თბილისი:
მანჩესტერი:
4-03-2013, 20:37
ავტორი: Esi,
ნანახია: 2392,
კომენტარები: 39
ოლდ ტრაფორდი რონალდოს მოლოდინში...
გავიხსენოთ რამდენიმე დასამახსოვრებელი ფაქტი, რაც რონალდოს მანჩესტერ იუნაიტედთან აკავშირებს.
ოლდ ტრაფორდი რონალდოს მოლოდინში...
სამშაბათ საღამოს მსოფლიოს ფეხბურთის მოყვარულთა უმეტესებოსი ყურადღება მიბყრობილი იქნება ჩემპიონთა ლიგის მატჩებისკენ.ზოგი ტელევიზორით სახლში მშვიდ გარემოში,ზოგიც მეგობრებთან ერთად ზოგიც კი სტადიონიდან მიადევნებს თვალს ამ ორ დაპირისპირებას,მაგრამ ამ ორიდან ერთ-ერთი კერძოდ კი მანჩესტერ იუნაიტედისა და მადრიდის რეალის დაპირისპირება იქნება ბევრისთვის საინტერესე,ემოციური და ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი,რომლის ხილვაც მას მოუწია.ამ შეხვედრაში კი ალბათ მაინც ყველაზე მნიშნველოვანი პორტუგალიელი ვარსკვლავის კრისტიანო რონალდოს ოლდ ტრაფორდზე დაბრუნებაა.თუ როგორ შეხვდებიან მას გულშემატკივრები ალბათ ადვილად მისახვედრია,რადგან ბევრი მათგანისთვის რონალდო დღესაც ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია,მაგრამ თამაშის მიმდინარეობისას არამგონია,რომელიმე მანჩესტერის გულშემატკივარმა მის მიმართ სტვენა ან „უხამსი“ სიტყვები დაიშუროს.მოკლედ ამ სტატიაში მე შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს,რაც რონალდოს მანჩესტერ იუნაიტედთან აკავშირებს და რომელიც ალბათ თითქმის ყველა მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარს დღემდე ახსოვს.

შვიდნომრიანი მაისური თავისუფალია...
მოგეხსენებათ მანჩესტერ იუნაიტედში 7-ნომრიან მაისურს უდიდეს პატივს სცემენ,რადგან თავის დროზე შვიდ-ნომრიან მაისურს ატარებდნენ ისეთი ფეხბურთელები როგორებიც იყვნენ:ერიკ კანტონა,ჯორჯ ბესტი,ბრაიან რობსონი,დევიდ ბექჰემი,ეს კიდევ არ არის სრული სია იმ შესანიშნავი ფეხბურთელებისა,რომლებსაც ეს პატივი ჰქონდათ.

როდესაც კრისტიანო რონალდო სპორტინგიდან გადმოვიდა მანჩესტერ იუნაიტედში ეს ნომერი თავისუფალი იყო,რადგან დევიდ ბექჰემი მადრიდის რეალში გადავიდა.თავიდან პორტუგალიელმა იმ დროისთვის იმედისმომცემმა ფეხბურთელმა 28 ნომრიანი მაისურის მორგება ითხოვა,მაგრამ სერ ალექსმა მისი ეს თხოვნა ყურადაც არ იღო და მას პირდაპირ ბევრი ახსნის გარეშე სწორედ ის მაისური ჩააცვა,რომელსაც დევიდ ბექჰემი ატარებდა.თავიდან ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო,რადგან ყველამ იცის თუ რა მნიშნველობას ანიჭებენ „წითელი ეშმაკები“ ამ ნომერს.თავიდან ბევრმა დიდ სიგიჟედ და სისულელეთ მიიჩნია ის,რომ ასეთ ახალგაზრდა და გამოუცდელ ფეხბურთელს შოტლანდიელმა სპეციალისტმა ასეთი პატივი,რომ არგო.მაგრამ გავიდა დრო და ეს კრიტიკა მივიწყებულ იქნა პირველ რიგში სწორედ იმ ადამიანებისგან,რომლებიც ამ კრიტიკის ფუძემდებლები გახლდნენ...


