თბილისი:
მანჩესტერი:
16-10-2012, 20:22
ავტორი: Mike,
ნანახია: 2809,
კომენტარები: 25
ოცნებათა თეატრი
ცოტა რამ "ოლდ ტრაფორდზე"
ოცნებათა თეატრი
„მანჩესტერ იუნაიტედის“ სიდიადე ყველას კარგად მოეხსენება, მაგრამ ეს უბრალოდ ვარსკვლავების და მილიონერი ფეხბურთელების კლუბი არ გახლავთ. არის კიდევ ბევრი რამ, რაც „მანიუსა“ და „ოლდ ტრაფორდს“ განსაკუთრებულს ხდის და სხვა კლუბებისგან ანსხვავებს.მინდა მოკლედ შემოგთავაზოთ რამდენიმე საყურადღებო, საინტერესო და სახალისო ინფორმაცია.
******* სტადიონი
ამ დროისთვის „ოცნებათა თეატრის“ მოცულობა 68 109 ადგილს შეადგენს. ჩრდილოეთ ტრიბუნა შეიჩავს 4000 ტონა რკინასა და 4500 ბეტონს.სტადიონზე 47 მამაკაცის და 34 ქალის საპირფარეშოა.მთლიანობაში „ოლდ ტრაფორდს“ 80 გასასვლელი აქვს. ასევე არის 8 სამედიცინო ოთახი, 48 სასადილო და 4 ათასი ავტომობილის გასაჩერებელი ადგილი.
საკვები და სასმელი
მატჩის დღეს დაახლოებით 200 კაცი მუშაობს სასადილოებში და სწრაფი კვების ობიექტებში. 135 წუთის მანძილზე,რომელიც სტადიონზე გულშემატკივართა ყოფნას ითვალისწინებს, 55 ათასი დასახელების საკვები და სასმელი იყიდება. თამაშის დღეს დაახლოებით 1000 ნამცხვარი იჭმევა (2500 ტონა) შესვენებაზე კი ერთდროულად 356 „პეპსი“ და 180 ფინჯანი ყავა ერთდროულად ისხმევა.
******** გულშემატკივრები
ყოველწლიურად დაახლოებით 34 ათასი აბონიმენტი იყიდება. ხოლო ONE UNITED_ის წევრებს 18 ათასი ბილეთი ეძლევათ საშინაო მატჩებზე დასასწრებად. დაახლოებით 3000 ქომაგი, რომელიც ყოველ მატჩს ესწრება 16 წელზე უმცროსი ასაკისაა.მოწინააღმდეგე გუნდის მაქსიმუმ 3064 ფანს შეუძლია დაესწროს „ოლდ ტრაფორდზე“ მატჩს.
*******მინდორი
მოედნის სიგრძე 105 მ_ია ,სიგანე 68. ოთხ მინდორს („ოლდ ტრაფორდი“ საწვრთნელი ბაზა კერინგტონში,ლითლონ როუდსა და კლიფში) 15 ზედამხედველი ჰყავს. ორ მსახურს ნახევარი საათი წირდებათ რათა გაზონი გაკრიჭონ.ზაფხულში ყოველდღიურად კრიჭავენ, ზამთარში სამ კვირაში ერთხელ. ბალახს ყოველი მატჩის წინ რწყავენ, ხოლო დრენაჟს ყველა თამაშის შემდეგ ცვლიან.
******* სხვადასხვა
სერ მეტ ბასბის ბრინჯაოს ქანდაკება „ოლდ ტრაფორდის“ წინ 1996 წელს დაიდგა და შიგნით ორი ტომარა შარფებია მოთავსებული, რომელიც ფანებმა მისი სიკვდილის შემდეგ დატოვეს. სხვა სტადიონებთან შედარებით „ოცნებათა თეატრი“ ყველაზე მეტ ფილმშია ნაჩვენები (Hell is City 1960, Billy Liar 1963.Charlie Bubbles 1968,The Lovers 1972,Manchester Death warrant 1990, Best-The movie 2000,Manchester United Beyond The Promised Land 2000). ყველასთვის კარგად ცნობილი მიუნხენური საათი მოთავსებულია სტადიონის სამხრეთ აღმოსავლეთ ტრიბუნსათან,რომელიც 1958 წელს მიუნხენში მომხდარ ავიაკატასტროფას ახსენებს ფანებს,რომელშიც „იუნაიტედის“ 8 ფეხბურთელი დაიღუპა. ეს საათი მხოლოდ ერთხელ, 1988 წლის ექვს თებერვალს გაჩერდა, ანუ კატასტროფიდან ზუსტად 30 წლის შემდეგ.
1909 წელს ასოციაციის თასზე გამარჯვების აღნიშვნა ვერ გადაიტანა კლუბის თილისმა, თხა „ბილიმ“,რომელიც ალკოჰოლურ მოწამვლას გადაყვა. ერთხელ კი „იუნაიტედში“ ვირს უცხოვრია. კლუბის წიგნებში, რომელიც 1923 წლის იანვრით თარიღდება, ვკითხულობთ: „ვირს აღარ შეუძლია მინდორზე სამუშაოს გაწევა,თუ ეს შესაძლებელია,უნდა ვიპოვოთ ახალი სახედარი“. თუ რა სახის საქმე ეკისრებოდა ცხოველს გაურკვეველია.

სპეციალურად Redarmy.ge_სთვის
სტატიები
25 კომენტარი
№1
ავტორი: Beckham 7
16 ოქტომბერი 2012 20:23
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
მოწინააღმდეგე გუნდის მაქსიმუმ 3064 ფანს შეუძლია დაესწროს „ოლდ ტრაფორდზე“ მატჩს.

ეგრე უნდათ :D ესეც მეტია :D

საღოლ ავტორ : )
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№2
ავტორი: VaRdo
16 ოქტომბერი 2012 20:27
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ჩემი საყვარელი ციხე სიმაგრე gun2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: UTD-Rule
16 ოქტომბერი 2012 20:29
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მოწინააღმდეგე გუნდის მაქსიმუმ 3064 ფანს შეუძლია დაესწროს „ოლდ ტრაფორდზე“ მატჩს.

რა მაგარია smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: MUFC#1
16 ოქტომბერი 2012 20:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 62
ოცნების თეატრი love
0
№5
ავტორი: Ví Ví
16 ოქტომბერი 2012 20:31
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
საღოლ მაგარი სტატიაა ოლდ ტრაფრდს რა შეედრებაა
0
№6
ავტორი: Mike
16 ოქტომბერი 2012 20:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
სტატიაში კინოები რო მიწერია უნდა ჩავუჯდე fuckthatbitch
0
№7
ავტორი: razma21
16 ოქტომბერი 2012 20:33
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
იმედია მალე ამიხდება ოცნება და ვესტუმრები "ოცნებათა თეატრს" love
0
№8
ავტორი: Vittou
16 ოქტომბერი 2012 20:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 140
ჩემი ახდენილი ოცნება ^_^ !! საღოლ ავტორს !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
We will keep that red flag flyin high
№9
ავტორი: giochinio
16 ოქტომბერი 2012 20:36
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 223
ციტატა: RazMa.
იმედია მალე ამიხდება ოცნება და ვესტუმრები "ოცნებათა თეატრს"

ეგ ჩემი ოცნებაცაა და ყველა მანიუს ფანის
0
№10
ავტორი: GeorgeBest
16 ოქტომბერი 2012 20:38
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მანდ მოხვედრა ჩვენი ოცნებაა derphappycry
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top