"მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურად ცდილობს სანჩოს გაფორმებას, თუმცა გერმანული კლუბი უკვე საკმაოდ მომაბეზრებლად იქცევა. პირველი 78 მილიონიანი შეთავაზების უარყოფის შემდეგ, "იუნაიტედმა" 87 მილიონიანი შეთავაზება გაგზავანა, თუმცა კვლავ უარი მიიღო და ამჯერად უკვე 13 მილიონით მეტი მოითხოვა.
ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანონ გუშინ დაწერა, რომ სანჩოსთან ყველაფერი შეთანხმებულია და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა "წითელმა ეშმაკებმა" ტრანსფერი უნდა გააოფიციალურონ. რომანოს ინფორმაციით ასევე ცნობილი გახდა, რომ სანჩოს ხელფასი თვეში 1.4 მილიონი ფუნტი იქნება.
თუმცა დღეს გავლენიანმა Sky Sports - მა დაწერა, რომ კლუბები ისევ ვერ შეთანხმდნენ და მოლპარაკებები კვლავ გრძელდება.
წინა წელსაც ანალოგიური სიტუაცია იყო, ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები იყო შეთანხმებული, თუმცა მაშინ გერნმანულმა კლუბმა არცერთი შეთავაზება არ მიიღო.