დებიუტი ოლდ ტრაფორდზე...
კრისტიანო რონალდოს ოლდ ტრაფორდზე დებიუტი შედგა 2003 წლის 15 აგვისტოს,სადაც მანჩესტერ იუნაიტედი ბოლტონს ეთამაშებოდა.რონალდო მოედანზე შევიდა მაშინ,როდესაც მანჩესტერ იუნაიტედი 1-0ს იგებდა.რონალდოს მოედანზე გამოსვლას დიდი ოვაციით შეეგება ოლდ ტრაფორდი,რამაც ნაწილობრივ ფეხბურთელზეც იმოქმედა,მიუხედავად იმისა,რომ ის ღელავდა მაინც კარგი შეხვედრა და პირველი თამაშის კვალობაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა,მეტიც მის ყოველი ბურთის შეხებასა და ფინტის გაკეთებაზე მთელი ოლდ ტრაფორდი ოვაციით ხვდებოდა.ამ ოვაციებმა კი შედეგიც გამოიღო,ერთ-ერთ ეპიზოდში,როდესაც რონალდომ მეტოქის მოედანზე შეირბინა ის წააქციეს და პორტუგალიელმა კლუბს პენალტი მოუპოვა,ამის შემდეგ მან მეორე გოლშიც მიიღო მონაწილეობა,მაგრამ ეს საბოლოო არ აღმოჩნდა რონალდოს დასამახსოვრებელი ეპიზოდებიდან,მან ტაიმის მიწურულისკენ ფლანგზე 4 ფეხბურთელის მოტყუება შეძლო,საბოლოოდ კი იუნაიტედმა ეს შეხვედრა დიდი ანგარიშით 4-0 მოიგო და რონალდოსაც მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა.



პირველი გოლი...
რონალდომ მანჩესტერის მაისურით პირველი ოფიციალური გოლი პორტსმუნტის წინააღმდეგ მატჩში გაიტანა.ეს შეხვედრა მანჩესტერ იუნაიტედის გამარჯვებით 3-0 დასრულდა.ეს შეხვედრა რონალდოსთვის უფრო კარგი აღმოჩნდა ვიდრე ბოლტონის წინააღმდეგ.ამჯერადაც როგორც ბოლტონთან შეხვედრაშიც ის შეცვლაზე შემოვიდა და ანგარიში ამ შეხვედრაშიც ისევე,როგორც ბოლტონთან შეხვედრაში ანგარიშიც 1-0 იყო.ხოლო შეხვედრის ბოლო 10 წუთში მან გოლის გატანასთან ერთად ერთი საგოლე პასიც გააკეთა.რაც შეეხება თვითონ გოლს,მარცხენა ფლანგზე მანჩესტერის ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა,ჯარიმა კი სწორედ რონალდომ შეასრულა და საკმაოდ მახვილი და შორი მანძილიდან გოლიც კი გაიტანა.



პირველი ჰეთ-თრიკი
პირველი ჰეთ-თრიკი კრისტიანო რონალდომ მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით 2008 წელს ნიუკასლ იუნაიტედთან დაპირისპირებაში შეასრულა,ხოლო მისმა კლუბმა კი ეს შეხვედრა გამანადგურებელი ანგარიშით 6-0 დაასრულა,ამ მოგებით კი მანჩესტერ იუნაიტედმა შეინარჩუნა პირველი ადგილი ინგლისის პრემიერ ლიგაში.რონალდომ გოლები 49-ე,70-ე და 88-ე წუთებზე გაიტანა.ყველაზე საგულისხმო ფაქტი კიდევ ის იყო,რომ პირველი ტაიმი ამ შეხვედრაში გოლების გარეშე დასრულდა.



