტარო მარტინესის შეძენით არის დაინტერესებული.
ზემოაღნიშნული წყაროს ცნობით, "ოლდ ტრაფორდელებმა" მილანური კლუბიდან შესაძლო ტრანსფერის შესახებ მუშაობა უკვე დაიწყეს.
ამასთანავე აღნიშნულია, რომ 25 წლის არგენტინელი ჯერ კიდევ არ არის მზად სხვა გუნდების შემოთავაზებების განსახილველად, რადგან მთლიანად კონცენტრირებულია "ნერაძურიში" ასპარეზობაზე. თუმცა რა მოხდება მომავალში უცნობია.
მარტინესის მოქმედი კონტრაქტი "ინტერთან" 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში. პორტალი Transfermarkt არგენტინის ნაკრების ფეხბურთელს 75 მილიონ ევროდ აფასებს.
მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა 13 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი "ინტერის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს.