თბილისი:
მანჩესტერი:
16-10-2012, 20:22
ავტორი: Mike,
ნანახია: 2809,
კომენტარები: 25
ოცნებათა თეატრი
ცოტა რამ "ოლდ ტრაფორდზე"
ოცნებათა თეატრი
„მანჩესტერ იუნაიტედის“ სიდიადე ყველას კარგად მოეხსენება, მაგრამ ეს უბრალოდ ვარსკვლავების და მილიონერი ფეხბურთელების კლუბი არ გახლავთ. არის კიდევ ბევრი რამ, რაც „მანიუსა“ და „ოლდ ტრაფორდს“ განსაკუთრებულს ხდის და სხვა კლუბებისგან ანსხვავებს.მინდა მოკლედ შემოგთავაზოთ რამდენიმე საყურადღებო, საინტერესო და სახალისო ინფორმაცია.
******* სტადიონი
ამ დროისთვის „ოცნებათა თეატრის“ მოცულობა 68 109 ადგილს შეადგენს. ჩრდილოეთ ტრიბუნა შეიჩავს 4000 ტონა რკინასა და 4500 ბეტონს.სტადიონზე 47 მამაკაცის და 34 ქალის საპირფარეშოა.მთლიანობაში „ოლდ ტრაფორდს“ 80 გასასვლელი აქვს. ასევე არის 8 სამედიცინო ოთახი, 48 სასადილო და 4 ათასი ავტომობილის გასაჩერებელი ადგილი.
საკვები და სასმელი
მატჩის დღეს დაახლოებით 200 კაცი მუშაობს სასადილოებში და სწრაფი კვების ობიექტებში. 135 წუთის მანძილზე,რომელიც სტადიონზე გულშემატკივართა ყოფნას ითვალისწინებს, 55 ათასი დასახელების საკვები და სასმელი იყიდება. თამაშის დღეს დაახლოებით 1000 ნამცხვარი იჭმევა (2500 ტონა) შესვენებაზე კი ერთდროულად 356 „პეპსი“ და 180 ფინჯანი ყავა ერთდროულად ისხმევა.
******** გულშემატკივრები
ყოველწლიურად დაახლოებით 34 ათასი აბონიმენტი იყიდება. ხოლო ONE UNITED_ის წევრებს 18 ათასი ბილეთი ეძლევათ საშინაო მატჩებზე დასასწრებად. დაახლოებით 3000 ქომაგი, რომელიც ყოველ მატჩს ესწრება 16 წელზე უმცროსი ასაკისაა.მოწინააღმდეგე გუნდის მაქსიმუმ 3064 ფანს შეუძლია დაესწროს „ოლდ ტრაფორდზე“ მატჩს.
*******მინდორი
მოედნის სიგრძე 105 მ_ია ,სიგანე 68. ოთხ მინდორს („ოლდ ტრაფორდი“ საწვრთნელი ბაზა კერინგტონში,ლითლონ როუდსა და კლიფში) 15 ზედამხედველი ჰყავს. ორ მსახურს ნახევარი საათი წირდებათ რათა გაზონი გაკრიჭონ.ზაფხულში ყოველდღიურად კრიჭავენ, ზამთარში სამ კვირაში ერთხელ. ბალახს ყოველი მატჩის წინ რწყავენ, ხოლო დრენაჟს ყველა თამაშის შემდეგ ცვლიან.
******* სხვადასხვა
სერ მეტ ბასბის ბრინჯაოს ქანდაკება „ოლდ ტრაფორდის“ წინ 1996 წელს დაიდგა და შიგნით ორი ტომარა შარფებია მოთავსებული, რომელიც ფანებმა მისი სიკვდილის შემდეგ დატოვეს. სხვა სტადიონებთან შედარებით „ოცნებათა თეატრი“ ყველაზე მეტ ფილმშია ნაჩვენები (Hell is City 1960, Billy Liar 1963.Charlie Bubbles 1968,The Lovers 1972,Manchester Death warrant 1990, Best-The movie 2000,Manchester United Beyond The Promised Land 2000). ყველასთვის კარგად ცნობილი მიუნხენური საათი მოთავსებულია სტადიონის სამხრეთ აღმოსავლეთ ტრიბუნსათან,რომელიც 1958 წელს მიუნხენში მომხდარ ავიაკატასტროფას ახსენებს ფანებს,რომელშიც „იუნაიტედის“ 8 ფეხბურთელი დაიღუპა. ეს საათი მხოლოდ ერთხელ, 1988 წლის ექვს თებერვალს გაჩერდა, ანუ კატასტროფიდან ზუსტად 30 წლის შემდეგ.
1909 წელს ასოციაციის თასზე გამარჯვების აღნიშვნა ვერ გადაიტანა კლუბის თილისმა, თხა „ბილიმ“,რომელიც ალკოჰოლურ მოწამვლას გადაყვა. ერთხელ კი „იუნაიტედში“ ვირს უცხოვრია. კლუბის წიგნებში, რომელიც 1923 წლის იანვრით თარიღდება, ვკითხულობთ: „ვირს აღარ შეუძლია მინდორზე სამუშაოს გაწევა,თუ ეს შესაძლებელია,უნდა ვიპოვოთ ახალი სახედარი“. თუ რა სახის საქმე ეკისრებოდა ცხოველს გაურკვეველია.

სპეციალურად Redarmy.ge_სთვის
სტატიები
25 კომენტარი
№21
ავტორი: Amanda Seyfried
16 ოქტომბერი 2012 22:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
რაღაცნაირად მაგარი სტადიონი გვაქვს :)
0
№22
ავტორი: love united
16 ოქტომბერი 2012 22:16
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
აქ როგორ მინდა ოლდ ტრაფორდზე მოხვედრა... love ჩემი ნათესავი იყო ლივერპულს 2-1 რომ მოვუგეთ რუნის და პარკის გოლებით აი მაგ თამაშზე...
0
№23
ავტორი: BERDI
16 ოქტომბერი 2012 22:22
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ ავტორ. ბიჭები ყველას გისურვებთ ერთხელ მაინც ოლდ ტრაფორდზე მისვლას. bully
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№24
ავტორი: SAF
17 ოქტომბერი 2012 12:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
დიდებული არენაა თუ 96 ათასიანი გახდება უფრო მაგარი იქნება მაგრამ ეგ 112 მილიონი ჯდება დათვლილი აქვთ როგორც ვიცი 2014 წელს იწყება მაგ ფლიგელის დამატება..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№25
ავტორი: w.rooney
18 ოქტომბერი 2012 17:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 102
sagor avtor
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top