თბილისი:
მანჩესტერი:
4-03-2013, 20:37
ავტორი: Esi,
ნანახია: 2386,
კომენტარები: 39
ოლდ ტრაფორდი რონალდოს მოლოდინში...
გავიხსენოთ რამდენიმე დასამახსოვრებელი ფაქტი, რაც რონალდოს მანჩესტერ იუნაიტედთან აკავშირებს.
ოლდ ტრაფორდი რონალდოს მოლოდინში...
სამშაბათ საღამოს მსოფლიოს ფეხბურთის მოყვარულთა უმეტესებოსი ყურადღება მიბყრობილი იქნება ჩემპიონთა ლიგის მატჩებისკენ.ზოგი ტელევიზორით სახლში მშვიდ გარემოში,ზოგიც მეგობრებთან ერთად ზოგიც კი სტადიონიდან მიადევნებს თვალს ამ ორ დაპირისპირებას,მაგრამ ამ ორიდან ერთ-ერთი კერძოდ კი მანჩესტერ იუნაიტედისა და მადრიდის რეალის დაპირისპირება იქნება ბევრისთვის საინტერესე,ემოციური და ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი,რომლის ხილვაც მას მოუწია.ამ შეხვედრაში კი ალბათ მაინც ყველაზე მნიშნველოვანი პორტუგალიელი ვარსკვლავის კრისტიანო რონალდოს ოლდ ტრაფორდზე დაბრუნებაა.თუ როგორ შეხვდებიან მას გულშემატკივრები ალბათ ადვილად მისახვედრია,რადგან ბევრი მათგანისთვის რონალდო დღესაც ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია,მაგრამ თამაშის მიმდინარეობისას არამგონია,რომელიმე მანჩესტერის გულშემატკივარმა მის მიმართ სტვენა ან „უხამსი“ სიტყვები დაიშუროს.მოკლედ ამ სტატიაში მე შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს,რაც რონალდოს მანჩესტერ იუნაიტედთან აკავშირებს და რომელიც ალბათ თითქმის ყველა მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარს დღემდე ახსოვს.

შვიდნომრიანი მაისური თავისუფალია...
მოგეხსენებათ მანჩესტერ იუნაიტედში 7-ნომრიან მაისურს უდიდეს პატივს სცემენ,რადგან თავის დროზე შვიდ-ნომრიან მაისურს ატარებდნენ ისეთი ფეხბურთელები როგორებიც იყვნენ:ერიკ კანტონა,ჯორჯ ბესტი,ბრაიან რობსონი,დევიდ ბექჰემი,ეს კიდევ არ არის სრული სია იმ შესანიშნავი ფეხბურთელებისა,რომლებსაც ეს პატივი ჰქონდათ.

როდესაც კრისტიანო რონალდო სპორტინგიდან გადმოვიდა მანჩესტერ იუნაიტედში ეს ნომერი თავისუფალი იყო,რადგან დევიდ ბექჰემი მადრიდის რეალში გადავიდა.თავიდან პორტუგალიელმა იმ დროისთვის იმედისმომცემმა ფეხბურთელმა 28 ნომრიანი მაისურის მორგება ითხოვა,მაგრამ სერ ალექსმა მისი ეს თხოვნა ყურადაც არ იღო და მას პირდაპირ ბევრი ახსნის გარეშე სწორედ ის მაისური ჩააცვა,რომელსაც დევიდ ბექჰემი ატარებდა.თავიდან ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო,რადგან ყველამ იცის თუ რა მნიშნველობას ანიჭებენ „წითელი ეშმაკები“ ამ ნომერს.თავიდან ბევრმა დიდ სიგიჟედ და სისულელეთ მიიჩნია ის,რომ ასეთ ახალგაზრდა და გამოუცდელ ფეხბურთელს შოტლანდიელმა სპეციალისტმა ასეთი პატივი,რომ არგო.მაგრამ გავიდა დრო და ეს კრიტიკა მივიწყებულ იქნა პირველ რიგში სწორედ იმ ადამიანებისგან,რომლებიც ამ კრიტიკის ფუძემდებლები გახლდნენ...