საუკეთესო ჯარიმა რონალდოს შესრულებით
თუ შენ ხარ მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარი და გინახავს მრავალი შეხვედრა რონალდოს მონაწილეობით,მაშინ შეიძლება ეს ჯარიმა,რომელიც მან პორტსმუნტის წინააღმდეგ ოლდ ტრაფორდზე გაიტანა შესაძლოა არც გახსოვდეს,მაგრამ განა ასეთი საოცარი ჯარიმა შეიძლება ნამდვილ გულშემატკივარს დაავიწყდეს? ძალიან ბევრი სტანდარტული რონალდოს შესრულებით ლამაზი და საოცარი ყოფილა,მაგრამ ყველაზე კარგი და დასამახსოვრებელი სწორედ ეს სტანდარტული იყო,რომელიც დაუჯერებელი სიზუსტითა და ძლიერად დაარტყა,ხოლო დევიდ ჯეიმსი ალბათ გოლის შემდეგაც კი ვერ მიხვდა და ვერ გაიაზრა თუ რა მოხდა იმ მომენტში.



სტატიის დასასრულს კი მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო,სადაც რონალდოს მიერ მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით გატანილი ყველა გოლია შესული,მათ შორის რომასთან,ჩელსის წინააღმდეგ და პორტუსთან ჩემპიონთა ლიგაზე 40 მეტრიდან გატანილი გოლი...




სტატია მომზადებულია გოგიტა ესიავას მიერ სპეციალურად Redarmy.Ge-სთვის
სტატიები
39 კომენტარი
№11
ავტორი: Mike
4 მარტი 2013 20:49
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
Esi,
derpgop არა მართლა ბევრი გიწვალია სერიოზულად და ძალიან მაღალი ხარისხის სტატიაა ...
0
№12
ავტორი: Malboro463
4 მარტი 2013 20:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
სილვეესტერs რა ცუდი დებიუტი გამოუვიდა მლსში
სამივე გოლი მისი შეცდომით გავიდა შემეცოდა მაგ რად


http://www.dailymotion.com/video/xxxwia_le-premier-match-catastrophique-de-silve

stre-en-mls_sport
0
№13
ავტორი: red devil
4 მარტი 2013 20:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Ronaldos xval albat jojoxets mouwyobs gulshematkivari.
0
№14
ავტორი: buka oboladze
4 მარტი 2013 20:53
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
Esi,
საღოლ საინტერესოა, ბოლოვიდეოს რამაყურებინებს lol
0
№15
ავტორი: Esi
4 მარტი 2013 20:54
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
Mike,
გაიხარე love

buka oboladze,
ხვალ სკოლაში ხო მიდიხარ ხოდა რომელი გაკვეთილიც არ გევასება ჩაუჯექი მაგ გაკვეთილზე და კი ეყოფა ერთი გაკვეთილი ზუსტად lol
0
№16
ავტორი: Vodafone
4 მარტი 2013 20:55
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
საღოლ ესი.
ეჰ მომენატრა რონალდო წითელ მაისურში
0
№17
ავტორი: TrueRed
4 მარტი 2013 20:57
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
ძაან მაგარიაა რონალდოს შეეფერება ეს სტატია ხვალ კი 90 წუთი ჩვენთვის ყველასთვის მტერი იქნება am
0
№18
ავტორი: MAN.UTD
4 მარტი 2013 21:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
kargiaaaaaaaa
0
№19
ავტორი: TrueRed
4 მარტი 2013 21:07
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
buka oboladze,
ხვალ სკოლაში ჩაუჯექი და უყურე კაკრაზ 45 წუთიანია აბა მე თუ მოვახერხებ ვუყურებ ხან იჭერს ხან არა ჩემს საკლასო ოთახში ვაიფაი wink
0
№20
ავტორი: VaRdo
4 მარტი 2013 21:15
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ. დაბრუნდი რა შე ჩემის თვრამეტიანო!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top