თბილისი:
მანჩესტერი:
12-06-2021, 15:52
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2345,
კომენტარები: 23
სანჩოზე ისევ პრობლემა შეიქმნა
"დორტმუნდმა" ისევ უარი თქვა და ფასი კვლავ 100 მილიონამდე გაზარდა.
სანჩოზე ისევ პრობლემა  შეიქმნა
"მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურად ცდილობს სანჩოს გაფორმებას, თუმცა გერმანული კლუბი უკვე საკმაოდ მომაბეზრებლად იქცევა. პირველი 78 მილიონიანი შეთავაზების უარყოფის შემდეგ, "იუნაიტედმა" 87 მილიონიანი შეთავაზება გაგზავანა, თუმცა კვლავ უარი მიიღო და ამჯერად უკვე 13 მილიონით მეტი მოითხოვა.

ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანონ გუშინ დაწერა, რომ სანჩოსთან ყველაფერი შეთანხმებულია და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა "წითელმა ეშმაკებმა" ტრანსფერი უნდა გააოფიციალურონ. რომანოს ინფორმაციით ასევე ცნობილი გახდა, რომ სანჩოს ხელფასი თვეში 1.4 მილიონი ფუნტი იქნება.

თუმცა დღეს გავლენიანმა Sky Sports - მა დაწერა, რომ კლუბები ისევ ვერ შეთანხმდნენ და მოლპარაკებები კვლავ გრძელდება.

წინა წელსაც ანალოგიური სიტუაცია იყო, ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები იყო შეთანხმებული, თუმცა მაშინ გერნმანულმა კლუბმა არცერთი შეთავაზება არ მიიღო.
ჭორები
23 კომენტარი
№21
ავტორი: Rooni
13 ივნისი 2021 18:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
ციტატა: Old Red Devil
მე კი წამით არ მჯერა რომ ეს გადმოვა..3 მარტივი მიზეზის გამო.ჯერ 1 ძვირია და არ ღირს ეგ ფასი, 2 ის რომ დიალო და პელისტრი ყავს გუნდს ასევე გრინვუდი. 3 თავად თქვა ჩელსის ფანია.ნუ კიდე ბევრი მიზეზია.საყიდელი თუ იყო და თუკი ოლეგს მართლა უნდოდა იყიდიდნენ.ოლე არაა იმის ჩიტი რომ 100 მაგ ფეხბურთელში ჩადოს.მბაპე ეგ არაა და ნეიმარი.

რა ჩელსის ფანია წინა სეზონზეც სანჩოსთან შეთანხმებული იყო ყველაფერი ტიპს ისე უნდა გადმოსვლა რაის ჩელსი
0
№22
ავტორი: Mishiko82
13 ივნისი 2021 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ეს დორტმუნდიც რაიოლას სტილში მუშაობს რაც შეიძლება მეტი ფული გამოსძალოს გუნდებს, რეალურად რომ შევხედოთ სანჩო კარგი ფეხბურთელია მაგრამ ჯერ არაფრისთვის მიუღწევია და ასეთი ასტრონომიური თანხა არ უნდა ღირდეს, ჩემი აზრიდ სანჩო 70 მილიონზე მეტი არ უნდა ღირდეს, 100 მილიონი ნამეტარი გაბერილი თანხაა, უნდა შექმნას უეფამ და ფიფამ რაღაც ზღვარი, ლიმიტი ფასებზე თორემ 30-40-მილიონს გუნდები ფულს არ ეძახიან.
0
№23
ავტორი: Phil Jones
14 ივნისი 2021 11:51
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ამ ინგლისის ჩემპიონობა არ შეიძლება, ეს იქნება ფეხბურთის საბოლოოდ სიკვდილი, იტალია რო იტალიაა ის უკეთეს ფეხბურთს თამაშიბს სამწუხაროდ...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top