დებიუტი ოლდ ტრაფორდზე...
კრისტიანო რონალდოს ოლდ ტრაფორდზე დებიუტი შედგა 2003 წლის 15 აგვისტოს,სადაც მანჩესტერ იუნაიტედი ბოლტონს ეთამაშებოდა.რონალდო მოედანზე შევიდა მაშინ,როდესაც მანჩესტერ იუნაიტედი 1-0ს იგებდა.რონალდოს მოედანზე გამოსვლას დიდი ოვაციით შეეგება ოლდ ტრაფორდი,რამაც ნაწილობრივ ფეხბურთელზეც იმოქმედა,მიუხედავად იმისა,რომ ის ღელავდა მაინც კარგი შეხვედრა და პირველი თამაშის კვალობაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა,მეტიც მის ყოველი ბურთის შეხებასა და ფინტის გაკეთებაზე მთელი ოლდ ტრაფორდი ოვაციით ხვდებოდა.ამ ოვაციებმა კი შედეგიც გამოიღო,ერთ-ერთ ეპიზოდში,როდესაც რონალდომ მეტოქის მოედანზე შეირბინა ის წააქციეს და პორტუგალიელმა კლუბს პენალტი მოუპოვა,ამის შემდეგ მან მეორე გოლშიც მიიღო მონაწილეობა,მაგრამ ეს საბოლოო არ აღმოჩნდა რონალდოს დასამახსოვრებელი ეპიზოდებიდან,მან ტაიმის მიწურულისკენ ფლანგზე 4 ფეხბურთელის მოტყუება შეძლო,საბოლოოდ კი იუნაიტედმა ეს შეხვედრა დიდი ანგარიშით 4-0 მოიგო და რონალდოსაც მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა.



პირველი გოლი...
რონალდომ მანჩესტერის მაისურით პირველი ოფიციალური გოლი პორტსმუნტის წინააღმდეგ მატჩში გაიტანა.ეს შეხვედრა მანჩესტერ იუნაიტედის გამარჯვებით 3-0 დასრულდა.ეს შეხვედრა რონალდოსთვის უფრო კარგი აღმოჩნდა ვიდრე ბოლტონის წინააღმდეგ.ამჯერადაც როგორც ბოლტონთან შეხვედრაშიც ის შეცვლაზე შემოვიდა და ანგარიში ამ შეხვედრაშიც ისევე,როგორც ბოლტონთან შეხვედრაში ანგარიშიც 1-0 იყო.ხოლო შეხვედრის ბოლო 10 წუთში მან გოლის გატანასთან ერთად ერთი საგოლე პასიც გააკეთა.რაც შეეხება თვითონ გოლს,მარცხენა ფლანგზე მანჩესტერის ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა,ჯარიმა კი სწორედ რონალდომ შეასრულა და საკმაოდ მახვილი და შორი მანძილიდან გოლიც კი გაიტანა.



პირველი ჰეთ-თრიკი
პირველი ჰეთ-თრიკი კრისტიანო რონალდომ მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით 2008 წელს ნიუკასლ იუნაიტედთან დაპირისპირებაში შეასრულა,ხოლო მისმა კლუბმა კი ეს შეხვედრა გამანადგურებელი ანგარიშით 6-0 დაასრულა,ამ მოგებით კი მანჩესტერ იუნაიტედმა შეინარჩუნა პირველი ადგილი ინგლისის პრემიერ ლიგაში.რონალდომ გოლები 49-ე,70-ე და 88-ე წუთებზე გაიტანა.ყველაზე საგულისხმო ფაქტი კიდევ ის იყო,რომ პირველი ტაიმი ამ შეხვედრაში გოლების გარეშე დასრულდა.



საუკეთესო ჯარიმა რონალდოს შესრულებით
თუ შენ ხარ მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარი და გინახავს მრავალი შეხვედრა რონალდოს მონაწილეობით,მაშინ შეიძლება ეს ჯარიმა,რომელიც მან პორტსმუნტის წინააღმდეგ ოლდ ტრაფორდზე გაიტანა შესაძლოა არც გახსოვდეს,მაგრამ განა ასეთი საოცარი ჯარიმა შეიძლება ნამდვილ გულშემატკივარს დაავიწყდეს? ძალიან ბევრი სტანდარტული რონალდოს შესრულებით ლამაზი და საოცარი ყოფილა,მაგრამ ყველაზე კარგი და დასამახსოვრებელი სწორედ ეს სტანდარტული იყო,რომელიც დაუჯერებელი სიზუსტითა და ძლიერად დაარტყა,ხოლო დევიდ ჯეიმსი ალბათ გოლის შემდეგაც კი ვერ მიხვდა და ვერ გაიაზრა თუ რა მოხდა იმ მომენტში.



სტატიის დასასრულს კი მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო,სადაც რონალდოს მიერ მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით გატანილი ყველა გოლია შესული,მათ შორის რომასთან,ჩელსის წინააღმდეგ და პორტუსთან ჩემპიონთა ლიგაზე 40 მეტრიდან გატანილი გოლი...




სტატია მომზადებულია გოგიტა ესიავას მიერ სპეციალურად Redarmy.Ge-სთვის
სტატიები
39 კომენტარი
№21
ავტორი: Kr3w10
4 მარტი 2013 21:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
ნუ დებთ რონალდოზე რა ვიგრუზები მინდა რო ისევ მანჩესტერში იყოს :((
0
№22
ავტორი: Mr. Rooney
4 მარტი 2013 21:46
  • სიახლეები: 33
  • კომენტარები: 205
Esi
საღოლ კაია :)
0
№23
ავტორი: eL-capiTano...
4 მარტი 2013 21:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
რონალდო )) ამ კაცმა ისტორიის წერა "მანჩესტრეში" დაიწყო და "რეალშიც" აგრძელებს. იმედია ხვალეც იაქტიურებს ჩვენ სასარგებოდ :დ )) პს. კეთილი სურვილებით რეალის ფანი. love
0
№24
ავტორი: unitedrules
4 მარტი 2013 21:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
როგორ შეიძლება ეს ფეხბურთელი არ გიყვარდეს. ძაან მეყინა მაშინ როცა გადავიდა რეალში მარა არასდროს არ მითქვია რო ცუდი ფეხბურთელია... love
0
№25
ავტორი: VaRdo
4 მარტი 2013 22:15
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: eL-capiTano...
რონალდო )) ამ კაცმა ისტორიის წერა "მანჩესტრეში" დაიწყო და "რეალშიც" აგრძელებს. იმედია ხვალეც იაქტიურებს ჩვენ სასარგებოდ :დ )) პს. კეთილი სურვილებით რეალის ფანი.


ხვალ გული უდნა დაგწვიტოთ wink რონალდო ოზილი მე არ ვიცი ოცნების თეატრი სხვა განზომილებააა!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№26
ავტორი: Luka Gelashvili
4 მარტი 2013 22:16
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ყოჩაღ ესი.. პირველი გოლი მაგარია ძაან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№27
ავტორი: TrueRed
4 მარტი 2013 22:20
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
eL-capiTano...,
Xval damwuxrdebit ocnebis teatri santiago bernabeo ar gegonot
0
№28
ავტორი: Red Hooligan
4 მარტი 2013 22:43
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
მერამდენეჯერ დავწერო რო საინეტერესო და დაძაბული მატჩი იქნება ? :Dდ საღოლ ესი კაია )
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№29
ავტორი: red devil
4 მარტი 2013 22:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
eL-capiTano...
Imedia xval ver itamashebs ronaldo... Magram tqven ar inerviulot higuaini gyavt da eg aigebs tavis tavze tamashs:D:D ise ki xval ronaldo dimari özili am 3 fexburtelis meshinia yvelaze metad. GGMU<3>
0
№30
ავტორი: buka oboladze
4 მარტი 2013 22:48
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
Esi,
Becksy,
ჩემსაში მშვენივრად იჭერს ვაიფაი და სამოქალაქოზე ჩავუჯდები დალშე ყველა საგანში საკონტროლოები მაქვს sad
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top